შუახევი, სოფ.ჭალა
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 35
- თავისუფალი ადგილი
- 34
- სსსმ ლიმიტი
- 4
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 4
აჭარა · შუახევი · შუახევი, სოფელი ჭალა
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სსიპ-შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალის საჯარო სკოლის მისია საინტერესო, ხალისიან, მშვიდ, მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთპატივისცემის გარემოში მოსწავლეთა საკუთარი ინტელექტუალურ-შემოქმედებითი პოტენციალის, ფიზიკური და სულიერი თვისებებისა და მიდრეკილებების გამოვლენა. მოსწავლეებში იმ უნარ-ჩვევებისა და დამოკიდებულებების განვითარება, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში დასჭირდებათ. ეროვნულ ტრადიციებზე აღზრდილი, პატრი¬ოტი. კანონმორჩილი, შემოქმედებითი, ინტელექტუალური, გარემოზე მზრუნველი ტოლერანტი, ფიზიკურად ძლიერი და სულიერად მტკიცე მსოფლიო მოქალაქეების აღზრდა. ხედვა სსიპ- შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალის საჯარო სკოლა არის მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული სკოლა. სწავლა-სწავლების მაღალი ხარისხით ხელი შეუწყოს მოაზროვნე, ეროვნული და ახლის შემოქმედი, ინფორმირებული. ზოგადსაკაცობრიო ღირებულების, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მქონე, თავისუფალი, აქტიური თაობების აღზრდას და იგი 2031 წლისთვის რეგიონში იქნება სკოლა, რომელსაც ექნება მუდმივი გაცვლითი სასკოლო და პროფესიული პროგრამები ორგანიზაციებთან რაც ხელს შეუწყობს ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლების გზით, სკოლა აღზრდის გარემოზე მზრუნველ მაღალი ეკოლოგიური ცნობიერების ქონე პარტნიორ მოქალაქეს. რომელსაც შეეძლება გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება, საკუთარი მიღწევების გამოყენება ახალი მატერიალური, სულიერი ღირებულებების შესაქმნელად. ღირებულებები სკოლა, საგნების სწავლა-სწავლების, სასკოლო პროექტების, სპორტული, სახელოვნებო და საკლუბო აქტივობების (მოსწავლეების, მასწავლებლების, მშობლების ჩართულობით) საშუალებით, ხელს უწყობს: ა) ურთიერთპატივისცემის, შემწყნარებლობისა და თანასწორობის დამკვიდრებას მოსწავლეებს, მშობლებს და მასწავლებლებს შორის განურჩევლად მათი სოციალური, ეთნიკური, რელიგიური, ლინგვისტური და მსოფლმხედველობრივი კუთვნილებისა; ბ) სკოლის საზოგადოების წევრებისთვის შემოქმედებითი და თანამშრომლობითი გარემოს შექმნას; გ) მოსწავლეთა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის განვითარებასა და სამოქალაქო ჩართულობას; დ) ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის დაცვას; ე) კულტურული მრავალფეროვნების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულებისა და ტოლერანტობის დამკვიდრებას; ვ) ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და უსაფრთხოების დაცვას; ზ) გარემოსდაცვით განათლებას მდგრადი განვითარებისთვის; თ) კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების გზების სწავლებას; ი) სამეწარმეო უნარების განვითარებას და ინიციატივების წახალისებას.
სსიპ - შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალის საჯარო სკოლის სტრუქტურა
სსიპ შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალის საჯარო სკოლა