რეესტრში დაბრუნება
საჯარო სკოლა · EMIS მონაცემი

სსიპ - ქალაქ ქუთაისის №21 საჯარო სკოლა

იმერეთი · ქუთაისი · ქუთაისი, აღმაშენებლის №63

რეესტრის კოდი#726
მოსწავლე924
მასწავლებელი57
შენობა3
სკოლის პროფილი

ძირითადი ინფორმაცია

დირექტორი
რუსუდანი ჭეიშვილი
სწავლების საფეხურები
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
სწავლების სექტორი
ქართული
ავტორიზაციის დასაწყისი
ავტორიზაციის დასრულება
პირველკლასელთა მიღება

ადგილების მიმდინარე ინფორმაცია

ქუთაისი, აღმაშენებლის №63

სექტორი
ქართული
ცვლა
1
საერთო ლიმიტი
75
თავისუფალი ადგილი
19
სსსმ ლიმიტი
8
სსსმ თავისუფალი ადგილი
5
EMIS-ის სრული ჩანაწერი

დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები

გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.

მისია, ხედვა და ღირებულებები1 დამატებითი მასალა

სკოლის მისია სსიპ ქალაქ ქუთაისის N21 საჯარო სკოლის მისიაა, შევქმნათ უსაფრთხო, ხარისხიანი, ინოვაციური და ინკლუზიური სასწავლო გარემო მოსწავლის ინტელექტუალური, ფიზიკური და სულიერი თვისებებისა და შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოსავლენად და გასავითარებლად, მომავალი თაობის მსოფლიო სივრცეში თვითრეალიზაციისთვის.იქნება ახალგაზრდობა,რომლებიც შეძლებენ შეძენილი ცოდნის პრაქტიკულ ცხოვრებაში გამოყენებას და მის შევსება-გარდაქმნას საზოგადოების მოთხოვნა-დაკვეთების შესაბამისად. მომავლის ხედვა სკოლის სტრატეგიული მენეჯმენტის პირველ ამოცანად მივიჩნევთ სტრატეგიული ხედვისა და მისიის ფორმულირებას. სკოლამ შეიმუშავა სტრატეგიული ხედვა, რომელიც არის ჩვენი ორგანიზაციის მიერ დანახული სასურველი მომავლის სურათი, ძირითადი შედეგების ერთობლიობა, რომელთა მიღწევაც გვსურს გრძელვადიან პერიოდში. სსიპ ქალაქ ქუთაისის N21 საჯარო სკოლის მომავლის ხედვაა, იყოს მუდმივ წინსვლასა და განვითარებაზე ორიენტირებული, ლიდერი საგანმანათლებლო სივრცეში.სკოლას ეყოლება კრიტიკული, კომპლექსური აზროვნებისა და განვითარების მოსწავლეები.იქნება ახალგაზრდობა, რომლებიც მოახდენენ საკუთარი იდეების რეალიზებას საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური და გააზრებული მონაწილეობის მისაღებად. ღირებულებები განცხადებული მომავლის ხედვისა და სკოლის მისიის განხორციელების მიზნით სასკოლოსაზოგადოება თანხმდება, რომ სკოლამ მთლიანობაში და მისმა ყოველმა ცალკეულმა თანამშრომელმა თავიანთი ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებაში უნდა იხელმძღვანელონ შემდეგი სამუშაო პრინციპებითა და მიდგომებით: • ღიაობა/გამჭვირვალობა . • განვითარება და ინოვაცია . • პროფესიონალიზმი და საქმის სიყვარული. • თანამშრომლობა, გუნდური მუშაობა, სხვათა შრომის, მიღწევების, იდენტობისა და აზრის პატივისცემა; • სწავლება-სწავლის ხარისხის ამაღლებაზე ზრუნვა; • საკუთარი პასუხისმგებლობის გაცნობიერება. • კონკურენტუნარიანი, პატრიოტი მოქალაქის აღზრდა. • გლობალურ პროცესში ინტეგრაცია; მისიის მისაღწევად სკოლა: • ქმნის ეფექტურ, უსაფრთხო და პოზიტიურ სასწავლო გარემოს; • ზრუნავს სკოლის ინფორმაციულ-ტექნოლოგიურ განვითარებასა და კომპიუტერიზაციაზე; • ხელს უწყობს მოსწავლის ფიზიკური, კოგნიტური და სოციალური უნარების განვითარებას; • ზრუნავს პედაგოგების მუდმივ პროფესიულ განვითარებაზე; • სასწავლო პროცესში ნერგავს ქვეყნის ფარგლებში დამკვიდრებულ პრაქტიკას; • მუდმივად ავითარებს და სრულყოფს სასწავლო რესურსებს; • ხელს უწყობს მშობლის აქტიურ ჩართულობას შვილის სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში; • მუდმივად ზრუნავს მოსწავლეთა ინიციატივების წახალისებაზე; • ზრუნავს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფაზე, განვითარებასა და აღჭურვაზე; • ხელს უწყობს სკოლის მმართველობაში დემოკრატიული კულტურის დამკვიდრებას; • უზრუნველყოს უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო და სასწავლო გარემოს შექმნას. მიზნები და ამოცანები: სსიპ ქალაქ ქუთაისის N21 საჯარო სკოლის ძირითადი მიზნები და ამოცანებია: 1. სსიპ ქალაქ ქუთაისის N21 საჯარო სკოლის ადმინისტრაციული საქმიანობის გაუმჯობესება და სასწავლო პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოწესრიგება; 2. სწავლა - სწავლების ხარისხის ამაღლება; 3. თვითშეფასების სისტემის ჩამოყალიბება; 4. უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო და სასწავლო გარემოს შექმნა; 5. მშობელთა ჩართულობა სასწავლო-აღმზრდელობით პროცესში; 6. სწავლებისა და აღზრდის საქმეში მასტიმულირებელი ბერკეტების მოძიება და გამოყენება. 7. ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარება და სკოლის კომპიუტერიზაცია; 8. მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფა, განვითარება და აღჭურვა; 9. სკოლის მმართველობაში დემოკრატიული კულტურის დამკვიდრება; 10. სკოლის აღჭურვა სასწავლო რესურსებითა და სწავლების ხელშემწყობი სხვა საშუალებებით.

