ოზურგეთი, ნინოშვილის #5
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 125
- თავისუფალი ადგილი
- 76
- სსსმ ლიმიტი
- 13
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 11
გურია · ოზურგეთი · ოზურგეთი, ნინოშვილის ქ. №7
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
მისია: სსიპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის N1-ელი საჯარო სკოლა მართვის დემოკრატიულ პრინციპზე დაფუძნებითა და სასკოლო საზოგადოების ჩართულობით უზრუნველყოფს მოსწავლეზე ორიენტირებულ, უსაფრთხო, ინკლუზიურ სასწავლო გარემოს, რომელიც მიმართულია ხარისხიანი და მოსწავლის მხარდამჭერი სასწავლო პროგრამების შექმნა/დანერგვისკენ, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში დემოკრატიული ფასეულობების, სასიცოცხლო უნარ-ჩვევების განვითარებას, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების აქტიური მონაწილეობა, მრავალპროფილური საგანმანათლებლო საქმიანობა და პროფესიული განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობა, მომხმარებლებისათვის მაღალი ხარისხის სასწავლო-სამუშაო პირობების შეთავაზება, რაც ხელს შეუწყობს შრომის ბაზარზე ორიენტირებული, კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური კადრების ზრდას. სა და მათ კარიერულ წინსვლას ხედვა • სკოლაში გადაწყვეტილებები მიიღება სასკოლო საზოგადოების აქტიური ჩართულობით, წახალისებული და ხელშეწყობილია ინიციატივები • სკოლის მართვას სკოლის ადმინისტრაცია მასწავლებლებთან, მოსწავლეებსა და მშობლებთან თანამშრომლობით ახორციელებს • სკოლაში უზრუნველყოფილია ხარისხიანი განათლება უზრუნველყოფილია ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების შესაბამისი სასწავლო პროგრამებით, საგნობრივი კურიკულუმები ეფუძნება კონსტრუქტივისტულ საგანმანათლებლო პრინციპებს, რის მეშვეობითაც სწავლა-სწავლების პროცესი მოსწავლეზე ორიენტირებულია • სასკოლო გარემო ინკლუზიურია, რომელიც ორინტირებულია ყველა მოსწავლის განვითარებისა და შესაძლებლობების გამოვლენაზე • სასკოლო გარემოში დაცულია ემოციური და ფიზიკური უსაფრთხოება. მაღალია სწავლა-სწავლების პროცესსა და სასკოლო აქტივობებში მოსწავლეების ჩართულობის ხარისხი, სწავლება მიმდინარეობს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში • სკოლა აღჭურვილია საჭირო ტექნიკითა და STEM პროგრამები ხორციელდება ლაბორატორიებში • სასკოლო კულტურა ორიენტირებულია მოსწავლეებში ლიბერალური და დემოკრატიული ღირებულებების გაძლიერებაზე სხვადასხვა მხარდამჭერი პროგრამების შეთავაზებითა და წახალისებით • სკოლა ხელს უწყობს მასწავლებლების კომპეტენციების ამაღლებასა და კარიერულ წინსვლას • სკოლა მხარს უჭერს მოსწავლის პროფესიულ ორიენტაციას და ეხმარება მას მომავლის ხედვის ჩამოყალიბებაში • სკოლა ამყარებს პოზიტიურ თანამშრომლობას ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან არაფორმალური განათლების ხელშეწყობისთვის • არაფორმალურ განათლებასთან დაკავშირებით სკოლას ეს კომპონენტი რის გაძლიერებაში ეხმარება • 2031 წლისთვის პროფესიული სწავლების მიმართულებით, გახდეს რეგიონში წარმატებული დაწესებულება, რომელიც განვითარებაზე ორიენტირებული მოქნილი შიდა სისტემის ჩამოყალიბებით, პროფესიული სტუდენტებისა და მსმენელებისთვის ხარისხიანი განათლების შეთავაზებით, ხელს შეუწყობს კარიერულ წინსვლას და უზრუნველყოფს შრომის ბაზარს კონკურენტუნარიანი, მაღალკვალიფიციური კადრებით. ღირებულებები • თანამშრომლობა • სამართლიანობა • თვითრეფლექსია და განვითარებაზე ზრუნვა • პროფესიული ეთიკის დაცვა • აღიარება და წახალისება
