ს. ირემაძეები 1-ლი ქ. #19
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 25
- თავისუფალი ადგილი
- 23
- სსსმ ლიმიტი
- 3
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 3
აჭარა · ხულო · ხულო, სოფელი ირემაძეები
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სკოლის მისია უსაფრთხო და შესაძლებლობებით მრავალფეროვან გარემოში, ვუზრუნველვყოთ მოსწავლეთა პოტენციალის მაქსიმალური გამოვლენა და განვითარება; ხელი შევუწყოთ პატრიოტული ცნობიერების, დემოკრატიული ღირებულებების, მოქალქეობრივი პასუხისმგებლობის მქონე, ჯანსაღი ცხოვრების მიმდევარი მოქალაქეების ჩამოყალიბებას და აქტიური სამოქალაქო ცხოვრებისათვის მომზადებას. სკოლის ხედვა ისეთი სასწავლო გარემოს შექმნა, რომელშიც ყველას თავისი პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენის შესაძლებლობა ექნება, სკოლის კურსდამთავრებულები უნდა იყვნენ კონკურენტუნარიანი როგორც საქართველოში ასევე მსოფლიო მასშტაბით. სკოლის ღირებულებები: სამართლიანობა-სკოლა აღიარებს სამართლიანობის პრინციპს და თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ურთიერთთანამშრომლობა და პასუხისმგებლობა სასკოლო საზოგადოება - მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი - იზიარებს ურთიერთთანამშრომლობის პრინციპს და პასუხისმგებელია საკუთარ ქმედებაზე ეფექტურობა-სკოლა ეფექტურად განკარგავს ფინანსურ, ადამიანურ და მატერიალურ რესურსებს. სკოლა იყენებს შეფასებისა და თვითშეფასების სისტემას. უსაფრთხოება - სკოლა უზრუნველყოფს ფიზიკურ და მორალურ უსაფრთხო გარემოს.
სკოლა:დირექტორი. დირექცია: ბუღალტერი. პედსაბჭო, მრჩეველთა საბჭო, სამეურვეო საბჭო, დისციპლინური კომიტეტი, მოსწავლეთა თვითმმართველობა. კათედრები: ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა, მათემატიკისა და ტექნოლოგიების კათედრა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრა, სპორტისა და ესთეტიკის კათედრა, საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრა, უცხოური ენების კათედრა, დაწყებითი კლასების კათედრა. ადმინისტრაცია: საქმისმწარმოებელი, ბიბლიოთეკარი. არასაშტატო ერთეული: ექთანი, ცეცხლფარეში, დამლაგებელი, დარაჯი, მხატვრული წრის ხელმძღვანელი
განხილულია სასკოლო საზოგადოების მიერ დამტკიცებულია სკოლის დირექტორის 25 წლის 15 სექტემბრის #01-07/14 ბრძანებით სსიპ მერაბ ჭელიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ირემაძეების საჯარო სკოლის შვიდწლიანი განვითარების სტრატეგიული გეგმა 2025-2032 წლები შესავალი წინამდებარე დოკუმენტი მოიცავს სკოლის მისიას, ხედვას, ღირებულებებსა და სტრატეგიულ მიზნებს. სტრატეგია განსაზღვრავს თუ როგორ უნდა მიაღწიოს სკოლამ დასახულ მიზნებს არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენების გზითა და საჭირო დამატებითი რესურსების მოძიებით. სტრატეგიული გეგმა დეტალურად ახდენს გარემო ფაქტორების და შიდა გარემოს SWOT (სიძლიერე, სისუსტე, შესაძლებლობები და საფრთხე) ანალიზს. 7 (შვიდ) წლიანი სტრატეგიული გეგმის პროექტის შედგენისას გათვალისწინებული იქნა, როგორც წინარე გამოცდილება, ასევე, ახალი გამოწვევები. ინფორმაციის შეჯერების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებითა და თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით: ძირითად ამოცანად სკოლა ისახავს მოსწავლეებს მისცეს ხარისხიანი, 21-ე საუკუნის შესაბამისი განათლება, მოამზადოს ისინი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, ხელი შეუწყოს საჭირო უნარ-ჩვევების, პიროვნული ღირებულებების ჩამოყალიბებას შესაბამისი კვალიფიციური კადრების მეშვეობით. სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმის შემუშავების პროცესის წარმართვაზე პასუხისმგებელია სკოლის დირექტორი, რომელიც უზრუნველყოფს კომუნიკაციას სკოლის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, საჭირო ინფორმაციის შეგროვებას. სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის რეალიზება ხდება შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებით. ობიექტური ანალიზის საფუძველზე, შესაძლებელია მოხდეს სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის გადახედვა გარკვეული პერიოდულობით. სკოლის შესახებ ინფორმაცია სსიპ მერაბ ჭელიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლა მისამართია ხულოს რაიონის სოფელ ირემაძეები პირველი ქ. #19 სკოლაში 2025 წლის 15 სექტემბრისათვის სწავლობს 45 მოსწავლე, დასაქმებულია 19 პედაგოგი, სულ სკოლაში 26 თანამშრომელია დასაქმებული. სკოლას 2010 წელს მიენიჭა სკოლის ყოფილი მოსწავლის სამხედრო ექიმის მერაბ ჭელიძის სახელი რომელიც 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომში გმირულად დაიღუპა, გარდაცვალების შემდეგ მიენიჭა ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენი. სკოლაში სწავლება მიმდინარეობს ქართულ ენაზე - დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე. დაწყებითი საფეხური მოიცავს I-VI კლასებს, საბაზო საფეხური - VII-IX კლასებს, ხოლო საშუალო საფეხური- X-XII კლასებს. სკოლის მისია უსაფრთხო და შესაძლებლობებით მრავალფეროვან გარემოში, ვუზრუნველვყოთ მოსწავლეთა პოტენციალის მაქსიმალური გამოვლენა და განვითარება; ხელი შევუწყოთ პატრიოტული ცნობიერების, დემოკრატიული ღირებულებების, მოქალქეობრივი პასუხისმგებლობის მქონე, ჯანსაღი ცხოვრების მიმდევარი მოქალაქეების ჩამოყალიბებას და აქტიური სამოქალაქო ცხოვრებისათვის მომზადებას. სკოლის ხედვა ისეთი სასწავლო გარემოს შექმნა, რომელშიც ყველას თავისი პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენის შესაძლებლობა ექნება, სკოლის კურსდამთავრებულები უნდა იყვნენ კონკურენტუნარიანი როგორც საქართველოში ასევე მსოფლიო მასშტაბით. სკოლის ღირებულებები: 1. თანამშრომლობა; 2. გუნდურობა; 3. გამჭირვალობა; 4. დემოკრატია; 5. ობიექტურობა; 6. განვითარება და ინოვაციურობა. სკოლის მიზნები სკოლის მიზანია: • აღზარდოს მაღალი აკადემიური ცოდნის მიღებაზე ორიენტირებული თავისუფალი და პასუხისმგებელი, კრიტიკული აზროვნების, ეფექტური კომუნიკაციის უნარების, ჯანსაღი ღირებულებების მატარებელი ადამიანები, რომელთაც შეეძლებათ საკუთარი შესაძლებლობების ოპტიმალური შეფასება და ცხოვრებაში რეალიზება. • ხელი შეუწყოს მასწავლებელთა პროფესიულ ზრდას და პედაგოგიური პრაქტიკის შემდგომ დახვეწასა და გამდიდრებას. • მოსწავლეთათვის შესაბამისი უნარების განვითარება, დამოუკიდებლად მოახერხოს საჭირო ინფორმაციის მოძიება, აღქმა, ანალიზი, დასკვნის გაკეთება და გადაწყვეტილების მიღება; • მოსწავლეთა შესაძლებლობების მაქსიმალური გამოვლენა და განვითარება; • მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მუდმივი განახლება; • უსაფრთხო და შესაძლებლობებით მრავალფეროვანი გარემოს შექმნა და მუდმივი სრულყოფა; • სასკოლო