რეესტრში დაბრუნება
საჯარო სკოლა · EMIS მონაცემი

სსიპ - თბილისის კლასიკური გიმნაზია

თბილისი · ძველი თბილისი · თბილისი, ძველი თბილისი, რუსთაველის გამზ. №10

რეესტრის კოდი#412
მოსწავლე2019
მასწავლებელი140
შენობა1
სკოლის პროფილი

ძირითადი ინფორმაცია

დირექტორი
თამარ კაპანაძე
სწავლების საფეხურები
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
სწავლების სექტორი
ქართული
ავტორიზაციის დასაწყისი
07/12/2023
ავტორიზაციის დასრულება
07/12/2032
პირველკლასელთა მიღება

ადგილების მიმდინარე ინფორმაცია

თბილისი, ძველი თბილისი, რუსთაველის გამზ. №10

სექტორი
ქართული
ცვლა
2
საერთო ლიმიტი
150
თავისუფალი ადგილი
0
სსსმ ლიმიტი
16
სსსმ თავისუფალი ადგილი
9
EMIS-ის სრული ჩანაწერი

დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები

გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.

მისია, ხედვა და ღირებულებები8 დამატებითი მასალა

მისია სსიპ თბილისის კლასიკური გიმნაზიის მისიაა, აღზარდოს მოსწავლე ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებზე ორიენტირებულ, განათლებულ, კრიტიკულად მოაზროვნე, ჯანსაღ, კანონმორჩილ, კონკრეტულ გარემოში თვითდამკვიდრების უნარის მქონე ღირსეულ ადამიანად. მოამზადოს იგი ცხოვრებაში წარმატებული ადგილის დამკვიდრებისათვის. ხედვა სსიპ თბილისის კლასიკური გიმნაზიის ხედვაა, იყოს მდგრადი და მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო დაწესებულება. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების, თანამედროვე მოთხოვნებისა და გამოწვევების შესაბამისად, ზრუნავდეს თავისუფალი და კომპეტენტური ადამიანის ჩამოყალიბებაზე, წვლილი შეჰქონდეს ქვეყნის სამეცნიერო, კულტურულ, სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში. სსიპ თბილისის კლასიკური გიმნაზია წარმართავს პიროვნებაზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო-სააღმზრდელო პროცესს. მოზარდებისათვის ქმნის გარემოს, სადაც ისინი განივითარებენ პოზიტიურ უნარ-ჩვევებს, შეძლებენ მიღებული ცოდნის წარმატებით გადატანასა და გამოყენებას განსხვავებულ სიტუაციებში, რაც ხელს შეუწყობს მათ ადაპტაციას, თავისუფალ აზროვნებას, თვითდამკვიდრებას საზოგადოებაში. სსიპ თბილისის კლასიკური გიმნაზია, პროგრესული ფსიქო-პედაგოგიური მიდგომებითა და განათლების თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, უზრუნველყოფს მოსწავლეების ჩამოყალიბებას მაღალგანვითარებულ, მიზანმიმართულ პიროვნებებად. სსიპ თბილისის კლასიკური გიმნაზია საფუძვლიანი განათლების მიცემით აღზრდის ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელ თავისუფალ პიროვნებას. სკოლა ათწლიან პერსპექტივაში შეინარჩუნებს და კიდევ უფრო გაიმყარებს ლიდერის პოზიციას საგანმანათლებლო სივრცეში. ღირებულებები: სამართლიანობა, პროფესიონალიზმი, ურთიერთთანამშრომლობა, ობიექტურობა, მიუკერძოებლობა, ურთიერთპატივისცემა, ინოვაციური მიდგომები, ინიციატივების მხარდაჭერა, პროფესიული ზრდა

დოკუმენტები

გაკვეთილების განრიგი.pdf28/09/2023 09:39:06 · 0.08 MB
დანართი N8.2 ინდ გეგმის ნიმუში 12 კლასი.pdf28/09/2023 09:39:06 · 0.3 MB
დანართი N8.1 ინდ გეგმის ნიმუში 1-11 კლასები.pdf28/09/2023 09:39:15 · 0.22 MB
დანართი N4 საათობრივი ბადე ქართულენოვანი სექტორი 2023-2024.doc28/09/2023 09:39:16 · 0.27 MB
დანართი N3 შეფასების რუბრიკები.docx28/09/2023 09:39:16 · 0.06 MB
გიმნაზიის სასწავლო გეგმა 2023-2024.doc28/09/2023 09:39:16 · 0.39 MB
დანართი N1 კალენდარი 2023-2024 საჯარო.xlsx28/09/2023 09:39:16 · 0.02 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
სტრუქტურა
სტრატეგიული გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

გეგმა

სსიპ თბილისის კლასიკური გიმნაზიის შვიდწლიანი სტრატეგიული გეგმა, შემუშავებულია სპეციალურად ამ მიზნით შემქნილი ჯგუფის მიერ. შეთანხმებულია სკოლის პედაგოგიურ საბჭოსთან და დამტკიცებულია სამეურვეო საბჭოს მიერ.

