რეესტრში დაბრუნება
საჯარო სკოლა · EMIS მონაცემი

სსიპ - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბღის საჯარო სკოლა

გურია · ჩოხატაური · ჩოხატაური, სოფელი ქვაბღა

რეესტრის კოდი#622
მოსწავლე42
მასწავლებელი18
შენობა1
სკოლის პროფილი

ძირითადი ინფორმაცია

დირექტორი
ნინო ფაილოძე
სწავლების საფეხურები
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
სწავლების სექტორი
ქართული
ავტორიზაციის დასაწყისი
20/11/2023
ავტორიზაციის დასრულება
20/11/2032
პირველკლასელთა მიღება

ადგილების მიმდინარე ინფორმაცია

ჩოხატაური, სოფელი ქვაბღა

სექტორი
ქართული
ცვლა
1
საერთო ლიმიტი
25
თავისუფალი ადგილი
21
სსსმ ლიმიტი
3
სსსმ თავისუფალი ადგილი
3
EMIS-ის სრული ჩანაწერი

დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები

გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.

მისია, ხედვა და ღირებულებები1 დამატებითი მასალა

სკოლის მისიაა მოზარდს მისცეს საჭირო ცოდნა უსაფრთხო და მზრუნველ გარემოში , განუვითაროს ისეთო კომპეტენციები ,რომელიც ხელს შეუწყობს გარემოსდამცველი,წიგნიერი,კრიტიკულად მოაზროვნე და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე პიროვნების ჩამოყალიბებას. სკოლის ხედვა განათლება უნდა მოხდეს ინკლუზიურ გარემოში, ყველასთვის თანაბარი შესაძლებლობებით და ყველა ბავშვმა უნდა ისწავლოს რელიგიური და კულტურული განსხვავებების დაფასება. ჩვენი სკოლა ცდილობს იყოს ადგილობრივი საზოგადოების ცენტრში პოზიტიური და ეფექტური კავშირებით ფართო და გლობალურ თემებთან. სკოლის ღირებულებები  ანგარიშვალდებულება - ჩვენ ვაგებთ პასუხს საკუთარ ქმედებებზე;  დაფასება - ჩვენ ვაფასებთ ერთმანეთს, მშობლებს და მასწავლებელს ყველაფრისთვის, რასაც ისინი აკეთებენ ჩვენთვის.  თანაგრძნობა - ჩვენ ვართ სკოლა, სადაც იზრდება ბავშვები, რომლებიც ზრუნავენ ერთმანეთზე, არიან ემპათიურები და სურთ იმოქმედონ უკეთესი სამყაროს შესაქმნელად.  თანამშრომლობა - ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ერთმანეთთან, ვიზიარებთ ერთმანეთის წარმატებას.  სიმამაცე - ჩვენ ვართ სკოლა, რომელიც თამამად ხვდება გამოწვევებს და მხარს ვუჭერთ ერთმანეთს სწავლისა და ცხოვრების რთულ მომენტებში.  კრიტიკული აზროვნება - ჩვენ ვითვალისწინებთ და ხელს ვუწყობთ კრიტიკულად აზროვნებას მსოფლიოს პრობლემებზე. ჩვენ ვასწავლით მოსწავლეებს, თუ როგორ ისწავლონ და იყვნენ ანალიტიკოსები.  ერთმანეთის წახალისება - ჩვენ გვჯერა, რომ ერთმანეთის წახალისება დაგვეხმარება ერთმანეთის ნდობის ამაღლებაში. წახალისებით, ჩვენ შეგვიძლია ვიმუშაოთ გამოწვევებზე და მივაღწიოთ წარმატებას გუნდურად.  მეგობრობა - როგორც სასკოლო საზოგადოება, ჩვენ ვხედავთ ერთმანეთს მეგობრებად ჩვენს სასწავლო მოგზაურობაში. მეგობრები ერთმანეთს პატივისცემითა და სიკეთით ეპყრობიან ყოველ ჯერზე  მიზანზე ორიენტირებული - ჩვენ ვართ მიზანზე ორიენტირებული სკოლა. ჩვენ საკუთარ თავს ვუყენებთ მიზნებს, რომლებიც რთული, მაგრამ მიღწევადია. ჩვენ ყოველდღე ვმუშაობთ ჩვენი მიზნების მისაღწევად.  ინკლუზია - ყველამოსწავლე მისასალმებელია ჩვენს კლასებში და აღინიშნება მათი უნიკალურობა.  ვისწავლოთ - სკოლა ადგილი სადაც ვიღებთ ცოდნა. ჩვენ ყოველ დღე მზად ვართ მოვუსმინოთ, ვიფიქროთ, ვივარჯიშოთ და ვიმოქმედოთ ჩვენი ახალი ცოდნის შესაბამისად.

