ლანჩხუთი, სოფ. აკეთი
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 20
- თავისუფალი ადგილი
- 18
- სსსმ ლიმიტი
- 2
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 2
გურია · ლანჩხუთი · ლანჩხუთი, სოფ. აკეთი
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სსიპ ზაზა ჩხაიძის სახელობის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთის საჯარო სკოლის მისიაა შექმნას საგანმანათლებლო გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა პიროვნულ განვითარებას, აკადემიური ცოდნისა და უნარების განვითარებას, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების ჩამოყალიბებას, დემოკრატიული ღირებულებების, ადამიანის უფლებების პატივისცემისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაზრდას, თითოეული მოსწავლისათვის თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტის შესაბამისი განათლების მიცემასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებას. სკოლის ხედვა სსიპ ზაზა ჩხაიძის სახელობის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთის საჯარო სკოლის მომავლის ხედვაა, რომ ჩამოყალიბდეს თანამედროვე, ინკლუზიურ და ხარისხზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო დაწესებულებად, რომელიც აღზრდის დამოუკიდებლად მოაზროვნე, პასუხისმგებელ და ეთიკურ პიროვნებებს, შეძლებს მოსწავლეთა მომზადებას საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობისთვის და მათთვის უწყვეტი განათლებისა და თვითგანვითარების საფუძველს შექმნის. მოსწავლეთა ინიციატივებისა და სპორტული აქტივობების ხელშეწყობით, მათთვის სტიმულის მიცემით, სკოლა შექმნის სათანადო პირობებს, რათა მოსწავლეებმა არ შეწყვიტონ განვითარებაზე ზრუნვა. სკოლის ღირებულებები: განცხადებული მომავლის ხედვისა და სკოლის მისიის განხორციელების მიზნით, სასკოლო საზოგადოება თანხმდება შემდეგ პრიორიტეტულ ღირებულებებზე: • პროფესიონალიზმი; • ურთიერთანამშრომლობა და ურთიერთპატივისცემა; • უწყვეტი განვითარება; • შემოქმედებითობა; • პატრიოტიზმი; • ჯანსაღი ცხოვრების წესი; • მოქალაქეობა.