თბილისი, გლდანი-ნაძალადევი, გ. სააკაძის ქ. №29
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 2
- საერთო ლიმიტი
- 75
- თავისუფალი ადგილი
- 41
- სსსმ ლიმიტი
- 8
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 5
თბილისი · გლდანი-ნაძალადევი · თბილისი, გლდანი-ნაძალადევი, გიორგი სააკაძის ქუჩა №29დ
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სკოლის მისია სსიპ - ნოდარ ახალკაცის სახელობის ქალაქ თბილისის N9 საჯარო სკოლის მისიაა მოსწავლეებს მისცეს ეროვნულ ღირებულებაზე დაფუძნებული, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი განათლება. ჩამოაყალიბოს კრიტიკულად მოაზროვნე, ჰუმანური, სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე პიროვნებები, რომლებიც შეძლებენ თვითრეალიზებასა და პოზიტიური ცვლილების განხოციელებას. სკოლის ხედვა სკოლის მიზანია მისცეს მოსწავლეებს უახლეს განათლებასა და სწავლების მეთოდებზე დაფუძნებული განათლება. სკოლა პატივს სცემს ეროვნულ ღირებულებებს და მათი გათალიწინებით აღიარებს სხვათა უფლებებს, უზრუნველყოფს მოსწავლეებისათვის მრავალფეროვანი საჭირო ინფორმაციის მიწოდებას; განუვითაროს ინდივიდუალური და გუნდური პასუხისმგებლობის უნარ-ჩვევები; ხელი შეუწყოს მათი შესაძლებლობების მაქსიმალურ რეალიზებას, განუვითაროს ადაპტაციის უნარი. სკოლის ღირებულებია: სასწავლო პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით სკოლა საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით: • გამჭირვალობა: ჩვენი საქმიანობა, ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა დაინტერესებული პირისათვის, უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა; • მიუკერძოებლობა: ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სკოლის მიერ მირებული გადაწყვეტილებები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და ითვალიწინებს დაინტერესებულ მხარეთა საუკეთესო ინტერესებს. • თანამშრომლობა: ჩვენ მზად ვართ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებული ვართ პრობლემების გადაჭრაზე. • ობიექტურობა: ჩვენ მიერ განხორციელებული შეფასებები, ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას და ფაქტობრივ გარემობებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს შეფასებაში მონაწილე პირების სუბიექტურობას. • განვითარება და ინოვაციურობა: სისტემატიურად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შეფასებების შედეგებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ შემედეგი განვითარების გზებს. ვეცნობით სიახლეებს და საჭიროებიდან გამომდინარე ვნერგავთ მათ.
სკოლას აქვს ვაუჩერული დაფინანსება და დამატებითი ეკონომიკური შემოსავლები.