რეესტრში დაბრუნება
საჯარო სკოლა · EMIS მონაცემი

სსიპ - ქალაქ თბილისის №47 საჯარო სკოლა

თბილისი · ძველი თბილისი · თბილისი, ძველი თბილისი, შიო ჩიტაძის ქუჩა №7

რეესტრის კოდი#400
მოსწავლე1626
მასწავლებელი91
შენობა1
სკოლის პროფილი

ძირითადი ინფორმაცია

დირექტორი
ირმა ხუციშვილი
სწავლების საფეხურები
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
სწავლების სექტორი
ქართული
ავტორიზაციის დასაწყისი
18/10/2023
ავტორიზაციის დასრულება
18/10/2032
პირველკლასელთა მიღება

ადგილების მიმდინარე ინფორმაცია

თბილისი, ძველი თბილისი, ჩიტაძის ქ. №9

სექტორი
ქართული
ცვლა
1
საერთო ლიმიტი
150
თავისუფალი ადგილი
32
სსსმ ლიმიტი
16
სსსმ თავისუფალი ადგილი
16
EMIS-ის სრული ჩანაწერი

დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები

გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.

მისია, ხედვა და ღირებულებები6 დამატებითი მასალა

სსიპ ქალაქ თბილისის N47 საჯარო სკოლის ფილოსოფია მისია სკოლის მისიაა უსაფრთხო და თანამშრომლობაზე დაფუძნებული გარემოს უზრუნველყოფა, რომელიც ხელს შეუწყობს სწავლის სწავლას, ცოდნათა ურთიერთდაკავშირებას, მოსწავლისა და მასწავლებლის განვითარებაზე ორიენტირებული შეფასების სისტემის დანერგვას, მოაზროვნე, მაძიებელი, ახლის შემოქმედი, წიგნიერი, ინფორმირებული და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქის ჩამოყალიბება, რომელსაც შეუძლია გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება, საკუთარი მიღწევების გამოყენება ახალი მატერიალური, ინტელექტუალური თუ სულიერი ღირებულებების შესაქმნელად. ხედვა სასკოლო საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით, ასევე მოსწავლეების მიერ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით და საგანმანათლებლო რესურსების მრავალფეროვანი შეთავაზებით, ვფიქრობთ სკოლის მომავალი კურსდამთავრებულები, შეძლებენ საკუთარი თავის მაქსიმალურად რეალიზაციას, უკეთესად წარმოჩენასა და დამკვიდრებას გლობალურ სამყაროში. ამისათვის სკოლა მზადაა შეუქმნას მოსწავლეებს სხვადასხვა აქტივობებისათვის საჭირო პირობები და შესაძლებლობა მისცენ მათ წარმოაჩინონ საკუთარი უნიკალური ინდივიდუალიზმი. ღირებულებები გუნდურობა, ურთიერთთანამშრომლობა; ღიაობა; პასუხისმგებლობა; თანასწორობა; ინოვაციური მიდგომები და წარსული გამოცდილების გათვალისწინება; ინიციატივების სწორი შეფასება და განხორციელების ხელშეწყობა;

დოკუმენტები

შეფასების რუბრიკები .pdf23/05/2025 15:38:09 · 0.21 MB
დანართი N8.2 ინდ გეგმა.pdf23/05/2025 15:47:16 · 0.3 MB
დანართი N8 ისგ ფორმა.docx23/05/2025 15:47:16 · 0.04 MB
სასკოლო სასწავლო გეგმა (კონცეპტუალური ნაწილი) 2025-26.doc24/09/2025 10:39:55 · 5.67 MB
გაკვეთილების განრიგი 2025-2026 სასწავლო წელი.pdf24/09/2025 11:06:52 · 0.26 MB
2025-2026 სასწავლო წლის კალენდარი.pdf24/09/2025 11:06:52 · 0.82 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
სტრუქტურა1 დამატებითი მასალა

სსიპ ქალაქ თბილისის N47 საჯარო სკოლის ორგანიზაციური სტრუქტურა სტრუქტურული ერთეულები დირექცია ადმინისტაცია სამეურვეო საბჭო პედაგოგიური საბჭო მოსწავლეთა თვითმმართველობა დისციპლინური კომიტეტი მრჩეველთა საბჭო თანამდებობების დასახელებები დირექტორი დირექტორის მოადგილე ბუღალტერი მასწავლებელი სპეციალური მასწავლებელი საქმისმწარმოებელი ბიბლიოთეკარი საინფორმაციო მენეჯერი მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კორდინატორი ექიმი დარაჯი დამლაგებელი ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტი

დოკუმენტები

სსიპ - ქალაქ თბილისის №47 საჯარო სკოლა2.pdf24/09/2024 15:23:09 · 0.05 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
სტრატეგიული გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

დოკუმენტები

შვიდწლიანი სტრატეგიული გეგმა.pdf18/08/2023 16:03:53 · 0.18 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
წლიური სამოქმედო გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

დოკუმენტები

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2025-2026.docx26/09/2025 10:24:01 · 0.08 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
პროგრამები და მხარდაჭერის სერვისებიტექსტური ინფორმაცია

გახანგრძლივებული სწავლების ფასიანი მომსახურეობა; კალათბურთის წრე;

ქცევის წესები და გასაჩივრების მექანიზმები1 დამატებითი მასალა

სსიპ ქალაქ თბილისის N47 საჯარო სკოლაში განცხადებისა და საჩივრის განხილვის წესი თბილისი თავი I. ზოგადი დებულებები მუხლი 1. წესის მოქმედების სფერო და მიზანი 1.1 სსიპ ქალაქ თბილისის N47 საჯარო სკოლა (შემდგომში „სკოლა“) დაინტერესებულია, შექმნას სკოლაში განცხადებისა და საჩივრის განხილვის წესი (შემდგომში - წესი), რათა დეტალურად გაიწეროს პროცესის თანმიმდევრობა და მიეცეს მას ორგანიზებული სახე. 1.2 წინამდებარე წესის მოქმედება ვრცელდება სკოლაში დასაქმებულ ყველა პირზე, სკოლის მოსწავლეზე, მის მშობელზე/კანონიერ წარმომადგენელზე. ასევე, ნებისმიერ დაინტერესებულ პირზე, რომელსაც სურს, სკოლას მიმართოს განცხადებით/საჩივრით. 1.3 სკოლაში საჩივრის/განცხადების მისაღებად, იგი წარდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე. უცხოურ ენაზე შესრულებული განცხადების/საჩივრის სკოლაში მისაღებად, მას უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი. მუხლი 2. სკოლაში საჩივრის/განცხადების განხილვის პრინციპები 2.1 სკოლაში წარდგენილი საჩივარი/განცხადება განიხილება ობიექტურობისა და სამართლიანობის, მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვით, კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად დადგენილ ვადებში. 2.2 საჩივრის/განცხადების განხილვისას დაუშვებელია იმ პირის მონაწილეობა, რომელსაც აქვს პირადი ინტერესი, ან/და არსებობს სხვა გარემოება, რომელმაც შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს მიღებულ გადაწყვეტილებაზე. მუხლი 3. განცხადების/საჩივრის წარდგენის წესი 3.1 სკოლაში საჩივრის/განცხადების წარდგენა შესაძლებელია პირადად, ფოსტით ან/და ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშუალებით. 3.2 სკოლაში შემოსული განცხადება/საჩივარი, რომელიც შედგენილია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრაციაში უნდა გატარდეს დაუყოვნებლივ. არასამუშაო საათებში შემოსული განცხადება/საჩივარი რეგისტრაციაში უნდა გატარდეს მომდევნო სამუშაო დღეს. 3.3 სკოლაში შემოსულ განცხადებაზე/საჩივარზე ადმინისტრაცია რეაგირებას ახდენს საქართველოს კანონმდებლობის და ამ წესის შესაბამისად. 3.4 განცხადება/საჩივარი შედგენილი უნდა იქნეს წერილობითი ფორმით და იგი უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს: • ორგანიზაციის დასახელებას, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი/საჩივრის ავტორი; • განმცხადებლის ვინაობასა და მისამართს (საკონტაქტო ტელეფონის ნომრის მითითებით); • მოთხოვნას; • გარემოებებს, რომლებიც საფუძვლად უდევს მის მოთხოვნას; • გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასახელებას (მხოლოდ საჩივრის შემთხვევაში); • განცხადების/საჩივრის წარდგენის თარიღსა და ხელმოწერას; • განცხადებაზე/საჩივარზე დართული დოკუმენტების ჩამონათვალს (ასეთის არსებობის შემთხვევაში). მუხლი 4. განცხადების განხილვის ზოგადი წესი და მისი ვადები 4.1 განცხადებას განიხილავს უფლებამოსილი პირი/ორგანო, რომლის კომპეტენციის ფარგლებსაც განეკუთვნება განცხადებაზე პასუხის გაცემა. 4.2 კორესპონდენცია, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, გაიცემა სკოლის დირექტორის სახელით და ხელმოწერით. 4.3 განცხადების განხილვის ვადა, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, განისაზღვრება 10 სამუშაო დღით. თუ განცხადებით მოთხოვნილია ინდივიდუალურ- ადმინისტრაციული სამართლებლივი აქტის გამოცემა, რომელიც არ ეხება მესამე პირის ინტერესებს, ის გამოიცემა განცხადების წარდგენიდან 15 დღის ვადაში. 4.4 თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის აუცილებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად კანონმდებლობით გათვალისწინებულზე მეტი ვადა, სკოლამ შესაძლებელია ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისას მიიღოს გადაწყვეტილება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადის გაგრძელების შესახებ. 4.5 ამ მუხლის 4.4. პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს. დამტკიცებულია სსიპ ქალაქ თბილისის N47 საჯარო სკოლის დირექტორის მ. შ 2023 წლის 09.06 N2-178 ბრძანებით სსიპ ქალაქ თბილისის N47 საჯარო სკოლის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი მუხლი 1. მოქმედების სფერო წინამდებარე წესი არეგულირებს სსიპ ქალაქ თბილისის N47 საჯარო სკოლის (შემდეგში „სკოლა“) მოსწავლის სტატუსის მოპოვების, შეჩერების, მობილობის განხორციელების წესებსა და პროცედურებს, მოსწავლის უფლება-მოვალეობებს და სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. მუხლი 2. მოსწავლის ცნება მოსწავლე არის პირი, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ჩაირიცხა საჯარო ან ავტორიზებულ კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და სწავლობს დაწყებით, საბაზო ან საშუალო საფეხურზე. მუხლი 3. მოსწავლის სტატუსის მოპოვება - პირველ კლასში ჩარიცხვა 1. სკოლის პირველ კლასში ბავშვები ჩაირიცხებიან კანონმდებლობით განსაზღვრული ასაკიდან, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 10 წელს. 2. პირველ კლასში მოსწავლის ჩარიცხვის ვადები და ეტაპები ყოველწლიურად განისაზღვრება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით. 3. სკოლის პირველ კლასში მიღების მსურველი მოსწავლის რეგისტრაცია მიმდინარეობს 4 ეტაპად: 3.1. I ეტაპი - რეგისტრირდებიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ბავშვები.

