ქ. ბათუმი, გრიგოლ ელიავას ქუჩა №15
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 70
- თავისუფალი ადგილი
- 56
- სსსმ ლიმიტი
- 7
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 7
აჭარა · ბათუმი · ქ. ბათუმი, გრიგოლ ელიავას ქუჩა №15
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მისია სკოლის მისიაა მოამზადოს მოსწავლეები საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციისათვის, გამოიწვიოს მოზარდთა ინტერესი, იყოს ეროვნული, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, ჰქონდეს სწრაფვა იყოს დამოუკიდებელი, თავისუფალი და საკუთარი ღირებულებების შემოქმედი, ჩამოუყალიბოს მოზარდებს ისეთი კომპეტენციები, რომელიც ხელს შეუწყობს წიგნიერი, ინფორმირებული და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე პიროვნების ჩამოყალიბებას, რის შედეგადაც შეძლებენ მუდმივად ცვალებად და განვითარებად სამყაროში ადაპტირებას. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხედვა სასკოლო საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით, ასევე მოსწავლეების მიერ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით და საგანმანათლებლო რესურსების მრავალფეროვანი შეთავაზებით, ვფიქრობთ სკოლის მომავალი კურსდამთავრებულები, შეძლებენ საკუთარი თავის მაქსიმალურად რეალიზაციას, უკეთესად წარმოჩენასა და დამკვიდრებას გლობალურ სამყაროში. ამისათვის სკოლა მზადაა შეუქმნას მოსწავლეებს სხვადასხვა აქტივობებისათვის საჭირო პირობები და შესაძლებლობა მისცენ მათ წარმოაჩინონ საკუთარი უნიკალური ინდივიდუალიზმი. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ღირებულებები გუნდურობა, ურთიერთთანამშრომლობა; ღიაობა; პასუხისმგებლობა; თანასწორობა; ინოვაციური მიდგომები და წარსული გამოცდილების გათვალისწინება; ინიციატივების სწორი შეფასება და განხორციელების ხელშეწყობა
სსიპ-ქალაქ ბათუმის №27 საჯარო სკოლა წარმოადგენს მრავალფუნქციურ საგანმანათლებლო სივრცეს, სადაც სასწავლო პროცესის ეფექტურობასა და სკოლის მართვას უზრუნველყოფს მწყობრი სტრუქტურული ერთეულები. მართვა და ადმინისტრირებასკოლის მართვა ხორციელდება დემოკრატიული პრინციპებით, სადაც ჩართულნი არიან როგორც ადმინისტრაციული ორგანოები, ისე თვითმმართველობის რგოლები: ხელმძღვანელობა: დირექცია: დირექტორი, მოადგილე, ბუღალტერი. სათათბირო ორგანოები: გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობს სამეურვეო საბჭო და პედაგოგიური საბჭო. ეთიკა და წესრიგი: სკოლაში ფუნქციონირებს დისციპლინური კომიტეტი. თვითმმართველობა: აქტიურად მუშაობს მოსწავლეთა თვითმმართველობა . აკადემიური ერთეულები (კათედრები) სასწავლო პროცესს კოორდინაციას უწევენ საგნობრივი კათედრები: დაწყებითი კლასების; ქართული ენისა და ლიტერატურის; უცხოური ენების; მათემატიკისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების; საბუნებისმეტყველო მეცნიერებების; საზოგადოებრივი მეცნიერებების; ესთეტიკური აღზრისა და სპორტის; დაწყებითების კათედრა. სკო დამხმარე და ტექნიკური პერსონალისკოლის უსაფრთხო, ჰიგიენურ და ორგანიზაციულ გამართულობაზე ზრუნავს პროფესიონალთა გუნდი: ადმინისტრაციული და სამედიცინო მხარდაჭერა: საქმეთამწარმოებელი და ექთანი. საგანმანათლებლო რესურსები: ბიბლიოთეკარი. ტექნიკური პერსონალი: დარაჯი, დამლაგებელი და ცეცხლმფარეში.
სკოლა საგანმანათლებლო პროცესს ახორციელებს სამ საგანმანათლებლო პრიოგრამაზე: ა) დაწყებითი საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა; ბ) საბაზო საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა; გ) საშუალო საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა. საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების ენა არის - ქართული ენა, თითოეული საფეხურის დაძლევა წარმოადგენს მომდევნო საფეხურზე სწავლის გაგრძელების საფუძველს. საბაზო საფეხურის დაძლევის შედეგად, მოსწავლე უფლებამოსილია მიიღოს საბაზო საფეხურის დასრულების შესაბამისი ატესტატი და სწავლა გააგრძელოს, როგორც ზოგადი განათლების საშუალო საფეხურზე, ისე პროფწსიული განათლების შესაბამის ნებადართულ პროგრამაზე. საშუალო საფეხურის დაძლევის შედეგად, მოსწავლეზე გაიცემა სრული ზოგადი განათლების მოწმობა - ატესტატი და უფლებამოსილია სწავლა გააგრძელოს, როგორც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ისე პროფწსიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში / პროგრამებზე. სკოლოაში ქცევის ზოგადი წესები მოცემულია სკოლის შინაგანაწესში. სკოლის მიერ განხორციელებული ღონისძიებების და აქტივობების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ სკოლის სოციალურ ქსელში. სკოლაში საიჯარო ურთიერთობის ფარგლებში ფუნქციონირებს შემდეგი წრეები: კარატეს, ფრენბურთის, კალათბურთის, ცურვის, გახანგრძლივებული სწავლების წრეები.
მოსწავლის და მოსწავლის მეურვის კანონიერი უფლებები მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. სსიპ ქალაქ ბათუმის N27 საჯარო სკოლა (შემდგომში - სკოლა) არის ადგილი, სადაც რეალიზდება ბავშვის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლება - განათლების უფლება. მხოლოდ სკოლის მოსწავლის სტატუსის მოპოვება არ არის საკმარისი ამ უფლების დასაცავად. სკოლა ვალდებულია ყოველდღიურად იზრუნოს თითოეული ბავშვის უფლებების დაცვაზე. 2. სკოლაში უზრუნველყოფილია სასკოლო საზოგადოების წევრების: მოსწავლეების, მოსწავლეთა მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების (შემდგომ „მეურვის“), სკოლის ყველა პერსონალის კანონიერი უფლებების დაცვა. ამ მიზნით: 2.1. სკოლას აქვს შინაგანაწესი; 2.2. სკოლაში ფუნქციონირებს სკოლის სამეურვეო საბჭო; 2.3. სკოლას ყავს დისციპლინური კომიტეტი; 2.4. სკოლას ყავს მანდატურები/უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი; 2.5. სკოლას ყავს სკოლის ექთანი; 2.6. თითოეულ კლასს ყავს დამრიგებელი; 2.7. სკოლას აქვს სასკოლო სასწავლო გეგმა. 3. სასკოლო საზოგადოების ყველა წევრს უფლება აქვს ჰქონდეს უსაფრთხო გარემო. მუხლი 2. მოსწავლისა და მისი მეურვის კანონიერი უფლებები 1. მოსწავლეებისათვის მათი უფლებებისა და სკოლის მიერ დადგენილი წესების გაცნობას თითოეული კლასის დამრიგებელი ახორციელებს მათი ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით. ეს შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალიზაციით, სახელოვნებო/შემოქმედებითი მიდგომების გამოყენებით. დაუშვებელია მოსწავლისათვის უფლებებისა და წესების გაცნობა დოკუმენტზე ხელმოწერით, მოსწავლეში შიშის გრძნობის გაღვიძება, დასჯის შიშის შექმნა და სხვა. 2. ინფორმაცია მოსწავლისა და მისი მეურვის უფლებების შესახებ ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში სკოლის ადმინისტრაციის ან კლასის დამრიგებლის მიერ ელექტრონულად ეგზავნება ყველა მოსწავლეს. 3. თითოეული მოსწავლის მეურვესთან სკოლა აფორმებს ხელშეკრულებას, სადაც დეტალურადაა გაწერილი მხარეთა უფლება-მოვალეობები.