ოზურგეთი, სოფელი ბახვი
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 25
- თავისუფალი ადგილი
- 18
- სსსმ ლიმიტი
- 3
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 3
გურია · ოზურგეთი · ოზურგეთი, სოფელი ბახვი
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სკოლის მისი ხედვა და ღირებულებები
სსიპ- წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლის სტრუქტურა მოიცავს პედაგოგიურ საბჭოს, სამეურვეო საბჭოს, სკოლის დირექციას, მოსწავლეთა თვითმმართველობას და დისციპლინურ კომიტეტს და სააპელაციო კომიტეტს. წყარო: საქართველოსგანათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №448 „ზოგადსაგანმანათლებლოდაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდებისდამტკიცების შესახებ“
სსიპ წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლის გრძელვადიანი (2023-2030 წწ) სტრატეგიული გეგმა მოიცავს სკოლის მისიას, ხედვას, ღირებულებებსა და მიზნებს. სტრატეგია განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა მიაღწიოს სკოლამ დასახულ მიზნებს არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენების გზითა და საჭირო დამატებითი რესურების მოძიებით.
ერთწლიანი სამოქმედო გეგმა გამომდინარეობს 2023 – 2030 წლების სტრატეგიული განვითარების შვიდწლიან გეგმიდან, სკოლის მისიიდან და სკოლის სტრატეგიული მიზნებიდან. მასში ასახულია სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი აქტივობები, შესრულების ინდიკატორები, შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები/სტრუქტურული ერთეულები, შესაბამისი რესურსები და დასახული მიზნების რეალიზების ვადები.
დამატეითი მომსახურების თვალსაზრისით სკოლა მოსწავლეებს თავაზოსბს სატრანსპორტო მომსახურებას, თუმცა,სკოლა არ აფორმებს ხელშეკრულებას მძღოლთან, არც ფინანსურს ანგარიშგებას აწარმოებს, მაგრამ სკოლას გააჩნია თავისი ვალდებულებები მონიტორინგის თვალსაზრისით, სკოლის დირექტორის ბრძანებით გამოყოფილია ტრანსპორტის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი, სკოლა აწარმოებს ყოველდღიურ ტაბელს და აწვდის სატრანსპორტო კომპანიას
მოსწავლეთა ქცევის კოდექსი ეხება მოსწავლეებს. სკოლის თანამშრომლებმა და და მშობლებმა უნდა უზრუნველყონ ამ კოდექსის მოსწავლეების მიერ შესრულება,აგრეთვე სხვა ზომების მიღება გადაცდომის არსებობის შემთხვევაში. იგი არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოთხოვნა და მიზნად ისახავს სკოლებში პოზიტიური და განათლებისათვის ხელშემწყობი კლიმატის შექმნას. მოსწავლეთა ქცევის კოდექსი ასახავს კონკრეტულ დისციპლინური სახდელს ქცევიდან გადახვევის შემთხვევაში.
2023 წლის ფინანსები