ხულოს მუნიციპალიტეტი სოფელი ღურტა
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 25
- თავისუფალი ადგილი
- 23
- სსსმ ლიმიტი
- 3
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 3
აჭარა · ხულო · ხულო, სოფელი ღურტა
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სკოლის მისია, ხედვა, ღირებულებები: სკოლის მისიაა: სსიპ- ღურტის საჯარო სკოლის მისიაა აღზარდოს თავისუფალი, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე პიროვნება, რომელიც მზად იქნება 21-ე საუკუნის გამოწვევების წინაშე; ✓ მოსწავლე, რომელიც იქნება წიგნიერი და მოაზროვნე, შემოქმედებითი, მიზანდასახული და კონკურენტუნარიანი; ✓ მოსწავლე, დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერებით; ✓ მოსწავლე, რომელმაც იცის კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა; ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე გაცნობიერებული აქვს თავისი უფლება-მოვალეობები. სკოლის უმთავრესი მისიაა უწყვეტი ზრუნვა მოსწავლეთა პროფესიულ ორიენტაციაზე, მათთვის ისეთი წინაპირობების შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს მომავალი განვითარების გზის სწორად არჩევაში. სკოლის ხედვაა სსიპ-ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღურტის საჯარო სკოლის მომავლის ხედვაა, რომ იგი იყოს მყარი და მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ცოდნის კერა. თანამედროვე მოთხოვნათა და გამოწვევათა შესაბამისად, ზრუნავდეს თავისუფალი და კომპეტენტური ადამიანის ჩამოყალიბებაზე. წვლილი შეჰქონდეს ქვეყნის სამეცნიერო, კულტურულ, სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში. ამ მიზნით სკოლის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები იქნება: ა) სკოლაში ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული სწავლა-სწავლების პარალელურად არაფორმალური სწავლების მეთოდების ამუშავება; ბ} მოსწავლეების შესაძლებლობების, ნიჭისა და ინტერესების რეალიზება, ძლიერი მხარეების აღმოჩენა და განვითარება, სკოლაში შექმნილი შესაბამისი ინკლუზიური, ინდივიდუალური მიდგომების კიდევ უფრო მეტად დახვეწა; გ) სამომავლოდ სკოლის ჩართულობით უნივერსიტეტებთან, კოლეჯებთან და პროფესიულ სასწავლებლებთან თანამშრომლობის ამოქმედებით გადამზადების სხვადასხვა პროფესიული კურსის გავლა; დ) ჯანსაღი ცხოვრების წესის გაძლიერების მიზნით, სპორტული აქტივობების გააქტიურება; ე) თანამედროვე მოთხოვნებისა და გამოწვევების შესაბამისად, მოსწავლის თავისუფალ და წარმატებულ პიროვნებად ჩამოყალიბებაზე ზრუნვა; ვ) საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის მიღება სკოლის ღირებულებებია: სკოლის მისიისა და ხედვიდან გამომდინარე სკოლის ღირებულებებია: Ø სიახლეების მიმართ ღიაობა Ø სხვათა შრომის, მიღწევებისა და აზრის პატივისცემა Ø სამართლიანობა Ø გუნდურობა Ø ერთგულება Ø გამჭვირვალობა სიახლეების მიმართ ღიაობა: სკოლა იღებს სიახლეებს, ინოვაციებს, მზადაა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულადაა განხილული სიახლეები, წინადადებები, განსხვავებული პოზიციები, ორიენტირება მიდის პრობლემების გადაჭრის გზებზე. სხვათა შრომის, მიღწევებისა და აზრის პატივისცემა: სკოლაში სხვისი აზრი და შრომა დაფასებულია, სამართლიანობა: სკოლაში ყველა გადაწყვეტილება მიღებულია სამართლიანობის პრინციპებზე დაყრდნობით, განხორციელებული შეფასებები, ასევე თვითშეფასება ეფუძნება კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებს და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს მონაწილე პირების სუბიექტივიზმს და არ ტოვებს უსამართლობის განცდას. გუნდურობა: სკოლაში ყველა გადაწყვეტილება მიიღება გუნდურად, სასკოლო საზოგადოების მონაწილეობით. ერთგულება: სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრი აცნობიერებს ჩვენი სკოლის წარსულს, მნიშვნელობას და პრესტიჟს თემში და რჩება სკოლის ერთგული და მისი ინტერესების გამტარებელი. გამჭვირვალობა: სკოლაში მიმდინარე ყველა პროცესი გამჭვირვალეა და ტოვებს სამართლიანობის განცდას. სკოლის მისიისა და ხედვის განხორციელების მიზნით სასკოლო საზოგადოება თანხმდება, რომ სკოლამ მთლიანობაში და მისმა თითოეულმა თანამშრომელმა თავიანთი ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებაში უნდა იხელმძღვანელონ შემდეგი სამუშაო პრინციპებითა და მიდგომებით მნიშვნელოვანია: Ø პროფესიონალიზმი, საქმის სიყვარული და ერთგულება; Ø პატიოსნება და კეთილსინდისიერება; Ø სხვათა შრომის, მიღწევებისა და აზრის პატივისცემა; Ø საკუთარი პასუხისმგებლობის გაცნობიერება; Ø საერთო საქმის კეთება და სკოლის ერთგულება; Ø ინოვაციური მიდგომების დანერგვა და წარსული გამოცდილების გათვალისწინება; Ø სწავლა-სწავლების მაღალ ხარისხზე ზრუნვა; Ø ინიციატივის დაფასება და ზრუნვა მის მუდმივ გაუმჯობესებაზე; Ø მუდმივი პროფესიული ზრდა და განვითარება; Ø გუნდურად მუშაობა და კოლეგიალობის დაცვა; Ø შედეგზე ორიენტირებულობა
მოკლე ინფორმაცია სკოლაში ,,ზოგადი განათლების შესახებ კანონიდან" გამომდინარე მოქმედებს ხუთის სტრუქტურული ერთეული: სამეურვეო საბჭო, დირექცია, პედაგოგიური საბჭო, მოსწავლეთა თვითმმართველობა და დისციპლინური კომიტეტი.
წარმოდგენილი სტრატეგიული გეგმა განსაზღვრავს სსიპ- ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღურტის საჯარო სკოლის განვითარების ძირითად მიმართულებას, რომელიც ემყარება: საქართველოს კონსტიტუციას, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს, სკოლის წესებს, სკოლის შინაგანაწესს, ეროვნული სასწავლო გეგმას, ბავშვთა უფლებების კონვენციას, სხვა ნორმატიულ აქტებს და მიზნად ისახავს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებით დასახული ამოცანების შესრულებას.
ერთწლიანი სამოქმედო გეგმა გამომდინარეობს 2024 – 2031 წლების სტრატეგიული განვითარების შვიდწლიან გეგმიდან, სკოლის მისიიდან და სკოლის სტრატეგიული მიზნებიდან. მასში ასახულია სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი აქტივობები, შესრულების ინდიკატორები, შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები/სტრუქტურული ერთეულები, შესაბამისი რესურსები და დასახული მიზნების რეალიზების ვადები.
სკოლა უზრუნველყოფს სკოლის ტერიტორიაზე ფიზიკური უსაფრთხოების დაცვას, მათ შორის საგანგებო სიტუაციებში რეაგირებას და პირველადი დახმარების აღმოჩენას. სკოლის პერიმეტრი დაცულია 24 საათის განმავლობაში სკოლის დარაჯის მიერ. კლასის დამრიგებლები პირველივე გაკვეთილზე ადგენენ გამოუცხადებელ მოსწავლეთა სიას და აცნობებენ მშობლებს. დღის განმავლობაში ადგენენ გაცდენის მიზეზს. დილით მორიგე მასწავლებელი ადგენს დაგვიანებულ მოსწავლეთა სიას. სკოლა შემოსაზღვრულია რკინის ღობით. სკოლის ეზოში მოსწავლე მეთვალყურეობის ქვეშაა. სკოლაში დამონტაჟებულია 4 ვიდეოთვალი. ფუნქციონირებს ექთნის კაბინეტი, შემუშავებულია და სართულებზე განთავსებულია საევაკუაციო გეგმა და ნიშნულები. 2024 წლის13 სექტემბრის დირექტორის 01-03/5 ბრძანებით განსაზღვრულია სახანძრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირები. სკოლა უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას. სკოლაში დგება მასწვლებელთა მორიგეობის გრაფიკი სართულების მიხედვით, ცხრილი განთავსებულია ყველა სართულზე. შესვენებებზე ყველა დამრიგებელი იმყოფება თავის სადამრიგებლო კლასთან. სკოლაში ტარდება კლასსაათები, რომლებზეც ინტენსიურად განიხილება მოსწავლეთა ქცევის წესები. სკოლაში შექმნილია დისციპლინური კომიტეტი, რომელიც განიხილავს მასწავლებელთა და მოსწავლეთა დისციპლინურ გადაცდომებს. სკოლა უზრუნველყოფს ფსიქოლოგიურად და ემოციურად უსაფრთხო სასკოლო გარემოს. კლასის დამრიგებლებს და მასწავლებლებს აქვთ მშობლებთან კომუნიკაცია მოსწავლის ამა თუ იმ გამოვლენილ ფსიქოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებით. სკოლის დირექცია საჭიროების შემთხვევაში ახდენს რეფერირებას ფსიქოლოგიურ სამსახურთან. საგაკვეთილო პროცესი სკოლას გამოუყენებია მოსწავლეთა ფსიქო- სოციალური მდგომარების გაძლიერებისათვის, მაგალითად სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე, ასევე სკოლის მაშტაბით იმართება ღონისძიებები ბულინგთან დაკავშირებით. სკოლის მთავარი ფასეულობა, რომელიც ეფუძნება თანამშრომლობით კულტურას და გუნდური მუშაობის პრინციპს არის ძირითადი ბერკეტი, იმისთვის, რომ სკოლაში იყოს ფსიქოლოგიურად და ემოციურად უსაფრთხო სასკოლო გარემო. სკოლა უზრუნველყოფს სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვას. სკოლას საშტატო განრიგის მიხედვით ჰყავს 2 დამლაგებელი, ასევე სოციალური პროგრამის ფარგლებში დასაქმებული 3 დამლაგებელი სულ 5, რომლებიც გადანაწილებული არიან სკოლის სხვადასხვა სივრცეში და შრომითი ხელშეკრულებით აქვთ ვალდებულებები სკოლის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვასთან დაკავშირებით. სკოლაში გამართულია სველი წერტილები, უზრუნველყოფილია ცხელი წლყით, მუდმივად მარაგდება თხევადი საპნით და ქაღალდის ხელსახოცებით. ყოველდღიურად სველი წესით ლაგდება საკლასო ოთახები, დერეფნები. სველი წერტილების დასამუშვებლად ვიყენებთ სადეზინფექციო საშუალებებს. სკოლაში სისტემატურად ხორციელდება მონიტორინგი რესურსცენტრის, ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენელთა მიერ. გვაწვდიან მონიტორინგის შედეგებს, რომლის მიხედვითაც ხდება არსებული ხარვეზის აღმოფხვრა. სკოლა უზრუნველყოფს პერსონალური მონაცემების დაცვას. სკოლის მოსწავლეთა და პერსონალის მონაცემთა ელექტრონული ბაზა (eschool) ხელმისაწვდომია კონკრეტული პირებისთვის, პერსონალის მონაცემთა დაკავშირებით გვაქვს მშობელთა, თანამშრომელთა და მოსწავლეთა თანხმობები. კომპიუტერულ ლაბორატორიაში სამუშაო პროცესის დასრულების შემდეგ ირთვება სიგნალიზაცია და იცავს დარაჯი. სკოლაში 2024 წლის 13 სექტემბრის დირექტორის 01-03-6 ბრძანებით შექმნილია პერსონალურ მონაცემთა და ინფორმაციულ მონაცემთა დაცვის დებულება და განსაზღვრულია პასუხისმგებელი პირი. სკოლას გააჩნია მის ხელთ არსებული ინფორმაციის დაცვის მექანიზმები. სკოლაში არსებულ ყველა კომპიუტერში ლიცენზირებული პროგრამის ჩაწერას და დაინსტალირებას ახდენს მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ დანიშნული თანამშრომელი და კომპიუტერული პროგრამების მუდმივ განახლებას და უსაფრთხოების დაცვას ახდენს განათლების სამინისტრო. სკოლაში 2024 წლის 8 აპრილის დირექტორის 01-03/09 ბრძანებით შექმნილია პერსონალურ მონაცემთა და ინფორმაციულ მონაცემთა დაცვის დებულება და განსაზღვრულია პასუხისმგებელი პირები. სკოლა სწავლებას ახორციელებს სამივე საფეხურზე: 1.ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხური ზოგადსაგანმანატლებლო პროგრამა 2.ზოგადი განათლების საბაზო საფეხური ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა,რომლის დასრულების შემდეგ მოსწავლე იღებს საბაზო განათლების დასრულების ატესტატს. 3.ზოგადი განათლების საშუალო საფეხური ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა,რომლის დასრულების შემდეგ მოსწავლე იღებს საშუალო განატლების დასრულების ატესტატს.
სსიპ-ღურტის საჯარო სკოლა შედგება ორი კორპუსისგან. მთავარი კორპუსისა და მიერთებული სოფელ იაკობაძეების დაწყებითი სკოლისგან. სკოლის ძირითადი შენობა არის გასარემონტებელი. აღჭურვლია სასწავლო გარემოსთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურით. აქვს ეზო და სპორტული მოედანი. დამხმარე შენობა. შემოსაზღვრულია რკინის ღობით. დამონტაჟებულია 4 ვიდეოთვალი . აქვს შიდა საპირფარეშოები და სველი წერტილები.
ინფორმაცია ,,ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო სკოლის დირექტორი თანხებს განკარგავს სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული სკოლის ბიუჯეტის მიხედვით. სკოლის შემოსავლის ძირითად ნაწილს შეადგენდა მოსწავლეთა ვაუჩერული დაფინანსება.