ფრიდონ ხალვაშის გამზირი N330
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 2
- საერთო ლიმიტი
- 150
- თავისუფალი ადგილი
- 34
- სსსმ ლიმიტი
- 15
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 12
აჭარა · ბათუმი · ქ. ბათუმი, შარაბიძეები
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მისია სსიპ ქალაქ ბათუმის N 22 საჯარო სკოლის მისიაა ხარისხიანი განათლების დანერგვის გზით, სასკოლო საზოგადოებასთან ერთად აღზარდოს უკეთესი მომავალი თაობა. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხედვა სსიპ ქალაქ ბათუმის N 22 საჯარო სკოლის ხედვაა სწავლა-სწავლების ხარისხით მუდმივი ზრდით ხელი შეუწყოს დემოკრატიული, ჰუმანური, ცოდნაზე ორიენტირებული, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მქონე, გლობალურად მოაზროვნე აქტიური თაობების აღზრდას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ღირებულებები სკოლისა და სასკოლო საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანია სასკოლო ცხოვრება წარიმართოს შემდეგი ღირებულებებისა და პრინციპების გათვალისწინებით: პროფესიონალიზმი, საქმის სიყვარული და ერთგულება; სხვათა შრომის, მიღწევებისა და აზრის პატივისცემა; მიუკერძოებლობა; ინოვაციური მიდგომები და წარსული გამოცდილების გათვალისწინება; პროფესიული ზრდა და განვითარება; გუნდურად მუშაობა.
სტრატეგია განსაზღვრავს თუ როგორ უნდა მიაღწიოს სკოლამ დასახულ მიზნებს არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენების გზითა და საჭირო დამატებითი რესურსების მოძიებით. სტრატეგიული გეგმა დეტალურად ახდენს გარემო ფაქტორების და შიდა გარემოს SWOT (სიძლიერე, სისუსტე, შესაძლებლობები და საფრთხე) ანალიზს. 7 (შვიდ) წლიანი სტრატეგიული გეგმის პროექტის შედგენისას გათვალისწინებული იქნა, როგორც წინარე გამოცდილება, ასევე, ახალი გამოწვევები. ინფორმაციის შეჯერების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებითა და თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით: ძირითად ამოცანად სკოლა ისახავს მოსწავლეებს მისცეს ხარისხიანი, 21-ე საუკუნის შესაბამისი განათლება, მოამზადოს ისინი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, ხელი შეუწყოს საჭირო უნარჩვევების, პიროვნული ღირებულებების ჩამოყალიბებას შესაბამისი კვალიფიციური კადრების მეშვეობით. სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმის შემუშავების პროცესის წარმართვაზე პასუხისმგებელია სკოლის დირექტორი, რომელიც უზრუნველყოფს კომუნიკაციას სკოლის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, საჭირო ინფორმაციის შეგროვებას. სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის რეალიზება ხდება შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებით. ობიექტური ანალიზის საფუძველზე, შესაძლებელია მოხდეს სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის გადახედვა გარკვეული პერიოდულობით.
ერთწლიანი სამოქმედო გეგმა გამომდინარეობს 2023 – 2030 წლების სტრატეგიული განვითარების შვიდწლიან გეგმიდან, სკოლის მისიიდან და სკოლის სტრატეგიული მიზნებიდან. მასში ასახულია სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი აქტივობები, შესრულების ინდიკატორები, შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები/სტრუქტურული ერთეულები, შესაბამისი რესურსები და დასახული მიზნების რეალიზების ვადები.