სტრუქტურა2 დამატებითი მასალა

სკოლის სტრუქტურა: დირექცია, სამეურვეო საბჭო, სკოლის პედაგოგიური საბჭო, მოსწავლეთა თვითმმართველობა. სამეურვეო საბჭო: კონსტრუქციული თანამშრომლობა. კომუნიკაციის აუცილებლობა. ბიუჯეტის ფორმირების პროცესში ჩართვა. დირექციის საქმიანობის სისტემატური კონტროლი . ფინანსური რესურსების მოპოვებისა და ხარჯვის მონიტორინგი. უსაფრთხო გარემოს შექმნისათვის ერთობლივი ზრუნვა . სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის ზრდაზე ერთობლივი ზრუნვა. ერთობლივი დაგეგმვა და ზრუნვა სკოლის განვითარებაზე. პედაგოგიური საბჭო კომუნიკაცია და ჯანასაღი ურთიერთობა. საგნობრივ კათედრებთან კოორდინირებული მუშაობა. სახელმძღვანელოების არჩევასა და სასკოლო სასწავლო გეგმის შედგენაში აქტიური მონაწილეობა. მასწავლებელთა კვალიფიკაციის აუცილებლობის გამოვლენა. მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებასა და სწავლების ხარისხის ამაღლებაზე ზრუნვა.სკოლისგარეშე აქტივობებში მონაწილეობა. პროგრამებსა და პროექტებში ჩართულობის ზრდა. მასწავლებელთა მოტივაციის ამაღლებაზე ზრუნვა.წახალისებისა და დაჯილდოების კრიტერიუმებზე მუშაობა. გაწეული სამუშაოების მონიტორინგი და ანგარიშგება. მოსწავლეთა თვითმმართველობა •თანამშრომლობა და კომუნიკაცია. ინტერესებისა და მათი უფლებების დაცვა. სკოლაში არსებული კლუბების აქტიური მუშაობის ხელშეწყობა .(დებატების კლუბი, სპორტული კლუბი, ინტელექტუალთა კლუბი, შემეცნებითი გასართობი კლუბი). სკოლაში მიმდინარე ღონისძიებებისა და პროექტების დეგეგმვასა და განხო რციელებაში მონაწილეობა . მოსწავლეთა ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა. გამორჩეულ მოსწავლეთა აღიარებისა და წახალისების საკითხი. დირექტორის მოადგილე სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის მართვა; სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამების კოორდინირება. სადამრიგებლო პროგრამის განხორციელების ხელმძღვანელობა. კათედრების ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფა. სწავლა-სწავლების ხელშემწყობი მექანიზმების სრულყოფა; პედაგოგთა პროფესიულ ზრდის ხელშეწყობა. საგნობრივ ოლიმპიადებსა და სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციებში მოსწავლეთა ჩართულობა. სკოლაში ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა. სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებში მასწავლებელთა და მოსწავლეთა ჩართულობა; საქმის მწარმოებელი საქმის წარმოების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა. სასკოლო დოკუმენტაციის აღრიცხვა და რეგისტრაცია; მოსწავლეთა მოძრაობისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება; სკოლის არქივის დაცვა და მოთხოვნის საფუძველზე შესაბამისი დოკუმენტაციის დამოწმებული ასლის გაცემა; ელექტრონულ სისტემაში (eschool.emis.ge) მუშაობის უზრუნველყოფა; სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების შედეგად თანამშრომელთა/მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების დაცვა; მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორი სკოლის ქონების გაფრთხილება, უსაფრთხოების წესების დაცვა; სკოლის სამეურნეო საქმიანობის ხელმძღვანელობა. კონტროლის გაწევა სკოლის შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების მოთხოვნათა დაცვის ორგანიზებას და ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებათა გამართულ მდგომარეობაში ყოფნას. სკოლის ბიბლიოთეკარი კომპეტენციის ფარგლებში სკოლის ბიბლიოთეკის მართვის უზრუნველყოფა. ბიბლიოთეკის გამართული მუშაობა; მუდმივ განახლებაზე ზრუნვა; ბიბლიოთეკის თანაბარი ხელმისაწვდომობა მოსწავლეთათვის და სკოლაში დასაქმებულ პირთათვის; ბიბლიოთეკაში არსებული სიახლეების შესახებ პერიოდული პრეზენტაციების გამართვა მოსწავლეებისა და სკოლაში დასაქმებული პირებისათვის; სკოლის ბუღალტერი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება; ფინანსების რაციონალური განკარგვა. ფინანსური მდგომარეობის ანალიზი . დამატებითი ფინანსური სახსრების მოძიებაზე ზრუნვა (პროგრამებისა და პრექტებიდან მიღებული დაფინანსება/ გრანტები/ დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობა) . შემოსავლებისა და გასავლების სრული გამჭვირვალეობა . ფინანსური რესურსების ხარჯვის მონიტორინგი. საინფორმაციო მენეჯერი საჭიროების შემთხვევაში, სკოლის მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებისთვის და სკოლის სხვა თანამშრომლებისთვის ინფორმაციული ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენებაში კონსულტაციების გაწევა; კომპიუტერული ლაბორატორიის უსაფრთხო და ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გამოგზავნილი დავალებების შესრულებაში/ელექტრონულად ინფორმაციის შეგროვებაში/გადაგზავნაში დახმარება; სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების შედეგად მისთვის თანამშრომელთა/მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების დაცვა; დარაჯი სკოლის ქონების გაფრთხილება, უსაფრთხოების წესების დაცვა; სკოლის მოსწავლეთა და თანამშრომელთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა. საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების დაცვა; დამლაგებელი სისუფთავის დაცვა სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას როგორც დერეფანში, ასევე სველ წერტილებში; საჭიროების შემთხვევებში, სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება. სხვადასხვა ინფექციასთან დაკავშირებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ზოგადი რეკომენდაციების დაცვა.