მისია: სსიპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის N1-ელი საჯარო სკოლა მართვის დემოკრატიულ პრინციპზე დაფუძნებითა და სასკოლო საზოგადოების ჩართულობით უზრუნველყოფს მოსწავლეზე/პროფესიულის სტუდენზე ორიენტირებულ, უსაფრთხო, ინკლუზიურ სასწავლო გარემოს, რომელიც მიმართულია ხარისხიანი და მოსწავლის მხარდამჭერი სასწავლო პროგრამების შექმნა/დანერგვისკენ, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში/პროფესიულის სტუდენტებში დემოკრატიული ფასეულობების, სასიცოცხლო უნარ-ჩვევების განვითარებას, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების აქტიური მონაწილეობა, მრავალპროფილური საგანმანათლებლო საქმიანობა და პროფესიული განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობა, მომხმარებლებისათვის მაღალი ხარისხის სასწავლო-სამუშაო პირობების შეთავაზება, რაც ხელს შეუწყობს შრომის ბაზარზე ორიენტირებული, კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური კადრების ზრდასა და მათ კარიერულ წინსვლას ხედვა • სკოლაში გადაწყვეტილებები მიიღება სასკოლო საზოგადოების აქტიური ჩართულობით, წახალისებული და ხელშეწყობილია ინიციატივები • სკოლის მართვას სკოლის ადმინისტრაცია მასწავლებლებთან, მოსწავლეებსა და მშობლებთან თანამშრომლობით ახორციელებს • სკოლაში უზრუნველყოფილია ხარისხიანი განათლება უზრუნველყოფილია ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების შესაბამისი სასწავლო პროგრამებით, საგნობრივი კურიკულუმები ეფუძნება კონსტრუქტივისტულ საგანმანათლებლო პრინციპებს, რის მეშვეობითაც სწავლა-სწავლების პროცესი მოსწავლეზე ორიენტირებულია • სასკოლო გარემო ინკლუზიურია, რომელიც ორინტირებულია ყველა მოსწავლის განვითარებისა და შესაძლებლობების გამოვლენაზე • სასკოლო გარემოში დაცულია ემოციური და ფიზიკური უსაფრთხოება. მაღალია სწავლა-სწავლების პროცესსა და სასკოლო აქტივობებში მოსწავლეების ჩართულობის ხარისხი, სწავლება მიმდინარეობს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში • სკოლა აღჭურვილია საჭირო ტექნიკითა და STEM პროგრამები ხორციელდება ლაბორატორიებში • სასკოლო კულტურა ორიენტირებულია მოსწავლეებში ლიბერალური და დემოკრატიული ღირებულებების გაძლიერებაზე სხვადასხვა მხარდამჭერი პროგრამების შეთავაზებითა და წახალისებით • სკოლა ხელს უწყობს მასწავლებლების კომპეტენციების ამაღლებასა და კარიერულ წინსვლას • სკოლა მხარს უჭერს მოსწავლის პროფესიულ ორიენტაციას და ეხმარება მას მომავლის ხედვის ჩამოყალიბებაში • სკოლა ამყარებს პოზიტიურ თანამშრომლობას ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან არაფორმალური განათლების ხელშეწყობისთვის • არაფორმალურ განათლებასთან დაკავშირებით სკოლას ეს კომპონენტი რის გაძლიერებაში ეხმარება • 2031 წლისთვის პროფესიული სწავლების მიმართულებით, გახდეს რეგიონში წარმატებული დაწესებულება, რომელიც განვითარებაზე ორიენტირებული მოქნილი შიდა სისტემის ჩამოყალიბებით, პროფესიული სტუდენტებისა და მსმენელებისთვის ხარისხიანი განათლების შეთავაზებით, ხელს შეუწყობს კარიერულ წინსვლას და უზრუნველყოფს შრომის ბაზარს კონკურენტუნარიანი, მაღალკვალიფიციური კადრებით. ღირებულებები • თანამშრომლობა • სამართლიანობა • თვითრეფლექსია და განვითარებაზე ზრუნვა • პროფესიული ეთიკის დაცვა • აღიარება და წახალისება
სკოლაში უზრუნველყოფილია კარიერული დაგემვისა და პროფესიული ორიენტაციის მომსახურება. სკოლა მუდმივად უწევს მხარდაჭერას მოსწავლეებს პროფესიისა და კარიერის დაგეგმვაში. კლასის ხელმძღვანელი ან საგნის მასწავლებელი მოსწავლეს უწევს პროფესიულ კონსულტაციას შესაძლებლობების, უნერებისა და მიდრეკილებების გამოვლენის მიზნით. ინტერესებიდან გამომდინარე, აცნობს კონკრეტული პროფესიით დასაქმების შესაძლებლობას. წარმატებით შედგა საშუალო საფეხურის მოსწავლეებისა და ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკის კათედრის წარმომადგენლების შეხვედრა უნივერსიტეტში. სკოლასა და უნივერსიტეტს შორის გაფორმდა მემორანდუმი. მოსწავლეებს გააცნეს საუნივერსიტეტო ცხოვრება და ისაუბრეს იმ სერვისებზე, როლებსაც უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს. ასევე წარმატებით ვთანამშრომლობთ პროფესიულ კოლეჯ ,,ჰორიზონტთან“.მემორანდუმის საფუძველზე სკოლის მე-8 და მე-9 კლასების მოსწავლეები ეცნობიან და ეუფლებიან სხვადასხვა პროფესიებს, როგორიცაა: კულინარია, სტილისტიკა, კომპიუტერული პროგრამები, მცენარეთა დაცვა და გიდი.კლასის ხელმღვანელი აწვდის მოსწავლეებს ინფორმაციას კარიერული განვითარების შესაძლებლობებთან დაკავშირებით, რეგისტრაციის ვადების, დაფინანსების და სხვა დამატებითი ინფორმაციების შესახებ. სკოლის რამდენიმე მოსწავლემ სწავლა განაგრძო პროფესიულ კოლეჯში. მათთან გვაქვს კომუნიკაცია და გამოთქვამენ კმაყოფილებას პროფესიულ არჩევანთან დაკავშირებით. ამ პროცესში ჩართულია სპეციალური მასწავლებელიც, რომელიც მხარდაჭერას გაუწევს ტრანზიციის პროცესში და ასევე იქნება ერთ-ერთი პასუხისმგებელი პირი პროექტების განხორციელებისას. მიაწვდის ინფორმაციას სსსმ მოსწავლეებს სხვადასხვა პროფესიის შესახებ, დაეხმარება პროფესიის შერჩევასა და გადაწყვეტილების მიღებაში.
მოსწავლის ქცევის კოდექსი მოსწავლის ქცევის კოდექსი არეგულირებს მოსწავლის ქცევის წესებს, რომლებსაც მოსწავლე იცავს სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას სკოლაში, აგრეთვე სკოლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობის დროს. მოსწავლის ქცევის წესები მუხლი 4. მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან დამოკიდებულება 1. მოსწავლე ყოველთვის თავაზიანია მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან ურთიერთობაში და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას. 2. მოსწავლე ემორჩილება სკოლის დირექტორის, მასწავლებლის, სკოლაში დასაქმებული სხვა პირისა და მანდატურის კანონიერ მითითებებს. მუხლი 5. მოსწავლეებთან დამოკიდებულება მოსწავლე თავაზიანად ეპყრობა სხვა მოსწავლეებს, თავს იკავებს მათთან ძალადობის მუქარისგან, ცილისმწამებლური ან დამცინავი განცხადებებისაგან და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას. მუხლი 6. მოსწავლის ჩაცმის წესი მოსწავლე სკოლაში ცხადდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის შესაფერისი სამოსითა და აქსესუარებით. მუხლი 7. მოსწავლის ქცევა სკოლის ტერიტორიაზე, სასწავლო პროცესისა და სასკოლო ღონისძიებების დროს 1. მოსწავლე დროულად ცხადდება გაკვეთილზე ან სკოლის მიერ ორგანიზებულ სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაზე. 2. გაკვეთილზე ყოფნისას მოსწავლეს აქვს სასწავლო პროცესისათვის აუცილებელი ნივთები. 3. მოსწავლე გამოხატავს აზრებს და შეხედულებებს სხვა პირთა უფლებების შელახვის გარეშე. 4. მოსწავლე არ იყენებს მობილურ ტელეფონს ან სხვა ტექნიკურ საშუალებებს სასწავლო პროცესის დროს, არასასწავლო მიზნით. 5. მოსწავლე ხელს არ უშლის მასწავლებელსა და სხვა მოსწავლეებს, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას. 6. მოსწავლე პატივს სცემს სხვის აზრსა და აკადემიურ ნაშრომს, სხვისი ინტელექტუალური საქმიანობის შედეგად შექმნილ პროდუქტს არ ასაღებს თავისად. 7. მოსწავლე არ ეწევა რელიგიურ და პოლიტიკურ პროპაგანდას. 8. მოსწავლე არ ტოვებს გაკვეთილს მასწავლებლის ნებართვის გარეშე. 9. მოსწავლე უფრთხილდება და არ აზიანებს საკუთარ, სხვა პირთა და სკოლის ქონებას. 10. მოსწავლე იცავს სისუფთავეს სკოლაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. მუხლი 8. სკოლაში აკრძალული ნივთები მოსწავლე არ ცხადდება სკოლაში შემდეგი ნივთებით: ა) თამბაქოს ნაწარმი; ბ) ყველანაირი სახის იარაღი ან ისეთი ბასრი ნივთები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს იარაღად; გ) სანთებელა ან ასანთი; დ) ალკოჰოლური საშუალებები; ე) ტექნიკური საშუალებები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს; ვ) ძვირადღირებული ნივთები ან დიდი ოდენობის ფული; ზ) აზარტული თამაშის საშუალებები; თ) უხამსობის ამსახველი ნივთები; ი) ნარკოტიკული საშუალებები; კ) ასაფეთქებელი და მომწამლავი ნივთიერებები; ლ) ფსიქოტროპული საშუალებები, ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე. მუხლი 9. პასუხისმგებლობა ქცევის კოდექსის დარღვევისათვის მოსწავლის მიერ ამ კოდექსით განსაზღვრული ქცევის ნორმების დარღვევა იწვევს დისციპლინური დევნის დაწყებას “ზოგადი განათლების შესახებ„ საქართველოს კანონისა და სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. რაც შეეხება აპელაცის, მოსწავლეს შეუძლია საჩივრით ან პრეტენზიით მიმართოს დამრიგებელს, დირექცია და მანდატურს. სკოლაში არსებობს საჩივრის ყუთი სადაც შესაძლებელია ანონიმური წერილების განთავსება.
სკოლის ინფრასტრუქტურა ქმნის სწავლის ინკლუზიურ გარემოს; სკოლაში მოწყობილია პანდუსები ეტლით მოსარგებლეებისათვის, ადაპტირებული საპირფარეშო , სკოლაში არის ლიფტი რაც შეუზღუდავს ხდის შშმ პირების სართულებზე გადაადგილებას. სკოლაში ფუნქციონირებს რესურსოთახი სსსმ პირებისთვის, რომლის ინფრასტრუქტურული გარემო შეესაბამება სტანდარტით გათვალისწინებულ ძირითად მოთხოვნებს. იგეგმება, რომ მომავალში რესურსოთახის ინფრასტრუქტურა გამდიდრდება და გადახალისდება მოსწავლეთა საჭიროებებისა და უნარების შესაბამისად. რესურსოთახის ინფრასტრუქტურის განახლება და რესურსებითა და ადაპტირებული ავეჯით აღჭურვა მოხდა გერმანიის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტით, რომელიც სკოლამ შეიმუშავა. ფუნქიონირებს მინი „თოჯინების თეატრი“, რომელიც სპეც პედაგოგების მიერ არის შექმნილი და წარმატებით ფუნქციონირებს. ყოველწლიურად ხდება რესურსების განახლება და ზრუნვა სსსმ მოსწავლეთა კომფორტული გარემოს შესაქმნელად. 4..ზემოთ აღნიშნული ინფრასტრუქტურა, მანდატურები, ეზოში და დერეფნებში დამონტაჟებული ვიდეოთვალები, ასევე სკოლის ეზოს ულამაზესი ნარგავები, რომელთა მოვლა-პატრონობა სხვადასხვა კლასებმა სურვილისამებრ დაინაწილეს, ქმნის მიმზიდველ გარემოს და საშუალებას იძლევა სკოლა ჩამოყალიბდეს სოციო-კულტურულ სივრცედ.
სკოლას, ვაუჩერული დაფინანსების გარდა, აქვს საკუთარი შემოსავლები იჯარის სახით. სკოლის ფინანსური რესურსი სრულად უზრუნველყოფს სამოქმედო გეგმის განხორციელებას. .სკოლას აქვს ფინანსური რესურსების მართვის სისტემა. კერძოდ, ფინანსური რესურსების ხარჯვა ხდება სკოლის სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის მიხედვით. ხარჯვა ხდება მიზნობრივად, ხარჯების მუხლობრივი კლასიფიკაციით. ასევე ხდება წლის ფინანსური ანგარიშის წარდგენა სკოლის დირექტორის მიერ სამეურვეო საბჭოსთვის. spa.ge-ზე იტვირთება ხელშეკრულებების ანგარიშები.