ხულო სოფელი ზემო ვაშლოვანი
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 25
- თავისუფალი ადგილი
- 25
- სსსმ ლიმიტი
- 4
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 4
აჭარა · ხულო · ხულო, სოფელი ზემო ვაშლოვანი
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
1. სკოლის მისია ფორმულირებულია შემდეგნაირად: ,,ეროვნული და საკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, პატრიოტი, შემწყნარებელი, სულიერად ზნეკეთილი ფიზიკურად ჯანსაღი, განათლებული თაობების აღზრდა“. სკოლის მისია და ხედვა შეესაბამება ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს. სკოლის მისია, როგორც მაღალმთიან დასახლებაში არსებული სასწავლო დაწესებულებისა, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, გულისხმობს კონტინგენტის შენარჩუნებას. სასკოლო საზოგადოება ორიენტირებულია მოსწავლეთა მოზიდვისაკენ და მათი ინტერესებიდან გამომდინარე სიახლეების დანერგვაზე. სკოლის ხედვა გათვლილია შორს გამიზნული გეგმების დასახვასა და შესრულებაზე, ის გულისხმობს მოსწავლის მაღალ აკადემიურ მიღწევებს, მათი მისწრაფებების და ინტერესების რეალიზაციის პირობების შექმნას, პედაგოგთა უწყვეტ პროფესიულ განვითარებას და ინოვაციების დანერგვას. სსსმ მოსწავლის საჭიროებებზე მორგებული გარემოს შექმნას. ამ მიზნით სკოლა შეძლებს მატერიალური და ადამიანური რესურსების სრულ მობილიზაციას. სკოლის იდეალური მოდელი წარმოგვიდგენია შემდეგნაირად: სწავლა-სწავლება ინდივიდუალურ მიდგომაზეა დაფუძნებული; თითოეული მოსწავლე გრძნობს და ხედავს საკუთარი განვითარების პროცესს. სკოლა ზრუნავს თითოეული მოსწავლის შესაძლებლობების, პოტენციალის და ნიჭის გამოვლენასა და განვითარებაზე; სკოლა ხელს უწყობს ბავშვის წარმატებას და მის მომზადებას საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით სკოლისა და ოჯახის კონსტრუქციული თანამშრომლობის გზით; ჩვენი სკოლის უმთავრესი ღირებულებებია გუნდურობა, გამჭირვალობა, თანამშრომლობა, მიუკერძოებლობა, სამართლიანობა, თანასწორობა, მოსწავლეების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება, სწავლა-სწავლების ხარისხის პროცესის გაუმჯობესებაზე ზრუნვა, კრეატიულობის და ინოვაციურობის წახალისება, პროფესიონალიზმი და მუდმივ განვითარებაზე ზრუნვა. 2. სკოლის მისია, ხედვა და ღირებულებები შემუშავებულია სასკოლო საზოგადოების მიერ (მასწავლებლები, მოსწავლეები, დირექცია, სამეურვეო საბჭო). სკოლა საჭიროების შემთხვევაში განახორციელებს ცვლილებების შეტანას ან ახალი განაცხადის ფორმირებას დამტკიცებული მეთოდოლოგიის შესაბამისად.
სსიპ სოფელ ზემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის დირექტორი - მარიკა აბულაძე სსიპ სოფელ ზემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის საქმისმწარმოებელი - ინგა თავართქილაძე; სსიპ სოფელ ზემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის ბუღალტერი - რამინ აბულაძე; სსიპ სოფელ ზემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე-ნონა აბულაძე; სსიპ ზემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის ადმინისტრატორი: ლამზირა მიქელაძე; სსიპ სოფელ ზემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე - ჟუჟუნა თავართქილაძე სსიპ სოფელ ზემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე - ცისმარ აბულაძე; სსიპ სოფელ ზემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის დისციპლინარული კომიტეტი - ნონა მახარაძე სსიპ სოფელ ზემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის მრჩეველთა საბჭო - მარიკა აბულაძე სსიპ სოფელ ზემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე - ლერი აბულაძე
სსიპ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის სტრატეგიული გეგმა
1.1 სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავება, შეთანხმება, განხილვა- დამტკიცება დირექტორი, დირექტორის მოადგილე; სტრუქტურული ერთეულები: სამეურვეო საბჭო, პედაგოგიური საბჭო 1.2 სასკოლო დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანა/საჭიროების შემთხვევაში ახლის დამტკიცება 1.3 სკოლის ბიუჯეტის დამტკიცება/ცვლილების შეტანა დირექტორი, სამეურვეო საბჭო, ბუღალტერი 1.4 სკოლის 2024 წლის სახელმწიფო შესყიდვების გეგმის შემუშავება/დამტკიცება დირექტორი, ბუღალტერი 1.5 მასწავლებლებთან და თანამშრომლებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება დირექტორი 1.6 მოსწავლეთა მშობლებთან მომსახურების და წიგნების გადაცემაზე ხელშეკრულების გაფორმება დირექტორი, დამრიგებელები.
1. სკოლაში ფუნქციონირებს კანონმდებლობით დადგენილი ყველა სტრუქტურული ერთეული: სკოლის დირექცია, პედაგოგიური საბჭო, სამეურვეო საბჭო, მოსწავლეთა თვითმმართველობა, დისციპლინური კომიტეტი. 2023 წლის 25 სექტემბრიდან სკოლას ხელმძღვანელობს დირექტორის მ/შ. 2022 წლის ივნისში ჩატარდა სამეურვეო საბჭოს არჩევნები. ამ სტრუქტურას ხელმძღვანელობს სკოლის პედაგოგი. 2018 წლიდან პედ. საბჭოს საქმიანობას წარმართავს მეორე ვადით არჩეული პედაგოგი. ყოველწლიურად 15 ოქტომბრამდე კომპლექტდება მოსწავლეთა თვითმმართველობა. კანონმდებლობის შესაბამისად ყოველწლიურად იქმნება დისციპლინური კომიტეტი, გადაცდომებზე რეაგირების მიზნით. თითოეული სტრუქტურა საქმიანობას წარმართავს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, მთავრობისა და სამინისტროს დადგენილებების, ინსტრუქციებისა და რეკომენდაციების შესაბამისად. სკოლა შეიმუშავებს თითოეული პოზიციის შესაბამის ფუნქციებს და სტრუქტურას. 2. სკოლის სტრუქტურული ერთეულები საქმიანობას წარმართავენ არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, პროცესების ეფექტიანად მართვის დაწესებულების მისიის, ხედვისა და ღირებულებების რეალიზაციის მიზნით. ფუნქციების გამიჯვნა და პასუხისმგებლობების განაწილება ქმნის ისეთ გარემოს, რომელიც უზრუნველყოფს დასაქმებული პირების შესაძლებლობების მაქსიმალურ რეალიზაციას. საბოლოოდ ასეთ მიდგომას მივყავართ საგანმანათლებლო საქმიანობის სრულფასოვან განხორციელებამდე. აღნიშნული მიდგომა ასახული იქნება სკოლის მიერ შემუშავებულ ფუნქციებში. დასტურდება (მტკიცებულებები, არსებობის შემთხვევაში):
სოფელ ზემო ვაშლოვანის საჯარო სკოლა შინაგანაწესი 2024 წელი მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. წინამდებარე სსიპ სოფელ ზემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის (შემდგომში – ,,სკოლა”) შინაგანაწესი (შემდგომში – ,,შინაგანაწესი”) ვრცელდება სკოლაში დასაქმებულ პირებზე, მოსწავლეებსა და მათ მშობლებზე/კანონიერ წარმომადგენლებზე, ასევე სკოლის ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირზე და სავალდებულოა შესასრულებლად. 2. შინაგანაწესი წარმოადგენს სკოლასა და სკოლაში დასაქმებულებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. დასაქმებული ვალდებულია გაეცნოს შინაგანაწესს და აღნიშნული დაადასტუროს საკუთარი ხელმოწერით. სკოლა ვალდებულია დასაქმებულს გააცნოს შრომის შინაგანაწესში შეტანილი ცვლილება მისი შეტანიდან 14 კალენდარული დღის ვადაში. 3. შინაგანაწესი ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის. 4. სკოლა ვალდებულია შინაგანაწესი განათავსოს ყველასათვის თვალსაჩინო ადგილას. 5. დამრიგებელი ვალდებულია სასწავლო წლის დაწყებისას შინაგანაწესი გააცნოს მოსწავლესა და მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს. შინაგანაწესში განხორციელებული ცვლილების გაცნობა უნდა მოხდეს არაუგვიანეს 14 კალენდარული დღის ვადაში.. 6. შინაგანაწესით განისაზღვრება: ა) სამუშაო კვირის ხანგრძლივობა, ყოველდღიური სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დრო, ცვლაში მუშაობისას - ცვლის ხანგრძლივობა; ბ) დასვენების ხანგრძლივობა; გ) შრომის ანაზღაურების გაცემის დრო და წესი; დ) ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი; ე) ანაზღაურების გარეშე შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი; ვ) შრომის პირობების დაცვის წესები; ზ) წახალისებისა და პასუხისმგებლობის სახე და გამოყენების წესი; თ) მატერიალური პასუხისმგებლობა; ი) განცხადების/საჩივრის განხილვის წესი; კ) სასწავლო პროცესის მარეგულირებელი ზოგადი ნორმები; ლ) სკოლაში ჩაცმულობის წესი. 7. შინაგანაწესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) სკოლის ადმინისტრაცია - სკოლის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული პირები (გარდა მასწავლებლისა), ასევე სკოლაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები; ბ) სკოლის დირექცია – სკოლის დირექტორი და მისი მოადგილე/მოადგილეები (ასეთის არსებობის შემთხვევაში); გ) სასკოლო დრო – სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული პროცესის, აგრეთვე სკოლის მიერ ინიცირებული, ორგანიზებული, კონტროლირებული, დაფინანსებული ნებისმიერი ღონისძიების მიმდინარეობის დრო. ე) დისკრიმინაცია არის განზრახ ან გაუფრთხილებლობით პირის განსხვავება ან გამორიცხვა ან მისთვის უპირატესობის მინიჭება რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას. პირდაპირია დისკრიმინაცია, როდესაც ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო პირის მიმართ ხორციელდება არათანაბარი მოპყრობა სხვა პირთან შედარებით, რომელიც იმავე ან მსგავს მდგომარეობაში არის, იყო ან შეიძლებოდა ყოფილიყო უფრო ხელსაყრელი მოპყრობის ობიექტი. ირიბია დისკრიმინაცია, როდესაც ნეიტრალური დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო პირს სხვა პირთან შედარებით არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა ობიექტურად არის გამართლებული კანონიერი მიზნით და გამოყენებული საშუალებები ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელი და თანაზომიერია. მუხლი 2. სამუშაო კვირის ხანგრძლივობა, სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დრო 1. სკოლაში სამუშაო კვირა ხუთდღიანია (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით). სამუშაო დროის ხანგრძლივობა შეადგენს 40 საათს კვირაში (გარდა ხელშეკრულებით განსაზღვრული შემთხვევისა) რაც გულისხმობს 8-საათიან 5 სამუშაო დღეს (სამუშაო დროში არ იგულისხმება შესვენების დრო და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დასვენების დღეები. 2. შაბათ-კვირა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უქმე დღეები არის დასვენების დღეები. 3. სამუშაო დროის დასაწყისია 09:00 საათი, ხოლო დასასრული - 17:00 საათი, გარდა კლასის დამრიგებლისა და მასწავლებლისა, რომელთა სკოლაში გამოცხადება განსაზღვრულია 23-ე მუხლის მე-6 პუნქტით. სამუშაო დროის განმავლობაში შესვენების დროა 13:00 საათიდან 14:00 საათამდე, გარდა მასწავლებლისა, რომლის შესვენების დროც განისაზღვრება გაკვეთილებს შორის შესვენების დროის შესაბამისად. ასევე, დარაჯის შესვენების დრო განისაზღვრება გრაფიკით.