დოკუმენტები

შინაგანაწესი N 47 საჯარო სკოლა..doc02/02/2026 14:53:25 · 0.23 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ინფრასტრუქტურატექსტური ინფორმაცია

სკოლა მდებარეობს ქ.თბილისი ჩიტაძის ქუჩა N9. 2897 კვ.მეტრის მიწის ფართობზე განთავსებულია სკოლის შენობა, რომელიც შეადგენს 8562,71 კვ.მ-ს. აღნიშნული ფართი სკოლას გადაცემული აქვს ქონების მართვის ეროვნული სააგენტოსაგან, სარგებლობის უფლებით. სკოლის შენობა არის 4 სართულიანი. სკოლაში არის 57 ოთახი, სპორტული დარბაზი, სააქტო დარბაზი, დირექციისათვის განკუთვნილი ოთახები, სამასწავლებლო, ექიმის კაბინეტი, კვების ბლოკი, რესურსოთახი, საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა. სკოლაში არის 99 კომპიუტერი, 7 პრინტერი, 14 პროექტორი. სკოლაში არის 1 პიანინო, სპორტულ დარბაზში განთავსებულია სხვადასხვა სპორტული ინვენტარი. სკოლის ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი მოიცავს როგორც გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოებს, ისე მხატვრულ ლიტერატურას და დამხმარე სახელმძღვანელოებს. ყველა საკლასო ოთახში არის მოსწავლეების რაოდენობის შესაბამისი მოსწავლის მერხი და სკამი, ასევე მასწავლებლის მაგიდა და სკამი, დაფა. საკლასო ოთახებში ასევე განლაგებულია წიგნების კარადა და საკიდები. სკოლაში არის 34 სველი წერტილი, გოგონების 16, ვაჟების 16, პერსონალის -2. სკოლის ინფრასტრუქტურა , მატერიალური რესურსები ხელმისაწვდომია როგორც სკოლაში დასაქმებულ პირთათვის, ასევე მოსწავლეებისთვის. სკოლას შემუშავებული აქვს ციფრული განვითარების გეგმა, ბიბლიოთეკის მუშაობის წესი, მატერიალური რესურსებით სარგებლობის წესი.

ფინანსები1 დამატებითი მასალა

სკოლა ფინანსურად მდგრადია. ფინანსდება ვაუჩერული დაფინანსებით და ეკონომიური შემოსავლებით, რომელსაც მიმართავს სკოლის საჭიროებისკენ. სკოლის ძირითადი ფინანსური რესურსი იხარჯება დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებაზე, მატერიალური რესურსების შესყიდვაზე. ასევე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებზე. სკოლის ბიუჯეტით გათვალიწინებულია სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობების უზრუნველყოფა. სკოლის ბიუჯეტს ამტკიცებს სამეურვეო საბჭო, დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულია შესყიდვების წესი, გეგმა. სკოლის დირექტორი ყოველი წლის 10 დეკემბრამდე ანგარიშით წარდგება სამეურვეო საბჭოს წინაშე. ვებგვერდზე განთავსებულია სკოლის საპროგნოზო ბიუჯეტი.

დოკუმენტები

ბიუჯეტი 2023 - საპროგნოზო.pdf26/09/2023 15:15:41 · 0.27 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე