ხულო, სოფელი დიოკნისი
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 25
- თავისუფალი ადგილი
- 23
- სსსმ ლიმიტი
- 3
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 3
აჭარა · ხულო · ხულო, სოფელი დიოკნისი
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
1. სკოლის მისია და და ხედვა ნაწილობრივ დაფუძნებულია ეროვნულ სასწავლო გეგმაზე, სკოლას გააზრებული აქვს, რომ სკოლის მისია და ხედვა რევიზიას საჭიროებს. აქედან გამომდინარე 2023 წლის აპრილში სკოლის დირექტორი ბრძანებით შექმნის სკოლის ფილოსოფიაზე მომუშავე ჯგუფს. ამავე წლის აპრილ-მაისის თვეში ჯგუფი ჩაატარებს კვლევას. კვლევის ანგარიშს ჯგუფი წარმოგვიდგენს ივნისის თვეში. მოხდება სკოლის SWOT ანალიზი, გამოიკვეთება სკოლის ძლიერი და სუსტი მხარეები, ანალიზის საფუძველზე შესამოქმედო გეგმას ჯგუფი იმუშავებს ახალი მისიის, ხედვის დოკუმენტების პირველად ვარიანტზე, აქტიურად იმუშავებენ სკოლის სამეურვეო და პედაგოგიური საბჭოები,სკოლის კათედრები,მოსწავლეთა თვითმმართველობა, მიიღება მათგან წინადადებები, დამუშავდება საბოლოო ვერსია სექტემბერში. ახალი მისიისა და ხედვის საბოლოო ვარიანტი წარმოდგენილი იქნება 2023 წლის სექტემბრის ბოლოს ................................................................................................................................................................................................................. .2.... სკოლაში შექმნილია ფიზიკურად უსაფრთხო გარემო, მოქმედებს სათვალთვალო კამერები, სკოლას ჰყავს დარაჯები, სკოლის ეზო შემოღობილია და დაცულია სასკოლო თემის ფიზიკური უსაფრთხოება. სკოლა ქმნის ემოციურად უსაფრთხო გარემოს: მასში ყველა ტიპის მსწავლელის ინტერესები არის დაცული, შექმნილია ინკლუზიური გარემო; სკოლაში თანამშრომლობისა და პოზიტიური კლიმატის შესაქმნელად იგეგმება სხვადასხვა სასკოლო სასწავლო და სოციალური პროექტი. სკოლას აქვს როგორც სპორტული მოედანი, ასევე სპორტული დარბაზი, რომლებსაც აქტიურად იყენებს სოფლის თემი სხვადასხვა სპორტული აქტივობის ჩასატარებლად. ასევე სკოლას აქვს სააქტო დარბაზი, რომელსაც, აგრეთვე, ხშირად გამოიყენებს თემი. რაც ქმნის სკოლას სოციო-კულტურულ სივრცედ. განზრახული გვაქვს, მოსწავლეების სასკოლო კვლევის შედეგად გამოვლენილი ინტერესების შესაბამისად შევქმნათ სკოლაში კლუბები და წრეები 2023-2024 სასწავლო წლისთვის. ................................................................................................................................................................................................................. 3. სკოლის მისია, ხედვა და ღირებულებები შემუშავებულია სასკოლო თემის მხოლოდ მცირე ნაწილის მონაწილეობით, ძირითადად, სკოლის დირექციისა და მხარდამჭერი ჯგუფის მიერ. სკოლას გადაწყვეტილი აქვს, სკოლის ახალი ფილოსოფიის შექმნაში ჩართოს სკოლის სტრუქტურული ერთეულები: სამეურვეო საბჭო, პედსაბჭო, მოსწავლეთა თვითმმართველობა, დირექცია, ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი, აგრეთვე, სხვა დაინტერესებული პირები (მაგალითად, ადგილობრივი თვითმმართველობა); ეს საშუალებას მოგვცემს, სკოლის მისიის, ხედვისა და ღირებულებების (სკოლის ფილოსოფიის) დოკუმენტები ასახავდეს მთელი სასკოლო საზოგადოების ინტერესებს, პრიორიტეტებს, გაჩნდეს სკოლისადმი მიკუთვნებულობის განცდა, რაც სასკოლო კულტურას გააჯანსაღებს და განაპირობებს სკოლის ეფექტიან ფუნქციონირებას. ..................................................................................................................................................................................................................... 4. სკოლის მისია, ხედვა და ღირებულებები გაზიარებულია სასკოლო საზოგადოების მხოლოდ ნაწილის მიერ. სამომავლოდ ვგეგმავთ სკოლის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულისგან ახალი ფილოსოფიის შექმნის პროცესში მივიღოთ უკუკავშირი, გავაზიაროთ მშობლებში (მშობელთა კრებებზე, მშობლებთან დადებული ხელშეკრულების ფორმაში შეტანით, სასკოლო ღონისძიებებზე წარმოდგენით...), მოსწავლეებში, მასწავლებლებში. გავაზიაროთ როგორც მატერიალური, ასევე ელექტრონული ფორმით (სკოლის ვებ გვერდისა და სოციალური ქსელების მეშვეობით...) .................................................................................................................................................................................................................... 5..... სკოლის მისია, ხედვა და ღირებულებები ხელმისაწვდომია ნაწილობრივ, გვაქვს მხოლოდ შემოსასვლელ საინფორმაციო სტენდზე. თუმცა 2023-2024 სასწავლო წლისათვის ვიზრუნებთ , ახლად შექმნილი მისიის, ხედვისა და ღირებულებების დოკუმენტები გავასაჯაროვოთ მშობელთა კრებაზე, სოციალურ გვერდზე (facebook), ვებგვერდზე რომელსაც ახლა ქმნის სკოლა. ................................................................................................................................................................................................................. 6... . ... სსიპ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისის საჯარო სკოლა,ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებით დაფუძნდა. მანამდე 1949 წლიდან აღნიშნული სკოლა არსებობდა, როგორც ხულოს რაიონის სოფელ დიოკნისის საშუალო სკოლა. არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც დამოუკიდებლად ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას და უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მიღებას დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად. სკოლა თავის საქმია
სიპ სოფელ დიოკნისის საჯარო სკოლის დირექტორი - რევაზ ძირკვაძე; სსიპ სოფელ დიოკნისის საჯარო სკოლის საქმისმწარმოებელი - იამზე ძირკვაძე; სსიპ სოფელ დიოკნისის საჯარო სკოლის ბუღალტერი - გია საგინაძე; სსიპ სოფელ დიოკნისის საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე - მურად ძირკვაძე; სსიპ სოფელ დიოკნისისნ საჯარო სკოლის პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე - ასლან ძირკვაძე სსიპ სოფელ დიოკნისის საჯარო სკოლის დისციპლინარული კომიტეტი - ირმა შავაძე სსიპ სოფელ დიოკნისის საჯარო სკოლის მრჩეველთა საბჭო - ნათია გობაძე სსიპ სოფელ დიოკნისისნ საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე - ლინდა კახაძე;
დიოკნისის საჯარო სკოლის სკოლის სტრატეგია მართვისა და გადაწყვეტილებების სისტემატიზაცია: სკოლის ადმინისტრაციული დოკუმენტაციის დახვეწა და დამტკიცება, ემსახურება სკოლის ფორმალურ კულტურის გაუმჯობესებას, რაც მნიშვნელოვანია ორგანიზაციული განვითარებისთვის. ძირითადი ორიენტირი მთელი წლის განმავლობაში იქნება იურიდიული დოკუმენტაციის სრულყოფა, სასწავლო პროგრამებისა და სასწავლო გეგმის განვითარება შესაბამისი მოთხოვნების მიხედვით. სკოლის ავტორიზაციის მოპოვება და მისი შენარჩუნება. ორგანიზაციის ფიზიკური არსებობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ძირითადი მიმართულებას წამოადგენს სკოლის ავტორიზაციისათვის საჭირო დოკუმენტაციის სრულყოფა მოწესრიგება, რაც ხელს შეუწყობს სკოლის მართვის სისტემურობას და ავტორიზაციის პროცესის წარმატებით განხორციელებას. საქმიანობების მონიტორინგისა და სკოლის თვითშეფასების მუდმივმოქმედი ციკლის დანერგვა: სასწავლო წლის განმავლობაში ჩატარდება შუალედული და წლიური თვითშეფასება, რომლისთვისაც გამოყენებული იქნება ინტერვიუები, კითხვარები, ფოკუს-ჯგუფები და დოკუმენტაციის ანალიზი. აღიშნული საქმიანობები ხელს შეუწყობს ობიექტური თვითშეფასების სისტემის დანერგვას, რაც თავისთავად უზრუნველყოფს სწორი გადაწყვეტილებების მიღებას და სკოლის, როგორც თვითგანვითარებად ორგანიზაციად ჩამოყალიბებას. ხარისხისმართვის განყოფილების ჩამოყალიბება და ამოქმედება: ხელს შეუწყობს მიზნობრივი სასწავლო-აღმზრდელობითი პროგრამებისა და შესაბამისი მასალების შემუშავებასა და დანერგვას, მასწავლებელთა საჭიროებაზე ორიენტირებული საქმიანობების ორგანიზებას. ეს უზრუნველყოფს ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას და სკოლის ადამიანური რესურსის შესაძლებლობების განვითარებას და მის შესაბამისად გამოყენებას. სარეკლამო საქმიანობი სწარმართვის უზრუნველყოფა: სკოლა რეგულარულად წარმართავს სარეკლამო საქმიანობას მოსწავლეების მოსაზიდად და თემში სკოლის პოპულარიზაციისათვის. სარეკლამო კამპანია განხორციელდება შემდეგი საშუალებებით: სარეკლამო-საინფორმაციო ბუკლეტები, ფლაერები, სარეკლამო ბანერები და სხვა. მატერიალურ–ტექნიკური ბაზის მოწესრიგება: სასწავლო წლის განმავლობაში შუალედური და წლიური მონიტორინგის/შეფასების შედეგებისა და რეკომენდაციების საფუძველზე საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი და სპორტული დარბაზი საჭიროებებიდან გამომდინარე მუდმივად აღიჭურვება სასწავლო ინვენტარითა და საჭირო სასწავლო თვალსაჩინო მასალით, რათა სწავლება/სწავლის პროცესი გახდეს მიზნობრივი და კრეატიული როგორც მოსწავლეებისთვის ასევე მასწავლებლებისთვის. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების შეფასებისა და წახალისების რეიტინგულ-დაგროვებითი მოდელის დანერგვა, ხელს შეუწყობს მასწავლებლების საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებასა და კარიერულ ზრდას. ის სავალდებულო იქნება ყველა მასწავლებლისათვის. აღნიშნული მოდელი უზრუნველყოფს შიდა პროფესიული გამოცემებით (ჰენდაუთები, გაკვეთილის მოდელები, კურუკულუმები, სასწავლო რესურსები) ბიბლიოთეკის გამდიდრებას, რაც დაეხმარება მოქმედ მასწავლებლებს კარიერულ წინსვლაში, დაგროვილი გამოცდილების გაზიარებაში, ხოლო დამწყებ მასწავლებლებს კი – სასწავლო პროცესის ეფექტურად წამართვაში. სკოლის პროფესიული განვითარების სისტემის ჩამოყალიბება, ემსახურება სკოლის პედაგოგების საჭიროებების დადგენასა და შესაბამისი კვალიფიკაციის ამაღლებისთვის სხვადასხვა მიზნობრივი აქტივობების შეთავაზებას, კვლევითი საქმიანობების დაგეგმვასა და წარმართვის პროცესში მათ ჩართვას. საგნობრივი კათედრების ეფექტური ფუნქციონირება კი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეფექტურობის განმსაზღვრელია. სწავლება/სწავლის ხარისხის ამაღლება: მოსწავლეთა სწავლის მოტივაციის ამაღლება და მათი შესაძლებლობების თვითრეალიზების ხელშეწყობა, რომლის ძირითადი ორიენტირებია: მოსწავლეთა შესაძლებლობებისა და ინტერესების კვლევა, ინდივიდუალური განვითარების რუკების შემუშავება, რომლის მიხედვით დაიგეგმება სხვადასხვა აქტივობები და ღონისძიებები. სკოლის ბიბლიოთეკის ეფექტურად ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით ბიბლიოთეკა აღიჭურვება სათანადო ლიტერატურით, ინტერნეტით. მოეწყობა სამკითხველო სივრცე, ჩატარდება კითხვის გაკვეთილები, ლიტერატურული და სხვა წრეები, რაც ხელს შეუწყობ მოზარდებში კითხვის უნარების გაუმჯობესებას, სკოლის პედაგოგებში დაგროვილი მასალის (მეთოდური ლიტერატურა, მოსწავლეთა საკითხავი მასალა, სასწავლო რესურსები და სხვა) საფუძველზე მეთოდური ჰენდაუთების, დაკვირვების ჩანაწერების, პრეზენტაციების, სასწავლო რესურსების კატეგირეზებას, შენახვას და სხვა. მოსწავლეთა საჭიროებების კვლევის საფუძველზე საგნობრივი კურუკულუმებისა და სასწავლო გეგმების დახვეწა გაუმჯობესება: ყოველი სასწავლო წლის ბოლოს საგნის პედაგოგები, კლასის ხელმძღვნელები, ადგენენ მოსწავლეთა მიღწევებსა და საჭიროებებს, აანალიზებენ სკოლის საგნობრივ სასწავლო გეგმებს და გამოკვეთილი კლასის საჭიროებების, ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით შეაქვთ ცვლილება დამატებები და აუმჯობესებენ საგნობრივ კურუკულუმებს.
სკოლის სტრატეგიული განვითარების ერთწლიანი სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში 2023-2024 სასწავლო წლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმა გამომდინარეობს ექვსწლიანი სტრატეგიული განვითარების გეგმიდან და კონკრეტული ამოცანების გადაჭრას ისახავდა მიზნად. მიმართულება N1. პირველი მიმართულება ესაა სკოლის მომსახურებების გაუმჯობესება, რათა სასკოლო სასწავლო გეგმა პასუხობდეს შესაბამისი საფეხურის მოსწავლეთა განვითარებას. სასწავლო წლის განმავლობაში ხდებოდა მოსწავლის აკადემიური მოსწრების შესახებ მშობლის ინფორმირება სისტემატიურად; მშობელი უზრუნველყოფილი იყო სასკოლო ცხოვრებაში მონაწილეობის შესაძლებლობით; სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავებისა და შეფასების პროცესში უზრუნველყოფილი იყო სასკოლო საზოგადოების ჩართულობა; N2. სკოლაში განათლების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა: სემესტრის განმავლობაში სისტემატიურად ტარდებოდა მონიტორინგი სასწავლოსააღმზრდელო მიმართულებით. რისი მიზანიც იყო ერთის მხრივ, პრობლემების აღმოჩენა და მათი მოგვარების გზებზე მსჯელობა და მეორეს მხრივ, გამოცდილებისა და თანამედროვე მეთოდოლოგიის გაზიარება. ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, სკოლა ჩაერთო გუგლის საკლასო ოთახის სივრცეში, ამ გზით ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა ჩატარებული გაკვეთილები, თვალსაჩინო იყო პედაგოგისა და მოსწავლის ურთიერთობა, მშობლისთვის შეიქმნა მეტად მოქნილი გარემო და დირექციამ შეძლო ხარისხიანი მონიტორინგის წარმართვა. სკოლა მუდმივად ცდილობს მოსწავლეს შეუქმნას ჯანსაღი გარემო და სასწავლო მიდგომები მორგებული იყოს თანამედროვე სწავლების მეთოდებზე. ჩამოუყალიბოს მოსწავლეს სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულება და სამყაროს შემეცნების მიმართ ინტერესი, შეუქმნას მოსწავლეს პირობები საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად და სწავლისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამოსამუშავებლად, სასწავლო-სააღმზრდელო მიდგომები და მეთოდები მორგებულია მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით. სასწავლო პროცესი მიმდინარეობს ეროვნული სასწავლო გეგმის მიხვედვით. თუმცა სკოლა ასევე ხელმძღვანელობს შიდა სასკოლო სტანდარტით, რომელიც გულისხმობს მოსწავლეთა უნარებისა და ზოგადი ცოდნის გაუმჯობესებას თითოეულ საგანში. სკოლა ზრუნავს მოსწავლეებს გამოუმუშავოს შემდეგი უნარები: კრიტიკული აზროვნება, პრეზენტაციის მომზადება და პრეზენტაბელურობის უნარის გამომუშავება, შემოქმედებითი აზროვნების განვითარება, დისკუსიის გამართვა, იდეების გენერირება, ჯგუფური მუშაობა, კომუნიკაბელურობა, სოციუმთან ადაპცაცია, პასუხისმგებლობის გრძნობა, ემოციური ინტელექტი. მოსწავლეებს თვითშეფასების კრიტერიუმი, იმუშაოს მოსწავლეთა კომპლექსების აღმოფხვრაზე (მაგ: პრეზენტაბელურობა, თვითგამოხატვა და სხვა), განავითაროს მოსწავლეთა კოგნიტური პროცები. სააღმზრდელო საქმიანობა სკოლის წარმატებულად მუშაობისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კათედრაა. დამრიგებელი-კურატორი რეგულარულად ატარებს სადამრიგებლო საათს. სადამრიგებლო საათის მიზანია, მოსწავლის კრიტიკული, ანალიტიკური და კრეატიული აზროვნების განვითარება. სადამრიგებლო საათის ჩატარებაში მას ეხმარება დამრიგებელი აღმზრდელი. სადამრიგებლო საათი არის კლასის აღმზრდელის მიერ ორგანიზებული საქმიანობა, რომლის მიზანია მოსწავლეთა პიროვნული ზრდა,ღირებულებათა სისტემის, მოქალაქეობრივი ცნობიერების ფორმირება, ასევე, ხელს უწყობს მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, უვითარებს ლიბერალურ და დემოკრატულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერებას და ეხმარება მათ ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში. სადამრიგებლო საათი აღრმავებს ცოდნას ეთიკის, ფსიქოლოგიის,სამოქალაქო განათლების სფეროსა და სხვა საკითხები, ეხმარება მოსწავლეებს ღირებულებათა იერარქიის ფორმირებაში. აღმზრდელი ეხმარება მოსწავლეებს პიროვნული, მორალური და სოციალური უნარების განვითარებაში. აღმზრდელმა სადამრიგებლო საათზე შესაძლოა გამოიყენოს: ვერბალური ახსნის მეთოდი, დისკუსია, შემტხვევის განხილვა, გასვლითი ღონისძიება, გონებრივი იერიში, პრეზენტაცია, როლური თამაში. დამრიგებლები ასევე სისტემატიურად ატარებენ კითხვის საათს, რომელიც ორიენტირებულია წიგნიერების კომპეტენციის გაძლიერებაზე, კითხვის ტექნიკის, ანალიზის, მსჯელობის, პრეზენტაბელურობის და სხვა უნარების განვითარებისათვის. სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელს ჩატარდა სხვადასხვა აქტივობები. 5-11 კლასებისჩათვლით ჩატარდა სადიაგნოსტიკო ტესტირებაა ყველა საგანში, რაც მიზნად ისახავდა მოსწავლეების სუსტი და ძლიერი მხარეების გამოვლენას.. მათ ჯერ ჩაუტარდათ გამოცდის წინარე ტესტირება. საგამოცდო პერიოდამდე კლასში შემსვლელი მასწავლებლები მუშაობდნენ მოსწავლეებში საგამოცდო უნარების გაუმჯობესებაზე. გამოცდის შედეგები ყველგან იყო გაუმჯობესებული გამოცდისწინარე შედეგებთან მიმართებაში. კათედრის წევრების აქტიური მუშაობის შედეგად მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს: ჭადრაკის შიდა სასკოლო ტურნირში, მხიარულ სტარტებში, ლაშქრობებში. - „რა? სად? როდის?“, მხიარული ვიქტორინა. წახალისების მიზნით მოსწავლეებს გადაეცათ სამახსოვრო სერტიფიკატები. შეასრულდა კომპლექსური დავალება „ვულკანის წარმოქმნა და განვითარება“ ჩატარდა აქტივობა სახელწოდებით - „ეზოს გამწვანება“, რომლის მიზანი იყო ზრუნვა სკოლის ეზოს გამწვანებაზე, დარგული მცენარეების მოვლა-პატრონობაზე. მოსწავლეებმა საკუთარი ხელით დარგეს მცენარეები. სკოლამ მიმდინარე სასწავლო წელს უზრუნველყო მშობლებთან საკომუნიკაციო არხების გამართვა მოსწავლეებისათვის საგანმანათლებლო-შემეცნებითი რესურსების მიწოდების, მოსწავლეთა დამოუკიდებელი სწავლების მხარდაჭერის მიზნით. მასწავლებლებმა,
სკოლა უზრუნველყოფს სკოლის ტერიტორიაზე ფიზიკური უსაფრთხოების დაცვას, მათ შორის საგანგებო სიტუაციებში რეაგირებას და პირველადი დახმარების აღმოჩენას. სკოლის პერიმეტრი დაცულია 24 საათის განმავლობაში სკოლის დარაჯის მიერ. კლასის დამრიგებლები პირველივე გაკვეთილზე ადგენენ გამოუცხადებელ მოსწავლეთა სიას და აცნობებენ მშობლებს. დღის განმავლობაში ადგენენ გაცდენის მიზეზს და ავსებენ სპეციალურ ფორმას, რომელიც ინახება დირექტორის მოადგილესთან. დილით მორიგე მასწავლებელი ადგენს დაგვიანებულ მოსწავლეთა სიას. სკოლა შემოსაზღვრულია რკინის ღობით. სკოლის ეზოში მოსწავლე მეთვალყურეობის ქვეშაა. სკოლაში დამონტაჟებულია 5 ვიდეოთვალი. ფუნქციონირებს ექთნის კაბინეტი, შემუშავებულია და სართულებზე განთავსებულია საევაკუაციო გეგმა და ნიშნულები. 2023 წლის10 მაისის დირექტორის 01-03/16 ბრძანებით განსაზღვრულია სახანძრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირები. სკოლა უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას. სკოლაში დგება მასწვლებელთა მორიგეობის გრაფიკი სართულების მიხედვით, ცხრილი განთავსებულია ყველა სართულზე. შესვენებებზე ყველა დამრიგებელი იმყოფება თავის სადამრიგებლო კლასთან. სკოლაში ტარდება კლასსაათები, რომლებზეც ინტენსიურად განიხილება მოსწავლეთა ქცევის წესები. სკოლაში შექმნილია დისციპლინური კომიტეტი, რომელიც განიხილავს მასწავლებელთა და მოსწავლეთა დისციპლინურ გადაცდომებს. სკოლა უზრუნველყოფს ფსიქოლოგიურად და ემოციურად უსაფრთხო სასკოლო გარემოს. კლასის დამრიგებლებს და მასწავლებლებს აქვთ მშობლებთან კომუნიკაცია მოსწავლის ამა თუ იმ გამოვლენილ ფსიქოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებით. სკოლის დირექცია საჭიროების შემთხვევაში ახდენს რეფერირებას ფსიქოლოგიურ სამსახურთან. საგაკვეთილო პროცესი სკოლას გამოუყენებია მოსწავლეთა ფსიქო- სოციალური მდგომარების გაძლიერებისათვის, მაგალითად სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე, ასევე სკოლის მაშტაბით იმართება ღონისძიებები ბულინგთან დაკავშირებით. სკოლის მთავარი ფასეულობა, რომელიც ეფუძნება თანამშრომლობით კულტურას და გუნდური მუშაობის პრინციპს არის ძირითადი ბერკეტი, იმისთვის, რომ სკოლაში იყოს ფსიქოლოგიურად და ემოციურად უსაფრთხო სასკოლო გარემო. სკოლა უზრუნველყოფს სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვას. სკოლას საშტატო განრიგის მიხედვით ჰყავს 2 დამლაგებელი, ასევე სოციალური პროგრამის ფარგლებში დასაქმებული 3დამლაგებელი სულ 5, რომლებიც გადანაწილებული არიან სკოლის სხვადასხვა სივრცეში და შრომითი ხელშეკრულებით აქვთ ვალდებულებები სკოლის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვასთან დაკავშირებით. სკოლაში გამართულია სველი წერტილები, უზრუნველყოფილია ცხელი წლყით, მუდმივად მარაგდება თხევადი საპნით და ქაღალდის ხელსახოცებით. ყოველდღიურად სველი წესით ლაგდება საკლასო ოთახები, დერეფნები. სველი წერტილების დასამუშვებლად ვიყენებთ სადეზინფექციო საშუალებებს. სკოლაში სისტემატურად ხორციელდება მონიტორინგი რესურსცენტრის, ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენელთა მიერ. გვაწვდიან მონიტორინგის შედეგებს, რომლის მიხედვითაც ხდება არსებული ხარვეზის აღმოფხვრა. სკოლა უზრუნველყოფს პერსონალური მონაცემების დაცვას. სკოლის მოსწავლეთა და პერსონალის მონაცემთა ელექტრონული ბაზა (eschool) ხელმისაწვდომია კონკრეტული პირებისთვის, პერსონალის მონაცემთა დაკავშირებით გვაქვს მშობელთა, თანამშრომელთა და მოსწავლეთა თანხმობები. კომპიუტერულ ლაბორატორიაში სამუშაო პროცესის დასრულების შემდეგ ირთვება სიგნალიზაცია და იცავს დარაჯი. სკოლაში 2024 წლისაპრილის ბრძანებით შექმნილია პერსონალურ მონაცემთა და ინფორმაციულ მონაცემთა დაცვის დებულება და განსაზღვრულია პასუხისმგებელი პირები. სკოლას გააჩნია მის ხელთ არსებული ინფორმაციის დაცვის მექანიზმები. სკოლაში არსებულ ყველა კომპიუტერში ლიცენზირებული პროგრამის ჩაწერას და დაინსტალირებას ახდენს მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ დანიშნული თანამშრომელი და კომპიუტერული პროგრამების მუდმივ განახლებას და უსაფრთხოების დაცვას ახდენს განათლების სამინისტრო. სკოლაში შექმნილია პერსონალურ მონაცემთა და ინფორმაციულ მონაცემთა დაცვის დებულება და განსაზღვრულია პასუხისმგებელი პირები. სკოლა ახორციელებს ადამიანებისა და პროცესების უსაფრთხოების მექანიზმების ფუნქციონირების პერიოდულ შეფასებას და შეფასების შედეგებს იყენებს აღნიშნული მექანიზმების გაუმჯობესებისთვის. სკოლა მუშაობს ერთ ცვლაში,
სოფელ დიოკნისის საჯარო სკოლა შინაგანაწესი 2025 წელი მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. წინამდებარე სსიპ სოფელ დიოკნისის საჯარო სკოლის (შემდგომში – ,,სკოლა”) შინაგანაწესი (შემდგომში – ,,შინაგანაწესი”) ვრცელდება სკოლაში დასაქმებულ პირებზე, მოსწავლეებსა და მათ მშობლებზე/კანონიერ წარმომადგენლებზე, ასევე სკოლის ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირზე და სავალდებულოა შესასრულებლად. 2. შინაგანაწესი წარმოადგენს სკოლასა და სკოლაში დასაქმებულებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. დასაქმებული ვალდებულია გაეცნოს შინაგანაწესს და აღნიშნული დაადასტუროს საკუთარი ხელმოწერით. სკოლა ვალდებულია დასაქმებულს გააცნოს შრომის შინაგანაწესში შეტანილი ცვლილება მისი შეტანიდან 14 კალენდარული დღის ვადაში. 3. შინაგანაწესი ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის. 4. სკოლა ვალდებულია შინაგანაწესი განათავსოს ყველასათვის თვალსაჩინო ადგილას. 5. დამრიგებელი ვალდებულია სასწავლო წლის დაწყებისას შინაგანაწესი გააცნოს მოსწავლესა და მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს. შინაგანაწესში განხორციელებული ცვლილების გაცნობა უნდა მოხდეს არაუგვიანეს 14 კალენდარული დღის ვადაში.. 6. შინაგანაწესით განისაზღვრება: ა) სამუშაო კვირის ხანგრძლივობა, ყოველდღიური სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დრო, ცვლაში მუშაობისას - ცვლის ხანგრძლივობა; ბ) დასვენების ხანგრძლივობა; გ) შრომის ანაზღაურების გაცემის დრო და წესი; დ) ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი; ე) ანაზღაურების გარეშე შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი; ვ) შრომის პირობების დაცვის წესები; ზ) წახალისებისა და პასუხისმგებლობის სახე და გამოყენების წესი; თ) მატერიალური პასუხისმგებლობა; ი) განცხადების/საჩივრის განხილვის წესი; კ) სასწავლო პროცესის მარეგულირებელი ზოგადი ნორმები; ლ) სკოლაში ჩაცმულობის წესი. 7. შინაგანაწესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) სკოლის ადმინისტრაცია - სკოლის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული პირები (გარდა მასწავლებლისა), ასევე სკოლაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები; ბ) სკოლის დირექცია – სკოლის დირექტორი და მისი მოადგილე/მოადგილეები (ასეთის არსებობის შემთხვევაში); გ) სასკოლო დრო – სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული პროცესის, აგრეთვე სკოლის მიერ ინიცირებული, ორგანიზებული, კონტროლირებული, დაფინანსებული ნებისმიერი ღონისძიების მიმდინარეობის დრო. ე) დისკრიმინაცია არის განზრახ ან გაუფრთხილებლობით პირის განსხვავება ან გამორიცხვა ან მისთვის უპირატესობის მინიჭება რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას. პირდაპირია დისკრიმინაცია, როდესაც ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო პირის მიმართ ხორციელდება არათანაბარი მოპყრობა სხვა პირთან შედარებით, რომელიც იმავე ან მსგავს მდგომარეობაში არის, იყო ან შეიძლებოდა ყოფილიყო უფრო ხელსაყრელი მოპყრობის ობიექტი. ირიბია დისკრიმინაცია, როდესაც ნეიტრალური დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო პირს სხვა პირთან შედარებით არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა ობიექტურად არის გამართლებული კანონიერი მიზნით და გამოყენებული საშუალებები ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელი და თანაზომიერია. მუხლი 2. სამუშაო კვირის ხანგრძლივობა, სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დრო 1. სკოლაში სამუშაო კვირა ხუთდღიანია (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით). სამუშაო დროის ხანგრძლივობა შეადგენს 40 საათს კვირაში (გარდა ხელშეკრულებით განსაზღვრული შემთხვევისა) რაც გულისხმობს 8-საათიან 5 სამუშაო დღეს (სამუშაო დროში არ იგულისხმება შესვენების დრო და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დასვენების დღეები. 2. შაბათ-კვირა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უქმე დღეები არის დასვენების დღეები. 3. სამუშაო დროის დასაწყისია 09:00 საათი, ხოლო დასასრული - 17:00 საათი, გარდა კლასის დამრიგებლისა და მასწავლებლისა, რომელთა სკოლაში გამოცხადება განსაზღვრულია 23-ე მუხლის მე-6 პუნქტით. სამუშაო დროის განმავლობაში შესვენების დროა 13:00 საათიდან 14:00 საათამდე, გარდა მასწავლებლისა, რომლის შესვენების დროც განისაზღვრება გაკვეთილებს შორის შესვენების დროის შესაბამისად. ასევე, დარაჯის შესვენების დრო განისაზღვრება გრაფიკით.
