ქობულეთი, სოფ. ზედა სამება
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 25
- თავისუფალი ადგილი
- 20
- სსსმ ლიმიტი
- 3
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 3
აჭარა · ქობულეთი · ქობულეთი, სოფელი ზედა სამება
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
მისია: ჩვენი სკოლა ქმნის უსაფრთხო, ინკლუზიურ და ინოვაციურ საგანმანათლებლო გარემოს, რომელიც უზრუნველყოფს თითოეული მოსწავლის პიროვნულ, სოციალურ და აკადემიურ განვითარებას. ჩვენი მიზანია აღვზარდოთ კრიტიკულად მოაზროვნე, შემოქმედებითი და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეები, რომლებიც მზად იქნებიან ცხოვრების გამოწვევებისთვის და აქტიურად ჩაერთვებიან დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობაში. ხედვა: ჩვენი სკოლა არის ცოდნის, ურთიერთპატივისცემისა და განვითარების სივრცე, სადაც მოსწავლეები იღებენ ხარისხიან განათლებას, იზრდებიან ბუნებრივ და კულტურულ გარემოში და სწავლობენ პასუხისმგებლიან მოქალაქეობას. ჩვენ ვცდილობთ, რომ თითოეულმა ბავშვმა მაქსიმალურად განივითაროს თავისი შესაძლებლობები და სიყვარულითა და პასუხისმგებლობით ემსახუროს საკუთარ ქვეყანას. ღირებულებები: ჰუმანიზმი და პატივისცემა – ვზრდით მოსწავლეებს, რომლებიც პატივს სცემენ ადამიანურ ღირებულებებს, თანასწორობას და მრავალფეროვნებას. განათლება და უწყვეტი განვითარება – ვამზადებთ მოსწავლეებს მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლისა და თვითგანვითარებისთვის. დემოკრატია და სამოქალაქო პასუხისმგებლობა – ვუწყობთ ხელს მოსწავლეთა აქტიურ მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში და სამართლიანობის პრინციპების დაცვას. ინოვაცია და შემოქმედება – ვუწყობთ ხელს მოსწავლეთა ცნობისმოყვარეობას, შემოქმედებითობასა და ახალი იდეების შექმნას. თანამშრომლობა და ურთიერთპატივისცემა – ვაფასებთ გუნდურობას, ეფექტურ კომუნიკაციას და მოსწავლე-მასწავლებლის პარტნიორობას.
სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა სამების საჯარო სკოლის სტრუქტურული ერთეულებია: სამეურვეო საბჭო დირექტორი მრჩეველთა საბჭო მოსწავლეთა თვითმმართველობა დისციპლინური კომიტეტი პედაგოგიური საბჭო კათედრა ბუღალტერი მატერიალურ -ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორი საქმისმწარმოებელი ბიბლიოთეკარი ექთანი დამლაგებელი ცეცხლფარეში დარაჯი
ერთწლიანი სამოქმედო გეგმა გამომდინარეობს 2025 – 2032 წლების სტრატეგიული განვითარების შვიდწლიან გეგმიდან, სკოლის მისიიდან და სკოლის სტრატეგიული მიზნებიდან. მასში ასახულია სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი აქტივობები, შესრულების ინდიკატორები, შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები/სტრუქტურული ერთეულები, შესაბამისი რესურსები და დასახული მიზნების რეალიზების ვადები.
სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა სამების საჯარო სკოლის შენობის მისამართი: ქობულეთი. სოფელი ზედა სამება საკადასტრო კოდი: 20.40.05.014 სკოლის შენობა ორსართულიანია, აქვს ერთი ძირითადი და ორი სათადარიგო შესასვლელი. შენობა ექსპლუატაციაში შევიდა 1981 წელს. სკოლა უზრუნველყოფილია ელექტროენერგიითა და ბუნებრივი აირის ცენტრალური გათბობით. სკოლის მიმდებარე ტერიტორიის აღწერა: სკოლა მდებარეობს სოფლის ცენტრალურ ადგილას. სკოლის ახლოს მდებარეობს წმინდა სამების ტაძარი. სკოლის ტერიტორია შემოსაზღვრულია რკინის კაპიტალური ღობით. სკოლას აქვს ცენტრალური მისასვლელი რკინაბეტონის გზა და ჭიშკარი. სკოლის ეზო კეთილმოწყობილია.