ხელვაჩაური, სოფელი ზემო ახალშენი
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 25
- თავისუფალი ადგილი
- 22
- სსსმ ლიმიტი
- 3
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 3
აჭარა · ხელვაჩაური · ხელვაჩაური, სოფელი ზედა ახალშენი, მე-7 ქუჩა N10
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
მისია უსაფრთხო, პოზიტიური, სწავლის მასტიმულირებელი გარემოს შექმნა, სადაც ყველა ბავშვი ლაღი, მოაზროვნე, მაძიებელი, თავდაჯერებული, მიღებული და დაფასებულია, სადაც სწავლა სასიამოვნო და საინტერესო თავგადასავლებით სავსე პროცესია წარმატების მისაღწევად. ინტელექტუალური თუ მატერიალური ღირებულებების შესაქმნელად მოზარდებს ჩამოვუყალიბებთ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარს, დავეხმარებით ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის, უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში. პრიორიტეტად ვსახავთ არაფორმალურ განათლებას, პროექტულ სწავლებას, ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნებასა და დაცვას, დემოკრატიული ღირებულობების ამაღლებას. ხედვა სასკოლო საზოგადოების კონსტრუქციული თანამშრომლობითა და პასუხისმგებლობის განაწილების გზით ხელი შეუწყოს თითოეული მოზარდის წარმატებას. აღჭურვოს მოსწავლე დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევებითა და სოციალურად სწორი ორიენტაციით. ღირებულებები ღირებულებები წარმოადგენს სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ახალშენის სკოლის კულტურულ ნაწილს. განცხადებული მომავლის ხედვისა და სკოლის მისიის განხორციელების მიზნით სასკოლო საზოგადოება თანხმდება, რომ სკოლამ მთლიანობაში და მისმა ყოველმა ცალკეულმა თანამშრომელმა თავიანთი ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებაში უნდა იხელმძღვანელოს შემდეგი სამუშაო პრინციპებითა და მიდგომებით: 1.ჩვენთვის მნიშვნელოვანია პროფესიონალიზმი, საქმის სიყვარული და ერთგულება; 2. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სხვათა შრომის , მიღწევებისა და აზრის პატივისცემა; 3. ჩვენ ვაცნობიერებთ საკუთარ პასუხისმგებლობას; 4. ჩვენ ვზრუნავთ სწავლა-სწავლების მაღალ ხარისხზე; 5. ჩვენ ვმუშაობთ გუნდურად და ვიცავთ კოლეგიალობას; 6. სამართლიანობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ხელშეწყობა; 7. ჩვენ ვართ შედეგზე ორიენტირებული და ვითვალისწინებთ გაწეულ ხარჯსა და მიღებულ სარგებელს.
სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ახალშენის საჯარო სკოლას აქვს შინაგანაწესი შემუშავებული და შეთანხმებული სასკოლო საზოგადოებასთან და დამტკიცებული სამეურვეო საბჭოს მიერ, რომლის დაცვის და აღსრულების უზრუნველსაყოფად იგი გაზიარებულია სასკოლო საზოგადოებისათვის. სკოლაში შექმნილია მოსწავლის ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის ჯგუფი, რომელიც დაეხმარება მოსწავლეს სასკოლო გარემოში ადაპტაციასა და აკადემიური შედეგების გაუმჯობესებაში. მოსწავლეთა ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის ჯგუფის მიზანია მოსწავლეთა კეთილდღეობაზე ზრუნვა. ამ პროცესებში აქტიურად არიან ჩართულნი კლასის დამრიგებლები, დირექტორის მოადგილე მოსწავლეთა ფსიქო-ემოციური მხარდაჭერის მიზნით. სკოლას შემუშავებული აქვს ბავშვის მიმართ განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებული შიდა ინსტრუქცია, რომელიც არეგულირებს ოჯახში და მის გარეთ ბავშვზე ძალადობასა და მის დაცვას ყველა ფორმისგან; სკოლას გაწერილი აქვს მოსწავლის ჩარიცხვის, საფეხურის დაძლევის, მობილობის, სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის, გასაჩივრების, მოსწავლეთა ადაპტაციის, კონსულტირების- გამჭვირვალე და მკაფიო კანონმდებლობის შესაბამისი მექანიზმები; სკოლის მოსწავლეები ჩართულები არიან გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მოსწავლეს აქვს ხმის უფლება მისი სასკოლო ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტში, მათ შორის: • კურიკულუმი, მაგ., შესასწავლი საკითხების, არჩევითი საგნების შესახებ; • სწავლა და სწავლება, მაგ., დისტანციური სწავლების, საკლასო ოთახის წესების შესახებ; • სკოლის პოლიტიკა, მაგ., გენდერული თანასწორობის, დისციპლინური პროცედურების შესახებ; • სკოლის ინფრასტრუქტურა და ფიზიკური გარემო, მაგ., გათბობის, ავეჯის შესახებ; • რესურსები, მაგ., სახელმძღვანელოების შესყიდვის, კომპიუტერების გამოყენების შესახებ; • კლასგარეშე აქტივობები, მაგ., კლუბების, საზოგადოებრივი პროექტების შესახებ; • ყოველდღიური სასკოლო ცხოვრება, მაგ., სკოლის წესების, ფორმის ტანსაცმლის შესახებ. მოსწავლეებს ეს ეხმარება: • თავდაჯერებულობის ჩამოყალიბებაში; • ხელს უწყობს მათ სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში; • თავს აგრძნობინებს სასკოლო საზოგადოების ღირსეულ წევრად, რომელსაც საკუთარი წვლილის შეტანა შეუძლია; • ავითარებს მათ კომპეტენციებს აქტიური მოქალაქეობისთვის; • აუმჯობესებს მათ მიღწევებს სასკოლო საგნებში; • ასწავლის მათ იმ უნარებს და დამოკიდებულებებს, რომლებიც საჭიროა სამუშაო ადგილზე წარმატების მისაღწევად; ჩვენი სკოლისთვის მნიშვნელოვანია მშობლებთან თანამშრომლობა-ინფორმირებულობა, მასწავლებელთა, საზოგადოების და სოციალური მუშაკის ჩართულობის გზით. მშობლებთან ეფექტური კომუნიკაციის დასამყარებლად სკოლა მიმართავს რეგულარულ არაფორმალურ შეხვედრებს, რაც არის საწინდარი სკოლაში პოზიტიური გარემოს შექმნის. მოსწავლეთა გააქტიურებასა და სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობის მიზნით სკოლაში შექმნილია კლუბები, მაგ: სამოქალაქო კლუბი, ეკო კლუბი, კითხვის მოყვარულთა კლუბი და სხვა. სკოლაში ხდება მოსწავლეთა ტრანსპორტირება.