ქობულეთი, სოფელი ლეღვა
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 25
- თავისუფალი ადგილი
- 20
- სსსმ ლიმიტი
- 3
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 3
აჭარა · ქობულეთი · ქობულეთი, სოფელი ლეღვა
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
მისია ჩვენი სკოლის მისიაა აღვზარდოთ დემოკრატიული ღირებულებების მქონე, პატრიოტული სულისკვეთებით განმსჭვალული, პროგრესულად მოაზროვნე, თავისუფალი, ტოლერანტი, ასერტული, პასუხისმგებლიანი, კრიტიკულად მოაზროვნე, მიზანდასახული, კანონმორჩილი, პრაქტიკული უნარ-ჩვევების მქონე, გლობალურ გამოწვევებზე მოპასუხე აქტიური მოქალაქე. ხედვა სკოლის ხედვაა 2030 წლისთვის სასკოლო საზოგადოების მაღალი ჩართულობითა და ერთობლივი ზრუნვით, გუნდური მუშაობის პრინციპით, სკოლა აძლევს მოსწავლეს საჭირო ცოდნას და იმ უნარ-ჩვევებს, რომელიც იქნება დემოკრატიული ღირებულებებით აღჭურვილი, თანამედროვე, ინოვაციური, მსოფლიო გლობალურ პროცესებში აქტიურად ჩართული, მრავალმხრივ განვითარებული, საზოგადოების ინტერესების დამცველი მოქალაქე. ღირებულებები თანამშრომლობითი კულტურა; სამართლიანობა; მიუკერძოებლობა; სხვისი აზრის პატივისცემა; უსაფრთხო გარემო; თანამედროვე ინოვაციური მეთოდებით სწავლა; მსოფლიოში მიმდინარე გლობალურ პროცესებში სასკოლო საზოგადოების ჩართვა.
სსიპ რაულ მჟავანაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვას N2 საჯარო სკოლის სტრუქტურული ერთეულებია სამეურვეო საბჭო დირექრორი მოსწავლეთა თვითმმართველობა დისციპლინური კომიტეტი დირექტორის მოადგილე პედაგოგიური საბჭო ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა მათემატიკისა და ტექნოლოგიების კათედრა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრა საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრა უცხოური ენების კათედრა ესთეტიკური აღზრდისა და სპორტის კათედრა ბუღალტერი საქმისმწარმოებელი ბიბლიოთეკარი ექთანი დამლაგებელი დარაჯი
შესავალი წინამდებარე დოკუმენტი მოიცავს სკოლის მისიას, ხედვას, ღირებულებებსა და სტრატეგიულ მიზნებს. სტრატეგია განსაზღვრავს თუ როგორ უნდა მიაღწიოს სკოლამ დასახულ მიზნებს არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენების გზითა და საჭირო დამატებითი რესურსების მოძიებით. სტრატეგიული გეგმა დეტალურად ახდენს გარემო ფაქტორების და შიდა გარემოს SWOT (სიძლიერე, სისუსტე, შესაძლებლობები და საფრთხე) ანალიზს. 7 (შვიდ) წლიანი სტრატეგიული გეგმის პროექტის შედგენისას გათვალისწინებული იქნა, როგორც წინარე გამოცდილება, ასევე, ახალი გამოწვევები. ინფორმაციის შეჯერების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებითა და თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით: ძირითად ამოცანად სკოლა ისახავს მოსწავლეებს მისცეს ხარისხიანი, 21-ე საუკუნის შესაბამისი განათლება, მოამზადოს ისინი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, ხელი შეუწყოს საჭირო უნარჩვევების, პიროვნული ღირებულებების ჩამოყალიბებას შესაბამისი კვალიფიციური კადრების მეშვეობით. სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმის შემუშავების პროცესის წარმართვაზე პასუხისმგებელია სკოლის დირექტორი, რომელიც უზრუნველყოფს კომუნიკაციას სკოლის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, საჭირო ინფორმაციის შეგროვებას. სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის რეალიზება ხდება შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებით. ობიექტური ანალიზის საფუძველზე, შესაძლებელია მოხდეს სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის გადახედვა გარკვეული პერიოდულობით. პრეამბულა სსიპ რაულ მჟავანაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვას N2 საჯარო სკოლის სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმა ეფუძნება სასკოლო საზოგადოების მიერ შემუშავებულ და გაზიარებულ მისიას, ხედვასა და ღირებულებებს. დოკუმენტი უკავშირდება სკოლის სვოტ ანალიზსა (დანართი 1) და მიზნად ისახავს: სკოლის ინფრასტრუქტურულ განვითარებას, კვალიფიციური კადრების მოზიდვას, არაფორმალური განათლების ხელშეწყობას, ციფრულ ტრანსფორმაციას, ინოვაციურობას, მონიტორინგსა და შეფასებას. მასში ასახულია სკოლის გრძელვადიანი მიზნები და ამოცანები, მიზნების მიღწევის გზები. სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმა ანალიზის საფუძველზე ექვემდებარება მოდიფიცირებას. მისია, ხედვა, ღირებულებები მისია ჩვენი სკოლის მისიაა აღვზარდოთ დემოკრატიული ღირებულებების მქონე, პატრიოტული სულისკვეთებით განმსჭვალული, პროგრესულად მოაზროვნე, თავისუფალი, ტოლერანტი, ასერტული, პასუხისმგებლიანი, კრიტიკულად მოაზროვნე, მიზანდასახული, კანონმორჩილი, პრაქტიკული უნარ-ჩვევების მქონე, გლობალურ გამოწვევებზე მოპასუხე აქტიური მოქალაქე. ხედვა სკოლის ხედვაა 2030 წლისთვის სასკოლო საზოგადოების მაღალი ჩართულობითა და ერთობლივი ზრუნვით, გუნდური მუშაობის პრინციპით, სკოლა აძლევს მოსწავლეს საჭირო ცოდნას და იმ უნარ-ჩვევებს, რომელიც იქნება დემოკრატიული ღირებულებებით აღჭურვილი, თანამედროვე, ინოვაციური, მსოფლიო გლობალურ პროცესებში აქტიურად ჩართული, მრავალმხრივ განვითარებული, საზოგადოების ინტერესების დამცველი მოქალაქე. ღირებულებები თანამშრომლობითი კულტურა; სამართლიანობა; მიუკერძოებლობა; სხვისი აზრის პატივისცემა; უსაფრთხო გარემო; თანამედროვე ინოვაციური მეთოდებით სწავლა; მსოფლიოში მიმდინარე გლობალურ პროცესებში სასკოლო საზოგადოების ჩართვა. სტრატეგიული მიმართულებები: სკოლის შესაძლებლობებისა და გარემოს შესწავლის (SWOT ანალიზი), მისიითა და ხედვით განსაზღვრული მიზნებისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლება/მოვალეობების განხორციელებისათვის სსიპ რაულ მჟავანაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვას N2 საჯარო სკოლას დაგეგმილი აქვს 2023-2030 წლებში იმუშაოს შემდეგი სტრატეგიული მიმართულებით: სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლება; ადამიანური რესურსის განვითარება; მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება; უსაფრთხო, ორგანიზებული და დისციპლინირებული გარემოს უზრუნველყოფა; სასკოლო საზოგადოების ჩართულობა; მოსწავლეთა მხარდაჭერის გაუმჯობესება; ორგანიზაციული განვითარება. თითოეული სტრატეგიული მიმართულება თავის მხრივ, იყოფა ამოცანებად. 1. სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლება ახალი პროგრამების შემუშავება/დანერგვა; სასწავლო პროცესის ხარისხის გაზრდა; სასწავლო პროცესის მონიტორინგი და შედეგების გათვალისწინებით შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა/განხორციელება; აკადემიური მოსწრების გაუმჯობესების მიზნით, მოსწავლეებში მოტივაციის გაზრდა. სწავლა ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეთა ინტერესებისა და მიდრეკილებების გამოვლენას, მათ ინტელექტუალურ განვითარებას. ხარისხზე ორიენტირებულ სკოლაში მოსწავლე ეუფლება არა მხოლოდ ინფორმაციის მიღების, არამედ ცოდნის გააზრების, გამოყენების, დამოუკიდებლად დასკვნების გამოტანისა და შეფასების გაკეთების უნარ-ჩვევებს. მოსწავლის განვითარების დინამიკის დადგენა და თანმდევი დამატებითი სამუშაოების განხორციელება არის სრულყოფილი და ხარისხიანი განათლების მიღების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალება. სტრატეგიული მიზნები ამოცანები შესრულების პერიოდი 2023- 2024 2024- 2025 2025- 2026 2026- 2027 2027- 2028 2028- 2029 2029- 2030 სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლება ახალი პროგრამების შემუშავება/ დანერგვა სასწავლო პროცესის ხარისხის გაზრდა სასწავლო პროცესის მონიტორინგი და შედეგების გათვალისწინებით შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა/ განხორციელება აკადემიური მოსწრების გაუმჯობესების მიზნ