რეესტრში დაბრუნება
საჯარო სკოლა · EMIS მონაცემი

სსიპ - ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლა

აჭარა · ქობულეთი · ქობულეთი, სოფელი ქვედა კვირიკე

რეესტრის კოდი#451
მოსწავლე217
მასწავლებელი24
შენობა1
სკოლის პროფილი

ძირითადი ინფორმაცია

დირექტორი
დოდო ხახუტაიშვილი
სწავლების საფეხურები
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
სწავლების სექტორი
ქართული
ავტორიზაციის დასაწყისი
16/12/2024
ავტორიზაციის დასრულება
16/12/2033
პირველკლასელთა მიღება

ადგილების მიმდინარე ინფორმაცია

ქობულეთი, სოფ. ქვ. კვირიკე

სექტორი
ქართული
ცვლა
1
საერთო ლიმიტი
79
თავისუფალი ადგილი
62
სსსმ ლიმიტი
8
სსსმ თავისუფალი ადგილი
8
EMIS-ის სრული ჩანაწერი

დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები

გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.

მისია, ხედვა და ღირებულებები2 დამატებითი მასალა

სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლის მისია და ხედვა გამომდინარეობს ზგემ-დან და თანხვედრაშია მის ძირითად ორიენტირებთან, როგორებიცაა დემოკრატიის პრინციპები, სხვადასხვა სოციალური თუ ინტელექტუალური უნარების განვითარება, განათლების ხელმისაწვდომობა, სწავლა-სწავლების მაღალ სტანდარტებზე გასვლა და სხვა. მუშაობა დავიწყეთ ჩვენი სკოლის ფილოსოფიის (მისია, ხედვა, ღირებულებები) შემუშავებისა და სტრატეგიული დაგეგმვის მეთოდოლოგიის გაცნობით. დასაწყისში დირექტორის ბრძანებით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი(დირექტორის მოადგილე სასწავლო აღმზრდელობით დარგში დოდო კიკვიძე) რომელმაც ჯგუფის სამუშაო შეხვედრაზე განიხილა კითხვარი, რომელშიც მოცემული იყო ძირითადი საკითხები, რაც დაინტერესებულ პირებს დაეგზავნა, მასწავლებლებს და თემის წარმომადგენლებს მატერიალურად, ხოლო მშობლებს და მოსწავლეებს მესენჯერის ჩატებით. სკოლი მისია და ხედვა ჩვენი განაცხადია, რომელიც ასახავს სკოლის ძირითად მიზანს, რომლის მიღწევასაც ემსახურება სასკოლო თემი, და რომელიც გათვლილია გრძელვადიან მიზნებზე, თუ რას უნდა მივაღწიოთ, რა დროის მანძილზე, სასურველი, იდეალური მომავლისა და განვითარებისთვის. სასკოლო საზოგადოების ყველა წევრი შეჯერებულია აზრზე, რომ მიზნის მისაღწევად რამდენიმე ისეთი მიმართულებაა საჭირო, , როგორებიცაა აკადემიურად გამართული სასწავლო პროცესი, მასწავლებელთა პროფესიული დაოსტატება, გამართული ინფრასტრუქტურა და მოსწავლეთა ნებელობა. ეს ყველაფერი კი საფუძველია იმისა, რომ, ისინი გახდნენ მაღალი სტანდარტების სასკოლო სისტემის მიერ ჩამოყალიბებული ზოგადსაკაცობრიო იდეების მატარებელი მომავალი მოქალაქეები, რომლებიც თავისუფლად შეძლებენ უმტკივნეულო ადაპტაციასა და თვითრეალიზაციას ციფრული ტექნოლოგიების მსოფლიო სივრცეში. სკოლის მისია, ხედვა და ღირებულებები შემუშავებულია სასკოლო საზოგადოების ჩართულობით. მათ შემუშავებაში მონაწილეობდნენ მშობლები, მასწავლებლები, საშუალო საფეხურის მოსწავლეები, სოფლის თემის წარმომადგენლები . სკოლის მისია, ხედვა და ღირებულებები გაზიარებულია სასკოლო საზოგადოების მიერ სკოლის ვებ გვერდზე, სოფლის საკრებულოში, სკოლის ფოიეში, დამრიგებელთა ბაინდერებში, კლასებისა და მშობელთა ფეისბუქჩატებში. სკოლის მისია, ხედვა და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისთვის სკოლის ვებ გვერდზე, სოფლის საკრებულოში, სკოლის ფოიეში, დამრიგებელთა ბაინდერებში, კლასებისა და მშობელთა ფეისბუქჩატებში.

დოკუმენტები

misia, xedva, Rirebulebebi.pdf11/06/2024 11:57:58 · 0.08 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
სტრუქტურა2 დამატებითი მასალა

სკოლის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები მკაფიოდაა გაწერილი სკოლის წესდებაში და წარმოდგენილია სკოლის სტრუქტურის სქემაზე. მასწავლებლებს და მოსამსახურე პერსონალს კარგად იცნობს თავიანთ ფუნქციებსა და პასუხისმგებლობებს . ისინი გაწერილია შრომით ხელშეკრულებებში. სკოლის სტრუქტურული ერთეულები თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ შესაბამისი დებულებებისა და წესის მიხედვით. (სამეურვეო საბჭო, დირექცია, ადმინისტრაცია, მოსწავლეთა თვითმმართველობა დისციპლინური კომიტეტი და სხვა.) სკოლაში პირველი წელის ფუნქციონირებს ექთნის პოზიცია. სკოლას ჰყავს მანდატური, რომლის სამუშაო სპეციფიკას გაცნობილია სკოლის ყველა რგოლი. ყველა ამ ერთეულის საერთო ძალისხმევა მიმართულია სკოლის მიზნების განხორციელებაზე.

დოკუმენტები

სკოლის სტრუქტურა.docx22/06/2024 13:49:37 · 0.06 MB
სკოლის სტრუქტურა (AutoRecovered).docx02/12/2024 10:13:18 · 0.06 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
სტრატეგიული გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

გეგმა

სკოლას აქვს სტრატეგიული და სამოქმედო გეგმის შემუშავების მეთოდოლოგია. ამ სახელმძღვანელოს გამოყენებითა და წინა წლების გამოცდილებით სასკოლო საზოგადოების ყველა წევრი ჩართულია გეგმების შედგენასა და მოდიფიცირებაში. მათი მონაწილეობით ჩატარებული გამოკითხვები ცხადყოფს, თუ რას ანიჭებენ პრიორიტეტებს, როგორი უნდათ იყოს ჩვენი სკოლა. გამოკითხვა 5 მუხლისაგან შესდგება: 1. დაასახელეთ ჩვენი სკოლის ძლიერი მხარეები 2. შემოხაზეთ ჩვენი სკოლი სუსტი მხარეები 3. რა შესაძლებლობებს ხედავთ სამომავლოდ 4.რას თვლით სკოლის საფრთხეებად 5.რის გაუმჯობესებას ისურვებდით ამ გამოკითხვის საფუძველზე დგება გასული სასწავლო წლის SWOT-ანალიზი და ახალი სასწავლო წლის სამოქმედო გეგმის შესაბამის მუხლებში მაქსიმალურადაა გათვალისწინებული ყველა შენიშვნა და სურვილი. გარდა გამოკითხვისა, სკოლის თემთან მუდმივად არსებობს ზეპირი შეთანხმებები, რის შემდეგაც ხდება სკოლის დირექტორის მიერ აღნიშნული საკითხების ჩანიშვნა და შემდგომ საჭიროებისამებრ გათვალისწინება. სკოლის სტრატეგიული გეგმა თავსებადია იმ სტანდარტებთან, რაც მოქმედებდა შემუშავების მომენტისათვის. მეთოდოლოგიის შესაბამისად სკოლამ სასკოლო საზოგადოებისა და სოფლის თემის გამოკითხვის საფუძველზე განსაზღვრა და შვიდწლიან სტრატეგიულ გეგმაში შეიტანა ამ საზოგადოებისთვის მისაღები აქტივობები, რომლებიც ეხმარება სკოლას დასახულ გრძელ და მოკლევადიანი საგანმანათლებო მიზნების მიღწევაში. სკოლას გაცხადებული მისიის ამოცანების შესრულებაში გვერდით სასკოლო საზოგადოება უდგას. მათთან ჩატარებული გამოკითხვების ანალიზის საფუძველზე გამოიკვეთა, რომ მოსწავლეები სკოლის ბაზაზე ვერ ახერხებენ სრულფასოვანი სერვისების მიღებას გაუმართავი კომპიუტერების გამო. მშობელთა გამოკითხვისას გამოიკვეთა, რომ ისინი უჩივიან შვილებისა და მათი თანაკლასელების დაბალ მოტივაციას მობილური ტელეფონებით მუდმივ სარგებლობის გამო. წინა სასწავლო წელს ზემოთაღნიშნული საკითხები გათვალისწინებული იქნა სტრატეგიული გეგმის 1 მუხლის მე-4 ქვეპუნქტში, მე-3 მუხლის მე-2 ქვეპუნქტში, ასევე-მე-6 მუხლში -მოსწავლეთა მხარდაჭერა.

დოკუმენტები

სკოლის შვიდწლიანი სამოქმედო გეგმა.pdf04/07/2024 09:26:53 · 6.19 MB
სკოლის swot ანალიზი.pdf11/07/2024 22:56:04 · 0.04 MB
2023-2024-SWOT-ანალიზი.docx11/07/2024 22:56:10 · 0.03 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
წლიური სამოქმედო გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

გეგმა

სკოლას შემუშავებული აქვს ერთწლიანი სამოქმედო გეგმა. იგი გამომდინარეობს სკოლის შვიდწლიანი სტრატეგიული გეგმიდან. სკოლის ფილოსოფიისა (მისია, ხედვა და ღირებულებები) და სტრატეგიული სამოქმედო გეგმის შემუშავებისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელების მიზნით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა სასწავლო წლის ბოლოს სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების მეთოდოლოგიის გათვალისწინებით შეავსო თვითშეფასების კითხვარი, გამოკვეთა და განსაზღვრა ყველა მიმართულება და საჭიროება, გასული სასწავლო წლის ბოლოს პედაგოგიური საბჭოს სხდომაზე განიხილა გასული სასწავლო წლის სამოქმედო გეგმის შესრულების შედეგების ანალიზი და მის საფუძველზე გამოკვეთილი საკითხები შეიტანა 2023-2024 სასწავლო წლის სკოლის სამოქმედო გეგმაში. სამოქმედო გეგმაში განსაზღვრულია სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი აქტივობები, შესრულების გაზომვადი ინდიკატორები, რეალისტური ვადები, პასუხისმგებელი პირები/სტრუქტურული ერთეულები და შესაბამისი რესურსები, რომელთა უზრუნველყოფაც რეალისტურია. მომავალი სასწავლი წლიდან შემუშავდება სამოქმედო გეგმა ახალი მეთოდოლოგიის შესაბამისად და გათვალისწინებული იქნება შესაბამისი რესურსები და შესრულების გაზომვადი ინდიკატორები. სკოლა განახორციელებს სხვადასხვა სასკოლო აქტივობების, რომელშიც გათვალისწინებული იქნება სასკოლო საზოგადოების, თემის და სხვა სფეროში ჩართულ მხარეთა პრიორიტეტები. მიმდინარე სასწავლო წლის სამოქმედო გეგმაში აღწერილია განსახორციელებელი ამოცანები და განხორციელების გზები: მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების ხელშეწყობა, უსაფრთხო, ჯანსაღი და ორგანიზებული გარემოს შექმნა, სადამრიგებლო პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა, საგნობრივი კათედრების ფუნქციონირების ხელშეწყობა, პედაგოგთა პროფესიული განვითარება. მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, სკოლის საკანომდებლო ბაზის დახვეწა, სარემონტო სამუშაოების ჩატარება, სკოლის ფინანსური მართვა და კონტროლი.

დოკუმენტები

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა.pdf04/07/2024 09:25:50 · 6.26 MB
ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2024-2025 ნიმუში.docx27/11/2024 12:59:35 · 0.18 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
პროგრამები და მხარდაჭერის სერვისები2 დამატებითი მასალა

1. საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის“ პროგრამა პროგრამის მიზანია - საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმისაწვდომობის გაზრდა. სკოლას ემსახურება სამი სამარშუტო ტრანსპორი 4 მიმართულებით, სადაც სკოლასა და მოსწავლეების საცხოვრებელ ადგილს შორის მაქსიმალური დაშორება 6 კილომეტრია. 2. სსიპ - ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლაში სსსმ მოსწავლესთან მუშაობის მექანიზმი მოიცავს შემდეგს: თანამედროვე სკოლა მხოლოდ საგანთა სწავლების გარემოს არ წარმოადგენს, სკოლაში აღიარებულია მრავალფეროვნება, მათ შორის მოსწავლეთა საჭიროებები. შესაბამისად,ერთსა და იმავე სკოლაში სხვადასხვა საჭიროებების მქონე მოსწავლეები შესაძლოა იყენებდნენ სწავლების სხვადასხვა სტრატეგიებს, მაგრამ ყველა ერთად იყოს ჩართული საგანმანათლებლო პროცესში,საბოლოოდ ერთი მიზნისკენ ისწრაფოდნენ, რაც გულისხმობს დამოუკიდებელ მოქალაქედ, თავისუფალ პიროვნებად ჩამოყალიბებას. ამის მაგალითია ის,რომ სკოლაში ერთი მოსწავლე სწავლობს სივრცეში თეთრი ხელჯოხით ორიენტიერებას ვინაიდან ის მისთვის რელევანტული და აუცილებელია, მეორე სურათებით კომუნიკაციას ეუფლება, ხოლო მესამე ღილების შეკვრაში ვარჯიშობს. სკოლის გარემო მორგებულია მოსწავლის საჭიროებებიდან გამომდინარე, სკოლას აქვს ლიფტი, ადაპტირებული საპირფარეშო, რესურს ოთახი, რომელიც უზრუნველყოფილია საჭირო რესურსებითა და თვალსაჩინო მასალებით, ავეჯითა და ტექნიკით. რესურს ოთახი უზრუნველყოფილია თითოეული მოსწავლის საჭიროებებიდან გამომდინარე შესაბამისი რესურსებით, შეძენა/შესყიდვას ახდენს სკოლის ადმინისტრაცია, სპეციალური მასწავლებლის, კლასის დამრიგებლის, საგნის პედაგოგებთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე აღიწერება რესურსების საჭიროება და ხდება მისი შეძენა. რესურს ოთახში მრავალფეროვანი მასალებია, კერძოდ: სხვადასხვა წიგნები, ლოტოები, მაგნიტური დაფა, თვალსაჩინო მასალები, ბარათები, გეომეტრული ფიგურები, წიგნები, დომინო, მათემატიკური „ბინგო“ და მრავალი სხვა. სსსმ მოსწავლეებისათვის ხარისხიანი განათლების უზრუნველსაყოფად სკოლამ შეიძინა შემდეგი რესურსები: ფერადი ფანქრები, კალმები, წებო, ფერადი ფურცლები, ხის ასაწყობი ფაზლები, გეომეტრიული ფიგურები, გუაშები, ფუნჯები, სხვადასხვა რეალური ხელშესახები საგნები, ბაინდერი, ფაილები. ქართულისა და მათემატიკის ასაწყობი ფაზლები, მაგნიტური დაფა, პლასტელინი და საძერწი დაფები. შემეცნებითი სათამაშოები-კუბურები, კონსტრუქციები, მოძრავი ქართული ანბანი და რიცხვები. ინკლუზიური განათლების მარეგულირებელი ნორმატიული აქტების შემუშავების პროცედურები ყოველთვის კანონით განსაზღვრულ ვადებში ხორციელდება და შესაბამისი დოკუმენტაცია წესრიგშია, აკმაყოფილებს ინკლუზიური განათლების განვითარების თანამედროვე სტანდარტებს.  თითოეული სსსმ მოსწავლისათვის სკოლის ადმინისტრაციის ბრძანებით ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შესამუშავებლად განისაზღვრება ისგ ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს სსსმ მოსწავლისათვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავებას და ხელს შეუწყობს მის განხორციელებას. სკოლის ისგ ჯგუფში შედის : სსსმ მოსწავლის კლასის დამრიგებელი; საგნის მასწავლებლები, რომლებიც უშუალოდ ასწავლიან მოსწავლეს; სპეც. მასწავლებელი, სსსმ მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი; ისგ ჯგუფი იკრიბება სასწავლო წლის განმავლობაში მინიმუმ 4-ჯერ, სხდომებზე განიხილება სსსმ მოსწავლის მიმდინარე სასწავლო პროცესი, მოსწავლის მიღწევები თუ საჭიროებები, სწავლების სტრატეგიები, შესაბამისი რესურსების შექმნა-მომზადება, განმამტკიცებლების გამოყენება. ისგ ჯგუფის შეხვედრებზე სპეციალური მასწავლებელი აწარმოებს სხდომის ოქმებს, რომლებიც ინახება მოსწავლის პირად საქმეში.

დოკუმენტები

შიდა მონიტორინგის დასკვნა 2024.docx11/07/2024 20:24:04 · 0.02 MB
სსსმ პირთა რეგულაცია(სამოქმედო გეგმა).docx11/07/2024 20:24:11 · 0.02 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ქცევის წესები და გასაჩივრების მექანიზმები3 დამატებითი მასალა

დოკუმენტები

შინაგანაწესი 2024.pdf04/07/2024 09:23:29 · 12.48 MB
სკოლის სააპელაციო კომიტეტის დებულება.pdf29/11/2024 09:44:05 · 2.04 MB
მოსწავლის ქცევის წესები.doc29/11/2024 09:44:06 · 0.61 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ინფრასტრუქტურა1 დამატებითი მასალა

სასკოლო საზოგადოების ყველა წევრს ღიაობისა და მიუკერძოებლიობის პრინციპის დაცვით ხელი მიუწვდება ინფრასტრუქტურისა და მატერიალური რესურსებით სარგებლობაზე. მათ შორის კომპიუტერულ ლაბორატორიაზე, საბუნებისმეტყველო ლაბორატორიაზე, რესურსოთახსა და სპორტულ დარბაზზე და მთლიანად აკადემიურ სივრცეზე. აგრეთვე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ღია სპორტულ მოედანზე. მოსწავლეებისათვის სამ სართულის დერეფნები წარმოადგენენ შესვენებაზე დასვენებისა და სასკოლო საზოგადოებასთან კომუნიკაციის ადგილს. სკოლას არ აქვს სააქტო და საკონფერენციო სივრცეები, რაც ართულებს აღმზრდელობითი და სხვა ტიპის მასიური ღონისძიებების ჩატარებას, ისინი ტარდება ფოიეში.კომპიუტერული ლაბორატორია აღჭურვილია 55 ცალი ლეპტოპით და 15 პერსონალური კომპიუტერით. მოსწავლეებისთვის სკოლის ინფრასტრუქტურა იძლევა საშუალებას, რომ ისინი ჩამოყალიბდნენ საზოგადოების აქტიურ წევრებად. სასკოლო ცხოვრებაში ხშირად ვიწვევთ სხვადასხვა პროფესიების წარმომადგენლებს. სკოლას შეხვედრა ჰქონდა ,,მაინინგ გრუპის“ წარმომადგენლებთან, მასპინძლობდა ყოფილ მოსწავლეების საინფორმაციო შეხვედრებს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და საქართველოს სანაოსნო ნავიგაციის ინსტიტუტიდან. სკოლას სტუმრად ჰყავდა მცირე მეწარმე ოზურგეთის მუნიციპალიტეტიდან, რომელმაც მოსწავლეებს გააცნო საკუთარი მცირე ბიზნესის გეგმა და სამუშაო სპეციფიკა. ყველა ამ შეხვედრას სკოლა მასპინძლობდა გამართული ინტერნეტით და ციფრული ტექნოლოგიებით. სტუმრები შეხვედრებს ატარებდნენ არამარტო მოსწავლეებითვის ,არამედ მშობლების და თემის წარმომადგენლებისთვისაც. საგაკვეთილო პროცესის დამთავრების შემდეგ მოსწავლეები ხშირად იყენებენ ღია სპორტულ მოედანსა და კომპიუტერულ ლაბორატორიას სხვადასხვა ტიპის კომპლექსური და შემოქმედებითი სამუშაოების მოსამზადებლად. .

დოკუმენტები

სკოლის ინფრასტრუქტურა.docx06/11/2024 13:35:49 · 8.14 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ფინანსები10 დამატებითი მასალა

სკოლის წარმატების მისაღწევად აუცილებელია სწორი ფინანსური მართვა, რაც მნიშვნელოვან წილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენადაა სკოლა უზრუნველყოფილი ფინანსური რესურსით და სწორად ხდება თუ არა მისი მოძიება და განკარგვა. სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლის დაფინანსების ძირითად წყაროს წარმოადგენს მხოლოდ მოსწავლეთა ვაუჩერი. სკოლას ჰყავს მოსწავლეთა მცირე, მაგრამ მყარი კონტიგენტი, არ ვღებულობთ კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფინანსურ სახსრებს./გრანტებს, შემოწირულობებს/. სკოლა არ ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, რადგან არ გააჩნია თავისუფალი ფართი იჯარით გასაცემად. ვაუჩერული დაფინანსებით მიღებული შემოსავლები მიემართება მიზნობრივად, სამოქმედო გეგმების შესაბამისად, სკოლის მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად. სკოლის სწორად და გამართულად მუშაობისთვის აუცილებელია ბიუჯეტის სწორად დაგეგმვა. ბიუჯეტის დაგეგმვას ვახდენთ რეალური გათვლებისა და გაანგარიშების საფუძველზე, როგორც შემოსავლით, ისე ხარჯვით ნაწილში. ვცდილობთ არსებული ფინანსები არ იქნას გაუაზრებლად დახარჯული და მიმართული იყოს სკოლის სტრატეგიული გეგმით გათვალისწინებული მიზნების და ესგ-ის მოთხოვნების შესრულებისაკენ. ბიუჯეტირების დაგეგმვის პროცესი დინამიკურია. შესაძლებელია, საჭიროებიდან გამომდინარე, ცვლილებების შეტანა და გადამტკიცება; სკოლა თანხებს განკარგავს დამტკიცებული ბიუჯეტის შესაბამისად.ბიუჯეტის პროექტზე მუშაობის დაწყებამდე, ვახდენთ არსებული მდგომარეობის შეფასებას, რისკების განსაზღვრას. ვითვალისწინებთ საკუთარ ადამიანურ, მატერიალურ თუ ფინანსურ რესურსს და მხოლოდ ამის შემდეგ ვსაზღვრავთ პრიორიტეტებს. სკოლის შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს ვაუჩერი. რომელსაც ხმარდება სკოლის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. რაც შეეხება ხარჯვით ნაწილს: ხარჯები იყოფა სამ ჯგუფად: 1. შრომის ანაზღაურება, რომელიც წლიური ბიუჯეტის დაახლოებით 70-80% შეადგენს. ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელფასო ხარჯების ზუსტი პროგნოზირება, რათა თავიდან ავიცილოთ წლის განმავლობაში მოულოდნელი ფინანსური პრობლემები. ამისთვის ვადგენთ წლურ სახელფასო ტარიფიკაციას, სადაც განსაზღვრულია საანგარიშო წლის განმავლობაში საჭირო თანხა თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებისათვის. / დანართი 4/ 2. საოპერაციო ხარჯები, რომელიც მოიცავს ისეთ ხარჯებს, რომელიც აუცილებელია სკოლის ყოველდღიური საქმიანობის განსახორციელებლად. როგორიცაა, კომუნალური, საკანცელარიო, სპორტული, საოფისე საქონლის შეძენის, მცირეფასიანი საოფისე ტექნიკის შეძენის , სარემონტო სამუშაოების და სხვა. 3. კაპიტალური ხარჯები –რომელიც მოიცავს ძირითადი ქონების შეძენას, მაგ კომპიუტერული ტექნიკის, სკოლის ბიბლიოთეკისათვის წიგნების და სხვა. ხარჯების გათვალისწინებისას, აუცილებელია რისკების მართვა. ამისათვის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობისას ვაკეთებთ შედარებით ანალიზს გასულ წელს მოხმარებული და მომავალი წლის მიზნების განხორციელებისთვის საჭირო საქონელსა და მომსახურების საბაზრო ღირებულებას შორის; ვიკვლევთ რომელ პროდუქციაზე იყო ყველაზე დიდი მოთხოვნა და სავარაუდო ხარჯების დადგენის მიზნით წინასწარ ვაკეთებთ ბაზრის კვლევას. /დანართი1/ ბიუჯეტის პროექტის შექმნის დროს ვიცავთ იმ აუცილებელ პრინციპებს, როგორებიცაა ინკლუზიურობა, საჯაროობა. ყურადღებას ვამახვილებთ მოსწავლეთა თვითმმართველობის განვითარების აქტივობებზე, მშობელთა ჩართულობისთვის და სკოლის საგანმანათლებლო რესურსებით აღჭურვაზე. ბიუჯეტის პროექტის შემუშავებისას ვახდენთ შესასყიდი საქონლის, მომსახურებისა და სარემონტო სამუშაოების საჭიროებებისა და მოცულოებების კვლევას. ამისათვის სკოლის თანამშრომლებისგან, საგნობრივი კათედრების წარმომადგენლებისაგან ვითხოვთ ინფორმაციას წლის განმავლობაში საჭირო საქონლისა და მომსახურების შესახებ./დანართი5/ შესასყიდი საქონლისა და მომსახურების მოცულობის დადგენისას ვითვალისწინებთ აგრეთვე გასულ წელს განხორციელებულ შესყიდვებს. მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე დგება შესყიდვების გეგმა. რომელშიც საჭიროების შემთხვევაში ინდივიდუალური აქტით შედის ცვლილებები. სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმიდან გამომდინარე ბიუჯეტში, როგორც წესი, ვახდენთ პრიორიტეტების ასახვას, კერძოდ,სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისაკენ მიმართული ამოცანების დასახვა-განხორციელება. მაგ. კონკრეტული კლასის საათობრივ ბადეში სასკოლო სასწავლო გეგმაში ჯგუფობრივი დაყოფა. ბიუჯეტით გათვალისწინებული ამოცანების ეფექტურად სამართავად ვახდენთ თითოეული ამოცანის დროში გაწერას, ანუ საბიუჯეტო კალენდრის შექმნას. ყველა ზემოთ აღნიშნული მოთხოვნების გათვალისწინებით შემუშავებულ სკოლის განვითარებისათვის საჭირო ბიუჯეტის პროექტს ვაცნობთ სასკოლო საზოგადოებას, მათგან მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე ვახდენთ პროექტში ცვლილებებს და დასამტკიცებლად წარვუდგენთ სამეურვეო საბჭოს.საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციები აისახება ბიუჯეტის პროექტში და საბოლოო სახით, ბიუჯეტის პროექტი, 20 ნოემბრამდე უბრუნდება სამეურვეო საბჭოს დასამტკიცებლად. სამეურვეო საბჭოს მიერ ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ სკოლის ფინანსების განკარგვას ვახდენთ კანონმდებლობის შესაბამისად, როგორც შემოსავლით, ისე ხარჯვით ნაწილში. ბიუჯეტირების პროცესი ძირითადად ეყრდნობა პროგნოზებს და შეუძლებელია ყველა იმ გარემოების გათვალისწინება, რომელიც ზემოქმედებას მოახდენს ჩვენს მიერ დაგეგმილ ბიუჯეტზე. ამდენად ცვლილებების განხორციელება თანმდევი პროცესია. წლის განმავლობაში რამდენჯერმე გვიხდება ბიუჯეტში ცვლილების განხორციელება შესაბამისი კანონმდებლობის დაცვით.

დოკუმენტები

N9 დანართი-სამეურვეო საბჭოს ოქმი(10 დეკემბრის ანგარიში).pdf04/07/2024 09:29:08 · 0.76 MB
N8 დანართი-10 დეკემბრის ფინანსური ანგარიში.pdf04/07/2024 09:29:11 · 0.94 MB
N7 დანართი-ბრძანება ფინანსური აქტივების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის მიზნით საინვენტარიზაციოი კომისიის შექმნის შესახებ.pdf04/07/2024 09:29:11 · 0.26 MB
N6 დანართი-სამსახურებრივი ბარათი ბაზრის კვლევაზე.pdf04/07/2024 09:29:11 · 0.77 MB
N5 დანართი-2024წლის შესყიდვების გეგმაში ცვლილების შეტანის შესახებ ბრძანება.pdf04/07/2024 09:29:12 · 1.45 MB
N4 დანართი- 2024 წლის შესყიდვების დამტკიცებული გეგმა.pdf04/07/2024 09:29:12 · 1.42 MB
N3 დანართი 2024წლის II სემესტრის ტარიფიკაცია.pdf04/07/2024 09:29:13 · 0.43 MB
N2 დანართი სამეურვეო საბჭოს ოქმი N6 2024წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ.pdf04/07/2024 09:29:13 · 0.58 MB
N1 დანართი სკოლის 2024 წლის ბიუჯეტი.pdf04/07/2024 09:29:13 · 1.33 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე