ჩოხატაური, სოფელი ამაღლება
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 25
- თავისუფალი ადგილი
- 22
- სსსმ ლიმიტი
- 3
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 3
გურია · ჩოხატაური · ჩოხატაური, სოფელი ამაღლება
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სკოლის მისიაა შექმნას თითოეულ მოსწავლეზე ორიენტირებული უსაფრთხო სასწავლო გარემო. უზრუნველყოს მოსწავლეებში თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი ცოდნისა და უნარების ფორმირება; კონკურენტუნარიანი, წარმატებაზე ორიენტირებული, დამოუკიდებელი და ღირსეული მოქალაქის ჩამოყალიბება. სკოლის ხედვა ჩვენ ვართ მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული სკოლა, რომელიც დაფუძნებულია ურთიერთთანამშრომლობაზე, პატივისცემასა და დემოკრატიული სკოლის პრინციპებზე. გრძელვადიან პერსპექტივაში სკოლა ხედავს საკუთარ ადგილს რეგიონის წამყვან საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის. მოიაზრებს კურსდამთავრებულთა დიდი ნაწილის წარმატებულ თვითრეალიზაციას , რასაც უზრუნველყოფს სწავლა სწავლების მაღალი დონით, ეფექტური და უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნით. ფორმალური და არაფორმალური განათლების ინტეგრაციით. სკოლის ღირებულებები • სამართლიანობა • თანასწორობა • გუნდურობა • უწყვეტი განვითარება • ღიაობა სიახლეებისადმი • გამჭვირვალობა სამართლიანობა: სკოლაში მიღებული ყველა გადაწყვეტილება ემყარება სამართლიანობის პრინციპებს. ჩვენ მიერ დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს მონაწილე პირების სუბიექტურობას და არ ტოვებს უსამართლობის განცდას. თანასწორუფლებიანობა: სასკოლო საზოგადოების ყველა წევრს აქვს თანაბარი უფლებები, რომელიც გამყარებულია საქართველოს კონსტიტუციით, ადამიანის უფლებათა დეკლარაციითა და და ბავშვთა უფლებების კონვენციით. გუნდურობა: სკოლაში ყველა გადაწყვეტილება მიიღება გუნდურად, სასკოლო საზოგადოებისთანამონაწილეობით. ეს თავის მხრივ, ხელს უწყობს გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარებას. უწყვეტი განვითარება: სკოლის ყველა თანამშრომელი ცდილობს ფეხი აუწყოს განათლების სისტემის ყველა თანამედროვე გამოწვევას, რაც საბოლოოდ აისახება მათ მაღალ კომპეტენციებში და მოსწავლეთა შედეგებში. ტრენინგები, გამოცდილების გაზიარება, კონფერენციები, არაფორმალური განათლების აქტივობები სკოლაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ღიაოობა სიახლეებისადმი: სიახლეების მიმართ კონსტრუქციული მიდგომით, ორიენტირებული ვართ წამოჭრილი პრობლემების გადაჭრაზე და საქმიანობაში სიახლეების დანერგვაზე. ინოვაციურობა: ვგეგმავთ განვითარების ინოვაციურ გზებს, სწავლა-სწავლების პროცესში ვცდილობთ გამოვიყენოთ ინოვაციური მეთოდები. გამჭვირვალობა: ჩვენი საქმიანობის ყველა ასპექტი, ხედვები და ღირებულებები არის ხელმისაწვდომი და წინასწარ არის ცნობილი დაინტერესებული მხარეებისთვის. უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა. სკოლის მისიისა და მომავლის ხედვის განხორციელების მიზნით სსიპ სიკო დოლიძის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ამაღლების საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოება აცნობიერებს, რომ თითოეულმა ჩვენგანმა ყოველდღიურ საქმიანობაში უნდა იხელმძღვანელოს შემდეგი მიდგომებით. ჩვენთვის : უპირველესია თითოეული მოსწავლის სიყვარული. უმნიშვნელოვანესია როგორც ფიზიკურად, ისე ემოციურად უსაფრთხო გარემოს შექმნა. უმნიშვნელოვანესია პროფესიონალიზმი და საქმის ერთგულება. უმნიშვნელოვანესია სწავლა-სწავლების პროცესის მუდმივად მაღალი ხარისხის შენარჩუნება. უმნიშვნელოვანესია ობიექტურობა და კეთილსინდისიერება. უმნიშვნელოვანესია სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრის აზრის მიმღებლობა და მათი მიღწევების აღიარება. უმნიშვნელოვანესია წარსული გამოცდილების გათვალისწინება და ინოვაციური მიდგომები. უპირველესია ურთიერთპატივისცემა და კოლეგიალობა.
სკოლის სტრუქტურა მოიცავს პედაგოგიურ საბჭოს, სამეურვეო საბჭოს, სკოლის დირექციას, მოსწავლეთა თვითმმართველობას და დისციპლინურ კომიტეტს. სკოლაში შეიძლება შეიქმნას სააპელაციო კომიტეტი.
მოსწავლის მხარდაჭერის ჯგუფის დებულება მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1.1. სსიპ სიკო დოლიძის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ამაღლების საჯარო სკოლის მოსწავლის მხარდაჭერის ჯგუფი არის სკოლის დირექტორის ბრძანებით შექმნილი ჯგუფი, რომელიც მოსწავლეთა მხარდაჭერის, ინფორმირებულობის, პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნის ხელშეწყობის, არსებული სირთულეების იდენტიფიცირების მიზნით ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებსა და აქტივობებს. 1.2. მოსწავლეთა მხარდაჭრის ჯგუფი საკუთარ ფუქციებს და ვალდებულებებს ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობისა და სკოლის მარეგულირებელი აქტების შესაბამისად და მის ფარგლებში; 1.3 მოსწავლეთა მხარდაჭერის ჯგუფი მხარს უჭერს სკოლის ადმინისტრაციას და მუშაობს სკოლასთან შეთანხმებით, რათა ხელი შეუწყოს ყველა ბავშვისთვის ხარისხიანი განათლების და პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნის შესაძლებლობის გაზრდას; მუხლი 2. მოსწავლეთა მხარდაჭერის ჯგუფის ფუნქციები 2.1. მოსწავლეთა შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა; 2.2. მოსწავლეთა სირთულეებისა და არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და დახმარების პროცესის ხელშეწყობა; 2.3. მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობების გამოვლენა და ხელშეწყობა; 2.4. მოსწავლისათვის ინდივიდუალური საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით დახმარება; 2.5. მოსწავლეთა უფლებების დაცვის ხელშეწყობა; 2.6. მოსწავლეთა ფიზიკური და ფსიქო-ემოციური განვითარების ხელშეწყობა; 2.7. მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესთან და სასკოლო აქტივობასთან დაკავშირებით ინფორმაციის დროულად მიწოდება; 2.8. მოსწავლის სასკოლო ცხორვებაში ჩართულობის ხელშეწყობა; 2.9. მოსწავლის ინტერესებიდან გამომდინარე მისი მხარდაჭერის მიზნით საჭიროებისამებრ, სხვა სახის ჩართულობა; 2.10. მოსწავლეთა მხარდაჭრის ჯგუფი საქმნიანობას ახორციელებს სკოლის სხვა სტუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობით. მუხლი 3. მოსწავლეთა მხარდაჭრის ჯგუფის წევრები 3.1. მოსწავლის მხარდაჭრის ჯგუფის წევრებს კომპეტენციიდან გამომდინარე არჩევს და ამტკიცებს სკოლის დირექტორი ბრძანებით. 3.2. მოსწავლის მხარდაჭრის ჯგუფში აუცილებლად უნდა შედიოდნენ: 1. ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტი არსებობის შემთხვევაში; 2. ექიმი / ექთანი; 3 საგნობრივი კათედრის წარმომადგენელი/წარმომადგენლები; 4 კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი კვალიფიკაციის პირი
წარმოგიდგენთ სკოლის ინფრასტუქტურას
იხილეთ ბიუჯეტის ფაქტობრივი შესრულება და 2025 წლის დამტკიცებული ბიუჯეტი.