რეესტრში დაბრუნება
საჯარო სკოლა · EMIS მონაცემი

სსიპ - აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის №53 საჯარო სკოლა

თბილისი · ძველი თბილისი · თბილისი, ძველი თბილისი, ქუჩა ბარნოვი №46

რეესტრის კოდი#404
მოსწავლე925
მასწავლებელი94
შენობა2
სკოლის პროფილი

ძირითადი ინფორმაცია

დირექტორი
ნინო ბურჯალიანი
სწავლების საფეხურები
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
სწავლების სექტორი
ქართული
ავტორიზაციის დასაწყისი
ავტორიზაციის დასრულება
პირველკლასელთა მიღება

ადგილების მიმდინარე ინფორმაცია

თბილისი, ძველი თბილისი, ბარნოვის ქ. №46

სექტორი
ქართული
ცვლა
1
საერთო ლიმიტი
125
თავისუფალი ადგილი
62
სსსმ ლიმიტი
13
სსსმ თავისუფალი ადგილი
11
EMIS-ის სრული ჩანაწერი

დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები

გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.

მისია, ხედვა და ღირებულებები2 დამატებითი მასალა

სკოლის მისია სკოლის მისიაა - დემოკრატიულ პრინციპებსა და ეროვნულ-პატრიოტულ ღირებულებებზე დამყარებული უსაფრთხო და განვითარების მხარდამჭერ სივრცეში, STEM მიმართულების გაძლიერებით აღვზარდოთ თანამედროვე გამოწვევებზე მორგებული, კონკურენტუნარიანი, ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარის მქონე და აკადემიური ცოდნით აღჭურვილი თაობა. სკოლის ხედვა სკოლის ხედვა: თითოეული მოსწავლისათვის ხარისხიანი, თანაბარი და უწყვეტი განათლებით, მათთვის ღია და ხელმისაწვდომი უახლესი სტანდარტების მქონე STEM ლაბორატორიის საშუალებით, კვლევითი და საბუნებისმეტყველო ინტერესების გაღვივებით, თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის პრაქტიკული უნარების ჩამოყალიბებით შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც მოსწავლეები შეძლებენ საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას. სკოლის ღირებულებები: ჩვენი სკოლის ღირებულებები განუყოფელი ნაწილია იმისა, თუ ვინ ვართ ჩვენ, როგორც ხალხი და როგორც საზოგადოება. ჩვენი სკოლის საზოგადოების ყველა წევრი პასუხისმეგებლია იმ ღირებულებების დემონსტრირებაზე, რომლებიც განსაზღვრავენ ჩვენს არჩევანსა და ჩვენს ქმედებებს. ურთიერთპატივისცემა სკოლაში ბავშვებსა და უფროსებს შორის ურთიერთობები აგებულია ნდობაზე, გაძლიერებულია გუნდურობა. ურთიერთპატივისცემა სუფევს საზოგადოების ყველა წევრს შორის: მოსწავლეებს, მასწავლებლებს, ადმინისტრაციასა და სკოლის სხვა პერსონალს შორის პარტნიორობის საფუძველზე. თითოეული მოსწავლე ღირსეულად გრძნობს თავს და იცის, რომ მისი აზრი მნიშვნელოვანია და ღირებული მასწავლებლისთვის. სკოლაში არის შემწყნარებლობა, ზრუნვასა და მხარდაჭერაზე ორიენტირებული გარემო. სასწავლო პროცესში გათვალისწინებულია თანამედროვე ცხოვრების მოთხოვნები და გაძლიერებულია აკადემიური ცოდნა თვითგანათლების, გლობალური აზროვნების და ამ სამყაროში ადამიანის მნიშვნელოვანი როლის გაცნობიერებით. პასუხისმგებლობა სკოლის თითოეული წევრი პასუხს აგებს საკუთარ ქმედებებზე, ყურადღებით და პატივისცემით ეპყრობა სხვის აზრს, პატივს სცემს სხვის საკუთრებას , თანასწორი და სამართლიანი დამოკიდებულება აქვს სხვების მიმართ. თანასწორობა და მიმღებლობა სასკოლო საზოგადოების თითოეულ წევრს ესმის, რომ ყველა ადამიანს აქვს განსხვავებული იდეები, რწმენა და კულტურა და შეუძლია მიიღოს ის, როგორი ერთნაირი ან გასხვავებულიც არ უნდა იყოს მისგან. შეგვიძლია სხვებთან თანამშრომლობა, გამხნევება და მათი გაერთიანება, გვაქვს პოზიტიური დამოკიდებულება გარეშემო მყოფთა მიმართ; გვემესმის სხვებთან ურთიერთობისა და ჰარმონიის მნიშვნელობა. სიმტკიცე სკოლის თითოეული წევრი არასოდეს ნებდება, აკეთებს სწორ არჩევანს. რთულ სიტუაციაშიც კი ინარჩუნებს სიმშვიდეს, ითხოვს დახმარებას პრობლემის გადასაჭრელად, აწარმოებს მოლაპარაკებებს ხალხთან და ესმის, რომ ყოველთვის მის სასარგებლოდ არ გადაწყდება. აცნობიერებს საკუთარ ემოციებს და იმ ზეგავლენას, რასაც ისინი მასსა და სხვებზე ახდენს. აქვს თვითრწმენა, სწავლობს შეცდომებზე, უკან არ იხევს წინააღმდეგობისას, არის ახლის ძიებაში და არ ეშინნია, იყოს განსხვავებული და ყოველთვის ისმენს რჩევებს. ეთიკური და ზნეობრივი პრინციპების დაცვა სასკოლო საზოგადოების წევრებს გაცნობიერებული აქვთ, რომ ეთიკურ- ზნეობრივი ნორმების დაცვა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს თავად მოსწავლეების განვითარებას. ისინი საკუთარი ქცევით მაგალითი უნდა იყვნენ მომავალი თაობისთვის. თავის მხრივ მოსწავლეების მხრიდან ამ ღირებულების დაცვა დიდწილად განსაზღვრავს მათ სამომავლო ადგილს სოციუმში.

სტრუქტურა3 დამატებითი მასალა

სსიპ- აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქალქ თბილისის 53-ე საჯარო სკოლის სტრუქტურა

დოკუმენტები

სკოლის სტრუქტურა 53.pdf12/03/2026 18:31:40 · 0.4 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
სტრატეგიული გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

გეგმა

მოკლე ინფორმაცია წინამდებარე დოკუმენტი მოიცავს სკოლის მისიას, ხედვას, ღირებულებებსა და სტრატეგიულ მიზნებს. სტრატეგია განსაზღვრავს თუ როგორ უნდა მიაღწიოს სკოლამ დასახულ მიზნებს არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენების გზითა და საჭირო დამატებითი რესურსების მოძიებით. სტრატეგიული გეგმა დეტალურად ახდენს გარემო ფაქტორების და შიდა გარემოს SWOT (სიძლიერე, სისუსტე, შესაძლებლობები და საფრთხე) ანალიზს. 7 (შვიდ) წლიანი სტრატეგიული გეგმის პროექტის შედგენისას გათვალისწინებული იქნა, როგორც წინარე გამოცდილება, ასევე, ახალი გამოწვევები. ინფორმაციის შეჯერების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებითა და თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით: ძირითად ამოცანად სკოლა ისახავს მოსწავლეებს მისცეს ხარისხიანი, 21-ე საუკუნის შესაბამისი განათლება, მოამზადოს ისინი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, ხელი შეუწყოს საჭირო უნარჩვევების, პიროვნული ღირებულებების ჩამოყალიბებას შესაბამისი კვალიფიციური კადრების მეშვეობით. სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმის შემუშავების პროცესის წარმართვაზე პასუხისმგებელია სკოლის დირექტორი, რომელიც უზრუნველყოფს კომუნიკაციას სკოლის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, საჭირო ინფორმაციის შეგროვებას. სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის რეალიზება ხდება შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებით. ობიექტური ანალიზის საფუძველზე, შესაძლებელია მოხდეს სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის გადახედვა გარკვეული პერიოდულობით.

დოკუმენტები

შვიდწლიანი სტრატეგიული გეგმა.pdf12/03/2026 18:26:32 · 0.51 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
წლიური სამოქმედო გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

გეგმა

სსიპ-აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N53 საჯარო სკოლის წლიური სამოქმედო გეგმა

დოკუმენტები

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2025-2026.pdf28/01/2026 12:02:49 · 0.43 MB
სამეურვეო საბჭოს სხდომის ოქმი N2 25.06.2025.pdf17/03/2026 18:15:14 · 0.49 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
პროგრამები და მხარდაჭერის სერვისები5 დამატებითი მასალა

სსიპ -აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის 53-ე საჯარო სკოლის სასკოლო სასწავლო გეგმა სკოლაში ფუნქციონირებს კლუბები: დებატების კლუბი; წიგნიერების კლუბი; სპორტის მოყვარულთ კლუბი; ხელოვნების კლუბი

დოკუმენტები

მოსწაცლეთა ადაპტაციის წესი.pdf17/03/2026 18:15:21 · 0.67 MB
16. სასკოლო სასწავლო გეგმა (კონცეპტუალური ნაწილი) 2025-2026 (1).doc17/03/2026 18:15:21 · 5.36 MB
მოსწავლეთა ჩარიცხვის, ამორიცხვის, სტატუსის შეჩერება-აღდგენის წესი განახლებული.pdf28/03/2026 07:55:14 · 0.29 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ქცევის წესები და გასაჩივრების მექანიზმები4 დამატებითი მასალა

სსიპ -აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის 53-ე საჯარო სკოლის შინაგანაწესი დამტკიცებულია გასაჩივრების მექნიზმები

დოკუმენტები

შინაგანაწესი53 სკოლა.pdf12/03/2026 18:28:27 · 2.64 MB
საჩივრისა და განცხადების განხილვის წესი.pdf25/03/2026 11:31:51 · 0.72 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ინფრასტრუქტურა2 დამატებითი მასალა
ფინანსები4 დამატებითი მასალა

სსიპ -აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის 53-ე საჯარო სკოლის ბიუჯეტი.

დოკუმენტები

სამეურნეო საბჭოს ოქმი-ბიუჯეტის დამტკიცებაზე.pdf17/03/2026 18:18:20 · 0.16 MB
სსიპ 53 სკოლის ბიუჯეტი 2026 წელი.xlsx23/03/2026 18:21:20 · 0.07 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე