რეესტრში დაბრუნება
საჯარო სკოლა · EMIS მონაცემი

სსიპ - ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლა

აჭარა · ხულო · ხულო, სოფელი განახლება

რეესტრის კოდი#424
მოსწავლე39
მასწავლებელი19
შენობა1
სკოლის პროფილი

ძირითადი ინფორმაცია

დირექტორი
ლიანა ბოლქვაძე
სწავლების საფეხურები
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
სწავლების სექტორი
ქართული
ავტორიზაციის დასაწყისი
10/12/2024
ავტორიზაციის დასრულება
10/12/2033
პირველკლასელთა მიღება

ადგილების მიმდინარე ინფორმაცია

ხულო, სოფელი განახლება

სექტორი
ქართული
ცვლა
1
საერთო ლიმიტი
25
თავისუფალი ადგილი
21
სსსმ ლიმიტი
3
სსსმ თავისუფალი ადგილი
3
EMIS-ის სრული ჩანაწერი

დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები

გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.

მისია, ხედვა და ღირებულებები1 დამატებითი მასალა

1. სკოლის მისია წარმოადენს სტრატეგიული განვითარების პროცესში გამოყენებულ ერთ-ერთ აუცილებელ კომპონენტს. მისიის ჩამოყალიბების პროცესში განისაზღვრება, თუ რა მიზანს ემსახურება სკოლა და განსაზღვრავს მის მთავარ მიმართულებებს. 2. ხედვა არის სკოლის წარმოდგენა სასურველი, იდეალური მომავლის/განვითარების შესახებ. 3. ღირებულებები განსაზღვრავს სასკოლო კულტურას და შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან, საერთაშორისო და ადგილობრივ კანონმდებლობასთან, ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებთან და ეროვნულ სასწავლო გეგმასთან. 4. სტრატეგიული გეგმა გამომდინარეობს სკოლის მისიიდან და აზუსტებს მას კონკრეტული მიზნებით. სტრატეგია არის სკოლის მიერ მრავალწლიან პერსპექტივაში დანახული განვითარების მიმართულება. მასში განისაზღვრება, თუ რა მიმართულებით სურს სკოლას განაგრძოს განვითარება. სკოლის სტრატეგიული გეგმის შედგენისას გათვალისწინებულია ზოგადი პრიორიტეტები და საჭიროებები. 5. ერთწლიანი სამოქმედო გეგმა ასახავს სტრატეგიულ გეგმაში (შვიდწლიან გეგმაში) წარმოდგენილი მიზნების მიღწევისათვის საჭირო კონკრეტულ ნაბიჯებს და იმისათვის, რომ სკოლამ მიაღწიოს დასახულ სტრატეგიულ მიზნებს, პასუხობს კითხვაზე, თუ რა, როგორ და რა ვადაში უნდა გაკეთდეს აღნიშნული. 6. მისიის, ხედვის, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიმართება არის შემდეგი:

სტრუქტურა2 დამატებითი მასალა

სსიპ სოფელ განახლების საჯარო სკოლის დირექტორი - ლიანა ბოლქვაძე; სსიპ სოფელ განახლების საჯარო სკოლის საქმისმწარმოებელი - თამილა დავითაძე; სსიპ სოფელ განახლების საჯარო სკოლის ბუღალტერი - თეიმურაზ შანთაძე; სსიპ სოფელ განახლების საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე - ნინო შაინიძე; სსიპ სოფელ განახლების საჯარო სკოლის პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე - იამზე ბოლქვაძე; სსიპ სოფელ განახლების საჯარო სკოლის დისციპლინარული კომიტეტი - დავარ თავართქილაძე სსიპ სოფელ განახლების საჯარო სკოლის მრჩეველთა საბჭო - მზევინარ ცეცხლაძე სსიპ სოფელ განახლების საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე - ნიკა გელაძე;

დოკუმენტები

სკოლის სტრუქტურა.pdf11/11/2024 15:00:18 · 0.06 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
სტრატეგიული გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

გეგმა

სსიპ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლის სტრატეგიული გეგმა

დოკუმენტები

შვიდწლიანი სტრატეგიული გეგმის ნიმუში საჯარო.pdf11/11/2024 15:00:14 · 0.18 MB
ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2025-2026.pdf15/12/2025 13:23:23 · 0.33 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
წლიური სამოქმედო გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

გეგმა

1.1 სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავება, შეთანხმება, განხილვა- დამტკიცება დირექტორი, დირექტორის მოადგილე; სტრუქტურული ერთეულები: სამეურვეო საბჭო, პედაგოგიური საბჭო 1.2 სასკოლო დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანა/საჭიროების შემთხვევაში ახლის დამტკიცება 1.3 სკოლის ბიუჯეტის დამტკიცება/ცვლილების შეტანა დირექტორი, სამეურვეო საბჭო, ბუღალტერი 1.4 სკოლის 2024 წლის სახელმწიფო შესყიდვების გეგმის შემუშავება/დამტკიცება დირექტორი, ბუღალტერი 1.5 მასწავლებლებთან და თანამშრომლებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება დირექტორი 1.6 მოსწავლეთა მშობლებთან მომსახურების და წიგნების გადაცემაზე ხელშეკრულების გაფორმება დირექტორი, დამრიგებელები

დოკუმენტები

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2025-2026.pdf15/12/2025 13:23:20 · 0.33 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
პროგრამები და მხარდაჭერის სერვისები1 დამატებითი მასალა

სკოლა უზრუნველყოფს სკოლის ტერიტორიაზე ფიზიკური უსაფრთხოების დაცვას, მათ შორის საგანგებო სიტუაციებში რეაგირებას და პირველადი დახმარების აღმოჩენას. სკოლის პერიმეტრი დაცულია 24 საათის განმავლობაში სკოლის დარაჯის მიერ. კლასის დამრიგებლები პირველივე გაკვეთილზე ადგენენ გამოუცხადებელ მოსწავლეთა სიას და აცნობებენ მშობლებს. დღის განმავლობაში ადგენენ გაცდენის მიზეზს და ავსებენ სპეციალურ ფორმას, რომელიც ინახება დირექტორის მოადგილესთან. დილით მორიგე მასწავლებელი ადგენს დაგვიანებულ მოსწავლეთა სიას. სკოლა შემოსაზღვრულია რკინის ღობით. სკოლის ეზოში მოსწავლე მეთვალყურეობის ქვეშაა. სკოლაში დამონტაჟებულია 11 ვიდეოთვალი. ფუნქციონირებს ექთნის კაბინეტი, შემუშავებულია და სართულებზე განთავსებულია საევაკუაციო გეგმა და ნიშნულები. 2023 წლის10 მაისის დირექტორის 01-03/16 ბრძანებით განსაზღვრულია სახანძრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირები. სკოლა უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას. სკოლაში დგება მასწვლებელთა მორიგეობის გრაფიკი სართულების მიხედვით, ცხრილი განთავსებულია ყველა სართულზე. შესვენებებზე ყველა დამრიგებელი იმყოფება თავის სადამრიგებლო კლასთან. სკოლაში ტარდება კლასსაათები, რომლებზეც ინტენსიურად განიხილება მოსწავლეთა ქცევის წესები. სკოლაში შექმნილია დისციპლინური კომიტეტი, რომელიც განიხილავს მასწავლებელთა და მოსწავლეთა დისციპლინურ გადაცდომებს. სკოლა უზრუნველყოფს ფსიქოლოგიურად და ემოციურად უსაფრთხო სასკოლო გარემოს. კლასის დამრიგებლებს და მასწავლებლებს აქვთ მშობლებთან კომუნიკაცია მოსწავლის ამა თუ იმ გამოვლენილ ფსიქოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებით. სკოლის დირექცია საჭიროების შემთხვევაში ახდენს რეფერირებას ფსიქოლოგიურ სამსახურთან. საგაკვეთილო პროცესი სკოლას გამოუყენებია მოსწავლეთა ფსიქო- სოციალური მდგომარების გაძლიერებისათვის, მაგალითად სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე, ასევე სკოლის მაშტაბით იმართება ღონისძიებები ბულინგთან დაკავშირებით. სკოლის მთავარი ფასეულობა, რომელიც ეფუძნება თანამშრომლობით კულტურას და გუნდური მუშაობის პრინციპს არის ძირითადი ბერკეტი, იმისთვის, რომ სკოლაში იყოს ფსიქოლოგიურად და ემოციურად უსაფრთხო სასკოლო გარემო. სკოლა უზრუნველყოფს სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვას. სკოლას საშტატო განრიგის მიხედვით ჰყავს 2 დამლაგებელი, ასევე სოციალური პროგრამის ფარგლებში დასაქმებული 3 დამლაგებელი სულ 5, რომლებიც გადანაწილებული არიან სკოლის სხვადასხვა სივრცეში და შრომითი ხელშეკრულებით აქვთ ვალდებულებები სკოლის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვასთან დაკავშირებით. სკოლაში გამართულია სველი წერტილები, უზრუნველყოფილია ცხელი წლყით, მუდმივად მარაგდება თხევადი საპნით და ქაღალდის ხელსახოცებით. ყოველდღიურად სველი წესით ლაგდება საკლასო ოთახები, დერეფნები. სველი წერტილების დასამუშვებლად ვიყენებთ სადეზინფექციო საშუალებებს. სკოლაში სისტემატურად ხორციელდება მონიტორინგი რესურსცენტრის, ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენელთა მიერ. გვაწვდიან მონიტორინგის შედეგებს, რომლის მიხედვითაც ხდება არსებული ხარვეზის აღმოფხვრა. სკოლა უზრუნველყოფს პერსონალური მონაცემების დაცვას. სკოლის მოსწავლეთა და პერსონალის მონაცემთა ელექტრონული ბაზა (eschool) ხელმისაწვდომია კონკრეტული პირებისთვის, პერსონალის მონაცემთა დაკავშირებით გვაქვს მშობელთა, თანამშრომელთა და მოსწავლეთა თანხმობები. კომპიუტერულ ლაბორატორიაში სამუშაო პროცესის დასრულების შემდეგ ირთვება სიგნალიზაცია და იცავს დარაჯი. სკოლაში 2024 წლის 8 აპრილის დირექტორის 01-03/09 ბრძანებით შექმნილია პერსონალურ მონაცემთა და ინფორმაციულ მონაცემთა დაცვის დებულება და განსაზღვრულია პასუხისმგებელი პირები. სკოლას გააჩნია მის ხელთ არსებული ინფორმაციის დაცვის მექანიზმები. სკოლაში არსებულ ყველა კომპიუტერში ლიცენზირებული პროგრამის ჩაწერას და დაინსტალირებას ახდენს მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ დანიშნული თანამშრომელი და კომპიუტერული პროგრამების მუდმივ განახლებას და უსაფრთხოების დაცვას ახდენს განათლების სამინისტრო. სკოლაში 2024 წლის 8 აპრილის დირექტორის 01-03/09 ბრძანებით შექმნილია პერსონალურ მონაცემთა და ინფორმაციულ მონაცემთა დაცვის დებულება და განსაზღვრულია პასუხისმგებელი პირები. სკოლა ახორციელებს ადამიანებისა და პროცესების უსაფრთხოების მექანიზმების ფუნქციონირების პერიოდულ შეფასებას და შეფასების შედეგებს იყენებს აღნიშნული მექანიზმების გაუმჯობესებისთვის. სკოლა მუშაობს ერთ ცვლაში,

ქცევის წესები და გასაჩივრების მექანიზმები1 დამატებითი მასალა

სოფელ განახლების საჯარო სკოლა შინაგანაწესი 2025 წელი მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. წინამდებარე სსიპ სოფელ განახლების საჯარო სკოლის (შემდგომში – ,,სკოლა”) შინაგანაწესი (შემდგომში – ,,შინაგანაწესი”) ვრცელდება სკოლაში დასაქმებულ პირებზე, მოსწავლეებსა და მათ მშობლებზე/კანონიერ წარმომადგენლებზე, ასევე სკოლის ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირზე და სავალდებულოა შესასრულებლად. 2. შინაგანაწესი წარმოადგენს სკოლასა და სკოლაში დასაქმებულებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. დასაქმებული ვალდებულია გაეცნოს შინაგანაწესს და აღნიშნული დაადასტუროს საკუთარი ხელმოწერით. სკოლა ვალდებულია დასაქმებულს გააცნოს შრომის შინაგანაწესში შეტანილი ცვლილება მისი შეტანიდან 14 კალენდარული დღის ვადაში. 3. შინაგანაწესი ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის. 4. სკოლა ვალდებულია შინაგანაწესი განათავსოს ყველასათვის თვალსაჩინო ადგილას. 5. დამრიგებელი ვალდებულია სასწავლო წლის დაწყებისას შინაგანაწესი გააცნოს მოსწავლესა და მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს. შინაგანაწესში განხორციელებული ცვლილების გაცნობა უნდა მოხდეს არაუგვიანეს 14 კალენდარული დღის ვადაში.. 6. შინაგანაწესით განისაზღვრება: ა) სამუშაო კვირის ხანგრძლივობა, ყოველდღიური სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დრო, ცვლაში მუშაობისას - ცვლის ხანგრძლივობა; ბ) დასვენების ხანგრძლივობა; გ) შრომის ანაზღაურების გაცემის დრო და წესი; დ) ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი; ე) ანაზღაურების გარეშე შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი; ვ) შრომის პირობების დაცვის წესები; ზ) წახალისებისა და პასუხისმგებლობის სახე და გამოყენების წესი; თ) მატერიალური პასუხისმგებლობა; ი) განცხადების/საჩივრის განხილვის წესი; კ) სასწავლო პროცესის მარეგულირებელი ზოგადი ნორმები; ლ) სკოლაში ჩაცმულობის წესი. 7. შინაგანაწესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) სკოლის ადმინისტრაცია - სკოლის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული პირები (გარდა მასწავლებლისა), ასევე სკოლაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები; ბ) სკოლის დირექცია – სკოლის დირექტორი და მისი მოადგილე/მოადგილეები (ასეთის არსებობის შემთხვევაში); გ) სასკოლო დრო – სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული პროცესის, აგრეთვე სკოლის მიერ ინიცირებული, ორგანიზებული, კონტროლირებული, დაფინანსებული ნებისმიერი ღონისძიების მიმდინარეობის დრო. ე) დისკრიმინაცია არის განზრახ ან გაუფრთხილებლობით პირის განსხვავება ან გამორიცხვა ან მისთვის უპირატესობის მინიჭება რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას. პირდაპირია დისკრიმინაცია, როდესაც ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო პირის მიმართ ხორციელდება არათანაბარი მოპყრობა სხვა პირთან შედარებით, რომელიც იმავე ან მსგავს მდგომარეობაში არის, იყო ან შეიძლებოდა ყოფილიყო უფრო ხელსაყრელი მოპყრობის ობიექტი. ირიბია დისკრიმინაცია, როდესაც ნეიტრალური დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო პირს სხვა პირთან შედარებით არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა ობიექტურად არის გამართლებული კანონიერი მიზნით და გამოყენებული საშუალებები ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელი და თანაზომიერია. მუხლი 2. სამუშაო კვირის ხანგრძლივობა, სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დრო 1. სკოლაში სამუშაო კვირა ხუთდღიანია (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით). სამუშაო დროის ხანგრძლივობა შეადგენს 40 საათს კვირაში (გარდა ხელშეკრულებით განსაზღვრული შემთხვევისა) რაც გულისხმობს 8-საათიან 5 სამუშაო დღეს (სამუშაო დროში არ იგულისხმება შესვენების დრო და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დასვენების დღეები. 2. შაბათ-კვირა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უქმე დღეები არის დასვენების დღეები. 3. სამუშაო დროის დასაწყისია 09:00 საათი, ხოლო დასასრული - 17:00 საათი, გარდა კლასის დამრიგებლისა და მასწავლებლისა, რომელთა სკოლაში გამოცხადება განსაზღვრულია 23-ე მუხლის მე-6 პუნქტით. სამუშაო დროის განმავლობაში შესვენების დროა 13:00 საათიდან 14:00 საათამდე, გარდა მასწავლებლისა, რომლის შესვენების დროც განისაზღვრება გაკვეთილებს შორის შესვენების დროის შესაბამისად. ასევე, დარაჯის შესვენების დრო განისაზღვრება გრაფიკით.

ინფრასტრუქტურა1 დამატებითი მასალა
ფინანსები2 დამატებითი მასალა

სსიპ სოფელ განახლების საჯარო სკოლის ფინანსური ანგარიში

დოკუმენტები

10 დეკემბრის ფინანსური ანგარიში.pdf15/12/2025 13:23:01 · 0.04 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე