ხელვაჩაური, სოფელი სალიბაური.
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 25
- თავისუფალი ადგილი
- 14
- სსსმ ლიმიტი
- 3
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 2
აჭარა · ხელვაჩაური · ხელვაჩაური, სოფელი სალიბაური
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
ჩვენი სკოლის მისიაა უსაფრთხო, პოზიტიური და მასტიმულირებელი სასწავლო გარემოს შექმნა, სადაც სწავლა საინტერესო თავგადასავალია წარმატების მისაღწევად. მოსწავლეებსა და პროფესიულ სტუდენტებს ვუნერგავთ დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარს, ვეხმარებით გააცნობიერონ საკუთარი პასუხისმგებლობა ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ. პრიორიტეტულია არაფორმალური განათლება, ბუნებრივი პირობების დაცვა და დემოკრატიული ფასეულობების ამაღლება. განვახორციელებთ შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას, რაც ხელს შეუწყობს კონკურენტუნარიანი, თანამედროვე გამოწვევების მიმღები, პროგრესულად მოაზროვნე პროფესიული სტუდენტის უწყვეტ განათლებას.
უზრუნველყოფილია მოსწავლის სათანადო კონსულტაცია და მხარდაჭერა შესაბამისი სერვისებით, აკადემიური და პიროვნული მიღწევების გასაუმჯობესებლად; გონივრულ/კანონმდებლობით დადგენილ ვადებში, მოსწავლისთვის ადმინისტრაციული მხარდაჭერის გაწევა, მათ შორის, მობილობასთან და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებების რეალიზებასთან დაკავშირებით; წახალისებულია, კანონმდებლობით დადგენილი წესით და სათანადო კვალიფიკაციის მქონე პერსონალის მეშვეობით, დამატებითი/არაფორმალური აქტივობები და მხარდაჭერილია მოსწავლეთა ინიციატივები; უზრუნველყოფილია მოსწავლეთა მომსახურების მუდმივი გაუმჯობესება, მოსწავლეთა/დაინტერესებულ მხარეთა უკუკავშირის საფუძველზე; საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფილია სოციალური მუშაკების ჩართულობა. სკოლაში ხორციელდება შემდეგი პროგრამები: 1 ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა; 2 ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა; 3 ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა. კურიკულუმები: https://emis188-my.sharepoint.com/:f:/g/personal/khesalibauri2_mes_gov_ge/Eum4SLDLWxhFnMZ35KYy87wBivOSzd2iUCKqbQi5uIx_SQ?e=1Oa9KN
სკოლაში ქცევის წესები და აპელაციის მექანიზმები გაწერილია სკოლის შინაგანაწესში. მოსწავლის, პერსონალის, მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის კანონიერი უფლებების დაცვა გაწერილია N01-02/ 80 ბრძანებით. სკოლაში მოსწავლის ან მოსწავლის მეურვის მიერ სკოლის მხრიდან მათი კანონიერი უფლებების დარღვევის გასაჩივრება 1. იმ შემთხვევაში თუ სკოლის დირექტორის, ან სკოლის სამეურვეო საბჭოს მიერ მოსწავლის ან მოსწავლის მეურვის მიერ წარდგენილი საჩივრის განხილვის შედეგი არ არის დამაკმაყოფილებელი, თითოეულ მოსწავლეს ან მის მეურვეს უფლება აქვს მიაწოდოს ინფორმაცია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრს სკოლის მხრიდან ნებისმიერი კანონდარღვევის შესახებ; 2. თითოეულ მოსწავლეს ან მის მეურვეს უფლება აქვს მიაწოდოს ინფორმაცია განათლებისა და მენიერების სამინისტროს საგანმანათლებლო რესურსცეტრის უკანონო ქმედების ან უმოქმედობის შესახებ; 3. თითოეულ მოსწავლეს ან მის მეურვეს უფლება აქვს მიაწოდოს ინფორმაცია სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს სკოლის მიერ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შესახებ. 4. თითოეულ მოსწავლეს ან მის მეურვეს უფლება აქვს ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი უფლებების დარღვევის შემთხვევაში მიმართოს სასამართლოს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სკოლაში პერსონალის მიერ სკოლის მხრიდან მათი კანონიერი უფლებების დარღვევის გასაჩივრება 1. იმ შემთხვევაში თუ სკოლის დირექტორის, ან სკოლის სამეურვეო საბჭოს მიერ სკოლის მასწავლებლის ან სკოლის ნებისმიერი სხვა პერსონალის მიერ წარდგენილი საჩივრის განხილვის შედეგი არ არის დამაკმაყოფილებელი, თითოეულ პირს უფლება აქვს მიაწოდოს ინფორმაცია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრს სკოლის მხრიდან ნებისმიერი კანონდარღვევის შესახებ; 2. თითოეულ მასწავლებელს ან სკოლის ნებისმიერ სხვა პერსონალს უფლება აქვს მიაწოდოს ინფორმაცია განათლებისა და მენიერების სამინისტროს საგანმანათლებლო რესურსცეტრის უკანონო ქმედების ან უმოქმედობის შესახებ; 3. თითოეულ მასწავლებელს ან სკოლის ნებისმიერ სხვა პერსონალს უფლება აქვს მიაწოდოს ინფორმაცია სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს სკოლის მიერ ავტორიზაციის პირობების დარღვევის შესახებ.; 4. თითოეულ მასწავლებელს ან სკოლის ნებისმიერ სხვა პერსონალს უფლება აქვს შრომით სამართლებრივ საკითხებში მათი უფლებების დაცვისთვის მიმართოს საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირს. 5. თითოეულ მასწავლებელს ან სკოლის ნებისმიერ სხვა პერსონალს უფლება აქვს ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი უფლებების დარღვევის შემთხვევაში მიმართოს სასამართლოს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.