რეესტრში დაბრუნება
საჯარო სკოლა · EMIS მონაცემი

სსიპ - ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოქრუაშვილების საჯარო სკოლა

აჭარა · ხულო · ხულო, სოფელი ოქრუაშვილები

რეესტრის კოდი#657
მოსწავლე58
მასწავლებელი23
შენობა1
სკოლის პროფილი

ძირითადი ინფორმაცია

დირექტორი
როენა ქედელიძე
სწავლების საფეხურები
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
სწავლების სექტორი
ქართული
ავტორიზაციის დასაწყისი
06/10/2025
ავტორიზაციის დასრულება
06/10/2034
პირველკლასელთა მიღება

ადგილების მიმდინარე ინფორმაცია

ხულო, სოფელი დუაძეები მე-7 ქუჩა N3

სექტორი
ქართული
ცვლა
1
საერთო ლიმიტი
25
თავისუფალი ადგილი
19
სსსმ ლიმიტი
3
სსსმ თავისუფალი ადგილი
3
EMIS-ის სრული ჩანაწერი

დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები

გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.

მისია, ხედვა და ღირებულებებიტექსტური ინფორმაცია

მისია: ჯანსაღ, უსაფრთხო და პოზიტიურ სასკოლო გარემოში ხარისხიანი განათლებითა და საზოგადოებრივი მეცნიერებების გაძლიერებული სწავლების მხარდაჭერით აღვზარდოთ გლობალური და ეროვნული ღირებულებების დამცველი კონკურენტუნარიანი მოქალაქეები. ხედვა: სკოლა უახლოესი ათი წლის განმავლობაში შეძლებს მოსწავლეთა აღჭურვას 21-ე საუკუნის კომპეტენციებითა და გლობალურ-ფუნქციური უნარებით, რასაც მივაღწევთ ინოვაციური და ტრადიციული სწავლების მეთოდებით, სტრატეგიებითა და მიდგომებით. სკოლის კურსდამთავრებულები მეტაკოგნიციისა და თვითრეგულაციის მეშვეობით შეძლებენ განათლების უწყვეტ პროცესში ორგანულ ჩართვას, რითაც თავს ღირსეულად წარმოაჩენენ შრომის ბაზარზე, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიო მასშტაბით. ღირებულებები: 1. თანამშრომლობა; 2. გუნდურობა; 3. გამჭირვალობა; 4. დემოკრატია; 5. ობიექტურობა; 6. განვითარება; 7. ინოვაციურობა.

სტრუქტურა1 დამატებითი მასალა

სკოლა:დირექტორი. დირექცია: დირექტორის მოადგილე, ბუღალტერი. პედსაბჭო, მრჩეველთა საბჭო, სამეურვეო საბჭო, დისციპლინური კომიტეტი. კათედრები: ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა, მათემატიკის კათედრა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრა, სპორტისა და ესთეტიკის კათედრა, საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრა, უცხოური ენების კათედრა, დაწყებითი კლასების კათედრა. ადმინისტრაცია: საქმისმწარმოებელი, ბიბლიოთეკარი, სპეციალური მასწავლებელი, საინფორმაციო მენეჯერი. არასაშტატო ერთეული: ექთანი, ცეცხლფარეში, დამლაგებელი, დარაჯი.

დოკუმენტები

სკოლის სტრუქტურა (1).docx28/03/2025 17:19:26 · 0.07 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
სტრატეგიული გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

გეგმა

სკოლის სტრატეგია მართვისა და გადაწყვეტილებების სისტემატიზაცია: სკოლის ადმინისტრაციული დოკუმენტაციის დახვეწა და დამტკიცება, ემსახურება სკოლის ფორმალურ კულტურის გაუმჯობესებას, რაც მნიშვნელოვანია ორგანიზაციული განვითარებისთვის. ძირითადი ორიენტირი მთელი წლის განმავლობაში იქნება იურიდიული დოკუმენტაციის სრულყოფა, სასწავლო პროგრამებისა და სასწავლო გეგმის განვითარება შესაბამისი მოთხოვნების მიხედვით. სკოლის ავტორიზაციის მოპოვება და მისი შენარჩუნება. ორგანიზაციის ფიზიკური არსებობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ძირითადი მიმართულებას წამოადგენს სკოლის ავტორიზაციისათვის საჭირო დოკუმენტაციის სრულყოფა მოწესრიგება, რაც ხელს შეუწყობს სკოლის მართვის სისტემურობას და ავტორიზაციის პროცესის წარმატებით განხორციელებას. საქმიანობების მონიტორინგისა და სკოლის თვითშეფასების მუდმივმოქმედი ციკლის დანერგვა: სასწავლო წლის განმავლობაში ჩატარდება შუალედული და წლიური თვითშეფასება, რომლისთვისაც გამოყენებული იქნება ინტერვიუები, კითხვარები, ფოკუს-ჯგუფები და დოკუმენტაციის ანალიზი. აღიშნული საქმიანობები ხელს შეუწყობს ობიექტური თვითშეფასების სისტემის დანერგვას, რაც თავისთავად უზრუნველყოფს სწორი გადაწყვეტილებების მიღებას და სკოლის, როგორც თვითგანვითარებად ორგანიზაციად ჩამოყალიბებას. ხარისხისმართვის განყოფილების ჩამოყალიბება და ამოქმედება: ხელს შეუწყობს მიზნობრივი სასწავლო-აღმზრდელობითი პროგრამებისა და შესაბამისი მასალების შემუშავებასა და დანერგვას, მასწავლებელთა საჭიროებაზე ორიენტირებული საქმიანობების ორგანიზებას. ეს უზრუნველყოფს ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას და სკოლის ადამიანური რესურსის შესაძლებლობების განვითარებას და მის შესაბამისად გამოყენებას. სარეკლამო საქმიანობი სწარმართვის უზრუნველყოფა: სკოლა რეგულარულად წარმართავს სარეკლამო საქმიანობას მოსწავლეების მოსაზიდად და თემში სკოლის პოპულარიზაციისათვის. სარეკლამო კამპანია განხორციელდება შემდეგი საშუალებებით: სარეკლამო-საინფორმაციო ბუკლეტები, ფლაერები, სარეკლამო ბანერები და სხვა. მატერიალურ–ტექნიკური ბაზის მოწესრიგება: სასწავლო წლის განმავლობაში შუალედური და წლიური მონიტორინგის/შეფასების შედეგებისა და რეკომენდაციების საფუძველზე საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი და სპორტული დარბაზი საჭიროებებიდან გამომდინარე მუდმივად აღიჭურვება სასწავლო ინვენტარითა და საჭირო სასწავლო თვალსაჩინო მასალით, რათა სწავლება/სწავლის პროცესი გახდეს მიზნობრივი და კრეატიული როგორც მოსწავლეებისთვის ასევე მასწავლებლებისთვის. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების შეფასებისა და წახალისების რეიტინგულ-დაგროვებითი მოდელის დანერგვა, ხელს შეუწყობს მასწავლებლების საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებასა და კარიერულ ზრდას. ის სავალდებულო იქნება ყველა მასწავლებლისათვის. აღნიშნული მოდელი უზრუნველყოფს შიდა პროფესიული გამოცემებით (ჰენდაუთები, გაკვეთილის მოდელები, კურუკულუმები, სასწავლო რესურსები) ბიბლიოთეკის გამდიდრებას, რაც დაეხმარება მოქმედ მასწავლებლებს კარიერულ წინსვლაში, დაგროვილი გამოცდილების გაზიარებაში, ხოლო დამწყებ მასწავლებლებს კი – სასწავლო პროცესის ეფექტურად წამართვაში. სკოლის პროფესიული განვითარების სისტემის ჩამოყალიბება, ემსახურება სკოლის პედაგოგების საჭიროებების დადგენასა და შესაბამისი კვალიფიკაციის ამაღლებისთვის სხვადასხვა მიზნობრივი აქტივობების შეთავაზებას, კვლევითი საქმიანობების დაგეგმვასა და წარმართვის პროცესში მათ ჩართვას. საგნობრივი კათედრების ეფექტური ფუნქციონირება კი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეფექტურობის განმსაზღვრელია. სწავლება/სწავლის ხარისხის ამაღლება: მოსწავლეთა სწავლის მოტივაციის ამაღლება და მათი შესაძლებლობების თვითრეალიზების ხელშეწყობა, რომლის ძირითადი ორიენტირებია: მოსწავლეთა შესაძლებლობებისა და ინტერესების კვლევა, ინდივიდუალური განვითარების რუკების შემუშავება, რომლის მიხედვით დაიგეგმება სხვადასხვა აქტივობები და ღონისძიებები. სკოლის ბიბლიოთეკის ეფექტურად ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით ბიბლიოთეკა აღიჭურვება სათანადო ლიტერატურით, ინტერნეტით. მოეწყობა სამკითხველო სივრცე, ჩატარდება კითხვის გაკვეთილები, ლიტერატურული და სხვა წრეები, რაც ხელს შეუწყობ მოზარდებში კითხვის უნარების გაუმჯობესებას, სკოლის პედაგოგებში დაგროვილი მასალის (მეთოდური ლიტერატურა, მოსწავლეთა საკითხავი მასალა, სასწავლო რესურსები და სხვა) საფუძველზე მეთოდური ჰენდაუთების, დაკვირვების ჩანაწერების, პრეზენტაციების, სასწავლო რესურსების კატეგირეზებას, შენახვას და სხვა. მოსწავლეთა საჭიროებების კვლევის საფუძველზე საგნობრივი კურუკულუმებისა და სასწავლო გეგმების დახვეწა გაუმჯობესება: ყოველი სასწავლო წლის ბოლოს საგნის პედაგოგები, კლასის ხელმძღვნელები, ადგენენ მოსწავლეთა მიღწევებსა და საჭიროებებს, აანალიზებენ სკოლის საგნობრივ სასწავლო გეგმებს და გამოკვეთილი კლასის საჭიროებების, ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით შეაქვთ ცვლილება დამატებები და აუმჯობესებენ საგნობრივ კურუკულუმებს.