ანგარიში (ფინანსური საქმიანობის შესახებ) წარმოგიდენთ სსიპ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისის საჯარო სკოლის 2024 წლის 1 დეკემბრიდან 2025 წლის 29 დეკემბრის ჩათვლით სკოლის ანგარიშს განხორციელებული ფინანსური საქმიანობის შესახებ. 2024 წლის ბოლოს დამტკიცდა 2025 წლის ბიუჯეტი, რომელიც დაგეგმილი იყო რეალური გათვლებისა და გაანგარიშების საფუძველზე, როგორც შემოსავლით, ისე ხარჯვით ნაწილში. ბიუჯეტის დაგეგმვისას, ასევე, გათვალისწინებულ იქნა გასული წლების გამოცდილება. 2025 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მხედველობაში იქნა მიღებული, როგორც ვაუჩერული დაფინანსებიდან, ისე ეკონომიკური საქმიანობიდან მისაღები სავარაუდო შემოსავლები. 2025 წლის ბიუჯეტში, წინა წლიდან გადმოსული ნაშთი შეადგენდა 5000 ლარს, ხოლო ბიუჯეტი ჯამურად განისაზღვრა 536 000 ლარით. დაზუსტების მიზნით, სკოლის ბიუჯეტში წლის განმავლობაში რამდენიმეჯერ განხორციელდა ცვლილება. სკოლის შემოსავლის ძირითად ნაწილს შეადგენდა მოსწავლეთა ვაუჩერული დაფინანსება. აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში, რამდენჯერმე შევიდა ცვლილება საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №476 დადგენილებაში, რომელთა საფუძველზეც შეიცვალა და გაიზარდა ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის კოეფიციენტი. ამასთან, 2024 წელთან შედარებით, 2025 წლის განმავლობაში მოსწავლეთა რაოდენობა სკოლაში მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, აღნიშნულის გათვალისწინებით, საანგარიშო პერიოდში სკოლამ მოსწავლეთა ვაუჩერული დაფინანსებიდან მიიღო 501676 ლარი. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 19 ივნისის N108/ნ ბრძანებით 2024 წლის 01 ივლისიდან შეიცვალა მასწავლებლის შრომის ანაზღაურების დაანგარიშების წესი, ასევე, შეიცვალა მასწავლებელთა ხელფასები. გარდა ამისა, 2024 წლის 1 იანვრიდან გაიზარდა საშტატო განრიგით გათვალისწინებული თანამდებობების მიხედვით ხელფასები არსებული ხელფასების 10%-ის ფარგლებში. კერძოდ, შეიცვალა ადმინისტრაციის, ტექნიკური პერსონალის ანაზღაურებები აღნიშნულის გათვალისწინებით, 2024 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 09 დეკემბრამდე პერიოდში, სახელფასო ხარჯი ჯამში შეადგენს 439587 ლარს. რაც შეეხება დამატებითი ეკონომიკური საქმიანობას, ასეტი სკოლაში არ ყოფილა. სკოლის შემოსავალმა ჯამში შეადგინა 501676 ლარი, ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი მოხმარდა შრომის (ხელფასები, თანამდებობრივი სარგო, სქემით განსაზღვრული სტატუსის დანამატები) ანაზღაურებას. ასევე, სკოლის ბიუჯეტიდან დაიფარა კომუნალური გადასახადები. საბიუჯეტო წლის განმავლობაში, ასევე, შესყიდულ იქნა სკოლის შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის საჭირო საოფისე ნივთები (საოფისე ინვენტარი, ქაღალდი, საკანცელარიო ნივთები და სხვა ანალოგიური მასალები). აღსანიშნავია რომ ავტორიზაციის დასკვნის შედეგად მოგვეცა რეკომენდაცია საბუნებისმეტყველო კაბინეტების აღწურვაზე, რისთვისავ საჭიროა სარემონტო სამუშაოების ჩატარება, რომელიც განხორციელდა საკუთარი სახსრებით ვერ შევზელით. მიუხედავად წლის განმავლობაში არსებული გამოწვევებისა და სიძნელეებისა, სკოლის ბიუჯეტი იხარჯებოდა რაციონალურად და შეძლებისდაგვარად პასუხობდა სკოლის მოთხოვნებს. სკოლის თანხების ხარჯვა განხორციელდა წინასწარ დასახული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად და სასწავლო პროცესში გამოვლენილი საჭიროებებიდან გამომდინარე. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებთ, საანგარიშო პერიოდში სკოლის ბიუჯეტის შემოსავლები და გადარიცხვითი ოპერაციები განხორციელებულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.