დოკუმენტები

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი.docx17/09/2025 14:21:52 · 0.02 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
სტრატეგიული გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

გეგმა

სსიპ ქალაქ ქუთაისის N21 საჯარო სკოლის შვიდწლიანი განვითარების სტრატეგიული გეგმა 2023-2030 წელი

დოკუმენტები

სტრატეგიული გეგმა.docx07/12/2023 13:20:14 · 0.19 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
წლიური სამოქმედო გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

გეგმა

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა გამომდინარეობს 2023 – 2030 წლების სტრატეგიული განვითარების შვიდწლიან გეგმიდან, სკოლის მისიიდან და სკოლის სტრატეგიული მიზნებიდან. მასში ასახულია სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი აქტივობები, შესრულების ინდიკატორები, შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები/სტრუქტურული ერთეულები, შესაბამისი რესურსები და დასახული მიზნების რეალიზების ვადები.

დოკუმენტები

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2023-2024.docx07/12/2023 13:22:16 · 0.08 MB
ერთწლიანი სამოქმედო გეგმა-2024-2025 წწ.pdf11/04/2025 14:15:58 · 5.41 MB
სკოლის განვითარების პროგრამა..docx11/04/2025 14:17:44 · 0.04 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
პროგრამები და მხარდაჭერის სერვისები10 დამატებითი მასალა

