რეესტრში დაბრუნება
საჯარო სკოლა · EMIS მონაცემი

სსიპ - ქალაქ ბათუმის №28 საჯარო სკოლა

აჭარა · ბათუმი · ქალაქი ბათუმი, მამია ვარშანიძის ქუჩა N209

რეესტრის კოდი#549
მოსწავლე563
მასწავლებელი45
შენობა2
სკოლის პროფილი

ძირითადი ინფორმაცია

დირექტორი
ეთერ ჩხეიძე
სწავლების საფეხურები
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
სწავლების სექტორი
ქართული
ავტორიზაციის დასაწყისი
18/12/2023
ავტორიზაციის დასრულება
18/12/2032
პირველკლასელთა მიღება

ადგილების მიმდინარე ინფორმაცია

ბათუმი. ზედაღელის ქუჩა N7

სექტორი
ქართული
ცვლა
1
საერთო ლიმიტი
15
თავისუფალი ადგილი
2
სსსმ ლიმიტი
2
სსსმ თავისუფალი ადგილი
2

ქ. ბათუმი, მამია ვარშანიძის N209

სექტორი
ქართული
ცვლა
2
საერთო ლიმიტი
50
თავისუფალი ადგილი
9
სსსმ ლიმიტი
5
სსსმ თავისუფალი ადგილი
5
EMIS-ის სრული ჩანაწერი

დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები

გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.

მისია, ხედვა და ღირებულებებიტექსტური ინფორმაცია

მისია სსიპ ქალაქ ბათუმის N28 საჯარო სკოლის მისიაა: მოსწავლეებს მისცეს თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისი ისეთი განათლება, რომელიც უზრუნველყოფს ეროვნული ინტერესებისა და ტრადიციების დამცველი, კრიტიკულად მოაზროვნე, შემოქმედი, კომუნიკაბელური, ტოლერანტული ღირებულებების მატარებელი, ზნეობრივად, სულიერად და ფიზიკურად ჯანსაღი მოზარდის ფორმირებასა და მომავალი თაობის მსოფლიო სივრცეში თვითრეალიზაციას. ჩვენ ვქმნით ეფექტურ, უსაფრთხო და პოზიტიურ სასწავლო-სააღმზრდელო გარემოს. ჩვენი პრიორიტეტია მოსწავლის ფიზიკური, კოგნიტური და სოციალური უნარების განვითარება და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის განვითარება. სასკოლო სივრცეში მიდგომები იქნება მოსწავლეზე ორიენტირებული. სკოლა მუდმივად იზრუნებს პედაგოგების პროფესიულ განვითარებაზე და სასწავლო პროცესში დანერგავს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას, მუდმივად განვავითარებთ და სრულვყოფთ სასწავლო რესურსებს. სკოლა ხელს შეუწყობს მშობლის აქტიურ ჩართულობას შვილის სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში. სკოლის მისია შეესაბამება ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს, გამოხატავს სკოლის საერთო პრინციპებს სწავლა-სწავლების, აღზრდისა და სკოლის დანიშნულების შესახებ. ხედვა უსაფრთხო და პოზიტიურ გარემოში, პროფესიონალთა გუნდის მიერ, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სწავლების უახლესი მეთოდების გამოყენებით, ისეთი თაობების აღზრდა, რომლებიც შეძლებენ თვითრეალიზებასა და პოზიტიური ცვლილებების განხორციელებას მუდმივად განვითარებად სამყაროში. ღირებულებები განცხადებული მომავლის ხედვისა და სკოლის მისიის განხორციელების მიზნით, სასკოლო საზოგადოება თანხმდება, რომ საშუალო საფეხურზე გავაღრმავოთ საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლება. სკოლა თანხმდება, რომ სკოლამ მთლიანობაში და მისმა ყოველმა თანამშრომელმა თავიანთი ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებისას, უნდა იხელმძღვანელოს შემდეგი სამუშაო პრინციპებითა და მიდგომებით: • პროფესიონალიზმი, საქმის სიყვარული და ერთგულება; • პატიოსნება და კეთილსინდისიერება; • სხვათა შრომის, მიღწევებისა და აზრის პატივისცემა; • მიუკერძოებლობა; • ერთგულება; • ინოვაციური მიდგომები და წარსული გამოცდილების გათვალისწინება; • ინიციატივების სწორი შეფასება და განხორციელებაში ხელშეწყობა; • პროფესიული ზრდა და განვითარება; • გუნდურად მუშაობა.

სტრუქტურა
სტრატეგიული გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

გეგმა

სკოლის განვითარების შვიდწლიანი გეგმის ძირითადი სტრატეგიული მიზნები ✔ სკოლის ინფრასტრუქტურის განვითარება და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფა სკოლა მუდმივად ზრუნავს სასწავლო გარემოს, სკოლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და სრულყოფას. აღნიშნული მიზნით, სისტემატურად ხდება სკოლის ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა, სასკოლო რესურსის, საჭიროებისამებრ განახლება და შეძენა. ✔ კვალიფიციური კადრები იმისთვის რომ სკოლამ უზრუნველყოს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი სწავლება, აუცილებელია კვალიფიციური კადრების მოზიდვა, ზრუნვა მასწავლებლების პროფესიულ განვითარებაზე.  არაფორმალური განათლების გაძლიერება არაფორმალური განათლების კომპონენტები უზრუნველყოფს სასწავლო პროცესში სასკოლო საზოგადოებისა და თემის ჩართულობას, ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას.  ციფრული ტრანსფორმაცია სკოლა აქტიურად გეგმავს სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების და თანამედროვე სწავლების სტრატეგიების/მიდგომების გამოყენებას. შესაბამისად სასკოლო სივრცეში იქნება ინტერნეტის სრული ხელმისაწვდომობა.  მონიტორინგი და შეფასება მონიტორინგის ფარგლებში შეგროვებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე ვახდენთ შეფასებას, რათა განვსაზღვროთ სამომავლო პრიორიტეტები.

დოკუმენტები

1. შვიდწლიანი სტრატეგიული განვითარების გეგმა.docx17/10/2023 14:31:20 · 0.05 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
წლიური სამოქმედო გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

გეგმა

წინამდებარე დოკუმენტი:  განხილულია პედაგოგიური საბჭოს სხდომაზე  დამტკიცებულია სამეურვეო საბჭოს სხდომაზე   ერთწლიანი სამოქმედო გეგმა გამომდინარეობს 2023 – 2030 წლების სტრატეგიული განვითარების შვიდწლიან გეგმიდან, სკოლის მისიიდან და სკოლის სტრატეგიული მიზნებიდან. მასში ასახულია სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი აქტივობები, შესრულების ინდიკატორები, შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები/სტრუქტურული ერთეულები, შესაბამისი რესურსები და დასახული მიზნების რეალიზების ვადები.

დოკუმენტები

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2023-2024.docx17/10/2023 14:31:06 · 0.08 MB
ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 24-25ნიმუში (1).docx03/05/2025 12:27:20 · 0.08 MB
ანგარიში წლიური სამოქმედო გეგმის 2024-2025 წწ.pdf29/05/2026 06:45:38 · 3 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
პროგრამები და მხარდაჭერის სერვისებიტექსტური ინფორმაცია

სკოლა უზრუნველყოფს სკოლის ტერიტორიაზე ფიზიკური უსაფრთხოების დაცვას, მათ შორის საგანგებო სიტუაციებში რეაგირებას და პირველადი დახმარების აღმოჩენას. სკოლაში არის მანდატურის სამსახური, სკოლის პერიმეტრი დაცულია 24 საათის განმავლობაში სკოლის დარაჯის მიერ. კლასის დამრიგებლები პირველივე გაკვეთილზე ადგენენ გამოუცხადებელ მოსწავლეთა სიას და აცნობებენ მშობლებს. დღის განმავლობაში ადგენენ გაცდენის მიზეზს და ავსებენ სპეციალურ ფორმას, რომელიც ინახება დირექტორის მოადგილესთან. დილით მორიგე მასწავლებელი ადგენს დაგვიანებულ მოსწავლეთა სიას, რომელიც მიეწოდება მანდატურს, დამრიგებლებს და მშობლებს. სკოლა შემოსაზღვრულია ღობით, თუმცა სკოლის ღობე საჭიროებს სრულ რეაბილიტაციას. სკოლის ეზოში მოსწავლე მეთვალყურეობის ქვეშაა. სკოლაში დამონტაჟებულია 13 ვიდეოთვალი. ფუნქციონირებს ექიმის კაბინეტი, შემუშავებულია და სართულებზე განთავსებულია საევაკუაციო გეგმა და ნიშნულები. სკოლას გააჩნია დამტკიცებული პროექტი ახალი კორპუსის მოშენებასთნ დაკავშირებით. ელოდებიან ტენდერის გამოცხადებას., რის შემდეგაც გვექნება თანამედოვე სტანტარდებით სპორტული და რბაზი და საკლასო ოთახები. სკოლა უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას. სკოლაში დგება მასწვლებელთა მორიგეობის გრაფიკი სართულების მიხედვით, ცხრილი განთავსებულია ყველა სართულზე. შესვენებებზე ყველა დამრიგებელი იმყოფება თავის სადამრიგებლო კლასთან. სკოლაში ტარდება კლასსაათები, რომლებზეც ინტენსიურად განიხილება მოსწავლეთა ქცევის წესები. სკოლაში შექმნილია დისციპლინური კომიტეტი, რომელიც განიხილავს მასწავლებელთა და მოსწავლეთა დისციპლინურ გადაცდომებს. საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში ასევე აქტიურად არის ჩართული მანდატურის სამსახური. სკოლა უზრუნველყოფს პოზიტიურ და უსაფრთხო სასკოლო გარემოს. კლასის დამრიგებლებს და მასწავლებლებს აქვთ მშობლებთან კომუნიკაცია მოსწავლის ამა თუ იმ გამოვლენილ ფსიქოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებით. სკოლაში არის მანდატურის სამსახური, რომელიც უზრუნველყოფს წესრიგის დაცვას და საჭიროების შემთხვევაში ახდენს რეფერირებას ფსიქოლოგიურ სამსახურთან. სკოლა უზრუნველყოფს სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვას. სკოლას საშტატო განრიგის მიხედვით ჰყავს ოთხი დამლაგებელი, რომლებიც გადანაწილებული არიან სკოლის სხვადასხვა სივრცეში და შრომითი ხელშეკრულებით აქვთ ვალდებულებები სკოლის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვასთან დაკავშირებით. სკოლაში გამართულია სველი წერტილები, უზრუნველყოფილია წლყით, მუდმივად მარაგდება თხევადი საპნით და ქაღალდის ხელსახოცებით. ყოველდღიურად სველი წესით ლაგდება საკლასო ოთახები, დერეფნები. სველი წერტილების დასამუშვებლად ვიყენებთ სადეზინფექციო საშუალებებს. გვაწვდიან მონიტორინგის შედეგებს, რომლის მიხედვითაც ხდება არსებული ხარვეზის აღმოფხვრა. სამომავლოდ ვგეგმავთ სკოლის გეგმარებასა და ინფრასტრუქტურაზე მორგებული დასუფთავებისა და გამართულობის შემოწმების გრაფიკის შემუშავებას. სკოლა უზრუნველყოფს პერსონალური მონაცემების დაცვას. სკოლის მოსწავლეთა და პერსონალის მონაცემთა ელექტრონული ბაზა (eschool) ხელმისაწვდომია კონკრეტული პირებისთვის, მატერიალური დოკუმენტაცია ინახება სკოლის არქივში. სკოლას გააჩნია მის ხელთ არსებული ინფორმაციის დაცვის მექანიზმები. სკოლაში არსებულ ყველა კომპიუტერში ლიცენზირებული პროგრამის ჩაწერას და დაინსტალირებას ახდენს მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ დანიშნული თანამშრომელი და კომპიუტერული პროგრამების მუდმივ განახლებას და უსაფრთხოების დაცვას სკოლა ახორციელებს ადამიანებისა და პროცესების უსაფრთხოების მექანიზმების ფუნქციონირების პერიოდულ შეფასებას და შეფასების შედეგებს იყენებს აღნიშნული მექანიზმების გაუმჯობესებისთვის. სკოლა მუშაობს ორ ცვლაში.

ქცევის წესები და გასაჩივრების მექანიზმები3 დამატებითი მასალა

მუხლი 1. მოქმედების სფერო 1. სსიპ ქალაქ ბათუმის N28 საჯარო სკოლის (შემდგომში – ,,სკოლა”) შინაგანაწესი (შემდგომში – ,,შინაგანაწესი”) შემუშავებულია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსის“ და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია სკოლისათვის, რომელიც ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობას. 2. შინაგანაწესი ვრცელდება სკოლაში დასაქმებულ პირებზე, მოსწავლეებსა და მათ კანონიერ წარმომადგენლებზე და სავალდებულოა შესასრულებლად. 3. შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში სკოლაში დასაქმებულთა მიმართ გამოიყენება საქართველოს შრომის კოდექსითა და ამ შინაგანაწესით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები. 4. შინაგანაწესი წარმოადგენს სკოლასა და დასაქმებულებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. 5. სკოლასა და დასაქმებულებს შორის შრომით ურთიერთობაში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობების, რელიგიური ან რაიმე გაერთიანებისადმი კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების გამო.

დოკუმენტები

სკოლის ბაზაზე საჩივრის განხილვის მექანიზმი.pdf19/10/2023 11:52:35 · 5.87 MB
.სასკოლო სასწავლო გეგმა -25-26 წწ.doc07/05/2026 08:18:09 · 0 MB
.2025-2026 შინაგანაწესი.doc07/05/2026 08:18:09 · 0 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ინფრასტრუქტურა4 დამატებითი მასალა

სსიპ - ქალაქ ბათუმის N28 საჯარო სკოლა შედგება ძირითადი და სკოლასთან დაქვემდებრებული 2 შენობისგან. ძირითადი სკოლა მდებარეობს მამია ვარშანიძის 209. ძირითადი სკოლა არის ორსართულიანი და აშენებულია 1964 წელს. სკოლა ორცვლიანია. . გააჩნია გარე და შიდა სპორტული მოედანი. სკოლაში არსებობს ექიმის ოთახი, ბიბლიოთეკა და კომპიუტერული ლაბორატორია. სსიპ- ქალაქ ბათუმის N28 საჯარო სკოლასთან დაქვემდებარებული ზედაღელის დაწყებითი სკოლა მდებარეობს ზედაღელის ქუჩა N7-ში. სკოლაის ერთსართულიანი შენობა აშენებულია 2014 წელს. სკოლას გააჩნია 5 საკლასო ოთახი და საპირფარეშო.

დოკუმენტები

ინფრასტრუქტურა.docx08/05/2026 08:30:19 · 0 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ფინანსებიტექსტური ინფორმაცია

ანგარიში 2025-2026 სასწავლო წლის (ფინანსური საქმიანობის შესახებ) ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო სკოლის დირექტორი თანხებს განკარგავს სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული სკოლის ბიუჯეტის მიხედვით,2024 წლის ბოლოს დამტკიცდა 2025 წლის ბიუჯეტი, რომელიც დაგეგმილი იყო რეალური გათვლებისა და გაანგარიშების საფუძველზე, როგორც შემოსავლით, ისე ხარჯვით ნაწილში, ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მხედველობაში იქნა მიღებული, როგორც ვაუჩერული დაფინანსებიდან, ისე ეკონომიკური საქმიანობიდან მისაღები სავარაუდო შემოსავლები. 2024 წლის ბიუჯეტში, წინა წლიდან გადმოსული ნაშთი შეადგენს 15447 ლარს, ხოლო ბიუჯეტი ჯამურად განისაზღვრა 1073667 ლარი. სკოლის შემოსავლის ძირითად ნაწილს შეადგენდა მოსწავლეთა ვაუჩერული დაფინანსება 2025 წელს სკოლამ მოსწავლეთა ვაუჩერული დაფინანსებიდან მიიღო 10688646 ლარი, იჯარის შემოსავალი 5021 ლარი 2025 წლის დასაწყისში იჯარით გაცემული იყო შემდეგი ფართები: 1. 125,9 კვ.მ ფართი ცეკვის წრის ფუნქციონირებისათვის. 2. 19,8 კვ.მ ფართი ბუფეტის ფუნქციონირებისათვის. 2025 წლის ბიუჯეტის დიდი ნაწილი მოხმარდა შრომის (ხელფასები, თანამდებობრივი სარგო) ანაზღაურება. ასევე სკოლის ბიუჯეტიდან დაიფარა კომუნალური გადასახადები. საბიუჯეტო წლის განმავლობაში ასევე შესყიდული იქნა სკოლის შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის საჭირო საოფისე ნივთები (საოფისე ინვენტარი, ქაღალდი საკანცელარიო ნივთები) და სხვა ანალოგიური მასალები. ყოველწლიურად ჩასატარებელი სასკოლო ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა . სკოლის 2025 წლის ბიუჯეტი იხარჯება რაციონალურად და შეძლებისდაგვარად პასუხობდა სკოლის მოთხოვნებს. სკოლის თანხების ხარჯვა განხორციელდა წინასწარ დასახული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად და სასწავლო პროცესში გამოვლენილი საჭიროებების შესაბამისად. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, 2025 წლის სკოლის ბიუჯეტის შემოსავლები და გადარიცხვითი ოპერაციები განხორციელებულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. განათლების სამინისტროს მიერ 2025 სასაწავლო წელს სკოლამ უსასყიდლოდ მიიღო 10 ცალი პროექტორი თვისი მოწყობილობით თანხით 15660 ლარი, მოსწავლის მერხები და სკამები თანხით 24000ლარი და სპორტული ინვენტარი თანხით 9652 ლარი. სამასწავლებლოსთვის შევიძინეთ სკამები თანხით 1000 ლარის.