ლანჩხუთი. სოფელი ჩიბათი
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 25
- თავისუფალი ადგილი
- 13
- სსსმ ლიმიტი
- 3
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 3
გურია · ლანჩხუთი · ლანჩხუთი, სოფ. ჩიბათი
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სკოლის მისია ჯანსაღ, უსაფრთხო და პოზიტიურ სასკოლო გარემოში არაფორმალური განათლებითა და STEM საგნების გაძლიერებული სწავლების მხარდაჭერით აღვზარდოთ ჰოლისტურად განვითარებული, კონკურენტუნარიანი, გლობალური და ეროვნული ღირებულებების დამცველი მოქალაქეები. სკოლის ხედვა სსიპ ზაზა სულაბერიძის სახელობის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლა შეძლებს მოსწავლეთა ჰოლისტურ განვითარებას, რასაც მივაღწევთ ინოვაციური და ტრადიციული სწავლების მეთოდების, სტრატეგიებისა და მიდგომების ჰარმონიული გამოყენებით. უახლოესი ათწლეულის პერიოდში მოსწავლეები მეტაკოგნიციის საშუალებით შეძლებენ განათლების უწყვეტ პროცესში ორგანულ ჩართვას, რითაც თავს დაიმკვიდრებენ შრომის ბაზარზე როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიო მასშტაბით. ღირებულებები სკოლის მომავლის ხედვისა და მისიის განხორციელების მიზნით სასკოლო საზოგადოება თანხმდება, რომ სკოლამ მთლიანობაში და მისმა თითოეულმა თანამშრომელმა თავიანთი ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებაში უნდა იხელმძღვანელონ შემდეგი სამუშაო პრინციპებითა და მიდგომებით: 1. თანამშრომლობა; 2. გუნდურობა; 3. გამჭირვალობა; 4. დემოკრატია; 5. ობიექტურობა; 6. განვითარება და ინოვაციურობა.
სკოლის სტრუქტურა
მოსწავლეთა ჩარიცხვის პროცედურები პირველ კლასში მოსწავლის ჩარიცხვა ხორციელდება განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 04/ნ ბრძანების თანახმად. პირველ ეტაპზე რეგისტრირდებიან სსსმ მოსწავლეები და მშობლის მომართვის საფუძველზე იგზავნება მოთხოვნა მოსწავლის შეფასების შესახებ. მიღებული დასკვნის საფუძველზე მოსწავლეს ენიჭება სტატუსი. მეორე ეტაპზე ირიცხებიან მოსწავლეები რომელთა და-ძმა სწავლობს მიმღებ სკოლაში ან მშობელი არის დასაქმებული. ხოლო მესამე ეტაპზე ე. წ. საყოველთაო რეგისტრაცია ხორციელდება ონლაინ registration.emis.ge ვებგვერდის გამოყენებით. დოკუმენტაციის მიღება ხორციელდება კანონით განსაზღვრულ ვადებში. მობილობის შემთხვევაში მშობლის განცხადების საფუძველზე ელექტრონული ბაზის მეშვეობით ხდება მომართვის დადასტურება და მოსწავლის ჩარიცხვა/ამორიცხვა. რაც შეეხება აღიარების შედეგად მოსწავლის ჩარიცხვას, მშობლის მომართვის საფუძველზე სკოლა ამზადებს დასკვნას თავსებადობის შესახებ და აწვდის მშობელს ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარსადგენად. მიღებული აღიარების დოკუმენტის თანახმად და მშობლის განცხადების საფუძველზე ხდება მოსწავლის ჩარიცხვა. ხოლო განსხვავებული საგნების დასაძლევად მოსწავლე აბარებს ექსტერნის გამოცდებს. სტატუსის შეჩერება ხდება მშობლის განცხადების საფუძველზე (საზღვარგარეთ გადასვლა; რომლებსაც თავის მხრივ სხვა ვალდებულებები მოყვება, როგორიცაა რეფერირება მანდატურის სამსახურის სოციალურ მუშაკის. სტატუსის შეჩერების შემთხვევაში მშობელს ეგზავნება შეტყობინება, რომ მის შვილს შეუჩერდა სტატუსი. სასკოლო სასწავლო გეგმით გათვალისწინებული წლიური, საშემოდგომო და ექსტერნის გამოცდის დანიშვნის შესახებ ინფორმაციას მშობლები იღებენ სასწავლო