საზოგადოების გააქტიურება. SWOT - ანალიზი იმისათვის, რომ სკოლამ მოახერხოს თავისი მისიის შესრულება და მოსწავლეებისათვის საუკეთესო საგანმანათლებლო მომსახურების შეთავაზება, აუცილებელია სწორად იქნეს დანახული სკოლის მიერ დასახული და შესრულებული სტრატეგიული გეგმის დადებითი და უარყოფითი, სუსტი და ძლიერი მხარეები. სისუსტეების გამოვლენა მიმართულია იმისკენ, რომ არსებული შესაძლებლობის ფარგლებში გადაიქცეს ძლიერ მხარეებად, ხოლო საფრთხეების წინასწარ შეფასება საშუალებას იძლევა, რომ სკოლა მზად დახვდეს სავარაუდო გამოწვევებს. S (ძლიერი მხარე) W (სუსტი მხარე) • პოზიტიური, წამახალისებელი გარემო; • მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემო; • თანამშრომლობითი სასწავლო გარემო; • მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა; • სასკოლო კულტურა;• • არასრულყოფილი ინკლუზიური გარემო; • აკადემიური პერსონალის მხრიდან თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების სიმცირე; • გაცდენის შემთხვევაში, ჩამნაცვლებელი მასწავლებლების არარსებობა; • სასკოლო ცხოვრებაში საბაზო და საშუალო საფეხურის მშობელთა დაბალი დაინტერესება და ჩართულობა; • სკოლის დამატებითი სერვისების სიმწირე; • დაბალი ანაზღაურებიდან გამომდინარე, სკოლაში არსე
წინამდებარე დოკუმენტი: განხილულია პედაგოგიური საბჭოს სხდომაზე დამტკიცებულია სამეურვეო საბჭოს 2025 წლის 15 სექტემბრის #3 სხდომაზე სსიპ მერაბ ჭელიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ირემაძეების საჯარო სკოლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2025-2026 სასწავლო წელი ერთწლიანი სამოქმედო გეგმა გამომდინარეობს 2025– 2032 წლების სტრატეგიული განვითარების შვიდწლიან გეგმიდან, სკოლის მისიიდან და სკოლის სტრატეგიული მიზნებიდან. მასში ასახულია სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი აქტივობები, შესრულების ინდიკატორები, შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები/სტრუქტურული ერთეულები, შესაბამისი რესურსები და დასახული მიზნების რეალიზების ვადები. 1. სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლება სტრატეგიული მიზნები ამოცანები აქტივობები პასუხისმგებელი პირი/სტრუქტურული ერთეული შესრულების პერიოდი შესრულების ინდიკატორები/ მტკიცებულება რესურსები IX X XI XII I II III IV V VI VII VIII ადამიანური მატერიალური ფინანსური სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლება ახალი პროგრამების შემუშავება/ დანერგვა რევიზიისა და მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით, საგნობრივი კურიკულუმების შემუშავება მასწავლებლები; საგნობრივი კათედრები; საგნობრივი კათედრის ოქმები; შემუშავებული კურიკულუმები; დამტკიცებული სასკოლო სასწავლო გეგმა. მასწავლებლები; საჭიროების შემთხვევაში, შემუშავებული კურიკულუმების მოდიფიცირება მასწავლებლები; საგნობრივი კათედრები; მოდიფიცირებული კურიკულუმები; საგნობრივი კათედრის ოქმები; შესაბამისი კათედრის წევრები საჭიროების შემთხვევაში რემედიაციის პროგრამის შემუშავება მასწავლებლები; შემუშავებული/განხორციელებული პროგრამები შესაბამისი საგნის მასწავლებლები სასკოლო დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანა/საჭიროების შემთხვევაში ახლის დამტკიცება დირექტორი; სამეურვეო საბჭო; პედაგოგიური საბჭო; შესაბამისი დოკუმენტაციის დამტკიცების მასალები დირექტორი პედაგოგიური საბჭოსა და სამეურვეო საბჭოს წევრები სსსმ მოსწავლეთათვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმების შემუშავება/სწავლება დირექტორი; ისგ ჯგუფები; ისგ ჯგუფის ოქმები; შემუშავებული ინდივიდუალური გეგმები; დამტკიცებული სასკოლო სასწავლო გეგმა. დირექტორი ისგ ჯგუფის, პედაგოგიური საბჭოსა და სამეურვეო საბჭოს წევრები მოსწავლეთათვის ახალი კლუბების, წრეებისა და დამატებითი აქტივობების შეთავაზება დირექტორი; საგნობრივი მასწავლებლები; მოსწავლეთა თვითმმართველობა სასკოლო კურიკულუმი; მოსწავლეთა თვითმმართველობის ოქმი; დირექტორი საგნობრივი მასწავლებლები; მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრები სკოლის ინფრასტრუქტურა სკოლის ბიუჯეტი/ეკონომიკური შემოსავლები სადამრიგებლო პროგრამების შემუშავება/ დანერგვა დამრიგებლები შემუშავებული პროგრამები; დამრიგებლის პორტფოლიო. კლასის დამრიგებლები სასწავლო პროცესის ხარისხის გაზრდა შიდა სასკოლო პროექტების დაგეგმვა/ორგანიზება დირექტორის მოადგილე; საგნობრივი კათედრები; პროექტის პროგრამა; ფოტო-ვიდეო მასალა დირექტორის მოადგილე; საგნობრივ კათედრებში შემავალი მასწავლებლები გამჭვირვალე, სანდო, ობიექტური და სამართლიანი შეფასების სისტემის დანერგვა დირექტორი; მასწავლებლები შემუშავებული შეფასების რუბრიკები; ელექტრონულ ჟურნალში დაფიქსირებული განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასებები დირექტორი; მასწავლებლები დამხმარე რესუსურსების ვალიდაცია საგნობრივი კათედრები კათედრის სხდომაზე შეთანხმებული დამხმარე რესურსები საგნობრივ კათედრებში შემავალი მასწავლებლები საჭიროების შემთხვევაში, დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებთან დამატებითი მუშაობა დირექტორის მოადგილე; მასწავლებლები საკონსულტაციო გრაფიკი; მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების შედეგების ანალიზი და ანგარიში; დირექტორის მოადგილე; საგნის მასწავლებლები სკოლის ინფრასტრუქტურა სასწავლო პროცესის მონიტორინგი და შედეგების გათვალისწინებით შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა/ განხორციელება სასკოლო საზოგადოების პერიოდული გამოკითხვა სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საჭიროებების კვლევის მიზნით დირექტორის მოადგილე; კითხვარების ანალიზი დირექტორის მოადგილე დიაგნოსტიკური წერების ჩატარება დირექტორი; დირექტორის მოადგილე; ჩატარებული დიაგნოსტიკური წერის ანალიზი დირექტორი, დირექტორის მოადგილე; მოსწავლეთა მიღწევების დინამიკის შესწავლა და საჭიროების შემთხვევაში რემედიაციის პროგრამაში მათი ჩართვის უზრუნველყოფა დირექტორის მოადგილე; დირექტორის მოადგილის ანგარიში დირექტორი, დირექტორის მოადგილე; სკოლის ინფრასტრუქტურა სასკოლო სასწავლო გეგმის შესრულების მონიტორინგი დირექტორი; დირექტორის მოადგილე; განხორციელებული მონიტორინგის ანგარიში დირექტორი, დირექტორის მოადგილე; ინდივიდუალური სასწავლო გეგმების შესრულების მონიტორინგი ინკლუზიური განათლების შიდა მონიტორინგის ჯგუფი ინკლუზიური განათლების შიდა მონიტორინგის ჯგუფის ოქმი; ინკლუზიური განათლების შიდა მონიტორინგის ჯგუფის დასკვნა ინკლუზიური განათლების შიდა მონიტორინგის ჯგუფის წევრები საგაკვეთილო პროცესზე დასწრება, შედეგების ანალიზი და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება დირექტორი; დირექტორის მოადგილე; კათედრის ხელმძღავნელები შევსებული შეფასების ფორმები; დირექტორი; დირექტორის მოადგილე;
მოსწავლის ქცევის კოდექსი მოსწავლის ქცევის კოდექსი არეგულირებს მოსწავლის ქცევის წესებს, რომლებსაც მოსწავლე იცავს სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას სკოლაში, აგრეთვე სკოლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობის დროს. მოსწავლის ქცევის წესები მუხლი 4. მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან დამოკიდებულება 1. მოსწავლე ყოველთვის თავაზიანია მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან ურთიერთობაში და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას. 2. მოსწავლე ემორჩილება სკოლის დირექტორის, მასწავლებლის, სკოლაში დასაქმებული სხვა პირისა და მანდატურის კანონიერ მითითებებს. მუხლი 5. მოსწავლეებთან დამოკიდებულება მოსწავლე თავაზიანად ეპყრობა სხვა მოსწავლეებს, თავს იკავებს მათთან ძალადობის მუქარისგან, ცილისმწამებლური ან დამცინავი განცხადებებისაგან და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას. მუხლი 6. მოსწავლის ჩაცმის წესი მოსწავლე სკოლაში ცხადდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის შესაფერისი სამოსითა და აქსესუარებით. მუხლი 7. მოსწავლის ქცევა სკოლის ტერიტორიაზე, სასწავლო პროცესისა და სასკოლო ღონისძიებების დროს 1. მოსწავლე დროულად ცხადდება გაკვეთილზე ან სკოლის მიერ ორგანიზებულ სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაზე. 2. გაკვეთილზე ყოფნისას მოსწავლეს აქვს სასწავლო პროცესისათვის აუცილებელი ნივთები. 3. მოსწავლე გამოხატავს აზრებს და შეხედულებებს სხვა პირთა უფლებების შელახვის გარეშე. 4. მოსწავლე არ იყენებს მობილურ ტელეფონს ან სხვა ტექნიკურ საშუალებებს სასწავლო პროცესის დროს, არასასწავლო მიზნით. 5. მოსწავლე ხელს არ უშლის მასწავლებელსა და სხვა მოსწავლეებს, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას. 6. მოსწავლე პატივს სცემს სხვის აზრსა და აკადემიურ ნაშრომს, სხვისი ინტელექტუალური საქმიანობის შედეგად შექმნილ პროდუქტს არ ასაღებს თავისად. 7. მოსწავლე არ ეწევა რელიგიურ და პოლიტიკურ პროპაგანდას. 8. მოსწავლე არ ტოვებს გაკვეთილს მასწავლებლის ნებართვის გარეშე. 9. მოსწავლე უფრთხილდება და არ აზიანებს საკუთარ, სხვა პირთა და სკოლის ქონებას. 10. მოსწავლე იცავს სისუფთავეს სკოლაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. მუხლი 8. სკოლაში აკრძალული ნივთები მოსწავლე არ ცხადდება სკოლაში შემდეგი ნივთებით: ა) თამბაქოს ნაწარმი; ბ) ყველანაირი სახის იარაღი ან ისეთი ბასრი ნივთები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს იარაღად; გ) სანთებელა ან ასანთი; დ) ალკოჰოლური საშუალებები; ე) ტექნიკური საშუალებები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს; ვ) ძვირადღირებული ნივთები ან დიდი ოდენობის ფული; ზ) აზარტული თამაშის საშუალებები; თ) უხამსობის ამსახველი ნივთები; ი) ნარკოტიკული საშუალებები; კ) ასაფეთქებელი და მომწამლავი ნივთიერებები; ლ) ფსიქოტროპული საშუალებები, ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე. მუხლი 9. პასუხისმგებლობა ქცევის კოდექსის დარღვევისათვის მოსწავლის მიერ ამ კოდექსით განსაზღვრული ქცევის ნორმების დარღვევა იწვევს დისციპლინური დევნის დაწყებას “ზოგადი განათლების შესახებ„ საქართველოს კანონისა და სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.