რეესტრში დაბრუნება
საჯარო სკოლა · EMIS მონაცემი

სსიპ - დავით სარაჯიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის №16 საჯარო სკოლა

თბილისი · გლდანი-ნაძალადევი · თბილისი, გლდანი-ნაძალადევი, სარაჯიშვილის გამზ. №9

რეესტრის კოდი#4
მოსწავლე839
მასწავლებელი56
შენობა1
სკოლის პროფილი

ძირითადი ინფორმაცია

დირექტორი
მზია სულამანიძე
სწავლების საფეხურები
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
სწავლების სექტორი
ქართული
ავტორიზაციის დასაწყისი
24/10/2023
ავტორიზაციის დასრულება
24/10/2032
პირველკლასელთა მიღება

ადგილების მიმდინარე ინფორმაცია

თბილისი, გლდანი-ნაძალადევი, სარაჯიშვილის გამზ. №9

სექტორი
ქართული
ცვლა
1
საერთო ლიმიტი
50
თავისუფალი ადგილი
0
სსსმ ლიმიტი
5
სსსმ თავისუფალი ადგილი
1
EMIS-ის სრული ჩანაწერი

დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები

გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.

მისია, ხედვა და ღირებულებებიტექსტური ინფორმაცია

სკოლის მისია სსიპ დავით სარაჯიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N16 საჯარო სკოლის მისიაა მრავალფეროვანი სასწავლო პროცესის, ორგანიზებული სასწავლო გარემოსა და ხარისხიანი განათლების მიღების საშუალებით აღზარდოს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის მქონე, ინიციატივიანი, თავისუფალი მოქალაქე, რომელიც შეძლებს სათანადო ადგილის დამკვიდრებას საზოგადოებაში და საკუთარი წვლილის შეტანას ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში. სკოლის ხედვა სსიპ დავით სარაჯიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N16 საჯარო სკოლა სასკოლო თემში სარგებლობს მაღალი ნდობითა და რეპუტაციით; სკოლა ორიენტირებულია თითოეული მოსწავლის შესაძლებლობების, პოტენციალისა და განსაკუთრებული ნიჭის გამოვლენასა და რეალიზებაზე, მათი ინდივიდუალური საჭიროებების აღიარებასა და მხარდაჭერაზე; ზრუნავს მოსწავლის გონებრივ, ფიზიკურ, ემოციურ განვითარებასა და სოციუმის სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებაზე; სკოლა სასკოლო თემს სთავაზობს უსაფრთხო, ინკლუზიურ, კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებულ სასწავლო გარემოსა და მოსწავლის ჰოლისტურ განვითარებასთან დაკავშირებულ პროცესს; მოსწავლეები უზრუნველყოფილნი არიან ღირებული სასწავლო გამოცდილებითა და სწავლა/სწავლების ინოვაციური მეთოდებით; სასწავლო პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების, მრავალფეროვანი პროგრამებისა და ონლაინ-საგანმანათლებლო რესურსების გამოყენებით უვითარებს მოსწავლეებს შემოქმედებით და კრიტიკულ აზროვნებას, ხელს უწყობს ავტონომიურობასა და ინდივიდებთან თუ ჯგუფებთან ეფექტურ კომუნიკაციას; სკოლაში მიღებული გამოცდილება, უნარ-ჩვევები და კომპეტენციები მამოტივირებელი საშუალებაა მოსწავლეები ჩაერთონ ეროვნულ თუ საერთაშორისო პროექტებში; მზრუნველი და მხარდამჭერი ატმოსფერო, მუდმივი, უწყვეტი პროფესიული ზრდის შესაძლებლობა სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრისთვის, დელეგირებული, გაზიარებული პასუხისმგებლობა და სკოლისა და ოჯახის კონსტრუქციული თანამშრომლობა ქმნის უნიკალურ სასკოლო კულტურას; სკოლის მისიისა და ხედვის განხორციელების მიზნით სასკოლო საზოგადოება ხელმძღვანელობს ღირებულებებით: • საქმიანობის განხორციელებისას სამართლიანობის პრინციპის დაცვა; • საკუთარი და სხვათა ღირსების პატივისცემა; • იდეებისა და ინოვაციების განხორციელებისთვის ხელსაყრელი გარემოს უზრუნველყოფა; • თანამშრომლობა, კომუნიკაცია და გუნდურობა;

სტრუქტურა
სტრატეგიული გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

დოკუმენტები

სტრატეგიული გეგმა.pdf23/09/2023 13:50:55 · 0.13 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
წლიური სამოქმედო გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

დოკუმენტები

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა.pdf23/09/2023 14:00:45 · 0.26 MB
2024-2025-სასწავლო-წელი-ერთწლიანი-სამოქმედო.pdf06/11/2024 09:18:06 · 0.2 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე

დოკუმენტები

2023-2024-წლის-სამოქმედო-გეგმის-შესრულების-ანგარიში (1).pdf05/08/2024 13:30:21 · 0.15 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
პროგრამები და მხარდაჭერის სერვისები1 დამატებითი მასალა

სსიპ - დავით სარაჯიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის №16 საჯარო სკოლაში სწავლა მიმდინარეობს ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის სამივე საფეხურზე: ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა I საფეხური (I-VI კლასები); ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა II საფეხური (VII-IX კლასები) და ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა III საფეხური (X - XII კლასები). სსიპ დავით სარაჯიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N 16 საჯარო სკოლაში შემუშავებულია მოსწავლის ჩარიცხვის, საფეხურის დაძლევის, კლასიდან-კლასში გადაყვანის, სტატუსის შეჩერებისა ან/და შეწყვეტის, მობილობისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების საფუძველზე მოსწავლის ჩარიცხვის წესი

დოკუმენტები

მოსწავლის-ჩარიცხვ-მობილობა-გადაყვანა-წესი.pdf01/07/2024 15:27:59 · 0.14 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ქცევის წესები და გასაჩივრების მექანიზმები2 დამატებითი მასალა

შინაგანაწესი დამტკიცებულია სამეურვეო საბჭოს მიერ

დოკუმენტები

სკოლის-შინაგანაწესი.pdf23/09/2023 12:26:54 · 0.26 MB
გასაჩივრების წესი.pdf27/09/2023 10:37:11 · 0.11 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ფინანსები1 დამატებითი მასალა

სკოლაში ხდება ფინანსური მართვა, რომელშიც იგულისხმება: დაგეგმვა (ანუ ბიუჯეტის შედგენა); განკარგვა (შესყიდვების გეგმის შედგენა), მონიტორინგი (სამეურვეო საბჭოსთვის ფინანსური ანგარიშის წარდგენა). სკოლას აქვს ფინანსური რესურსები, შემოსავლების წყაროს წარმოადგენს ვაუჩერული დაფინანსება, ეკონომიკური საქმიანობა (იჯარები). სკოლის დირექტორი ფინანსური საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს სამეურვეო საბჭოს. სამეირვეო საბჭო ამტკიცებს სკოლის ბიუჯეტს. სკოლას ემსახურება სახელმწიფო ხაზინა, რომლის საშუალებითაც ხორციელდება ფინანსური რესურსების მართვა და მონიტორინგი.

დოკუმენტები

ბიუჯეტი.pdf01/07/2024 15:28:08 · 0.28 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე