თბილისი, ძველი თბილისი, ათონელის ქ. №5
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 25
- თავისუფალი ადგილი
- 25
- სსსმ ლიმიტი
- 2
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 2
თბილისი · ძველი თბილისი · თბილისი, ძველი თბილისი, ათონელის ქ. №5
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
მისია სკოლის მისიაა, ხელი შეუწყოს თითოეული მოსწავლის პოტენციალის გამოვლენას და განვითარებას, აღზარდოს ოთხ (ქართულ, სომხურ, ინგლისურ და რუსულ) ენაზე მოსაუბრე, მოაზროვნე, წიგნიერი, პატრიოტი და ტოლერანტი მოქალაქეები კონკურენტულ სამყაროში წარმატებული საქმიანობისათვის, აღჭურვოს მოსწავლეები საჭირო ცოდნითა და უნარ-ჩვევებით, რათა ისინი ჩამოყალიბდნენ განათლებულ, ზნეობრივ, სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობაში აქტიურად ჩართულ წარმატებულ ლიდერებად - XXI საუკუნის გამოწვევათა საპასუხოდ შესაბამისი ინტელექტუალური შესაძლებლობების, სამოქალაქო ცნობიერების, ეროვნული ღირებულებებისა და ლინგვისტური უნარ-ჩვევების მქონე პიროვნებებად. ხედვა სსიპ ქალაქ თბილისის N104 საჯარო სკოლის მომავლის ხედვაა, იყოს მყარი და მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ცოდნის კერა. თანამედროვე მოთხოვნათა და გამოწვევათა შესაბამისად, ზრუნავდეს ტოლერანტი და პატრიოტი ადამიანის ჩამოყალიბებაზე. წვლილი შეჰქონდეს ქვეყნის სამეცნიერო, კულტურულ, სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში. ღირებულებები სკოლა უპირველეს ყოვლისა, ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით: • გამჭირვალობა: ჩვენი საქმიანობა, ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა დაინტერესებული პირისათვის, უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა. • მიუკერძოებლობა: ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და ითვალისწინებს დაინტერესებულ მხარეთა საუკეთესო ინტერესებს. • თანამშრომლობა: ჩვენ ღია ვართ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ პრობლემების გადაჭრაზე. • ობიექტურობა: ჩვენ მიერ განხორციელებული შეფასებები, ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს შეფასებაში მონაწილე პირების სუბიექტივიზმს. • განვითარება და ინოვაციურობა: სისტემატურად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ განვითარების ინოვაციურ გზებს. არ ვერიდებით სიახლეების დანერგვას.
სსიპ ქალაქ თბილისის N104 საჯარო სკოლის შვიდწლიანი სტრატეგიული განვითარების გეგმა მოიცავს სკოლის მისიას, ხედვას, ღირებულებებსა და სტრატეგიულ მიზნებს. სკოლის შვიდწლიანი სტრატეგიული განვითარების გეგმა შემუშავებულია სკოლის დირექტორის მონაწილეობით, შეთანხმებულია სკოლის პედაგოგიურ საბჭოსთან და დამტკიცებულია სამეურვეო საბჭოს მიერ. სკოლის შვიდწლიანი სტრატეგიული განვითარების გეგმა იხილეთ თანდართული დოკუმენტის სახით.
ერთწლიანი სამოქმედო გეგმა გამომდინარეობს 2023 – 2030 სასწავლო წლის სკოლის სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმიდან, სკოლის მისიიდან და სკოლის სტრატეგიული მიზნებიდან. მასში ასახულია სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი აქტივობები, შესრულების ინდიკატორები, შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები/სტრუქტურული ერთეულები, შესაბამისი რესურსები და დასახული მიზნების რეალიზების ვადები. ერთწლიანი სამოქმედო გეგმა იხილეთ თანდართული დოკუმენტის სახით.
სსიპ ქალაქ თბილისის N104 საჯარო სკოლის შინაგანაწესის და სასკოლო სასწავლო გეგმის დამტკიცებამდე, გათვალისწინებულია სასკოლო საზოგადოების წინადადებები და რჩევები. სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული სკოლის შინაგანაწესი და სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებული და პედაგოგიური საბჭოს მიერ დამტკიცებული სასკოლო სასწავლო გეგმა გაზიარებულია სასკოლო საზოგადოებისათვის. ჩვენი სკოლისთვის მნიშვნელოვანია მშობლებთან კომუნიკაცია და მათი ინფორმირებულობა. სკოლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მშობლები აქტიურად არიან ჩართული და ისინი არიან როგორც მაყურებლები, ასევე მონაწილეებიც. მოსწავლეებს აქვთ ხმის უფლება სასკოლო ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტში. სკოლის მოსწავლეთა გამოკითხვის შედეგად, მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით და აგრეთვე, მშობელთა ინტერესების გათვალისწინებით, დამატებით საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურებების ფასიანი წრის სახით, სკოლაში ფუნქციონირებს გახანგრძლივებული სწავლების წრე (I-VII კლასებში), ინგლისური ენის წრე (I-XII კლასებში) და ქორეოგრაფიული წრე (I-XII კლასებში). სსიპ ქალაქ თბილისის N104 საჯარო სკოლას გაფორმებული აქვს სომხეთის რესპუბლიკის ქალაქ ერევნის ვარდგეს პეტროსიანის სახელობის N51 საბაზო სკოლასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიზანია მხარეთა შორის თანამშრომლობა, რაც ხელს უწყობს განათლების ხარისხის და მხარეთა კულტურების პოპულარიზაციას და კონკურენტუნარიანი მოსწავლეების მომზადებას, ტარდება ერთობლივი საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებები, მხარეები ორგანიზებას უწევენ პედაგოგებისა და მოსწავლეების ურთიერთ ვიზიტებს. სსიპ ქალაქ თბილისის N104 საჯარო სკოლას აგრეთვე, გაფორმებული აქვს მემორანდუმი სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და ბევრი სტუდენტი სკოლაში გადის პედაგოგიურ პრაქტიკას სხვადასხვა საგნებში. სკოლის ყველანაირი აქტივობა და ინფორმაცია გაზიარებულია სკოლის ფეისბუქ გვერდზე: https://www.facebook.com/profile.php?id=100057263897923&locale=ka_GE სკოლა მზად არის მიიღოს წინადადებები და რჩევები, რაც ხელს შეუწყობს, რომ უფრო განვითარებულები და წარმატებულები გახდნენ ჩვენი მოსწავლეები.
სსიპ - ქალაქ თბილისის №104 საჯარო სკოლაში ქცევის წესები რეგულირდება სკოლის შინაგანაწესით. შინაგანაწესი განხილულია სასკოლო საზოგადოების მიერ და საჯაროდ არის გამოკრული სკოლის ფოიეში. შინაგანაწესი იხილეთ თანდართული დოკუმენტის სახით.
სსიპ - ქალაქ თბილისის №104 საჯარო სკოლის ბიუჯეტი იხილეთ თანდართული დოკუმენტის სახით.