თბილისი, ძველი თბილისი, ღამბაშიძის ქ. №3
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 50
- თავისუფალი ადგილი
- 33
- სსსმ ლიმიტი
- 6
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 6
თბილისი · ძველი თბილისი · თბილისი, ძველი თბილისი, ღამბაშიძის ქ. №3გ
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
მისია „58-ე სკოლა ქმნის გარემოს, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლის პიროვნულ და პროფესიულ განვითარებას, ეხმარება მას შესაძლებლობების აღმოჩენასა და გაცნობიერებულ არჩევანზე დაფუძნებული მომავლის დაგეგმვაში. ჩვენ ვზრდით დამოუკიდებელ, სოციალური პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეებს, რომლებიც მზად არიან 21-ე საუკუნის მოთხოვნებთან ადაპტაციისთვის და საზოგადოების განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანისთვის.“ ხედვა „მომავალი შვიდი წლის განმავლობაში 58-ე სკოლა ჩამოყალიბდება განათლების ჰაბად, რომელიც აერთიანებს ზოგად და პროფესიულ განათლებას, უზრუნველყოფს მოსწავლეების მრავალმხრივ განვითარებასა და წარმატებულ სოციალურ ინტეგრაციას. ჩვენ ვიქნებით სკოლა, რომელიც ზრდის პასუხისმგებლიან მოქალაქეებს, აკავშირებს სწავლას რეალურ ცხოვრებასთან და ყველა მოსწავლეს აძლევს თანაბარ შესაძლებლობას აირჩიოს საკუთარი განვითარების გზა და დაიმკვიდროს თავი მომავალში.“ ღირებულებები სკოლა უპირველეს ყოვლისა, ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით: • უსაფრთხოება: ჩვენ, უსაფრთხოების დაცვის მექანიზმებით, უზრუნველვყოფთ ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და ემოციურ უსაფრთხოებას, საზოგადოებრივი წესრიგის, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და პერსონალური მონაცემების დაცვას, ინფორმაციულ უსაფრთხოებას. • განათლება: ჩვენ, განათლების სამყაროში მოგზაურობის საშუალებით, უზრუნველვყოფთ, რომ მოსწავლემ შეძლოს ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება და ცოდნის მიღების უწყვეტ პროცესად გარდაქმნა, განათლების მნიშვნელობის გააზრება და დაფასება მთელი ცხოვრების მანძილზე. • პასუხისმგებლობა: ჩვენ, ჩვენ მიერ გაცემული დაპირებების ასრულებით, საკუთარ ქმედებასა ან უმოქმედობაზე პასუხისმგებლობის აღებით და ადეკვატური რეაქციით, რთულ სიტუაციაში გადაწყვეტილების მიღებით, მოსწავლეებს ვაძლევთ პასუხიმგებლობის კარგ მაგალითს. ვასწავლით მათ პასუხიმგებლობის აღებას საკუთარ ქმედებაზე ან უმოქმედობაზე და გადაწყვეტილების შედეგზე. • ადამიანის უფლებები: ჩვენ, კონსტიტუციით, ასევე საერთაშორისო კონვენციებითა და დეკლარაციებით დადგენილი სტანდარტების, პრინციპებისა და ნორმების საფუძველზე, ვცდილობთ დავიცვათ ადამიანის უფლებები და ჩვენი ქმედებით მაგალითი მივცეთ მოსწავლეებს. • სიყვარული: ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველაფერს - ურთიერთობებს, სწავლას, პასუხისმგებლობას, უსაფრთხოებას - საფუძვლად უდევს სიყვარული. • ზრუნვა მუდმივ განვითარებაზე: ჩვენ ვფიქრობთ, რომ სწავლა/სწავლება და განვითარება უწყვეტი პროცესია, ამიტომ მუდმივად ვზრუნავთ როგორც საკუთარ, ისე მოსწავლეთა მუდმივ ზრდა-განვითარებაზე.
სტრუქტურული ერთეულები; თანამდებობრივი დაქვემდებარება
მიბმული ფაილის სახით იხილეთ სსიპ ქალაქ თბილისის N58 საჯარო სკოლის სტრატეგიული გეგმა
მიბმული ფაილის სახით იხილეთ სსიპ ქალაქ თბილისის N58 საჯარო სკოლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმა
მიბმული ფაილების სახით იხილეთ სსიპ ქალაქ თბილისის N58 საჯარო სკოლის თვითმმართველობის დებულება, მშობელთან ურთიერთობის დებულება; სასკოლო სასწავლო გეგმა; მოსწავლეთა ჩარიცხვის, საფეხურის დაძლევის, მობილობის, სტატუსის შეჩერების წესი; სასკოლო საზოგადოების ინიციატივის ხელშეწყობის სქემა; პროფესიული კოლეჯები: იკაროსი, მერმისი, IT აკადემია.
მიბმული ფაილების სახით იხილეთ სსიპ ქალაქ თბილისის N58 საჯარო სკოლის შინაგანაწესი, გასაჩივრების წესი