ხელვაჩაური სოფელი ზ. წინსვლა
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 25
- თავისუფალი ადგილი
- 14
- სსსმ ლიმიტი
- 3
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 1
აჭარა · ხელვაჩაური · ხელვაჩაური, სოფელი ზემო წინსვლა
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სკოლის მისიაა მოსწავლეებისათვის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ზოგადი განათლების მიცემა. ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულების მქონე თავისუფალ პიროვნებად ჩამოყალიბებისათვის საჭირო პირობების, უსაფრთხო და პოზიტიური გარემოს შექმნა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, მოსწავლის მიერ კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა. სკოლის მიზანია აღზარდოს მაღალი აკადემიური განათლების, ანალიტიკურად მოაზროვნე, მოტივირებული, კანონმორჩილი, ტოლერანტი, მრავალმხრივად განვითარებული პიროვნება, რომელიც შეძლებს როგორც სხვისი, ისე საკუთარი კულტურის წარმოჩენას, მიიღებს თანამედროვე სტანდარტებთან მიახლოებულ, ხარისხიან, ქართულ ტრადიციებზე დაფუძნებულ განათლებას, შეიტანს საკუთარ წვლილს საზოგადოების წინსვლასა და საქართველოს მსოფლიო ინტეგრაციაში. სკოლის მისია, შესაბამისობაშია ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებთან და გამოხატავს სკოლის საერთო პრინციპებს: საკუთარი მოვალეობების გააზრებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უნარ-ჩვევების განვითარება, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება. მისიას იზიარებენ სკოლის მასწავლებლები, მოსწავლეები, მშობლები, ადმინისტრაციის თანამშრომლები. სკოლის ხედვა: 2032 წლისათვის ზემო წინსვლის საჯარო სკოლა იქნება აჭარის მასშტაბით მაღალი დონისა და აღიარების მქონე , რომელიც უზრუნველყოფს თანამედროვე მიდგომებზე დაფუძნებულ ხარისხიან განათლების დანერგვას, იქნება უსაფრთხო გარემო სადაც საზოგადოების თითოეული წევრი მხარს დაუჭერს მოსწავლეთა შესაძლებლობებს განათლების გაძლიერების გზით. ჩვენი სკოლის ღირებულებებია : უსაფრთხოება, ხარისხიანი განათლება, თანამედროვე მიდგომების დანერგვა , პოზიტიური თანამშრომლობითი დამოკიდებულება ასევე მნიშვნელოვანია : გამჭირვალობა მიუკერძოებლობა, ობიექტურობა განვითარება და ინოვაციურობა. სკოლის ღირებულებებია: უსაფრთხოება, ხარისხიანი განათლება, თანამედროვე მიდგომების დანერგვა, ,მშობლებთან პოზიტიური თანამშრომლობითი დამოკიდებულება ,მოსწავლეთა 21-ე საუკუნის მოქალაქეობრივ კომპეტენციების ფლობა, ასევე მნიშვნელოვანია • გამჭირვალობა: ჩვენი საქმიანობა, ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა დაინტერესებული პირისათვის, უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა. • მიუკერძოებლობა: ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და ითვალისწინებს დაინტერესებულ მხარეთა საუკეთესო ინტერესებს. • თანამშრომლობა: ჩვენ ღია ვართ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ პრობლემების გადაჭრაზე. • ობიექტურობა: ჩვენ მიერ განხორციელებული შეფასებები, ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს შეფასებაში მონაწილე პირების სუბიექტივიზმს. • განვითარება და ინოვაციურობა: სისტემატურად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ განვითარების ინოვაციურ გზებს. არ ვერიდებით სიახლეების დანერგვას.
1. დირექტორის მოადგილის ფუნქციები: 1. შეასრულოს სკოლის შინაგანაწესითა და სკოლის შიდა მარეგულირებელი წესებით განსაზღვრული მოთხოვნები; 2. იზრუნოს სკოლის განვითარებაზე; 3. გაუფრთხილდეს სკოლის ქონებას, დაიცვას უსაფრთხოების წესები; 4. დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში შეასრულოს მისი მოვალეობები; 5. კოორდინირება გაუწიოს იმ სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამებს, რომელთა განხორციელებაც დაგეგმილია კონკრეტულ სასწავლო წელს; 6. ხელმძღვანელობა და კოორდინაცია გაუწიოს სადამრიგებლო პროგრამის განხორციელებას. მისცეს მითითებები და დავალებები დამრიგებლებსა და მოსწავლეებს; 7. უზრუნველყოს სწავლა-სწავლების ხელშემწყობი მექანიზმების სრულყოფა; 8. განახორციელოს ელექტრონული ჟურნალების მონიტორინგი; 9. გააკონტროლოს სწავლაში პრობლემების მქონე მოსწავლეები (დააორგანიზოს მათთვის დამატებითი მეცადინეობების ჩატარება); 10. სისტემატურად განახორციელოს მოსწავლეთა გაცდენებზე მონიტორინგი; 11. ორგანიზება გაუწიოს საგნობრივ ოლიმპიადებსა და სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციებში მოსწავლეთა ჩართულობას, როგორც სკოლის შიგნით, ასევე სკოლის გარეთ; 12. ხელი შეუწყოს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებში მასწავლებელთა და მოსწავლეთა ჩართულობას; 13. ხელი შეუწყოს მშობლების აქტიურ ჩართვას სასკოლო ცხოვრებაში; 14. წლის ბოლოს შეადგინოს ანგარიში შესრულებულ სამუშაოზე და წარუდგინოს პედაგოგიურ საბჭოსა და დირექტორს; 15. იზრუნოს სკოლაში მშვიდი, საქმიანი, შემოქმედებითი, კოლეგიალური ატმოსფეროს შექმნასა და შენარჩუნებაზე; 16. ყოველდღიურად იზრუნოს სასკოლო დისციპლინის ამაღლებასა და სასკოლო გარემოს გაუმჯობესებაზე; 17. წარმართოს საქმიანობა ისე, რომ ყველა რესურსი გამართული და გამოყენებული იქნას მოსწავლეების კეთილდღეობისთვის; 18. დირექტორს წარუდგინოს წინადადებები სკოლის თანამშრომლების წახალისების ან მათთვის დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ; 19. დირექტორს წარუდგენოს წინადადებები სკოლის სასწავლო პროცესის სრულყოფის შესახებ; 20. ხელმძღვანელობა გაუწიოს მასწავლებელთა და მოსწავლეთა მონაწილეობით მოწყობილ იმ ღონისძიებების განხორციელებას, რომელთა მიზანია სააღმზრდელო პროცესის დახვეწა, სკოლის იმიჯისა და ავტორიტეტის ზრდა, პედაგოგთა და მოსწავლეთა აქტიური დასვენების უზრუნველყოფა და სხვა; 21. კომპეტენციის ფარგლებში, შეასრულოს სკოლის დირექტორის დავალებები და მითითებები. 22. მოადგილეებს შორის ფუნქცია-მოვალეობები გამიჯნულია ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით. 2. ბუღალტერის ფუნქციები: 1. შეასრულოს სკოლის შინაგანაწესითა და სკოლის შიდა მარეგულირებელი წესებით განსაზღვრული მოთხოვნები; 2. იზრუნოს სკოლის განვითარებაზე; 3. შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები; 4. გაუფრთხილდეს სკოლის ქონებას, დაიცვას უსაფრთხოების წესები; 5. აანაზღაუროს მის მიერ სკოლისათვის მიყენებული მატერიალური ზარალი; 6. შეასრულოს ბუღალტრის საქმიანობასთან დაკავშირებული შემდეგი მოვალეობები: ა) სკოლის ყველა შემოსავალი და ხარჯი ასახოს ბიუჯეტში; ბ) მომავალი წლის სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმა კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგინოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმდინარე წლის 20 ნოემბრამდე; გ) გააკონტროლოს, აღრიცხოს და განახორციელოს ბუღალტრული გატარებები; დ) დროულად აითვისოს ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრები; ე) დირექტორის ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში მონაწილეობა მიიღოს ინვენტარიზაციაში, გამოავლენოს და აღრიცხოს შედეგები, შეადგინოს შესაბამისი შედარების უწყისი; ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში შეავსოს და წარუდგინოს შემოსავლების სამსახურს საგადასახადო დეკლარაციები; ზ) ყოველი თვის ბოლოს გააანალიზოს სკოლის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები და მოამზადოს შესაბამისი დოკუმენტაცია; თ) აწარმოოს კომუნალური მომსახურეობის (ელექტროენერგია, წყალი, ბუნებრივი აირი, ტელეფონი, დასუფთავების მოსაკრებელი, ინტერნეტი) აღრიცხვა და უზრუნველყოს დავალიანების დროული დაფარვა. ი) კომპეტენციის ფარგლებში, შეასრულოს სკოლის დირექტორის მითითებები და დავალებები. 3. ბიბლიოთეკარის ფუნქციები: 1. შეასრულოს სკოლის შინაგანაწესითა და სკოლის შიდა მარეგულირებელი წესებით განსაზღვრული მოთხოვნები; 2. იზრუნოს სკოლის განვითარებაზე; 3. შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები; 4. გაუფრთხილდეს სკოლის ქონებას, დაიცვას უსაფრთხოების წესები; 5. აანაზღაუროს მის მიერ სკოლისათვის მიყენებული მატერიალური ზარალი; 6. კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს სკოლის ბიბლიოთეკის მართვა; 7. უზრუნველყოს ბიბლიოთეკის გამართული მუშაობა; 8. მოახდინოს სხვადასხვა ბიბლიოთეკასთან კავშირის დამყარება; 9. უზრუნველყოს ბიბლიოთეკის მუდმივ განახლებაზე ზრუნვა; 10. მოსწავლეებისათვის ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით, გასცეს რეკომენდაციები შესაბამისი მხატვრული ლიტერატურის შერჩევის მიზნით; 11. კომპეტენციის ფარგლებში შეასრულოს სკოლის დირექტორის სხვა დავალებები. 4. საქმისმწარმოებელის ფუნქციები: 1. შეასრულოს სკოლის შინაგანაწესითა და სკოლის შიდა მარეგულირებელი წესებით განსაზღვრული მოთხოვნები; 2. იზრუნოს სკოლის განვითარებაზე; 3. შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები; 4. გაუფრთხილდეს სკოლის ქონებას, დაიცვას უსაფრთხოების წესები; 5. აანაზღაუროს მის მიერ სკოლისათვის მიყენებული მატერიალური ზარალი; 6. უზრუნველყოს საქმისწარმოების გამართულად მუშაობა; 7. აწარმოოს სასკოლო დოკუმენტაციის აღრიცხვა და რეგისტრაცია; 8. უზრუნველყოს მოსწავლეთა
ზემო წინსვლის საჯარო სკოლა არის უზრუნველყოფილი ყველა საჭირო ინვენტარით, პერსონალური კომპიუტერებით, ყველა კლასში არის კლასისათვის განკუთვნილი ლეპტოპი, ყველა კლასში შესაძლებელია ინტერნეტით სარგებლობა, ინფრასტუქტურა მოიცავს როგორც სასწავლო, ისე დამხმარე სივრცეებს და უზრუნველყოფს უსაფრთხო, კომფორტულ გარემოს.