ოზურგეთი, გაბრიელ ეპისკოპოსის 9
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 145
- თავისუფალი ადგილი
- 82
- სსსმ ლიმიტი
- 15
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 14
გურია · ოზურგეთი · ოზურგეთი, გაბრიელ ეპისკოპოსის ქ. №9
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სსიპ - ნოდარ დუმბაძის სახელობის ქალაქ ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის ძირითადი მისია მდგომარეობს განათლების სფეროში სახელმწიფო იდეოლოგიის რეალიზაციაში სამსაფეხურიანი (დაწყებითი, საბაზო, საშუალო) განათლების პროგრამით, განათლების შესახებ კანონისა და ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად. საგანმანათლებლო პროცესის ცენტრში დგას მოსწავლე, მისი განვითარების პროცესი და მის მიერ მიღწეული შედეგი, შედეგზე ორიენტირება გულისხმობს მოსწავლისათვის მიწოდებული ინფორმაციის მყარ, დინამიურ და ფუნქციურ ცოდნად გარდაქმნას. სკოლის მისია ეფუძნება ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს და მიმართულია განათლებული, ლიბერალური, დემოკრატიული ღირებულებების მქონე მოქალაქის აღზრდისაკენ. სკოლა უზრუნველყოფს მოსწავლეების ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სწავლებას და ხელმისაწვდომობას მოსწავლეების, მშობლების და პედაგოგების თანამშრომლობით, უსაფრთხო და კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნას; სკოლა ორიენტირებულია თითოეული მოსწავლის ინტერესებსა და შესაძლებლობებზე, ყველა მოსწავლეს აქვს თანაბარი პირობა მაღალი აკადემიური განათლების მისაღებად, რათა მათ საკუთარი პასუხისმგებლობა დაინაწილონ ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ. მოსწავლეებს უნდა გამოვუმუშაოთ და გავუვითაროთ დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების უნარები; მოვამზადოთ საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციისათვის, რათა მათ შეძლონ ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ანალიზი; იყვნენ შემოქმედნი, თავად იზრუნონ ღირებულებებისა და ფასეულობების შეძენისათვის და არ იცხოვრონ მარტივად არჩეული გზით; შეძლონ კომუნიკაცია ინდივიდებთან, ჯგუფებთან; ისწავლონ კანონის პატივისცემა. ჩვენი კონკრეტული უპირატესობაა ძლიერი და განვითარებული სასწავლო და აღმზრდელობითი მეთოდები და მაღალი ხარისხის განათლება. სკოლის მისიაა იყოს სამაგალითო ქართული სკოლა, რომელიც ეროვნულ ფასეულობებსა და ღირებულებებზე დაფუძნებული, მრავალმხრივი, ინოვაციური და ახალი ათასწლეულის შესაბამისი განათლების მიცემით აღზრდის დღევანდელ ბავშვებს მომავლის ლიდერებად. სკოლა ინოვაციური და კომპლექსური მიდგომების გამოყენებით მზრუნველ და პატივისცემით განმსჭვალულ გარემოში აღწევს თითოეული ბავშვის ინტელექტუალურ, სოციალურ, ზნეობრივ და ფიზიკურ განვთარებაში საუკეთესო შედეგებს.
მოკლე ინფორმაცია სკოლის სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმა გამომდინარეობს სკოლის მისიიდან და კონკრეტული ამოცანების გადაჭრას ისახავს მიზნად. მასში მოცემულია სკოლის გრძელვადიანი მიზნები და ამოცანები, მიზნების მიღწევის გზები, შესრულებაზე პასუხისმგებელი პირი/პირები, დასახული მიზნების რეალიზების ვადები, საშუალებები და მისი შედეგები. სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის რეალიზება შესაძლებელია შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებითა და ობიექტური ანალიზით. შესაბამისად, სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის გადახედვა უნდა მოხდეს პერიოდულად.
საქართველოს კანონი-"ზოგადი განათლების შესახებ" ყველა მოსწავლეს თანაბრად აძლევს ზოგადი განათლების მიღების უფლებას. ზოგადი განათლების მიღების უფლება უზრუნველყოფილია იმ შემთხვევაშიც, თუ მოსწავლე გაირიცხება სკოლიდან. მას აქვს უფლება სწავლა განაგრძოს სხვა სკოლაში. სკოლის ტერიტორიაზე ყველა მოსწავლე თანაბარ პირობებში, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე სარგებლობს კანონმდებლობით დადგენილი უფლებით. სკოლას ეკისრება ვალდებულება სასკოლო თემისთვის შექმნას ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის უსაფრთხო გარემო. მოსწავლეს უფლება აქვს მოითხოვოს და მიიღოს მონაწილეობა სკოლის მიერ მასთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტისას, უშუალოდ ან წარმომადგენლის/მეურვის მეშვეობით. „ბავშვის უფლებების კოდექსის“39-ე მუხლის მიხედვით:1. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა დაგანათლების, ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიულიგანათლებისდაწესებულებებში უნდა არსებობდეს ბავშვის საჩივრის განხილვის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მექანიზმები. ეს მექანიზმები არ უნდა ახალისებდეს ბავშვის არაკეთილსინდისიერ ქცევას, მიმართული უნდა იყოს ობიექტური გარემოებების დადგენისკენ და უნდა უზრუნველყოფდეს ბავშვისა და სხვათა უფლებებისპატივისცემასა და დაცვას.2. ბავშვს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია მისი საჩივრის განხილვის მექანიზმების შესახებ.3. ბავშვი მისი საჩივრის განხილვის პროცესში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მხარდაჭერით, კერძოდ, კომუნიკაციის, საკუთარი მოსაზრების გამოხატვისა და სათანადოდ გათვალისწინების ინსტრუმენტების დანერგვით.