რეესტრში დაბრუნება
საჯარო სკოლა · EMIS მონაცემი

სსიპ - ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვას საჯარო სკოლა

აჭარა · ქობულეთი · ქობულეთი, სოფელი დაგვა

რეესტრის კოდი#435
მოსწავლე220
მასწავლებელი31
შენობა3
სკოლის პროფილი

ძირითადი ინფორმაცია

დირექტორი
მაია კიკნაძე
სწავლების საფეხურები
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
სწავლების სექტორი
ქართული
ავტორიზაციის დასაწყისი
25/08/2025
ავტორიზაციის დასრულება
25/08/2034
პირველკლასელთა მიღება

ადგილების მიმდინარე ინფორმაცია

ქობულეთის მუნიციპალიტეტი სოფელ დაგვა( ლაზისტანი)

სექტორი
ქართული
ცვლა
1
საერთო ლიმიტი
7
თავისუფალი ადგილი
5
სსსმ ლიმიტი
1
სსსმ თავისუფალი ადგილი
1

ქობულეთის მუნიციპალიტეტი სოფელი დაგვა (საბაზო)

სექტორი
ქართული
ცვლა
1
საერთო ლიმიტი
9
თავისუფალი ადგილი
5
სსსმ ლიმიტი
1
სსსმ თავისუფალი ადგილი
1

ქობულეთი, სოფელი დაგვა

სექტორი
ქართული
ცვლა
1
საერთო ლიმიტი
25
თავისუფალი ადგილი
14
სსსმ ლიმიტი
3
სსსმ თავისუფალი ადგილი
1
EMIS-ის სრული ჩანაწერი

დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები

გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.

მისია, ხედვა და ღირებულებები1 დამატებითი მასალა

სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვას საჯარო სკოლის მისიაა უსაფრთხო და პოზიტიური გარემოს შექმნა, სადაც ყველა ბავშვი თავდაჯერებული, მოაზროვნე, მაძიებელი, წიგნიერი, მიღებული და დაფასებულია, სადაც სწავლა სასიამოვნო, საინტერესო პროცესია წარმატების მისაღწევად. ინტელექტუალური თუ მატერიალური ღირებულებების შესაქმნელად მოზარდებს ჩამოვუყალიბებთ თანამედროვე დემოკრატიული საზოგადოების ფუნქციონირებისათვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს, დავეხმარებით ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის, უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში. ხედვა 2030 წლისთვის სასკოლო საზოგადოების კონსტრუქციული თანამშრომლობით თანამედროვე გამოწვევების შესაბამისად შევქმნათ ისეთი გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს თითოეული მოზარდის პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას და წარმატებას, დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებას, ყოველმხრივ განვითარებულ ადამიანად ჩამოყალიბებას. ღირებულებებია უსაფრთხოება, განათლების მაღალი ხარისხი, პედაგოგების კომპეტენტურობა და უწყვეტი განვითარება, თანამედროვე მიდგომებისა და ინოვაციების დანერგვა, კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა, დემოკრატიულობა, კანონმორჩილება, ტოლერანტობა, შემოქმედებითობა, პატრიოტიზმი, მოქალაქეობა.

დოკუმენტები

მისია, ხედვა, ღირებულებები 2023.docx18/03/2025 16:13:22 · 0.65 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
სტრუქტურა1 დამატებითი მასალა

სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვას საჯარო სკოლის სტრუქტურა დირექტორი სამეურვეო საბჭო - დისციპლინური კომიტეტი მანდატური - მრჩეველთა საბჭო დირექტორის მოადგილე ბუღალტერი ადმინისტრატორი საქმისმწარმოებელი ბიბლიოთეკარი ექთანი სპეც. მასწავლებელი მოსწავლეთა თვითმმართველობა - კლუბები ეკოკლუბი ხელოვნების კლუბი მკითხველთა კლუბი ინტელექტ კლუბი საგნობრივი კათედრები - სახელმწიფო ენის - მათემატიკის - საზოგადოებრივი მეცნიერებების - საბუნებისმეტყველო - უცხოური ენების - ესთეტიკის - სპორტის - დაწყებითი კლასების ტექნიკური პერსონალი - დამლაგებელი - დარაჯი - ცეცხლფარეში

დოკუმენტები

დაგვას საჯარო სკოლის სტრუქტურა.docx12/03/2025 21:12:54 · 0.06 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
სტრატეგიული გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

