ხელვაჩაური, სოფელი სალიბაური
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 2
- საერთო ლიმიტი
- 75
- თავისუფალი ადგილი
- 25
- სსსმ ლიმიტი
- 8
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 8
აჭარა · ხელვაჩაური · ხელვაჩაური, სოფელი სალიბაური
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის #1 საჯარო სკოლის მისიაა დაამკვიდროს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება. ხელი შეუწყოს მოსწავლეთა გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას. შესძინოს მათ თვითრეალიზაციისთვის საჭირო ცოდნა და ცნობიერება, განუვითაროს კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა. ჩაუნერგოს ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოს მიმართ პატივისცემა. შეუქმნას მოსწავლეებს სათანადო პირობები საერთაშორისო სტანდარტის მქონე განათლების მისაღებად, საკუთარი ინტელექტუალური, ფიზიკური და სულიერი თვისებებისა და შესაძლებლობების გამოსავლენად და გასავითარებლად. ასევე, დაეხმაროს მათ მომავალი განვითარების გზის არჩევაში (გააგრძელონ სწავლა უმაღლეს სასწავლებელში, ან ჩაებან შრომით საქმიანობაში), რისთვისაც სკოლა იღებს ვალდებულებას • ზოგადი და პროფესიული განათლების საფუძველზე, სკოლა უზრუნველყოფს დემოკრატიული ფასეულობების, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე, მოტივირებული, კონკურენტუნარიანი, პროგრესულად მოაზროვნე თაობის აღზრდას, რომელიც მზად იქნება უპასუხოს თანამედროვე სამყაროს გამოწვევებს. • შექმნას უსაფრთხო და ჯანსაღი სასწავლო გარემო, სადაც თანასწორობის პრინციპების დაცვით თითოეული პირი (მოსწავლე/პროფესიული სტუდენტი) მიაღწევს თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს, ისწავლის განსხვავებული აზრისა და კულტურის პატივისცემას. • განახორციელოს შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული, მრავალფეროვანი პროფესიული პროგრამები, რომლის განხორციელებით სკოლა ხელს შეუწყობს პროფესიული სტუდენტის უწყვეტ პროფესიულ განათლებას და წვლილს შეიტანს ქვეყნის სოციალურ - ეკონომიკურ განვითარებაში.
სკოლის სტრუქტურა
ერთწლიანი სამოქმედო გეგმა
სსიპ სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N1 საჯარო სკოლას აქვს შინაგანაწესი შემუშავებული და შეთანხმებული სასკოლო საზოგადოებასთან და დამტკიცებული სამეურვეო საბჭოს მიერ, რომლის დაცვის და აღსრულების უზრუნველსაყოფად იგი გაზიარებულია სასკოლო საზოგადოებისათვის. სკოლაში შექმნილია მოსწავლის ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის ჯგუფი, რომელიც დაეხმარება მოსწავლეს სასკოლო გარემოში ადაპტაციასა და აკადემიური შედეგების გაუმჯობესებაში. მოსწავლეთა ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის ჯგუფის მიზანია მოსწავლეთა კეთილდღეობაზე ზრუნვა. ამ პროცესებში აქტიურად არიან ჩართულნი კლასის დამრიგებლები, დირექტორის მოადგილე მოსწავლეთა ფსიქო-ემოციური მხარდაჭერის მიზნით. სკოლას შემუშავებული აქვს ბავშვის მიმართ განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებული შიდა ინსტრუქცია, რომელიც არეგულირებს ოჯახში და მის გარეთ ბავშვზე ძალადობასა და მის დაცვას ყველა ფორმისგან; სკოლას გაწერილი აქვს მოსწავლის ჩარიცხვის, საფეხურის დაძლევის, მობილობის, სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის, გასაჩივრების, მოსწავლეთა ადაპტაციის, კონსულტირების- გამჭვირვალე და მკაფიო კანონმდებლობის შესაბამისი მექანიზმები; სკოლის მოსწავლეები ჩართულები არიან გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მოსწავლეს აქვს ხმის უფლება მისი სასკოლო ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტში, მათ შორის: • კურიკულუმი, მაგ., შესასწავლი საკითხების, არჩევითი საგნების შესახებ; • სწავლა და სწავლება, მაგ., დისტანციური სწავლების, საკლასო ოთახის წესების შესახებ; • სკოლის პოლიტიკა, მაგ., გენდერული თანასწორობის, დისციპლინური პროცედურების შესახებ; • სკოლის ინფრასტრუქტურა და ფიზიკური გარემო, მაგ., გათბობის, ავეჯის შესახებ; • რესურსები, მაგ., სახელმძღვანელოების შესყიდვის, კომპიუტერების გამოყენების შესახებ; • კლასგარეშე აქტივობები, მაგ., კლუბების, საზოგადოებრივი პროექტების შესახებ; • ყოველდღიური სასკოლო ცხოვრება, მაგ., სკოლის წესების, ფორმის ტანსაცმლის შესახებ. მოსწავლეებს ეს ეხმარება: • თავდაჯერებულობის ჩამოყალიბებაში; • ხელს უწყობს მათ სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში; • თავს აგრძნობინებს სასკოლო საზოგადოების ღირსეულ წევრად, რომელსაც საკუთარი წვლილის შეტანა შეუძლია; • ავითარებს მათ კომპეტენციებს აქტიური მოქალაქეობისთვის; • აუმჯობესებს მათ მიღწევებს სასკოლო საგნებში; • ასწავლის მათ იმ უნარებს და დამოკიდებულებებს, რომლებიც საჭიროა სამუშაო ადგილზე წარმატების მისაღწევად; ჩვენი სკოლისთვის მნიშვნელოვანია მშობლებთან თანამშრომლობა-ინფორმირებულობა, მასწავლებელთა, საზოგადოების და სოციალური მუშაკის ჩართულობის გზით. მშობლებთან ეფექტური კომუნიკაციის დასამყარებლად სკოლა მიმართავს რეგულარულ არაფორმალურ შეხვედრებს, რაც არის საწინდარი სკოლაში პოზიტიური გარემოს შექმნის. მოსწავლეთა გააქტიურებასა და სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობის მიზნით სკოლაში შექმნილია კლუბები, მაგ: სამოქალაქო კლუბი, ეკო კლუბი, ტექნო კლუბი, კითხვის მოყვარულთა კლუბი და სხვა. სკოლას გააჩნია საკუთარი მიკროავტობუსი, რომელიც მოსწავლეთა სხვადასხვა კონკურსებსა თუ აქტივობებში ტრანსპორტირებისთვის, ასევე სასკოლო საქმიანობაში საუკეთესო საშუალებაა.
ქცევის წესები და აპელაციის მექანიზმები
ფინანსური პროცესის მართვის დებულება