წლიური სამოქმედო გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

დოკუმენტები

ერთწლიანი-სამოქმედო-გეგმა-2024-2025-ნიმუში-საჯარო-1.docx22/07/2025 14:54:24 · 0.08 MB
შვიდწლიანი-სტრატეგიული-გეგმა-2024-2031.docx22/07/2025 14:54:24 · 0.04 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
პროგრამები და მხარდაჭერის სერვისები1 დამატებითი მასალა

სკოლაში შემუშავებულია და ფუნქციონირებს სხვადასხვა სახის მხარდაჭერის სერვისები: სკოლის ჩარტჩო დოკუმენტი მოსწავლეთათვის; მოსწავლის ადაფტაციის წესი; მრჩეველთა საბჭო სასკოლო სასწავლო გეგმა; საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმა; მშობლებთან ურთიერთობის დებულება, კომუნიკაციის სტრატეგია; კანონიერი უფლებების დაცვა; მოსწავლის ადაფტაციის წესი; ადამიანური რესურსების მართვია პოლიტიკა; მოსწავლეთა ჩარიცხვის, საფეხურის დაძლევის, მობილობის, სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის წესი.

დოკუმენტები

ოქრუაშვილების საჯარო სკოლა-მოსწავლეთა ჩარიცხვის, საფეხურის დაძლევის, მობილობის, სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის წესი.pdf28/03/2025 17:59:27 · 0.14 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ქცევის წესები და გასაჩივრების მექანიზმებიტექსტური ინფორმაცია

სკოლაში მოქმედებს: სკოლის შინაგანაწესი; ვერიფიკაცია; სამედიცინო დახმარების წესი;

ინფრასტრუქტურა
ფინანსებიტექსტური ინფორმაცია

სსიპ-ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოქრუაშვილების საჯარო სკოლა მოსწავლეთა რაოდენობიდან გამომდინარე არის მცირე კონტინგენტიანი, შესაბამისად, სკოლის ბიუჯეტი დეფიციტურია. მიუხედავად ამისა, სკოლას აქვს ვაუჩერული შემოსავლები, რაც კომუნალური, ჰიგიენური, საკანცელარიო და სხვა სკოლისათვის საჭირო სასწავლო რესურსების ხარჯის დაფარვის საშუალებას იძლევა.