მოსწავლეთა მხარდაჭერის სერვისები საგანმანათლებლო პროცესის ცენტრში დგას მოსწავლე, მისი განვითარების პროცესი და მის მიერ მიღწეული შედეგი. სკოლაში მასწავლებლისა და მოსწავლის ნდობაზე დაფუძნებული, პოზიტიური ურთიერთობაა. სკოლის მოსწავლეები ძირითადად გამოირჩევიან კარგი პიროვნული თვისებებით, უყვართ ერთმანეთი, პატივს სცემენ უფროსებს- მშობლებს, მასწავლებლებს. მოსწავლეები ფლობენ განსხვავებულ უნარ-ჩვევებს, შემოქმედებით უნარს, ანალიტიკურ აზროვნებას, ტრანსფერის უნარს. აქვთ თვითგამოხატვის საშუალება, არ ეშინიათ შეცდომების დაშვებისა და საკუთარი აზრის თავისუფლად გამოთქმის. სკოლაში წამახალისებელი გარემოა, თავისუფალი დრო გამოყენებულია მაქსიმალურად. რაც აღრმავებს მოსწავლეთა ცოდნას საყოფაცხოვრებო რეალობასთან კავშირის პოვნაში და ცოდნის გამოყენებში ეხმარება. დირექციის სათანადო მხარდაჭერა აქვს სკოლაში არაფორმალურ განათლებას. განათლების ფორმალური და არაფორმალური ინსტრუმენტების ერთობლიობას. სკოლა ჩართულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო პროგრამებში. კონკურსებში, ოლიმპიადებში, კონფერენციებში, გამოფენებსა და პროექტებში. ეწყობა საგნების მიხედვით სხვადასხვა საინტერესო და გონებრივი საქმიანობის აქტივობები. დებატები, დისკუსიები, პრეზენტაციები, კულტურული, საგანმანათლებლო, შემოქმედებითი, ინტელექტუალური, სპორტული, გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებები, შემეცნებითი ექსკურსია-ლაშქრობები, ფილმების ჩვენება, კვლევები, ინტელექტუალური თამაშები, ტარდება, ტრენინგები, საგანმანათლებლო პროექტები, გაკვეთილები არაფორმალურ გარემოში. შეხვედრები ადგილობრივ ახალგაზრდულ ცენტრებთან, სადაც ისინი სიამოვნებით ერთვებიან და ავლენენ კომუნიკაციურ, თანამშრომლობით, შემოქმედებით უნარებს, ინდივიდუალურ თავისებურებებსა და ინტერესებს. სწავლობენ ლიდერობას, გუნდურობას. წახალისებულია ბავშვების ძალისხმევა. ყოველი აქტივობის ბოლოს ფასდება არასავალდებულო სასწავლო კურიკულუმის ცოდნა და შინაგან მოტივაციაზე დაფუძნებით ბავშვებში ცხოვრებისეულ ღირებულებებისა და უნარების განვითარება. მართლაცდა დიდია არაფორმალური განათლების სარგებელი. მოსწავლეთა ინდივიდუალური თავისებურებების, ინტერესებისა და მიდრეკილებების გათვალისწინებით შექმნილია კლუბები. კლუბური მუშაობის წარმატებებს ავლენენ სხვადასხვა მიმართულებით: სპორტკლუბი, მკითხველთა კლუბი, სამოქალაქო განათლების კლუბი, ხელოვანთა კლუბი. სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები თანამშრომლობენ ქალაქის კულტურულ თუ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან: ბიბლიოთეკებთან, მუზეუმებთან, კინო-თეატრებთან. აწყობენ ერთობლივ ღონისძიებებს. ხდება მოსწავლეთა აქტიურ, გემოვნებიან და კარგ მკითხვლად ჩამოყალიბება და მათში საამისოდ საჭირო უნარ-ჩვევათა განვითარება. N21 საჯარო სკოლის არაერთმა მოსწავლემ მოიპოვა გამარჯვება საგნობრივ ოლიმპიადებსა და სასწავლო–შემოქმედებით კონფერენციებში, ასევე მონაწილეობა მიიღო სასკოლო თუ საქალაქო ღონისძიებებში, სკოლის თვითმმართველობა მასწავლებლებთან ერთად თითქმის ყველა კონკურსისა და ღონისძიების ავტორი და ორგანიზატორია. მათ მიერ შექმნილია სამოქალაქო განათლების კლუბი, რომელიც აქტიურად მონაწილეობს ინტელექტუალურ სასკოლო და საქალაქო ღონისძიებებში. შექმნილია ფრენბურთის, კალათბურთისა და ბადმიდტონის სექციები. თვითმმართველობა ზრუნავს მოსწავლეთა პრობლემებზე, საჭიროების შემთხვევაში ამზადებენ წინადადებებს სამეურვეო საბჭოსა და სკოლის ადმინისტრაციაში. იცავენ მოსწავლეთა ინტერესს და მათ უფლებებს. თვითმართველობა განიხილავს სწავლაში პრობლემების მქონე მოსწავლეთა საკითხს, გამორჩეული მოსწავლეების აღიარებას და წახალისების საკითხს, თვითმმართველობა ერთ-ერთი ხელშემწყობი მექანიზმია მოსწავლეთა ჯანსაღი წესის დამკვიდრების. მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული სკოლის მართვაში.

დოკუმენტები

შინაგანაწესი.doc07/12/2023 13:29:51 · 0.22 MB
საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმა.pdf07/12/2023 13:56:25 · 10.46 MB
ინკლუზიური განათლების განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების ბრძანება.pdf07/12/2023 13:56:27 · 0.33 MB
პროგრამები,მხარდაჭერის სერვისები.docx11/04/2025 14:13:02 · 0.06 MB
სასკოლო პროექტი 2022-23სასწ.წ.-სსსმ მოზარდების ინტეგრაცია , ხელშეწყობა, წვდომა, მხარდაჭერა სასკოლო საზოგადოებაში.docx11/04/2025 14:44:16 · 0.09 MB
პროექტის გეგმა-მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება ეფექტური, ინოვაციური მეთოდებითა და მიდგომებით..docx11/04/2025 14:44:16 · 0.04 MB
1.მონიტორინგისა და შეფასების სისტემა (1).docx11/04/2025 14:44:16 · 0.04 MB
პროექტის გეგმა-დემოკრატიული სასკოლო კულტურის გაუმჯობესება.docx11/04/2025 14:44:16 · 0.04 MB
„ინტერპერსონალური კონფლიქტების ანალიზი და მართვა“.docx11/04/2025 14:44:16 · 1.28 MB
პროექტის გეგმა-თანასწორი სასკოლო გარემო (2) (1).docx11/04/2025 14:44:16 · 0.05 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ქცევის წესები და გასაჩივრების მექანიზმები5 დამატებითი მასალა

მოსწავლის ქცევის წესები და აპელაციის მექანიზმები

დოკუმენტები

შინაგანაწესი.doc07/12/2023 15:26:20 · 0.22 MB
4. ბრძანება N2-113 დანართი.pdf16/04/2025 17:09:10 · 3.28 MB
3. სსიპ ქალაქ ქუთაისის N21 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ადაპტაციის წესი.pdf16/04/2025 17:09:11 · 2.47 MB
2. ბრძანება N2-114 დანართი.pdf16/04/2025 17:09:11 · 1.84 MB
1.pdf16/04/2025 17:09:11 · 1.48 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ინფრასტრუქტურატექსტური ინფორმაცია

