ჩოხატაური, სოფელი წიფნარი
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 25
- თავისუფალი ადგილი
- 23
- სსსმ ლიმიტი
- 3
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 2
გურია · ჩოხატაური · ჩოხატაური, სოფელი წიფნარი
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სკოლის მისია მოსწავლის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარების, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფის, ცხოვრების ჯანსაღი წესით დამკვიდრების, ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბების, მოსწავლის მიერ კულტურულ ფასეულობათა პატივისცემის, ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე უფლება-მოვალეობების გაცნობიერების ხელშეწყობა ისეთი სასწავლო გარემოს შექმნისა და შენარჩუნების გზით, რომლის საშუალებითაც თითოეული მოსწავლე შეძლებს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული შედეგების მიღწევას. სკოლის ხედვა ქართულ ტრადიციებზე აღზრდილი, თანამედროვე მეცნიერული მიღწევებით აღჭურვილი ახალგაზრდა იზრუნებს საკუთარი ქვეყნის მომავლისათვის და პრიორიტეტად ჩათვლის თავისი სოფლის გადარჩენას, არსებობას და განვითარებას. ღირებულებები: სამართლიანობა-სკოლა აღიარებს სამართლიანობის პრინციპს და თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; მონაწილეობითი მართვა- სკოლაში გადაწყვეტილების მიღების პროცესი არის ობიექტური, მიუკერძოებელი და გამჭვირვალე, გადაწყვეტილების მომზადებისა და მიღების პროცესში ჩართვის უფლება აქვს ყველა მსურველს, რომელზეც აისახება ეს გადაწყვეტილება ურთიერთთანამშრომლობა და პასუხისმგებლობა - სკოლის ყველა სუბიექტი იზიარებს ურთიერთთანამშრომლობის პრინციპს და პასუხისმგებელია თავის ქმედებებზე. ეფექტურობა - სკოლა ეფექტურად განკარგავს ფინანსურ, ადამიანურ და მატერიალურ რესურსებს მაქსიმალური შედეგის მისაღწევად. ორიენტირებულია შედეგზე, აფასებს პროფესიონალიზმს. უსაფრთხოება - სკოლა უზრუნველყოფს ჯანსაღი სასწავლო და სამუშაო პირობებით უსაფრთხო გარემოს, სადაც ყველა იცავს ეთიკის ნორმებს და შინაგანაწესს.