შუახევის მუნიციპალიტეტი, სოფელი ფურტიო(ელვაური), 1-ელი ქუჩის III ჩიხი, N3
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 45
- თავისუფალი ადგილი
- 44
- სსსმ ლიმიტი
- 5
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 5
აჭარა · შუახევი · შუახევი, სოფელი ფურტიო, მე-3 ქუჩა N16
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სკოლის მისია და ხედვა სკოლას შემუშავებული აქვს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნის შესაბამისობაში და თუ სკოლა სწორად გაიაზრებს სკოლის მისიას, ხედვასა და ღირებულებას სკოლა მაშინ იქნება წარმატებული. სასკოლო საზოგადოებამ - პედაგოგიურმა საბჭომ, სამეურვეო საბჭომ, მოსწავლეთა თვითმმართველობამ ერთობლივად შეიმუშავა და ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებიდან გამომდინარე სკოლის მისია, ხედვა და ღირებულებები ჩამოაყალიბა შემდეგნაირად: საჯარო სკოლის მისიაა განუვითაროს მოზარდს გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევები, დაუმკვიდროს ჯანსაღი ცხოვრების წესი, მ იცეს საჭირო ცოდნა, ჩამოუყალიბოს ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერება და დაეხმაროს მათ ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობის გაცნობიერებაში. საჯარო სკოლის მიზანია - აღზარდოს დამოუკიდებელი, პატრიოტი, შემოქმედი, ინფორმირებული და ამ ინფორმირებულების ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, ტოლენარტი და კანონმორჩილი ადამიანი. საჯარო სკოლის ხედვაა- თითოეული მოსწავლე აღჭურვოს საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევებითა და სოციალური სწორი ორიენტაციით,
1. სსიპ - ლევან ბერიძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოს საჯარო სკოლის (შემდგომში - სკოლა) სტრუქტურული ერთეულების/პირების ფუნქციების აღმწერი დოკუმენტი განსაზღვრავს სკოლაში მოქმედი სტრუქტურული ერთეულებისა და დაასაქმებული პირების ძირითად ფუნქციათა ჩამონათვალს. 2. სკოლა ვალდებულია გააცნოს „თანამდებობრივი ინსტრუქციები“ თავის დასაქმებულს. 1. საჯარო სკოლის მიერ ეროვნული სასწავლო გეგმის, ზოგადი განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობისა და სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულებისთვის, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესისა და ფინანსების მიზნობრივი ხარჯვისთვის თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია ამ საჯარო სკოლის დირექტორი, შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ან/და სტრუქტურული ერთეულის წევრი. 2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტრუქტურა მოიცავს პედაგოგიურ საბჭოს, სამეურვეო საბჭოს, დირექციას, მოსწავლეთა თვითმმართველობას და დისციპლინურ კომიტეტს. დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილებების გასაჩივრების მიზნით შეიძლება წესდებით გათვალისწინებული იყოს სააპელაციო კომიტეტის არსებობა. 3. თითოეული სტრუქტურული ერთეული პასუხისმგებელია თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებებზე.
სსიპ - ლევან ბერიძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოს საჯარო სკოლა მოიცავს სკოლის მისიას, ხედვას, ღირებულებებსა და მიზნებს. სტრატეგია განსაზღვრავს თუ როგორ უნდა მიაღწიოს სკოლამ დასახულ მიზნებს არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენების გზითა და საჭირო დამატებითი რესურსების მოძიებით. სტრატეგიული გეგმა დეტალურად ახდენს გარემო ფაქტორების, კონკურენტებისა და SWOT (სიძლიერე, სისუსტე, შესაძლებლობები და საფრთხე) ანალიზს. სტრატეგიულ გეგმაში გაწერილია 2022-2029 წლების სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვისა და განვითარების, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგული კამპანიის სტრატეგია, სადაც იდენტიფიცირებულია ყველა საკომუნიკაციო არხი შესაბამისი სეგმენტის მიხედვით. აგრეთვე, განხილულია მარკეტინგული და პიარ ინსტრუმენტების გამოყენების რელევანტურობა და მიზნობრიობა.
ერთწლიანი სამოქმედო გეგმა გამომდინარეობს 2022-2029 წლების სტრატეგიული განვითარების შვიდწლიან გეგმიდან, სკოლის მისიიდან და სკოლის სტრატეგიული მიზნებიდან. მასში ასახულია სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი აქტივობები, შესრულების ინდიკატორები, შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები/სტრუქტურული ერთეულები, შესაბამისი რესურსები და დასახული მიზნების რეალიზების ვადები.
მუხლი 1 . მოქმედების სფერო წინამდებარე წესი არეგულირებს სსიპ - ლევან ბერიძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოს საჯარო სკოლის (შემდეგში „სკოლა“) მოსწავლის ჩარიცხვის, საფეხურის დაძლევის, მობილობის, სტატუსის შეჩერებისა და აღდგენის წესებსა და პროცედურებს. მუხლი 2 . მოსწავლის ცნება მოსწავლე არის პირი, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ჩაირიცხა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და სწავლობს დაწყებით, საბაზო ან საშუალო საფეხურზე. მუხლი 3 . მოსწავლის სტატუსის მოპოვება -პირველ კლასში ჩარიცხვა 1. სკოლის პირველ კლასში ბავშვები ჩაირიცხებიან კანონმდებლობით განსაზღვრული ასაკიდან, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 10 წელს. 2. პირველ კლასში მოსწავლის რეგისტრაცია ხორციელდება ელექტრონულად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა ავტორიზაციის საბჭოს მიერ განსაზღვრული მოსწავლეთა ზღვრული რაოდენობის ფარგლებში, მართვის სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში; 3. მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად აუცილებელია, სკოლის დირექტორის ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა სკოლაში წარადგინოს შემდეგი საბუთები: 3.1. განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე; 3.2. ბავშვის ფოტოსურათი (3X4); 3.3. ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი; 3.4. უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში ბინადრობის მოწმობის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში; 3.5. მშობლების პირადობის მოწმობების ასლები; 3.5 ჯანმრთელობის ცნობა ფორმა N100; 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, განცხადებას აგრეთვე უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე. 5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ განსაზღვრული რეგისტრაციისა და ჩარიცხვის ვადების გასვლის შემდეგ შესაძლებელია განხორციელდეს მოსწავლის პირველ კლასში განსხვავებულ ვადებში ჩარიცხვა შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს - საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანხმობით, ობიექტური გარემოებების არსებობის შემთხვევაში. რესურსცენტრის თანხმობით მოსწავლეთა ზღვრული რაოდენობის ფარგლებში ჩარიცხული მოსწავლის შესახებ მონაცემებს და შესაბამის ბრძანებას სკოლა ასახავს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში. 6. მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს შეიძლება უარი ეთქვას ბავშვის სკოლაში ჩარიცხვაზე, თუ კლასში მოსწავლეთა რაოდენობა აჭარბებს სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრულ კლასში მოსწავლეთა მაქსიმალურ რაოდენობას. 7. სასწავლო წლის დაწყებამდე, ჩარიცხული მოსწავლეების გათვალისწინებით პირველი კლასების დაკომპლექტება (მოსწავლეების გადანაწილება) ხდება სკოლის დირექტორის ბრძანებით. 8. სკოლაში მოსწავლის რეგისტრაციისას მოსწავლის მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან ფორმდება ხელშეკრულება, რომელშიც ასახულია სკოლისა და მშობლის ურთიერთვალდებულებები და პასუხისმგებლობები. 9. სკოლაში მოსწავლის პირველ კლასში ჩარიცხვისას იხსნება პირადი საქმე.
სკოლის ძირითადი დანიშნულება მოსწავლეებისთვის მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო მომსახურების უზრუნველყოფაა. ამიტომ სკოლა ვალდებულია, ხელი შეუწყოს ისეთი სამუშაო და სასწავლო გარემოს ფრომირებას, რომელიც შესაბამისობაში იქნება მის საგანმანათლებლო მისიასთან.
,ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო სკოლის დირექტორი თანხებს განკარგავს სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული სკოლის ბიუჯეტის მიხედვით. სკოლის შემოსავლის ძირითად ნაწილს შეადგენდა მოსწავლეთა ვაუჩერული დაფინანსება.