ხულოს მუნიციპალიტეტი სოფ: შუასოფლის დაწ.სკოლა
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 25
- თავისუფალი ადგილი
- 25
- სსსმ ლიმიტი
- 3
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 3
აჭარა · ხულო · ხულო, სოფელი რიყეთი
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მისია და ხედვა სსიპ მალხაზ შავაძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეთის საჯარო სკოლის მისიაა ქვეყნის ინტერესებიდან, ტრადიციებიდან და ღირებულებებიდან გამომდინარე აღზარდოს ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებზე, ჯანსაღი ცხოვრების, დემოკრატიისა და თანასწორობის, ღია სამოქალაქო საზოგადოების, კონკურენტუნარიანობის პრინციპებზე დაფუძნებული მოსწავლე– ახალგაზრდობა. სკოლის მისიის მიზანია აქტიური და ჯანსაღი მოქალაქის ჩამოყალიბების მიზნით ხელი შეუწყოს მოსწავლეების სპორტული აქტივობების-განსაკუთრებით სათხილამურო სფეროს, გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ასევე ენდემური ჯიშების გადარჩენაზე ზრუნვით პასუხისმგებლიან მოქალაქედ ჩამოყალიბებას. აგრეთვე ტოლერანტული თვისებების მატარებელი, ფიზიკურად და ჰარმონიულად განვითარებული ახალგაზრდობის აღზრდა, მოსწავლე–ახალგარდობისათვის საკუთარი შესაძლებლობებისა და სულიერი მიდრეკილებების ადეკვატურად განსაზღვრისა და ამის მიხედვით საზოგადოებაში საკუთარი ადგილის დამკვიდრებისათვის. სსიპ მალხაზ შავაძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეთის საჯარო სკოლის მისიაა. სპორტული მიმართულებით ჯანსაღი ცხოვრების წესის წინ წამოწევით და ენდემური ჯიშების გადარჩენით მზრუნველი და პასუხისმგებლიანი მოსწავლე–ახალგაზრდობის აღზრდა. სსიპ მალხაზ შავაძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეთის საჯარო სკოლის ხედვა: 1. ჩვენი სკოლა არის უსაფრთხო და დაცული ადგილი 2. განათლება არის გაზიარებული პასუხისმგებლობა მოსწავლეებს, ოჯახებს, სკოლის პერსონალსა და სასკოლო საზოგადოებას შორის 3. ყველა მოსწავლეს შეუძლია კარგად სწავლა 4. სკოლა ამზადებს მოსწავლეებს იმისთვის, რომ ისინი იყვნენ მზრუნველი და პასუხისმგებლიანი მოქალაქეები. 5. სკოლისა და მოსწავლეების შეფასება მრავალმხრივია 6. სკოლა მოსწავლეების ინდივიდუალურ საჭიროებებს ითვალისწინებს და ამისთვის მათ მრავალფეროვან პროგრამებს სთავაზობს. 7. სწავლება და სწავლა არის უწყვეტი პროცესი სსიპ მალხაზ შავაძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეთის საჯაროსაჯარო სკოლის ღირებულებებია, • სამართლიანობა • გუნდურობა/თანამშრომლობა • ზრუნვა/ პასუხისმგებლობა • ღიაობა