სტრუქტურა1 დამატებითი მასალა

სკოლის სტრუქტურა სკოლის სტრუქტურა მოიცავს პედაგოგიურ საბჭოს, სამეურვეო საბჭოს, სკოლის დირექციას, მოსწავლეთა თვითმმართველობას და დისციპლინურ კომიტეტს. სკოლაში შეიძლება შეიქმნას სააპელაციო კომიტეტი.

სტრატეგიული გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

გეგმა

შ ე ს ა ვ ა ლ ი სსიპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბღის საჯარო სკოლის 2022-2029 სტრატეგიული განვითარების გეგმის მიზანია, განსაზღვროს სტრატეგიული მიმართულებები და ამოცანები, რომლითაც სკოლა იხელმძღვანელებს მომავალი 7 წლის განმავლობაში 2023-2024 სასწავლო წლიდან. მოცემული სტრატეგიული დოკუმენტის საშუალებით სკოლა დაინტერესებულ მხარეებს გააცნობს :  სკოლის მისიას , ხედვას და ღირებულებებს  მიზნებს/ამოცანებსა და მათი მიღწევის გზებს. სტრატეგიული გეგმა ხელს შეუწყობს:  სკოლის სტრუქტურული ერთეულების შეთანხმებულ და ეფექტიან მუშაობას  დადგენილ ვადებში სტრატეგიული მიზნების მიღწევას და საქმიანობის შეფასებას.  მატერიალური რესურსების ეფექტურად გამოყენებისა და გაუმჯობესების მექანიზმებს. სკოლის ძლიერი და სუსტი მხარეების, ასევე შესაძლებლობებისა და საფრთხეების (SWOT)შესწავლის საფუძველზე, მისიისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლება-მოვალეობების ფარგლებში, შეფასდა საჭიროებები, რომლის შედეგებზე დაყრდნობით, განისაზღვრა შვიდწლიანი სტრატეგია, შემუშავდა ერთწლიანი სამოქმედო გეგმაც. სკოლის მისია სკოლის მისიაა მოზარდს მისცეს საჭირო ცოდნა უსაფრთხო და მზრუნველ გარემოში, განუვითაროს ისეთი კომპეტენციები, რომელიც ხელს შეუწყობს გარემოსდამცველი , წიგნიერი , კრიტიკულად მოაზროვნე და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე პიროვნების ჩამოყალიბებას. სკოლის ხედვა განათლება უნდა მოხდეს ინკლუზიურ გარემოში, ყველასთვის თანაბარი შესაძლებლობებით და ყველა ბავშვმა უნდა ისწავლოს რელიგიური და კულტურული განსხვავებების დაფასება. ჩვენი სკოლა ცდილობს იყოს ადგილობრივი საზოგადოების ცენტრში პოზიტიური და ეფექტური კავშირებით ფართო და გლობალურ თემებთან. სკოლის ძირითადი მიზნებია  ხელი შეუწყოს თითოეული მოსწავლის შესაძლებლობების მაქსიმალურ განვითარებას, რათა შეძლოს საკუთარი თავის რეალიზება თანამედროვე სამყაროში  უსაფრთხო და კეთილგანწყობილი სასწავლო გარემოს შექმნა და მუდმივი სრულყოფა;  საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მუშაობის ინტეგრაცია და შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის ორგანიზება;  მდგრადი განვითარების პრინციპების ინტეგრირება; სკოლის ღირებულებები  ანგარიშვალდებულება - ჩვენ ვაგებთ პასუხს საკუთარ ქმედებებზე;  დაფასება - ჩვენ ვაფასებთ ერთმანეთს, მშობლებს და მასწავლებელს ყველაფრისთვის, რასაც ისინი აკეთებენ ჩვენთვის.  თანაგრძნობა - ჩვენ ვართ სკოლა, სადაც იზრდება ბავშვები, რომლებიც ზრუნავენ ერთმანეთზე, არიან ემპათიურები და სურთ იმოქმედონ უკეთესი სამყაროს შესაქმნელად.  თანამშრომლობა - ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ერთმანეთთან, ვიზიარებთ ერთმანეთის წარმატებას.  სიმამაცე - ჩვენ ვართ სკოლა, რომელიც თამამად ხვდება გამოწვევებს და მხარს ვუჭერთ ერთმანეთს სწავლისა და ცხოვრების რთულ მომენტებში.  კრიტიკული აზროვნება - ჩვენ ვითვალისწინებთ და ხელს ვუწყობთ კრიტიკულად აზროვნებას მსოფლიოს პრობლემებზე. ჩვენ ვასწავლით მოსწავლეებს, თუ როგორ ისწავლონ და იყვნენ ანალიტიკოსები.  ერთმანეთის წახალისება - ჩვენ გვჯერა, რომ ერთმანეთის წახალისება დაგვეხმარება ერთმანეთის ნდობის ამაღლებაში. წახალისებით, ჩვენ შეგვიძლია ვიმუშაოთ გამოწვევებზე და მივაღწიოთ წარმატებას გუნდურად.  მეგობრობა - როგორც სასკოლო საზოგადოება, ჩვენ ვხედავთ ერთმანეთს მეგობრებად ჩვენს სასწავლო მოგზაურობაში. მეგობრები ერთმანეთს პატივისცემითა და სიკეთით ეპყრობიან ყოველ ჯერზე  მიზანზე ორიენტირებული - ჩვენ ვართ მიზანზე ორიენტირებული სკოლა. ჩვენ საკუთარ თავს ვუყენებთ მიზნებს, რომლებიც რთული, მაგრამ მიღწევადია. ჩვენ ყოველდღე ვმუშაობთ ჩვენი მიზნების მისაღწევად.  ინკლუზია - ყველამოსწავლე მისასალმებელია ჩვენს კლასებში და აღინიშნება მათი უნიკალურობა.  ვისწავლოთ - სკოლა ადგილი სადაც ვიღებთ ცოდნა. ჩვენ ყოველ დღე მზად ვართ მოვუსმინოთ, ვიფიქროთ, ვივარჯიშოთ და ვიმოქმედოთ ჩვენი ახალი ცოდნის შესაბამისად.

დოკუმენტები

3 - 202~1.pdf19/09/2023 14:06:54 · 0.8 MB
სტრატეგიული დაგეგმვის ,მონიტორინგის და შეფასებუს მეთოდოლოგია.pdf05/02/2026 14:04:17 · 2.43 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე

დოკუმენტები

2024-2025-სტრატეგიული გეგმის შესრულების ანგარიში.pdf13/12/2025 22:07:45 · 0.09 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
წლიური სამოქმედო გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

დოკუმენტები

3.2024-2025-სასწავლო-წლის-ერთწლიანი-სამოქმედო-გეგმა.docx13/12/2025 22:32:52 · 0.02 MB
2025-2026 წლის სამოქმედო გეგმა- ერთწლიანი.pdf05/02/2026 16:49:43 · 1.23 MB
2023-2024 წლის სამოქმედო გეგმა-ერთწლიანი.pdf05/02/2026 17:05:24 · 2.48 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე

დოკუმენტები

2023-2024 სასწავლო წლის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში.pdf13/12/2025 22:15:49 · 0.1 MB
2024-2025 ერთწლიანი სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში (2).pdf13/12/2025 22:32:53 · 0.08 MB
მონიტორინგის ანგარიში (2024-2025 წ სამოქმედო გეგმა).pdf05/02/2026 13:52:07 · 1.25 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
პროგრამები და მხარდაჭერის სერვისები4 დამატებითი მასალა

მოსწავლის მხარდაჭერის ჯგუფის დებულება მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1.1. სსიპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბღის საჯარო სკოლის მოსწავლის მხარდაჭერის ჯგუფი არის სკოლის დირექტორის ბრძანებით შექმნილი ჯგუფი, რომელიც მოსწავლეთა მხარდაჭერის, ინფორმირებულობის, პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნის ხელშეწყობის, არსებული სირთულეების იდენტიფიცირების მიზნით ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებსა და აქტივობებს. 1.2. მოსწავლეთა მხარდაჭრის ჯგუფი საკუთარ ფუქციებს და ვალდებულებებს ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობისა და სკოლის მარეგულირებელი აქტების შესაბამისად და მის ფარგლებში; 1.3 მოსწავლეთა მხარდაჭერის ჯგუფი მხარს უჭერს სკოლის ადმინისტრაციას და მუშაობს სკოლასთან შეთანხმებით, რათა ხელი შეუწყოს ყველა ბავშვისთვის ხარისხიანი განათლების და პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნის შესაძლებლობის გაზრდას; მუხლი 2. მოსწავლეთა მხარდაჭერის ჯგუფის ფუნქციები 2.1. მოსწავლეთა შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა; 2.2. მოსწავლეთა სირთულეებისა და არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და დახმარების პროცესის ხელშეწყობა; 2.3. მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობების გამოვლენა და ხელშეწყობა; 2.4. მოსწავლისათვის ინდივიდუალური საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით დახმარება; 2.5. მოსწავლეთა უფლებების დაცვის ხელშეწყობა; 2.6. მოსწავლეთა ფიზიკური და ფსიქო-ემოციური განვითარების ხელშეწყობა; 2.7. მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესთან და სასკოლო აქტივობასთან დაკავშირებით ინფორმაციის დროულად მიწოდება; 2.8. მოსწავლის სასკოლო ცხორვებაში ჩართულობის ხელშეწყობა; 2.9. მოსწავლის ინტერესებიდან გამომდინარე მისი მხარდაჭერის მიზნით საჭიროებისამებრ, სხვა სახის ჩართულობა; 2.10. მოსწავლეთა მხარდაჭრის ჯგუფი საქმნიანობას ახორციელებს სკოლის სხვა სტუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობით. მუხლი 3. მოსწავლეთა მხარდაჭრის ჯგუფის წევრები 3.1. მოსწავლის მხარდაჭრის ჯგუფის წევრებს კომპეტენციიდან გამომდინარე არჩევს და ამტკიცებს სკოლის დირექტორი ბრძანებით. 3.2. მოსწავლის მხარდაჭრის ჯგუფში აუცილებლად უნდა შედიოდნენ:  ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტი არსებობის შემთხვევაში;  ექიმი / ექთანი;  საგნობრივი კათედრის წარმომადგენელი/წარმომადგენლები;  კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი კვალიფიკაციის პირი

დოკუმენტები

მოსწავლის მხარდაჭერის ჯგუფის დებულება (1).pdf19/09/2023 14:18:03 · 0.22 MB
3.ტრანზიცია დანართი N3.docx15/12/2025 17:37:00 · 0.04 MB
2.ტრანზიცია დანართი N2.docx15/12/2025 17:37:01 · 0.02 MB
1.ტრანზიცია-ფუნქციები N1.docx15/12/2025 17:37:01 · 0.01 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ქცევის წესები და გასაჩივრების მექანიზმები2 დამატებითი მასალა

მოსწავლის ქცევის კოდექსი მოსწავლის ქცევის კოდექსი არეგულირებს მოსწავლის ქცევის წესებს, რომლებსაც მოსწავლე იცავს სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას სკოლაში, აგრეთვე სკოლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობის დროს. მოსწავლის ქცევის წესები მუხლი 4. მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან დამოკიდებულება 1. მოსწავლე ყოველთვის თავაზიანია მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან ურთიერთობაში და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას. 2. მოსწავლე ემორჩილება სკოლის დირექტორის, მასწავლებლის, სკოლაში დასაქმებული სხვა პირისა და მანდატურის კანონიერ მითითებებს. მუხლი 5. მოსწავლეებთან დამოკიდებულება მოსწავლე თავაზიანად ეპყრობა სხვა მოსწავლეებს, თავს იკავებს მათთან ძალადობის მუქარისგან, ცილისმწამებლური ან დამცინავი განცხადებებისაგან და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას. მუხლი 6. მოსწავლის ჩაცმის წესი მოსწავლე სკოლაში ცხადდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის შესაფერისი სამოსითა და აქსესუარებით. მუხლი 7. მოსწავლის ქცევა სკოლის ტერიტორიაზე, სასწავლო პროცესისა და სასკოლო ღონისძიებების დროს 1. მოსწავლე დროულად ცხადდება გაკვეთილზე ან სკოლის მიერ ორგანიზებულ სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაზე. 2. გაკვეთილზე ყოფნისას მოსწავლეს აქვს სასწავლო პროცესისათვის აუცილებელი ნივთები. 3. მოსწავლე გამოხატავს აზრებს და შეხედულებებს სხვა პირთა უფლებების შელახვის გარეშე. 4. მოსწავლე არ იყენებს მობილურ ტელეფონს ან სხვა ტექნიკურ საშუალებებს სასწავლო პროცესის დროს, არასასწავლო მიზნით. 5. მოსწავლე ხელს არ უშლის მასწავლებელსა და სხვა მოსწავლეებს, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას. 6. მოსწავლე პატივს სცემს სხვის აზრსა და აკადემიურ ნაშრომს, სხვისი ინტელექტუალური საქმიანობის შედეგად შექმნილ პროდუქტს არ ასაღებს თავისად. 7. მოსწავლე არ ეწევა რელიგიურ და პოლიტიკურ პროპაგანდას. 8. მოსწავლე არ ტოვებს გაკვეთილს მასწავლებლის ნებართვის გარეშე. 9. მოსწავლე უფრთხილდება და არ აზიანებს საკუთარ, სხვა პირთა და სკოლის ქონებას. 10. მოსწავლე იცავს სისუფთავეს სკოლაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. მუხლი 8. სკოლაში აკრძალული ნივთები მოსწავლე არ ცხადდება სკოლაში შემდეგი ნივთებით: ა) თამბაქოს ნაწარმი; ბ) ყველანაირი სახის იარაღი ან ისეთი ბასრი ნივთები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს იარაღად; გ) სანთებელა ან ასანთი; დ) ალკოჰოლური საშუალებები; ე) ტექნიკური საშუალებები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს; ვ) ძვირადღირებული ნივთები ან დიდი ოდენობის ფული; ზ) აზარტული თამაშის საშუალებები; თ) უხამსობის ამსახველი ნივთები; ი) ნარკოტიკული საშუალებები; კ) ასაფეთქებელი და მომწამლავი ნივთიერებები; ლ) ფსიქოტროპული საშუალებები, ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე. მუხლი 9. პასუხისმგებლობა ქცევის კოდექსის დარღვევისათვის მოსწავლის მიერ ამ კოდექსით განსაზღვრული ქცევის ნორმების დარღვევა იწვევს დისციპლინური დევნის დაწყებას “ზოგადი განათლების შესახებ„ საქართველოს კანონისა და სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

დოკუმენტები

ქვაბღის საჯარო სკოლის მოსწავლის ქცევის წესები.pdf15/12/2025 18:20:19 · 0.1 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ინფრასტრუქტურა1 დამატებითი მასალა
ფინანსები1 დამატებითი მასალა

იხ.ბიუჯეტის ფაქტობრივი შესრულება

დოკუმენტები

ბიუჯეტის ფაქტობრივი შესრულება.pdf12/10/2023 18:15:23 · 0.16 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე