ქუთაისი, წერეთლის N129
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 75
- თავისუფალი ადგილი
- 51
- სსსმ ლიმიტი
- 8
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 8
იმერეთი · ქუთაისი · ქუთაისი, აკ. წერეთლის №129
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სსიპ ქალაქ ქუთაისის №12 საჯარო სკოლის მისიაა ქვეყნის ინტერესებიდან, ტრადიციებიდან და ღირებულებებიდან გამომდინარე აღზარდოს ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებზე, ჯანსაღი ცხოვრების, დემოკრატიისა და თანასწორობის, ღია სამოქალაქო საზოგადოების, კონკურენტუნარიანობის პრინციპებზე დაფუძნებული მოსწავლე ახალგაზრდობა. სკოლის მისიის მიზანია ინოვაციური, თანამშრომლობითი, სამართლიანი კონკურენციის უზრუნველყოფით სასწავლო პროცესის მიმდინარეობისათვის სჭირო ყველა პირობის შექმნით, განათლების სფეროში მოქმედი კანონების დაცვით თანაბარი შესაძლებლობების საგანმანათლებლო გარემოს შექმნა, აგრეთვე ტოლერანტული თვისებების მატარებელი, ფიზიკურად და ჰარმონიულად განვითარებული ახალგაზრდობის აღზრდა, მოსწავლე –ახალგარდობისათვის საკუთარი შესაძლებლობებისა და სულიერი მიდრეკილებების ადეკვატურად განსაზღვრისა და ამის მიხედვით საზოგადოებაში საკუთარი ადგილის დამკვიდრებისათვის. სსიპ ქ. ქუთაისის №12 საჯარო სკოლის მისიაა ორგანიზებული სასწავლო პროცესითა და მაღალხარისხიანი განათლებით დემოკრატიული ღირებულებების მქონე მოსწავლე – ახალგაზრდობის აღზრდა. სსიპ ქალაქ ქუთაისის N12 საჯარო სკოლის ღირებულებებია: სამართლიანობა გუნდურობა ზრუნვა გამჭვირვალობა სკოლისადმი ერთგულება მიუკერძოებლობა გამოცდილების გათვალისწინება და სიახლეების მიმართ ღიაობა სსიპ ქალაქ ქუთაისის N12 საჯარო სკოლა უპირველეს ყოვლისა, ხელმძღვანელობს სწავლის პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით: სამართლიანობა: ჩვენ მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება მიღებულია სამართლიანობის პრინციპებზე დაყრდნობით, განხორციელებული შეფასებები, ასევე თვითშეფასება ეფუძნება კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებს და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს მონაწილე პირების სუბიექტივიზმს და არ ტოვებს უსამართლობის განცდას. გუნდურობა: ჩვენ გადაწყვეტილებებს ვიღებთ გუნდურად, სასკოლო საზოგადოების მონაწილეობით. ზრუნვა: ჩვენთვის მთავარია ადამიანი. ვქმნით მზრუნველ გარემოს, რისთვისაც ყველა გადაწყვეტილებას ვიღებთ მხოლოდ მხარდამჭერის პოზიციიდან. გამჭირვალობა: ჩვენს საქმიანობაში მოქმედი სტანდარტები და პროცედურები, ჩვენი ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა მხარისათვის. უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა. სკოლისადმი ერთგულება: ჩვენ ვაცნობიერებთ ჩვენი სკოლის წარსულს, მნიშვნელობას და პრესტიჟს ჩვენს თემში. ამიტომ მუდმივად ვრჩებით სკოლის ერთგულნი და ყველა გადაწყვეტილებას ვიღებთ მხოლოდ სკოლის ინტერესებიდან გამომდინარე. მიუკერძოებლობა: ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და ითვალისწინებს დაინტერესებულ მხარეთა საუკეთესო ინტერესებს. გამოცდილების გათვალისწინება და სიახლეების მიმართ ღიაობა: სისტემატურად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ განვითარების ინოვაციურ გზებს. ჩვენ ღია ვართ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ პრობლემების გადაჭრაზე. სსიპ ქალაქ ქუთაისის N12 საჯარო სკოლის გაცხადებული მომავლის ხედვისა და სკოლის მისიის განხორციელების მიზნით სასკოლო საზოგადოება თანხმდება, რომ სკოლამ მთლიანობაში და მისმა ყოველმა ცალკეულმა თანამშრომელმა თავიანთი ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებაში უნდა იხელმძღვანელონ შემდეგი სამუშაო პრინციპებითა და მიდგომებით: ჩვენთვის უპირველესია ბავშვის სიყვარული ჩვენთვის მნიშვნელოვანია პროფესიონალიზმი, საქმის სიყვარული და ერთგულება; ჩვენთვის მნიშვნელოვანია პატიოსნება და კეთილსინდისიერება; ჩვენთვის მნიშვნელოვანია სხვათა შრომის, მიღწევებისა და აზრის პატივისცემა; ჩვენთვის მნიშვნელოვანია მიუკერძოებლობა; ჩვენ ვაცნობიერებთ საკუთარ პასუხისმგებლობას; ჩვენ გვესმის, რომ ვაკეთებთ საერთო საქმეს; ჩვენ ვნერგავთ ინოვაციურ მიდგომებს და ვითვალისწინებთ წარსულ გამოცდილებას; ჩვენ ვზრუნავთ სწავლა-სწავლების მაღალ ხარისხზე; ჩვენთვის მნიშვნელოვანია მუდმივი პროფესიული ზრდა და განვითარება; ჩვენ ვმუშაობთ გუნდურად და ვიცავთ კოლეგიალობას; ჩვენ ვართ პროცესებზე ორიენტირებული და ვითვალისწინებთ გაწეულ ხარჯსა და მიღებულ სარგებელს.
დანართი N3 დამტკიცებულია სსიპ ქალაქ ქუთაისის N12 საჯარო სკოლის დირექტორის მ/ შ - ის ბრძანება N2-145. 08.09.2023 წ. სტრუქტურული ერთეულების/პირების ფუნქციების აღწერა მუხლი 1.ზოგადი დებულებები 1. სსიპ ქალაქ ქუთაისის N12 საჯარო სკოლის (შემდგომში - სკოლა) სტრუქტურული ერთეულების/პირების ფუნქციების აღმწერი დოკუმენტი განსაზღვრავს სკოლაში მოქმედი სტრუქტურული ერთეულებისა და დაასაქმებული პირების ძირითად ფუნქციათა ჩამონათვალს. 2. სკოლა ვალდებულია გააცნოს „თანამდებობრივი ინსტრუქციები“ თავის დასაქმებულს. მუხლი 2. სკოლის დირექტორი 1. არის სკოლის წარმომადგენელი მესამე პირებთან ურთიერთობაში და ახორციელებს ადმინისტრაციულ ფუნქციებს სკოლაში, მართავს სკოლას და ხელს უწყობს სკოლის უწყვეტ განვითარებას ყველა მოსწავლისათვის სწავლებისა და სწავლის მაღალი ხარისხისა და სწავლის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის მიზნით. ის თავისი ფუნქციების შესრულებისას დამოუკიდებელი, კეთილსინდისიერი და მიუკერძოებელია. 2. ხელს უწყობს ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიზნების მიღწევასა და ამ პოლიტიკის შესაბამისი სიახლეებისა და ცვლილებების განხორციელებას. 3. უზრუნველყოფს სკოლის შემდგომ წინსვლასა და განვითარებას სკოლის თვითშეფასების საფუძველზე. 4. თანაბარ ყურადღებას იჩენს მოსწავლის, მშობლის, მასწავლებლის ან სკოლაში დასაქმებული სხვა პირის მიმართ განურჩევლად სქესის, რასის, ენის, რელიგიის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების, შეზღუდული შესაძლებლობისა თუ სხვა ნიშნისა. 5. ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს საამრიგებლო პროგრამების განხორციელებას, დამრიგებლებსა და მოსწავლეებს აძლევს მითითებებს და დავალებებს. 6. იცავს მოსწავლესთან, მშობელთან, მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალობას. 7. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ზრუნავს საკუთარ და სკოლის თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებაზე. 8. . შეიმუშავებს საშტატო განრიგს; 9. სამეურვეო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკას, სკოლის უსაფრთხოების პოლიტიკას, სკოლის განვითარების სტრატეგიასა და სკოლის ყოველწლიურ სამოქმედო გეგმას, აგრეთვე სკოლის შინაგანაწესს და სკოლის ბიუჯეტს; 10. მონაწილეობს სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავებაში და დასამტკიცებლად წარუდგენას პედაგოგიური საბჭოს; 11. სამინისტროს მიერ დამტკიცებული პირობებისა და წესის შესაბამისად უზრუნველყოფს მასწავლებლებსა და სკოლის სხვა თანამშრომლებთან შრომითი ხელშეკრულებების დადებასა და შესრულებას; 12. სკოლის სამეურვეო საბჭოს ყოველი წლის 10 დეკემბრამდე აბარებს ანგარიშს სასწავლო პროცესის მიმდინარეობისა და ფინანსური საქმიანობის შესახებ; 13. უფლებამოსილია დადოს გარიგებები, მათ შორის, სკოლის ქონების შესახებ, გარდა იმ გარიგებებისა, რომელთათვისაც საქართველოს კანონმდებლობითა და სკოლის წესდებით გათვალისწინებულია სამეურვეო საბჭოს ან კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობა; 14. გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს; 15. ნიშნავს დირექტორის იმ მოადგილეს, ხოლო დირექტორის მოადგილის თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში – სკოლის იმ თანამშრომელს, რომელიც დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში შეასრულებს დირექტორის მოვალეობას, და ამ მონაცემს სარეგისტრაციოდ უგზავნის განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას. 16. სკოლის დირექტორი თავის საქმიანობას ახორციელებს ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 30 აგვისტოს N80/ნ ბრძანებით დამტკიცებული სკოლის დირექტორის ეთიკის კოდექსის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 31 აგვისტოს N785 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სკოლის დირექტორსა და სამეურვეო საბჭოს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების პირობებისა და ზოგადი განათლების სისტემაში არსებული სხვა საკანონმდებლო აქტების შესაბამისად. 17. საჯარო სკოლის დირექტორის შერჩევა ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 26 სექტემბრის N109/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის N25/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის შესაბამისად.
2023-2030 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმა
2024 -2025 სასწავლო წლის წლიური სამოქმედო გეგმა
2024 -2025 სასწავლო წლის წლიური სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში
მოსწავლის ინიციატივების მხარდამჭერი მექანიზმი
გასაჩივრების დეტალური პროცედურები