დოკუმენტები

კლასიკური გიმნაზია - სტრატეგიული 2023-2030.pdf19/09/2023 09:56:10 · 2 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
წლიური სამოქმედო გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

დოკუმენტები

სამოქმედო გეგმა ერთ წლიანი (1).pdf25/09/2023 12:59:45 · 0.51 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
პროგრამები და მხარდაჭერის სერვისები1 დამატებითი მასალა

სსიპ თბილისის კლასიკური გიმნაზიაში შექმნილია სასკოლო საზოგადოებისთვის უსაფრთხო გარემო. სკოლაში შექმნილია ინკლუზიური გარემო, საქმიანობის ცენტრში მოქცეულია მოსწავლე. სკოლა ცდილობს, შექმნას სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრის განვითარებისათვის თანაბარი პირობები. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მოსწავლეთა ფსიქო-ემოციური უსაფრთხოებისათვის სკოლაში მუშაობს 6 მანდატური, ფსიქოლოგი, დღის ერთი და ღამის სამი დარაჯი, რომლებიც აღჭურვილი არიან რაციით, სკოლაში მუშაობს საშვთა სისტემა, შემუშავებული გვაქვს მშობლებთან შეთანხმებით გაკვეთლებიდან მოსწავლეთა გაშვების სპეციალური ფორმა. სკოლის მისიით დასახული ამოცანების შესრულებისათვის სკოლა, როგორც სასკოლო საზოგადოებისთვის უსაფრთხო და პიროვნულ განვითარებაზე ორიენტირებული სოციო-კულტურული სივრცე, ატარებს არაერთ ღონისძიებას. სკოლაში ხორციელდება როგორც შიდა სასკოლო ასევე საქალაქო და საერთაშორისო პროექტები, რომელშიც ფართო სასკოლო საზოგადოება არის ჩართული. სკოლაში მოქმედებს ალუმნის პროგრამა, რომელშიც ჩართული არიან სკოლის კურსდამთავრებულები რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ სკოლასთან და ხელს უწყობენ პოზიტიური გარემოს შექმნას. სპეციალურად ამ მიზნით შექმნილია დახურული ფეისბუქ გვერდი სახელწოდებით „ გიმნაზიელები კარგი სააქმებისთვის“( 6800 გამომწერი). ჩვენს სკოლაში მნიშვნელოვანად წახალისებულია თანამშრომლობა და კომუნიკაცია, რაზეც მეტყველებს პედაგოგთა როგორც სამუშაო, ასევე არაფორმალური შეხვედრები, ხდება მათი წარმატებების აღიარება - მადლობა, სიგელი, პრემია. სკოლის ადმინისტრაცია ცდილობს საგანმანათლებლო საქმიანობის მართვის პროცესში ინფორმირებული და მონაწილე იყოს სასკოლო საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც გამოიხატება სამუშაო და საინფორმაციო შეხვედრებში (მასწავლებლებთან, მოსწავლეთა თვითმმართველობასთან, მოსწავლეთა მშობლებთან), სადაც ხორციელდება სხვადასხვა მასშტაბის სასკოლო აქტივობების, ღონისძიებებისა თუ პროცესების დაგეგმვა, დანერგვა, მონიტორინგი და შეფასება. გიმნაზიაში ისწავლება სხვადასხვა უცხო ენა : ინგლისური, იტალიური, რუსული,გერმანული,სპარსული, ბერძნული. ფუნქციონირებს სხვადასხვა წრეები: გახარნგრძლივებული სწავლების, ხატვის, კარატეს, კალათბურთის, მხატვრული ტანვარჯიშის, ქართული ხალხური ცეკვის, ქართული ხალხური და საესტრადო სიმღერების, კომპიუტერული მეცნიერებების, თეატრალური წრეები. სკოლაში ფუნქციონირებს შემდეგი კლუბები: ეკო კლუბი, სტემ კლუბი, რობოტექნიკის კლუბი, მკითხველთა კლუბი.

დოკუმენტები

მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესი.pdf29/09/2023 14:57:11 · 3.5 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ქცევის წესები და გასაჩივრების მექანიზმები3 დამატებითი მასალა

სსიპ თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში ქცევის წესები რეგულირდება სკოლის შინაგანაწესით. შინაგანაწესი განხილულია სასკოლო საზოგადოების მიერ და საჯაროდ გამოკრულია სკოლის ფოიეში. განსაზღვრულია აპელაციის მექანიზმები. შინაგანაწესი და აპელაციის მექანიზმები იხილეთ თანდართული სახით.

დოკუმენტები

შინაგანაწესი.pdf19/09/2023 10:13:24 · 0.37 MB
საჩივრების-განხილვის-წესი.pdf21/09/2023 11:47:14 · 0.06 MB
უსაფრთხოების პოლიტიკა.pdf25/09/2023 12:25:32 · 0.06 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ინფრასტრუქტურა
ფინანსები2 დამატებითი მასალა

სსიპ თბილისის კლასიკური გიმნაზიის 2023 წლის ბიუჯეტი შეადგენს 3 000 044 ლარს, მათ შორის, თანამშრომელთა ხელფასები 2 384 391 ლარს, კომუნალური გადასახადები 141 944 ლარს. მიმდინარე რემონტისათვის წელს გახარჯულ იქნა 107 513 ლარი. არაფინანსური აქტივების ზრდამ შეადგინა 3000 ლარი.

დოკუმენტები

დანართი-N 2.pdf19/09/2023 11:10:41 · 0.26 MB
ფინანსური ანგარიში.pdf22/09/2023 10:41:25 · 0.27 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე