ჩოხატაური, სოფ. ნაბეღლავი
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 25
- თავისუფალი ადგილი
- 25
- სსსმ ლიმიტი
- 3
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 3
გურია · ჩოხატაური · ჩოხატაური, სოფელი ნაბეღლავი
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სკოლის მისია სკოლის მისიაა უსაფრთხო და მეგობრული სასწავლო გარემოს შექმნა, სადაც ყველა მოსწავლე თავს დაცულად და აღიარებულად იგრძნობს. სკოლა ზრუნავს სამართლიანობის, ტოლერანტობისა და ურთიერთპატივისცემის დამკვიდრებაზე და ხელს უწყობს ეროვნული ღირებულებების მქონე, კანონმორჩილი, პასუხისმგებლიანი და სამოქალაქო ცნობიერების მქონე ახალგაზრდების აღზრდას. საგანმანათლებლო პროცესი მიმართულია მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების, პრაქტიკული უნარებისა და ეკოლოგიური პასუხისმგებლობის განვითარებაზე, რათა მათ შეძლონ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება, მომავალი პროფესიის გააზრებული არჩევა და საზოგადოებაში საკუთარი ადგილის პოვნა. სკოლის ხედვა სკოლა მიზნად ისახავს ისეთი სასწავლო გარემოს შექმნას, სადაც მოსწავლეები მიიღებენ თანამედროვე ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს. სკოლა აერთიანებს ინოვაციურ და ტრადიციულ სწავლების მეთოდებს, რათა კურსდამთავრებულები მზად იყვნენ სწავლის გაგრძელებისთვის და შეძლონ საკუთარი ადგილის დამკვიდრება შრომის ბაზარზე. სკოლის ღირებულებები: 1. ეთიკური და ზნეობრივი პრინციპების დაცვა; 2. ტოლერანტობა და თანასწორობა; 3. გამჭვირვალობა და სამართლიანობა; 4. გუნდური მუშაობა; 5. პროფესიული ზრდა და განვითარება; 6. საქმის სიყვარული და ერთგულება; 7. პასუხისმგებლობა;