ქალაქი ლანჩხუთი, ჟორდანიას ქ. #123
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 75
- თავისუფალი ადგილი
- 35
- სსსმ ლიმიტი
- 8
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 7
გურია · ლანჩხუთი · ლანჩხუთი, ჟორდანიას ქ. №123
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სკოლის მისია სსიპ ქალაქ ლანჩხუთის N1საჯარო სკოლის მისიაა შექმნას ჰარმონიული და ეფექტური, თითოეულ მოსწავლეზე ორიენტირებული უსაფრთხო სასწავლო გარემო. უზრუნველყოს მოსწავლეებში თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი ცოდნის , უნარების ფორმირება . კონკურენტუნარიანი, წარმატებაზე ორიენტირებული, დამოუკიდებელი და ღირსეული მოქალაქის ჩამოყალიბება. სკოლის ხედვა სსიპ ქალაქ ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლა, როგორც მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ცოდნის კერა, გრძელვადიან პერსპექტივაში ხედავს საკუთარ ადგილს რეგიონის წამყვან საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის. მოიაზრებს კურსდამთავრებულთა დიდი ნაწილის წარმატებულ თვითრეალიზაციას ქვეყნისა თუ საერთაშორისო სარბიელზე, რასაც უზრუნველყოფს სწავლა სწავლების მაღალი დონით, ეფექტური და უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნით. ფორმალური და არაფორმალური განათლების ინტეგრაციით. სკოლის ღირებულებები სსიპ ქალაქ ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლა თავისი საქმიანობის ფარგლებში მოქმედებს განათლების სფეროში აღიარებული ისეთი ღირებულებებით, როგორიცაა: სამართლიანობა თანაბარუფლებიანობა გუნდურობა უწყვეტი განვითარება ღიაოობა სიახლეებისადმი ინოვაციურობა გამჭვირვალობა სამართლიანობა: სკოლაში მიღებული ყველა გადაწყვეტილება ემყარება სამართლიანობის პრინციპებს. ჩვენ მიერ დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს მონაწილე პირების სუბიექტურობას და არ ტოვებს უსამართლობის განცდას. თანასწორუფლებიანობა: სასკოლო საზოგადოების ყველა წევრს აქვს თანაბარი უფლებები, რომელიც გამყარებულია საქართველოს კონსტიტუციით, ადამიანის უფლებათა დეკლარაციითა და და ბავშვთა უფლებების კონვენციით. გუნდურობა: სკოლაში ყველა გადაწყვეტილება მიიღება გუნდურად, სასკოლო საზოგადოების თანამონაწილეობით. ეს თავის მხრივ, ხელს უწყობს გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარებას. უწყვეტი განვითარება: სკოლის ყველა თანამშრომელი ცდილობს ფეხი აუწყოს განათლების სისტემის ყველა თანამედროვე გამოწვევას, რაც საბოლოოდ აისახება მათ მაღალ კომპეტენციებში და მოსწავლეთა შედეგებში. ტრენინგები, გამოცდილების გაზიარება, კონფერენციები, არაფორმალური განათლების აქტივობები სკოლაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ღიაოობა სიახლეებისადმი: სიახლეების მიმართ კონსტრუქციული მიდგომით, ორიენტირებული ვართ წამოჭრილი პრობლემების გადაჭრაზე და საქმიანობაში სიახლეების დანერგვაზე. ინოვაციურობა: ვგეგმავთ განვითარების ინოვაციურ გზებს, სწავლა-სწავლების პროცესში ვცდილობთ გამოვიყენოთ ინოვაციური მეთოდები. გამჭვირვალობა: ჩვენი საქმიანობის ყველა ასპექტი, ხედვები და ღირებულებები არის ხელმისაწვდომი და წინასწარ არის ცნობილი დაინტერესებული მხარეებისთვის. უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა. ზემოთ ჩამოთვლილი ღირებულებების ჩამოყალიბება სწორედ სკოლის კედლებში იწყება. სკოლის მისიისა და მომავლის ხედვის განხორციელების მიზნით სსიპ ქალაქ ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოება აცნობიერებს, რომ თითოეულმა ჩვენგანმა ყოველდღიურ საქმიანობაში უნდა იხელმძღვანელოს შემდეგი მიდგომებით. ჩვენთ უპირველესია თითოეული მოსწავლის სიყვარული. უმნიშვნელოვანესია როგორც ფიზიკურად, ისე ემოციურად უსაფრთხო გარემოს შექმნა. უმნიშვნელოვანესია პროფესიონალიზმი და საქმის ერთგულება. უმნიშვნელოვანესია სწავლა-სწავლების პროცესის მუდმივად მაღალი ხარისხის შენარჩუნება. უმნიშვნელოვანესია ობიექტურობა და კეთილსინდისიერება. უმნიშვნელოვანესია სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრის აზრის მიმღებლობა და მათი მიღწევების აღიარება. უმნიშვნელოვანესია წარსული გამოცდილების გათვალისწინება და ინოვაციური მიდგომები. უპირველესია ურთიერთპატივისცემა და კოლეგიალობა.
1. სკოლის სტრუქტურა მოიცავს სამეურვეო საბჭოს, სკოლის დირექციას, პედაგოგიურ საბჭოს, მოსწავლეთა თვითმმართველობას, დისციპლინურ კომიტეტს, ექთანს, ტექნიკურ პერსონალს; 2. სკოლის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობას ანხორციელებს სკოლის დირექტორი; 3. სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი არჩევითი ორგანოა სამეურვეო საბჭო. სამეურვეო საბჭო კანონმდებლობით დადგენილ უფლებამოსილების ფარგლებში და წინამდებარე შინაგანაწესის შესაბამისად ასრულებს მასზედ დაკისრებულ მოვალეობას; 4. სკოლას ჰყავს მასწავლებელთა თვითმმართველობის ორგანო – პედაგოგიური საბჭო, რომელშიც შედის სკოლის ყველა პედაგოგი. პედაგოგიური საბჭო სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისად დირექტორის მონაწილეობით შეიმუშავებს და სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით ამტკიცებს სასკოლო სასწავლო გეგმებს და ასრულებს სკოლის წესდებით განსაზღვრულ ფუნქცია-მოვალეობებს; 5. შრომითი ურთიერთობების საფუძველზე სკოლაში დასაქმებული არიან მასწავლებლები და დამხმარე პერსონალი; 6. სკოლაში დისციპლინური გადაცდომის განხილვის მიზნით სამეურვეო საბჭო ირჩევს დისციპლინურ კომიტეტს.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ პირველ კლასელთა რეგისტრაციის ვადებისა და პირობების შესახებ ინფორმაციას სსიპ ქალაქ ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლა ანთავსებს სკოლის საინფორმაციო დაფაზე და სკოლის სოციალურ გვერდზე საჯარო სკოლებში მოსწავლეთა რეგისტრაცია ელექტრონულია და განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზეregistration.emis.ge I ეტაპზე რეგისტრირდებიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლეები . მოსწავლეების ელექტრონულ რეგისტრაციას უზრუნველყოფს სსიპ ქალაქ ლანჩხუთის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია, მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე. II ეტაპზე - რეგისტრირდებიან ბავშვები, რომელთა და-ძმა სწავლობს სკოლაში; რომელთა მშობელიც სკოლის თანამშრომელია; რომელთა ოჯახიდანაც ერთდროულად ორი, ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში. III ეტაპი - საყოველთაო ონლაინ რეგისტრაცია. IV ეტაპი - III ეტაპის დასრულების შემდეგ, განთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილზე ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე განხორციელდება იმ მოსწავლეების რეგისტრაცია, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა. პირველ კლასში მოსწავლის ჩარიცხვისთვის წარსადგენი დოკუმენტაცია: 1. მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება ; 2. მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და/ან საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. სსიპ ქალაქ ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლაში ფუნქციონირებს: 1) ქართული ენისა და ლიტერატურის კლუბი „მნათობი“;2) ეკო-Club ლანჩხუთი1; 3) ისტორიის კლუბი „ფესვები“; 4) სამოქალაქო განათლების კლუბი “ ჩვენ ერთად“ ; 5) უცხო ენების კლუბი „მუზა“; ასევე ფუნქციონირებს ქართული ენისა და ლიტერატურის წრე ;
1. სსიპ ქალაქ ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის (შემდგომში - სკოლა) შინაგანაწესი (შემდგომში - შინაგანაწესი) შემუშავებულია საქართველოს მოქმედი კანონმდელობის შესაბამისად და აწესრიგებს დაწესებულებაში დასაქმებულთა შრომით ურთიერთობებს. 2. შინაგანაწესი ვრცელდება სკოლაში დასაქმებულ პირებზე, მოსწავლეებსა და მათ მშობლებზე/კანონიერ წარმომადგენლებზე, ასევე სკოლის ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირზე და სავალდებულოა შესასრულებლად. 3. შინაგანაწესი წარმოადგენს სკოლასა და დასაქმებულებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. დასაქმებული ვალდებულია გაეცნოს შინაგანაწესს. 4. სკოლაში უზრუნველყოფილია შინაგანაწესის ხელმისაწვდომობა ყველა დაინტერესებული მხარისათვის. 5. დამრიგებელი ვალდებულია სასწავლო წლის დაწყებისას შინაგანაწესი გააცნოს მოსწავლესა და მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს, ხოლო შინაგანაწესში განხორციელებული ცვლილება - 5 კალენდარული დღის ვადაში.
დირექტორის 10 დეკემბრის ანგარიში ბიუჯეტის გეგმა შესყიდვების გეგმა