გეგმა

სკოლის სტრატეგიული გეგმა წარმოადგენს განვითარების სტრატეგიას, რომელიც მიზნად ისახავს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, სასკოლო გარემოს განვითარებასა და მოსწავლეთა უნარ-ჩვევების გაძლიერებას. გეგმა ეფუძნება სკოლის მისია-ხედვას, არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების ოპტიმალურ გამოყენებას და თანამედროვე საგანმანათლებლო გამოწვევებზე ადაპტირებას. სტრატეგიული გეგმის შემუშავების პროცესში გათვალისწინებულია როგორც წინარე გამოცდილება, ასევე ახალი გამოწვევები და შესაძლებლობები. იგი მოიცავს გარე და შიდა გარემო ფაქტორების ანალიზს, მათ შორის SWOT (სიძლიერე, სისუსტე, შესაძლებლობები და საფრთხეები) ანალიზს, რაც უზრუნველყოფს სკოლისთვის ოპტიმალური განვითარების გზების განსაზღვრას. სტრატეგიის განხორციელება უზრუნველყოფს სკოლისთვის მნიშვნელოვან წინსვლას და მდგრად განვითარებას მომდევნო შვიდი წლის განმავლობაში, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობის სრულად რეალიზაციას და ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას.

დოკუმენტები

შვიდწლიანი სამოქმედო გეგმა.pdf19/03/2025 15:33:34 · 3.88 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
წლიური სამოქმედო გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

გეგმა

დაგვას საჯარო სკოლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმა შემუშავებულია 2023-2030 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმის, სკოლის მისიისა და სტრატეგიული მიზნების შესაბამისად. გეგმა მოიცავს სასწავლო პროცესის გაუმჯობესებას, ადამიანური რესურსის განვითარებას, ინფრასტრუქტურის გაძლიერებას, უსაფრთხოების უზრუნველყოფას და სასკოლო საზოგადოების ჩართულობის გაზრდას. სასწავლო პროცესის გაუმჯობესება პროგრამების განახლება და დანერგვა, შეფასების სისტემის დახვეწა, დიფერენცირებული სწავლების მეთოდების დანერგვა, დამატებითი სასწავლო აქტივობების შეთავაზება და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება. ადამიანური რესურსის განვითარება მასწავლებელთა და ადმინისტრაციული პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა, თანამშრომლობის გაძლიერება და პროფესიული განვითარებისთვის საჭირო ღონისძიებების უზრუნველყოფა. მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება სკოლის ინფრასტრუქტურის განვითარება, სასწავლო რესურსების განახლება, სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეთათვის აუცილებელი რესურსების შეძენა, სპორტული ინვენტარის განახლება და ტექნიკური აღჭურვილობის გაუმჯობესება. უსაფრთხოებისა და დისციპლინის უზრუნველყოფა სკოლის შიდა და გარე უსაფრთხოების გაძლიერება, სახანძრო უსაფრთხოების პრევენციული ღონისძიებების გატარება, ვიდეო მონიტორინგის გაძლიერება და სკოლის წესების დაცვა. სასკოლო საზოგადოების ჩართულობა მოსწავლეთა თვითმმართველობის აქტივობების გაძლიერება, მშობელთა აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა, სასკოლო კომუნიკაციის დახვეწა და კოლეგიური ორგანოების (პედაგოგიური საბჭო, საგნობრივი კათედრები, მრჩეველთა საბჭო, სამეურვეო საბჭო, დისციპლინური კომიტეტი, მოსწავლეთა თვითმმართველობა) გაძლიერება. ორგანიზაციული განვითარება სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობა, ერთობლივი პროექტების განხორციელება, სკოლის ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა და სკოლის ცნობადობის გაზრდა. გეგმის განხორციელება ხელს შეუწყობს სკოლის საგანმანათლებლო ხარისხის გაუმჯობესებას, მოსწავლეთა მიღწევების ზრდას და სასკოლო საზოგადოების აქტიურ ჩართულობას.

დოკუმენტები

დაგვას საჯარო სკოლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმა.pdf10/06/2025 00:57:42 · 5.38 MB
ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2025-2026.docx26/06/2026 07:52:35 · 0 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე

შესრულების ანგარიში

https://docs.google.com/presentation/d/1UIs_ppK1Lwnp2Af78Um1nGvYzoYbX7I1/edit?usp=sharing&ouid=102106677949051329015&rtpof=true&sd=true 2025-2026 სასწავლო წლის ანგარიშის ბმული

დოკუმენტები

სამოქმედო გეგმის შესრულებული მონიტორინგის შედეგები.pdf19/03/2025 15:40:17 · 2.69 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
პროგრამები და მხარდაჭერის სერვისები9 დამატებითი მასალა

დოკუმენტები

სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვას საჯარო სკოლის პროგრამები და მხარდამჭერი სერვისები.docx06/06/2025 16:24:58 · 0.02 MB
მოსწავლეთა ჩარიცხვის საფეხურის დაძლევის ,მობილობის და სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცება.pdf10/06/2025 01:40:18 · 4.27 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ქცევის წესები და გასაჩივრების მექანიზმები7 დამატებითი მასალა

სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვას საჯარო სკოლაში ქცევის წესების დასარეგულირებლად გამოყენებულია შემდეგი მექანიზმები: ინფორმირება და გაცნობა: შინაგანაწესი (და სკოლის სხვა დოკუმენტები) საჯაროდ ხელმისაწვდომია და სავალდებულოა ყველა მხარისთვის. დამრიგებელი ვალდებულია, სასწავლო წლის დასაწყისში გააცნოს შინაგანაწესი მოსწავლეებსა და მშობლებს, ხოლო თანამშრომლები ხელმოწერით ადასტურებენ შინაგანაწესის გაცნობას. წახალისება: სკოლა იყენებს წახალისების სხვადასხვა ფორმებს, როგორიცაა მადლობის გამოცხადება, სიგელები და ფასიანი საჩუქრები, როგორც თანამშრომლებისთვის, ისე მოსწავლეებისთვის. დისციპლინური ზომები: სკოლის შინაგანაწესი დეტალურად აღწერს დისციპლინურ გადაცდომებსა და შესაბამის სასჯელებს, მათ შორის შენიშვნას, გაფრთხილებას, საყვედურს, ფინანსურ სანქციებს და გათავისუფლებას. განსაზღვრულია დისციპლინური წარმოების პროცედურები, მათ შორის გადაცდომების განხილვის უფლებამოსილი ორგანოები. სკოლაში შექმნილია დისციპლინური კომიტეტი, რომელიც განიხილავს დისციპლინურ გადაცდომებს. დოკუმენტი განსაზღვრავს დისციპლინურ გადაცდომებს, როგორც თანამშრომლებისთვის, ასევე მოსწავლეებისთვის. უსაფრთხოების ზომები: სკოლა იყენებს ვიდეოთვალთვალის სისტემას, ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარს და ევაკუაციის გეგმას უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე ასევე ზრუნავს სკოლის მანდატურები. სკოლის შინაგანაწესი განსაზღვრავს ქცევის წესებს საგანგებო სიტუაციებში. პასუხისმგებლობის განსაზღვრა: სკოლის შინაგანაწესი განსაზღვრავს თითოეული მხარის პასუხისმგებლობებს, რაც ხელს უწყობს წესრიგის დაცვას. კონფლიქტის მოგვარების მექანიზმები: სკოლის შინაგანაწესი განსაზღვრავს განცხადების/საჩივრის განხილვის წესებს, ასევე მრჩეველთა საბჭოს რეკომენდაციების შესრულების წესებს.

დოკუმენტები

შინაგანაწესი, 2022 07 სექტემბერი.doc12/03/2025 12:46:11 · 0.24 MB
მოსწავლის ქცევის კოდექსი.doc12/03/2025 12:46:11 · 0.05 MB
disciplinuri komitetis sxdomis oqmi N1 2024.doc12/03/2025 12:46:11 · 0.04 MB
უსაფრთხოების პოლიტიკა საჯარო 2023.doc12/03/2025 14:07:55 · 0.09 MB
ბრძანება უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე.pdf05/04/2025 11:43:52 · 0.3 MB
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი.pdf06/06/2025 16:21:52 · 0.11 MB
სკოლის მოსწავლის ,პერსონალის უფლებების დაცვის წესის დამტკიცება.pdf10/06/2025 01:29:17 · 3.15 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ინფრასტრუქტურა
ფინანსები5 დამატებითი მასალა

სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვს საჯარო სკოლა

დოკუმენტები

ბიუჯეტი 2025.pdf14/03/2025 19:27:17 · 1.26 MB
ოქმი ბიუჯეტის დამტკიცებაზე.pdf14/03/2025 19:27:17 · 0.62 MB
10 dekembris angarishi finansebze 2024.doc14/03/2025 19:27:18 · 0.07 MB
10 dekembris angarishi saswavlo procesze 2024.doc14/03/2025 19:27:18 · 0.12 MB
ფინანსური მდგრადობის ანგარიში.pdf10/06/2025 21:54:59 · 0.69 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე