ხელვაჩაური, სოფელი ჩიქუნეთი
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 25
- თავისუფალი ადგილი
- 25
- სსსმ ლიმიტი
- 3
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 3
აჭარა · ხელვაჩაური · ხელვაჩაური, სოფელი ჩიქუნეთი
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
მისია ჩიქუნეთის საჯარო სკოლის მისიაა შექმნას ტოლერანტული და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული გარემო, რათა მოზარდის მრავალენობრივი კომპეტენციის ჩამოყალიბების გაძლიერების საფუძველზე, აღზარდოს დამოუკიდებელი, პროგრესულად მოაზროვნე, კონკურენტუნარიანი, საინფორმაციო ტექნოლოგიების ეფექტიანად გამოყენების უნარისა და თანამედროვე აკადემიური განათლების მქონე პიროვნება, რომელიც გააცნობიერებს თავის პასუხისმგებლობას ქვეყნის ინტერესების, ტრადიციების, ისტორიული და კულტურული ღირებულებების მიმართ. ხედვა - სკოლის მისიიდან გამომდინარე, სკოლის ხედვაა 2030 წლისთვის სკოლის კურსდამთავრებულთა უმეტესობა ფლობდეს თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარს. ღირებულებები - სკოლის ღირებულებებია: 1. ემპათია 2. ტოლერანტობა 3. ქველმოქმედება 4. პასუხისმგებლობა 5. ურთიერთპატივისცემა 6. ადამიანის უფლებათა დაცვა 7. კანონმორჩილება
სკოლის სტრუქტურა
სკოლის წლიური სამოქმედო გეგმა
სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიქუნეთის საჯარო სკოლას აქვს შინაგანაწესი შემუშავებული. სკოლის შინაგანაწესი შეთანხმებულია სასკოლო საზოგადოებასთან და დამტკიცებულია სამეურვეო საბჭოს მიერ. შინაგანაწესის დაცვის და აღსრულების უზრუნველსაყოფად გაზიარებულია სასკოლო საზოგადოებისათვის. სკოლას გაწერილი აქვს მოსწავლის ჩარიცხვის, საფეხურის დაძლევის, მობილობის, სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის, გასაჩივრების, მოსწავლეთა ადაპტაციის, კონსულტირების- გამჭვირვალე და მკაფიო კანონმდებლობის შესაბამისი მექანიზმები; სკოლის მოსწავლეები ჩართულები არიან გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მოსწავლეს აქვს ხმის უფლება მისი სასკოლო ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტში, მათ შორის: • კურიკულუმი, მაალითად : შესასწავლი საკითხების, არჩევითი საგნების შესახებ; • სკოლის პოლიტიკა, მაგალითად : გენდერული თანასწორობის, დისციპლინური პროცედურების შესახებ; • სკოლის ინფრასტრუქტურა და ფიზიკური გარემო, მაგალითად : ავეჯის შესახებ; • რესურსები, მაგ., სახელმძღვანელოების შესყიდვის, კომპიუტერების გამოყენების შესახებ; • კლასგარეშე აქტივობები, მაგალითად: კლუბების, საზოგადოებრივი პროექტების შესახებ; • ყოველდღიური სასკოლო ცხოვრება, მაალითად: სკოლის წესების, ფორმის ტანსაცმლის შესახებ. მოსწავლეებს ეს ეხმარება: • თავდაჯერებულობის ჩამოყალიბებაში; • ხელს უწყობს მათ სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში; • თავს აგრძნობინებს სასკოლო საზოგადოების ღირსეულ წევრად, რომელსაც საკუთარი წვლილის შეტანა შეუძლია; • ავითარებს მათ კომპეტენციებს აქტიური მოქალაქეობისთვის; • აუმჯობესებს მათ მიღწევებს სასკოლო საგნებში; • ასწავლის მათ იმ უნარებს და დამოკიდებულებებს, რომლებიც საჭიროა სამუშაო ადგილზე წარმატების მისაღწევად; ჩვენი სკოლისთვის მნიშვნელოვანია მშობლებთან თანამშრომლობა-ინფორმირებულობა, მასწავლებელთა, საზოგადოების და სოციალური მუშაკის ჩართულობის გზით. მშობლებთან ეფექტური კომუნიკაციის დასამყარებლად სკოლა მიმართავს რეგულარულ არაფორმალურ შეხვედრებს, რაც არის საწინდარი სკოლაში პოზიტიური გარემოს შექმნის.
ქცევის სები და აპელაციის მექანიზმები