ოზურგეთი, დაბა ნასაკირალი
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 75
- თავისუფალი ადგილი
- 47
- სსსმ ლიმიტი
- 8
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 7
გურია · ოზურგეთი · ოზურგეთი, დაბა ნასაკირალი
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
ჩვენ ვართ სსიპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლა. ჩვენ ვზრდით ტოლერანტულ მოქალაქეებს, რომლებიც შეძლებენ სხვადასხვა კულტურული, რელიგიური და ეთნიკური წარმომავლობის მოქალაქეთა პატივისცემას. ჩვენ გვაქვს ურთიერთანამშრომლობაზე, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული გარემო. ჩვენ პატივს ვცემთ და ვითვალისწინებთ ერთმანეთის აზრს. მასწავლებლები უზიარებენ ერთმანეთს საკუთარ შეხედუულებებსა და აზრებს. მოსწავლეებს შეუძლიათ აზრის თავისუფლად ჩამოყალიბება.სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფები ურთიერთანამშრომლობენ და ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებებს მოსწავლეთა საჭიროებების მიხედვით და მათი მოტივაციის ამაღლების მიზნით. ჩვენს სკოლაში ხდება სხვადასხვა კულტურული, რელიგიური და ეთნიკური წარმომავლობის მოსწავლეთა პატივისცემა. ჩვენ ვქმნით ადაპტირებულგარემოს, რომელიც მორგებული იქნება ყველა მოსწავლის ინტერესებზე. ჩვენ ვქმნით რესურსებითა და ტექნოლიგიებით აღჭურვილ გარემოს, STEM-ის საგნებისთვის ლაბორატორიებს. ჩვენ ვზრდით კრიტიკულად მოაზროვნე მოსწავლეებს რომლებიც შეძლებენ კრიტიკულად და სწორად შეაფასებენ და განიხილავენ საკუთარ და სხვათა აზრს სხვადასხვა საკითხების შესახებ. ჩვენ ვეძებთ თითოეულ მოსწავლეში კრეატიულ უნარებს, ვაძლევთ საშუალებას განავითარონ მათში არსებული შემოქმედებითი ნიჭი. ჩვენ ვზრდით თავისუფლად მოაზროვნემოქალაქეებს, რომლებიც შეძლებენ თავიანთი აზრის თავისუფლად გამოხატვას, ჩვენ ხელს შევუწყობთ მათ დაგეგმონ,განახორციელონ,თვითონვე შეაფასონ და აკონტროლონ სწავლა-სწავლების პროცესი. ჩვენ ვქმნით ეკოლოგიურ დაუსაფრთხო გარემოს. ჩვენ ვზრდით ეკოლოგიურად მოაზროვნე მოსწავლეს რომელიც გამოიყენებს შეძენილ ცოდნას მსოფლიოს გლობალური პრობლემების და უსაფრთხოების გადასაჭრელად. ჩვენ ვართლიდერი, მეწარმე,ინოვაციური სკოლა. ჩვენ გავზრდით მოსწავლეებს, რომლებიც იქნებიან იდეებით აღჭურვილი და შეძლებენ იყვნენ სხვადასხვა საქმის ინიციატორები, ჩვენ ხელს შევუწყობთ მათ ამ იდეების განხორციელებაში.
სკოლა ექსპლუატაციაში შევიდა 2021 წლის 15 სექტემბერს, ინფრასტრუქტურულად სრულიად გამართულია და მორგებულია ყველა ტიპის ბენეფიციარისთვის.