წლის დასაწყისში. მშობლებთან კომუნიკაციის მრავალფეროვანი მეთოდები გამოიყენება: პირისპირ შეხვედრები, სატელეფონო კომუნიკაცია, სოციალურ ჯგუფებში კომუნიკაცია. მშობლებთან მათი შვილის მოსწრების, საფეხურის დაძლევის და პიროვნული თვისებების განხილვა ხდება ინდივიდუალურად. შექმნილია ბრძანებით ისგ ჯგუფები; პერიოდულად ხდება სსსმ მოსწავლეების ისგ-ების განხილვა და შეფასება; დოკუმენტები ინახება როგორც სპეციალურ მასწავლებელთან, ასევე დირექციაში. მობილობით მოსწავლის ჩარიცხვა ხდება მშობლის განცხადებისა და ელ. დასტურის საფუძველზე. სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს 3 ტიპის პროგრამას: დაწყებითი, საბაზო და საშუალო. ამ პროგრამებზე ჩარიცხვა ხდება ზემოთ აღნიშნული წესით. საბაზო და საშუალო საფეხურების დაძლევის შემდეგ გაიცემა შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მოკლე ინფორმაცია მუხლი 24. დისციპლინური წარმოება 1. დისციპლინური დევნა არის სკოლის მიერ ჩატარებულ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელთა მიზანია დასაქმებულის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის გამოვლენა. 2. სკოლის შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნები, დისციპლინური დევნა და სახდელი უნდა იყოს გონივრული, დასაბუთებული და პროპორციული. 3. დისციპლინური დევნა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, ჯეროვანი და სამართლიანი პროცედურით. 4. დისციპლინური დევნისას სკოლა ვალდებულია განუმარტოს დასაქმებულს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის არსი. 5. დაუშვებელია სასტიკი ან ისეთი დისციპლინური სახდელის გამოყენება, რომელიც ლახავს პირის პატივსა და ღირსებას. 6. ერთი დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება დაკისრებულ იქნეს დისციპლინური სახდელის მხოლოდ ერთი სახე. 7. დაუშვებელია სკოლის მიერ დისციპლინური სახდელის დაკისრება იმ ქმედებისთვის, რომელიც დასაქმებულმა ჩაიდინა სასკოლო დროისგან თავისუფალ დროს ან სკოლის ტერიტორიის გარეთ. 8. დისციპლინური სახდელის დაკისრებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის შინაარსი, სიმძიმის ხარისხი და შედეგი, რაც პირდაპირ მიზეზობრივ კავშირშია ჩადენილ დისციპლინურ გადაცდომასთან. მუხლი 25. დასაქმებულის დისციპლინური გადაცდომა 1. დასაქმებულის დისციპლინური გადაცდომაა: ა) „მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 ივლისის N57/ნ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის“ დარღვევა; ბ) საჯარო სკოლის შინაგანაწესის ან/და სკოლის წესდების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება; ქმედება, რომელიც ლახავს სკოლის რეპუტაციას/ავტორიტეტს. გ) სკოლის ტერიტორიაზე ალკოჰოლის, ნარკოტიკული ან სხვა ტოქსიკური საშუალებების მიღება, ასევე სკოლის ტერიტორიაზე თამბაქოს მოხმარება; დ) სამსახურში გამოცხადება არაფხიზელ მდგომარეობაში, ასევე ნარკოტიკული ან ტოქსიკური საშუალებების ზემოქმედების ქვეშ; ე) სკოლის ტერიტორიაზე/სასკოლო დროს უსაფრთხოების წესების დარღვევა. ვ) მოსწავლეზე/დასაქმებულზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ზ) მოსწავლის/დასაქმებულის პირად ცხოვრებაში ჩარევა, გარდა მოსწავლის მშობლისთვის/კანონიერი წარმომადგენლისთვის მოსწავლის პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისა, თ) მოსწავლის / დასაქმებულის პირად ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გაცემა ი) კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით პერსონალური მონაცემების გამჟღავნება ან/და კონფიდენციალობის დარღვევა კ) სკოლისათვის შეგნებულად ან დაუდევრობით ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა; ლ) სკოლის ტექნიკის, აღჭურვილობისა ან/და დოკუმენტების უნებართვოდ ან არასათანადოდ გამოყენება ან/და სკოლის ტერიტორიის გარეთ გატანა; მ) სკოლის ტერიტორიაზე ან სასკოლო დროს უსაფრთხოების წესების დარღვევა; ნ) სკოლის ტერიტორიაზე თამბაქოს/ელექტრონული სიგარეტის მოხმარება; ო) მოსწავლის/დასაქმებულის/მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის/სკოლის ტერიტორიაზე შემოსული გარეშე პირის სიტყვიერი ან/და ფიზიკური შეურაცხყოფა ან/და მოსწავლის ფიზიკური დასჯა; პ) სამსახურში დაგვიანება ან გაუფრთხილებლად სამუშაოს გაცდენა ან სამუშაო დროის განმავლობაში სამუშაო ადგილის გაუფრთხილებლად დატოვება; ჟ) სკოლის დოკუმენტაციის (საკლასო ჟურნალი, კათედრის პორტფოლიო, სხდომის ოქმები და სხვა) წარმოების წესის დარღვევა; რ) საგაკვეთილო პროცესის შეგნებულად მიტოვება ან ჩაშლა ან ჩაშლის მცდელობა, გაკვეთილზე დაგვიანება, საგაკვეთილო პროცესიდან მოსწავლეების ჯგუფურად გაშვება. ს) დისციპლინური გადაცდომის შესახებ ინფორმაციის დამალვა; ტ) სკოლაში კონფლიქტური სიტუაციების შექმნა; 2. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომებისა, დასაქმებულის დისციპლინური გადაცდომაა უსაფრთხოების წესის ნორმების დარღვევა, მათ შორის: ა) საგანგებო სიტუაციების დროს: ა.ა) კლასის დამრიგებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა; ა.ბ) სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლის/დირექტორის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა; ა.გ) უფლებამოსილი პირის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა; ბ) საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველი გადამდები დაავადების შემთხვევის დროს: ბ.ა) კლასის დამრიგებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა; ბ.ბ) სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლის/დირექტორის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა; ბ.გ) უფლებამოსილი პირის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა; გ) სუიციდური აზრის/სუიციდის მცდელობის/სუიციდის დროს უფლებამოსილი პირის/სკოლის ადმინისტრაციის/სკოლის დირექტორის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა; დ) თვითდაზიანების დროს უფლებამოსილი პირის/სკოლის ადმინისტრაციის/კლასის დამრიგებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა; ე) ფეთქებადი ნივთიერებების სკოლაში აღმოჩენის დროს/სკოლაში ფეთქებადი ნივთიერებების არსებობის შესახებ შეტყობინების დროს კლასის დამრიგებლის/უფლებამოსილი პირის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა; ვ) მოსწავლის მიერ საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული ნივთის ქონის დროს უფლებამოსილი პირის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა; ზ) მოსწავლის/მასწავლებლის/სკოლის სხვა თანამშრომლის მიერ ალკოჰოლის ან/და ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების შეტანის, რეალიზაციის, სკოლისტერიტორიაზე მოხმარების და მათი ზემოქმედების ქვეშ ყოფნი დროს.
სკოლის ბიუჯეტი