თბილისი, ძველი თბილისი, ლესელიძის ქ.№25
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 25
- თავისუფალი ადგილი
- 24
- სსსმ ლიმიტი
- 3
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 3
თბილისი · ძველი თბილისი · თბილისი, ძველი თბილისი, კოტე აფხაზის ქუჩა №19
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
მისია სსიპ ქალაქ თბილისის N67 საჯარო სკოლის მისიაა მრავალფეროვანი სასწავლო პროცესის, ორგანიზებული სასწავლო გარემოსა და ხარისხიანი განათლების მიღების საშუალებით აღზარდოს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი გარემოზე მზრუნველი მომავალი თაობა, რომელიც შეძლებს დაიმკვიდროს ადგილი ცივილიზებული მსოფლიოს საგანმანათლებლო სივრცეში. ხედვა შევქმნათ ისეთი გარემო , სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, ცხოვრებისათვის საჭირო უნარ_ჩვევების გამომუშავებას და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას. ღირებულებები . სასკოლო საზოგადოების პრიორიტეტებისა და ინტერესების გათვალისწინება. . პატივისცემა . პასუხისმგებლობა . თანამონაწილეობა . ტოლერანტობა . გამჭვირვალობა . ანგარიშვალდებულება
სტრუქტურა სკოლის სტრუქტურა შედგება სკოლის დირექტორის, ადმინისტრაციის, მასწავლებლების, ტექნიკური და სხვა მოსამსახურე პერსონალის, ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი სპეციალისტების და კოლეგიური სტრუქტურული ერთეულებისგან (სამეურვეო საბჭო, პედაგოგიური საბჭო, მოსწავლეთა თვითმმართველობა, დისციპლინური კომიტეტი, საგნობრივი კათედრა, სკოლის დირექტორის ბრძანებით შექმნილი მრჩეველთა საბჭო). სკოლის პერსონალისთვის ფუნქციების გაცნობა ხორციელდება ხელშეკრულების პირობების გაცნობით და ხელმოწერით.
წინამდებარე დოკუმენტი მოიცავს სკოლის მისიას, ხედვას, ღირებულებებსა და სტრატეგიულ მიზნებს. სტრატეგია განსაზღვრავს თუ როგორ უნდა მიაღწიოს სკოლამ დასახულ მიზნებს არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენების გზითა და საჭირო დამატებითი რესურსების მოძიებით. სტრატეგიული გეგმა დეტალურად ახდენს გარემო ფაქტორების და შიდა გარემოს SWOT (სიძლიერე, სისუსტე, შესაძლებლობები და საფრთხე) ანალიზს. 7 (შვიდ) წლიანი სტრატეგიული გეგმის პროექტის შედგენისას გათვალისწინებული იქნა, როგორც წინარე გამოცდილება, ასევე, ახალი გამოწვევები. ინფორმაციის შეჯერების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებითა და თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით: ძირითად ამოცანად სკოლა ისახავს მოსწავლეებს მისცეს ხარისხიანი, 21-ე საუკუნის შესაბამისი განათლება, მოამზადოს ისინი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, ხელი შეუწყოს საჭირო უნარ-ჩვევების, პიროვნული ღირებულებების ჩამოყალიბებას შესაბამისი კვალიფიციური კადრების მეშვეობით. სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმის შემუშავების პროცესის წარმართვაზე პასუხისმგებელია სკოლის დირექტორი, რომელიც უზრუნველყოფს კომუნიკაციას სკოლის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, საჭირო ინფორმაციის შეგროვებას. სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის რეალიზება ხდება შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებით. ობიექტური ანალიზის საფუძველზე, შესაძლებელია მოხდეს სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის გადახედვა გარკვეული პერიოდულობით.
შემუშავებისსიპ ქალაქ თბილისის N67 საჯარო სკოლამ 2023-2024 სასწავლო წლის სტრატეგიული გეგმის შედგენისას იხელმძღვანელა წინა სასწავლო წლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმის რეფლექსიით. გარდა ამისა, გაითვალისწინა ახალი გამოწვევები და მეტი განვითარებისათვის გამოყო 6 ძირითადი მიმართულება. ესენია:ს პროცესი
მოკლე ინფორმაცია მოხდა 2023-2024 წლის სამოქმედო გეგმის ანგარიში
სკოლაში ფუნქციონირებს სამოქალაქო განათლების კლუბი: ,,ეკო მუშაკები“ მკითხველთა კლუბი: ,,წიგნიერი“ საფეხბურთო გუნდი: ,,ტიფლისი“ მეწარმეობის კლუბი: ,,ხელმარჯვე ოსტატები“ ხელოვნების კლუბი: ,,ჩვენ ვსწავლობთ ხატვას“ მუსიკალური თეატრი: ,,იები“ ფეხბურთის ფასიანი წრე გახანგრძლივებულის ფასიანი წრე ქართული ცეკვის ფასიანი წრე. კლუბების მიზანია მოსწავლეებში უნარ-ჩვევების განვითარება, კერძოდ ფუნქციური უნარების განვითარება, ღირსეული და პატრიოტი მოქალაქის აღზრდის ხელშეწყობისთვის.
შინაგანაწესი წარმოადგენს სკოლასა და სკოლაში დასაქმებულებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. დასაქმებული ვალდებულია გაეცნოს შინაგანაწესს და აღნიშნული დაადასტუროს საკუთარი ხელმოწერით. შინაგანაწესი ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის
შემუშავების პროცესი