ოზურგეთი, დაბა ურეკი, წვერმაღალა
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 15
- თავისუფალი ადგილი
- 12
- სსსმ ლიმიტი
- 2
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 2
გურია · ოზურგეთი · ოზურგეთი, დაბა ურეკი, თაყაიშვილის ქუჩა N54
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
მისია სსიპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის საჯარო სკოლა ვნერგავთ სიახლეებს, ფიზიკური, ინტელექტუალური, ზნეობრივი და ესთეტიკური განვითარების ხელშეწყობით უზრუნველვყოფთ კომუნიკაციის მაღლი კულტურის მქონე პატრიოტი და ტოლერანტი მოქალაქის ჩამოყალიბებას. ხედვა სსიპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის საჯარო სკოლის მთავარი ორიენტირი იქნება: ხარისხიანი განათლება , უსაფრთხო ფიზიკური, ფსიქოემოციური და ინკლუზიურ გარემოს შექმნა, პატრიოტიზმზე დაფუძნებული დემოკრატიული განათლების უზრუნველყოფა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. ღირებულებები: ჩვენს სკოლაში უზრუნველყოფილია უსაფრთხო, კეთილგანწყობილი თანამშრომლობითი სამუშაო გარემო, დაცულია ინფორმაციის საჯაროობა, ჩვენი მიზანია ინკლუზიური და ტოლერანტული საზოგადოების შექმნა.
ფინანსური მართვა სკოლის წარმატებული მართვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა ფინანსების სწორად, მიზნობრივად და ეფექტურად, სკოლის საგანმანათლებლო მისიიდან და სტრატეგიული გეგმიდან გამომდინარე ამოცანების შესასრულებლად, გამოყენება. ფინანსები ის საძირკველია, რაზეც უნდა აშენდეს მომავლის სკოლა, რადგან, როგორი მიმზიდველი გეგმებიც არ უნდა ჰქონდეს სკოლას, თუ ის უზრუნველყოფილი არ იქნება ფინანსურად, სასურველი შედეგი არ მიიღწევა. სწორი ფინანსური მართვა განაპირობებს სკოლის წარმატებას და საშუალებას აძლევს მას, უკეთესად განახორციელოს საგანმანათლებლო ფუნქცია. სწორი ფინანსური მართვის შედეგად განისაზღვრება სკოლის სტრატეგიული პოლიტიკა, ჩამოყალიბდება მიზნებისა და განვითარების გეგმა. დასახული მიზნების მისაღწევად კი მოხდება რესურსების ოპტიმალური გამოყენება. სკოლის ფინანსური შესაძლებლობების შესახებ უნდა იცოდეს თემმა, იგი გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასთვის და მიმართული იყოს სასწავლო პროცესისათვის სასურველი გარემოს შესაქმნელად, სწავლება-სწავლის შესაბამისი პირობების უზრუნველსაყოფად, სტრატეგიული გეგმის შესასრულებელი აქტივობების განსახორციელებლად. ფინანსების გამჭვირვალობა ხელს შეუწყობს სკოლის წინაშე მდგომი ამოცანების შესრულებაში ჩართული ადამიანების მობილიზებასა და გაერთიანებას, ხელმძღვანელობის მიმართ ნდობის ხარისხის ამაღლებას და თანხების ეფექტურ გამოყენებას. წინა წლებში გამჭვირვალედ ხდებოდა ფინანსური სახსრების მიზანმიმართული ხარჯვა, გასავლების კონტროლი და მონიტორინგი. სკოლის ფინანსები მიმართული იყო სკოლის მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად. მომავალში კიდევ მეტად გაიზარდება მოსწავლეების, მშობლების და მასწავლებლების თანამონაწილეობა სკოლის ბიუჯეტის მართვის პროცესში.სტრატეგიული გეგმის შესაბამისად სკოლის მისიისა და მიზნების განხორციელება მოხდება ფინანსურად კიდევ მეტად ეფექტური, ოპტიმალური და ეკონომიური გზების გამოყენება.