უაღრესად მნიშვნელოვნად მივიჩნევთ სკოლაში უსაფრთხო, კონკურენტუნარიანი, ესთეტიკური და ეთიკური, სანიტარულ-ჰიგიენური, ტექნიკურად, ტექნოლოგიურად მდგრადი, კულტურულ-საგანმანათლებლო,უწყვეტი პროფესიული განვითარების, სიახლის მუდმივი ძიების და ინოვაციით აღსავსე ხელსაყრელი აღმზრდელობით-საგანმანათლებლო გარემოს შექმნას, ბავშვის ფიზიკურ და ზნეობრივ განვითარებას, სოციალურად ადაპტირებული პიროვნების აღზრდას. სკოლაში არსებობს უსაფრთხოების სისტემები, ძირითადად გათვალისწინებულია სახანძრო და ელექტრო უსაფრთხოების მოთხოვნები. სკოლის ტერიტორია შემოსაზღვრულია. უსაფრთხოების მაღალ დონეს განაპირობებს ვიდეოთვალები. დაცულია განათებულობის სტანდარტები. ფუნქციონირებს მანდატურის სამსახური. ადგილობრივი ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციებთან ერთად იგეგმება კომპლექსური ღონისძიებები სამკურნალო პროფილაქტიკური და ჰიგიენური მოთხოვნების გატარებისათვის. სკოლა ხელმძღვანელობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული სასკოლო ინფრასტრუქტურის სტანდარტებით. სკოლის ინფრასტრუქტურასთან მიმართებაში მნიშვნელოვანია: • შენობის მდგომარეობა. • ტექნიკური აღჭურვილობის დონე. • ინფრასტრუქტურის სიმძლავრის პოტენციალი. სკოლა საშუალო სიმძლავრისაა. ვაწარმოებთ სკოლის მატერიალურ- ტექნიკური ბაზის განმტკიცებას, შენობის მდგრადობის შენარჩუნების მიზნით, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს შიდა სარეაბილიტაციო სამუშაოები. სკოლის შენობის 50% რეაბილიტირებულია, დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია. შენობის ფართი გონივრულად გამოიყენება სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესისათვის. სკოლა აღიჭურვა სათანადო ინვენტარით, კერძოდ: მოსწავლეთა ინდივიდუალურ საჭიროებებს მორგებული მერხებით და სხვა აუცილებელი მატერიალური საშუალებებით. რომელიც მოსწავლეს ეხმარება პრაქტიკული უნარ-ჩვევების ხელშეწყობაში, შესწავლილი პროგრამის გაღრმავებასაში, თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული სამუშაოების სინთეზში. სკოლა გათვლილია 400 მოსწავლეზე, სწავლობს 1000 მოსწავლე. ჩვენი სკოლის შენობა-ნაგებობის სიმძლავრეს დიდად აღემატება მოსწავლეთა რაოდენობა. გადატვირთულობის გამო არა გვაქვს სააქტო დარბაზი. ინკლუზიური კაბინეტი, რომელიც დაკომპლექტებულია 15 მოსწავლით, ორი სპეციალური მასწავლებლით, ერთი ენისა და მეტყველების სპეციალისტით, პირის 5 ასისტენტით, მუშაობენ 20 კვ მეტრ ოთახში. სკოლა მოკლებულია საგანმანათლებლო სტანდარტებს. განათლების მაღალი ხარისხის მისაღწევად, მოსწავლეთა განათლებისათვის ადეკვატური პირობების შესაქმნელად მოსწავლეთა და სკოლის თანამშრომელთა საჭიროებების დაკმაყოფილებად აუცილებლად განსახორციელებელია მიშენებითი სამუშაოების ჩატარება, საკლასო ოთახების გაზრდა. სკოლის ტერიტორია იძლევა ამის საშუალებას. სკოლა უზრუნველყოფილია დენისა და წყლის უწყვეტი მიწოდებით, საკლასო ოთახებს აქვს ბუნებრივი განათება, დამონტაჟებულია გათბობის ცენტრალური სისტემა, სველი წერტილები. სკოლაში მოქმედებს ბუფეტი, ჰიგიენური ნორმები დაცულია. მოსწავლეები უზრუნველყოფილი არიან ჯანსაღი და სასარგებლო პროდუქტით. სკოლა აღჭურვილია თანამედროვე სწავლებისათვის საჭირო და აუცილებელი ტექნოლოგიით (კომპიუტერებით, ინტერნეტით, პროექტორით, ვიდეოკამერით და სხვა) სრული დატვირთვით ფუნქციონირებს კომპიუტერული კაბინეტი. ტარდება გაკვეთილები ინფორმაციულ–საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით). სასწავლო პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაცია. საბუნებისმეტყველო საგნების ლაბორატორია აღჭურვილია თვალსაჩინოებითა და ელექტრონული საშუალებებით, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის სრულყოფილი პირობები პრაქტიკული ცდების ჩასატარებლად. სკოლაში არის ბიბლიოთეკა სათანადო რაოდენობის წიგნადი ფონდით, პერიოდიკით, ელექტრონული გამოცემებით, სასწავლო მეთოდური და სხვა დამხმარე მასალით. სკოლის ბიბლიოთეკარი მიმართავს ბიბლიოთეკის პოპულარიზაციას და მოზარდთა ინტერესის გაღვიძებას წიგნის მიმართ, ქმნის კომპიუტერულ კატალოგს და ბიბლიოთეკაში ნერგავს მუშაობის თანამედროვე მეთოდებს; დროდადრო ხორციელდება მონიტორინგი, სასწავლო წლის ბოლოს - შეფასება. უნდა გამოიძებნოს ოპტიმალური გზები სამკითხველო დარბაზის ფართის გასაზრდელად, რადგან ამ ეტაპზე ვერ აკმაყოფილებს სასკოლო სასწავლო გეგმის მოთხოვნებს. მიმდინარე სასწავლო წელს ამოქმედდა სამედიცინო კაბინეტი. სკოლაში არის დაცულობის, კეთილგანწყობის, ურთიერთპატივისცემისა და თანამშრომლობის ატმოსფერო, პოზიტიური გარემო, რაც ხელს უწყობს სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრის შესაძლებლობათა მაქსიმუმის გამოვლენას, კვლავ მნიშვნელოვნად რჩება, არსებითია შენობის ფუნქციური და ესთეტიკური მხარის, ელექტროგაყვანილობის, კომპიუტერული ბაზის გაძლიერება, სასკოლო ინვენტარით დაწესებულების შევსება-განახლება. ტექნიკური საშუალებების გამრავალფეროვნება, სპორტული ბაზის მოწესრიგება.

ფინანსები4 დამატებითი მასალა

ფინანსური მართვა სკოლის წარმატებული მართვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა ფინანსების სწორად, მიზნობრივად და ეფექტურად, სკოლის საგანმანათლებლო მისიიდან და სტრატეგიული გეგმიდან გამომდინარე ამოცანების შესასრულებლად, გამოყენება. ფინანსები ის საძირკველია, რაზეც უნდა აშენდეს მომავლის სკოლა, რადგან, როგორი მიმზიდველი გეგმებიც არ უნდა ჰქონდეს სკოლას, თუ ის უზრუნველყოფილი არ იქნება ფინანსურად, სასურველი შედეგი არ მიიღწევა. სწორი ფინანსური მართვა განაპირობებს სკოლის წარმატებას და საშუალებას აძლევს მას, უკეთესად განახორციელოს საგანმანათლებლო ფუნქცია. სწორი ფინანსური მართვის შედეგად განისაზღვრება სკოლის სტრატეგიული პოლიტიკა, ჩამოყალიბდება მიზნებისა და განვითარების გეგმა. დასახული მიზნების მისაღწევად კი მოხდება რესურსების ოპტიმალური გამოყენება. სკოლისათვის სასიცოცხლოდ მნიშნელოვანია ასევე სახელმწიფო დაფინანსების ზემოთ დამატებითი არასაბიუჯეტო ფინანსური რესურსის მოძიება იმ ამოცანათა გადასაწყვეტად, რომელთა დაფინანსება არ არის გათვალისწინებული სახელმწიფო ვაუჩერით, კერძო შემოწირულობები და მოძიებული ან კომერციული საქმიანობიდან მიღებული სახსრები. სკოლის ფინანსური შესაძლებლობების შესახებ უნდა იცოდეს თემმა, იგი გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასთვის და მიმართული იყოს სასწავლო პროცესისათვის სასურველი გარემოს შესაქმნელად, სწავლება-სწავლის შესაბამისი პირობების უზრუნველსაყოფად, სტრატეგიული გეგმის შესასრულებელი აქტივობების განსახორციელებლად. ფინანსების გამჭვირვალობა ხელს შეუწყობს სკოლის წინაშე მდგომი ამოცანების შესრულებაში ჩართული ადამიანების მობილიზებასა და გაერთიანებას, ხელმძღვანელობის მიმართ ნდობის ხარისხის ამაღლებას და თანხების ეფექტურ გამოყენებას. წინა წლებში გამჭვირვალედ ხდებოდა ფინანსური სახსრების მიზანმიმართული ხარჯვა, გასავლების კონტროლი და მონიტორინგი. სკოლის ფინანსები მიმართული იყო სკოლის მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად. მომავალში კიდევ მეტად გაიზარდება მოსწავლეების, მშობლების და მასწავლებლების თანამონაწილეობა სკოლის ბიუჯეტის მართვის პროცესში.სტრატეგიული გეგმის შესაბამისად სკოლის მისიისა და მიზნების განხორციელება მოხდება ფინანსურად კიდევ მეტად ეფექტური, ოპტიმალური და ეკონომიური გზების გამოყენება.

დოკუმენტები

2023 წლის ფინანსური ანგარიში.pdf07/12/2023 15:13:46 · 1.67 MB
3. დანართი.pdf16/04/2025 16:56:47 · 0.68 MB
2. დანართი N1.pdf16/04/2025 16:56:47 · 1.52 MB
1. ოქმი-2024-2025 წ..pdf16/04/2025 16:56:47 · 10.07 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე