ქობულეთი, რუსთაველის შესახ. №5
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 29
- თავისუფალი ადგილი
- 1
- სსსმ ლიმიტი
- 4
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 4
აჭარა · ქობულეთი · ქობულეთი, რუსთაველის შესახ. №5
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სსიპ ბადრი ბერანძის სახელობის ქალაქ ქობულეთის #6 საჯარო სკოლის მისიის, ხედვისა და ღირებულებების შემუშავების, გაზიარების, გასაჯაროვების, გადახედვა/რევიზიის მექანიზმები სკოლის მისია სსიპ ბადრი ბერანძის სახელობის ქალაქ ქობულეთის #6 საჯარო სკოლა ზრუნავს ეროვნული ინტერესებისა და ტრადიციების დამცველი, კრიტიკულად მოაზროვნე, შემოქმედი, კომუნიკაბელური, ზნეობრივად, სულიერად და ფიზიკურად ჯანსაღი მოზარდის ფორმირებაზე, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის სახელმწიფოებრივ, კულტურული, მეცნიერული, ეკონომიკური და ბუნებრივი მონაპოვრების დაცვას, განვითარებასა და მომავალი თაობის მსოფლიო სივრცეში თვითრეალიზაციას. სკოლა მზადაა განახორციელოს შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული, მრავალფეროვანი პროფესიული პროგრამები, რომლის განხორციელებით სკოლა ხელს შეუწყობს პროფესიული სტუდენტის/მსმენელის უწყვეტ პროფესიულ განათლებას და წვლილს შეიტანს ქვეყნის სოციალურ - ეკონომიკურ განვითარებაში. სკოლის ხედვაა: სკოლის ყველა თანამშრომელს კარგად ესმის, რომ არ არსებობს სწორხაზოვანი სწავლება, რადგან ყველა ბავშვს აქვს ინდივიდუალური ნიჭი, შესაძლებლობა და განვითარების განსხვავებული პოტენციალი, ამიტომ სკოლა ზრუნავს, თითოეულმა მოსწავლემ შეიგრძნოს და დაინახოს საკუთარი განვითარების პროგრესი. 2030 წლისათვის სკოლა იქნება საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც მიაწვდის კურსდამთავრებულებს ფორმალური და არაფორმალური გზით მაღალი აკადემიური განათლების მომსახურებას როგორც ზოგადი ისე პროფესიული გზით. როგორ? თანადგომით, თანამშრომლობით, სიყვარულით, ერთგულებით. ღირებულებები - პროფესიონალიზმი - ურთიერთობა და გუნდურობა - საჯაროობა და გამჭვირვალობა - უწყვეტი განვითარება
სსიპ ბადრი ბერანძის სახელობის ქალაქ ქობულეთის #6 საჯარო სკოლის სტრუქტურა სამეურვეო საბჭო დისციპლინალური კომიტეტი დირექტორი მოსწავლეთა თვითმართველობა პედაგოგიური საბჭო ბუღალტერი დირექტორის მოადგილე კათედრა საინფორმაციო მენეჯერი საქმისმწარმოებელი ბიბლიოთეკარი ფსიქოლოგი ასისტენტი ტქქნიკური პერსონალი მატერიალურ- ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორი დარაჯი დამლაგებელი ცეცხლფარეში
სსიპ ბადრი ბერანძის სახელობის ქობულეთის #6 საჯარო სკოლის შვიდწლიანი განვითარების სტრატეგიული გეგმა 2023-2030 წლები შესავალი წინამდებარე დოკუმენტი მოიცავს სკოლის მისიას, ხედვას, ღირებულებებსა და სტრატეგიულ მიზნებს. სტრატეგია განსაზღვრავს თუ როგორ უნდა მიაღწიოს სკოლამ დასახულ მიზნებს არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენების გზითა და საჭირო დამატებითი რესურსების მოძიებით. სტრატეგიული გეგმა დეტალურად ახდენს გარემო ფაქტორების და შიდა გარემოს SWOT (სიძლიერე, სისუსტე, შესაძლებლობები და საფრთხე) ანალიზს. 7 (შვიდ) წლიანი სტრატეგიული გეგმის პროექტის შედგენისას გათვალისწინებული იქნა, როგორც წინარე გამოცდილება, ასევე, ახალი გამოწვევები. ინფორმაციის შეჯერების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებითა და თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით: ძირითად ამოცანად სკოლა ისახავს მოსწავლეებს მისცეს ხარისხიანი, 21-ე საუკუნის შესაბამისი განათლება, მოამზადოს ისინი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, ხელი შეუწყოს საჭირო უნარ-ჩვევების, პიროვნული ღირებულებების ჩამოყალიბებას შესაბამისი კვალიფიციური კადრების მეშვეობით. სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმის შემუშავების პროცესის წარმართვაზე პასუხისმგებელია სკოლის დირექტორი, რომელიც უზრუნველყოფს კომუნიკაციას სკოლის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, საჭირო ინფორმაციის შეგროვებას. სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის რეალიზება ხდება შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებით. ობიექტური ანალიზის საფუძველზე, შესაძლებელია მოხდეს სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის გადახედვა გარკვეული პერიოდულობით. სკოლის შესახებ ინფორმაცია სკოლის დასახელება - სსიპ ბადრი ბერანძის სახელობის ქობულეთის #6 საჯარო სკოლა მისამართი - ქობულეთი. რუსთაველის მე-2 შეს. #5 სკოლის მისიაა: თანამედროვე, შემოქმედებითი,უსაფრთხო, დემოკრატიული საგანმანათლებლო გარემოს შექმნა და ზოგადსაკაცობრიო იდეების მატარებელი, ცხოვრებისთვის მომზადებული, ცოდნით, სასიცოცხლო უნარ-ჩვევებით აღჭურვილი ადამიანის აღზრდა. სკოლის ხედვაა: აღზარდოს ზოგადსაკაცობრიო იდეების მატარებელი, დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი ადამიანი
წინამდებარე დოკუმენტი: დამტკიცებულია სამეურვეო საბჭოს სხდომაზე ოქმი #11 24.08.2023წ. სსიპ ბადრი ბერანძის სახელობის ქალაქ ქობულეთის #6 საჯარო სკოლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2023-2024 წელი ერთწლიანი სამოქმედო გეგმა გამომდინარეობს 2023 – 2030 წლების სტრატეგიული განვითარების შვიდწლიან გეგმიდან, სკოლის მისიიდან და სკოლის სტრატეგიული მიზნებიდან. მასში ასახულია სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი აქტივობები, შესრულების ინდიკატორები, შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები/სტრუქტურული ერთეულები, შესაბამისი რესურსები და დასახული მიზნების რეალიზების ვადები. 1. სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლება სტრატეგი ული მიზნები ამოცანები აქტივობები პასუხისმგებ ელი პირი შესრულების პერიოდი IX X XI XII I II III IV V VI VII VIII შესრულების ინდიკატორები რესურსები სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლება ახალი პროგრამების შემუშავება/ დანერგვა სასწავლო პროგრამების/კურიკ ულუმების/ შემუშავება მასწავლებლ ები; საგნობრივი კათედრები; კურიკულუმი; საგნობრივი კათედრის ოქმები; პედაგოგიური საბჭოს ოქმი; სამეურვეო საბჭოს ოქმი არსებული რესურსი სასკოლო დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანა/საჭიროების შემთხვევაში ახლის დამტკიცება დირექტორი; სამეურვეო საბჭო; პედაგოგიურ ი საბჭო; შესაბამისი დოკუმენტაციის დამტკიცების მასალები არსებული რესურსი საჭიროების შემთხვევაში, სსსმ და შშმ მოსწავლეთათვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმების შემუშავება/სწავლებ ა დირექტორი; ისგ ჯგუფები; სპეციალური მასწავლებლ ები; ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სხვა სპეციალისტე პედაგოგიური საბჭოს ოქმი; სამეურვეო საბჭოს ოქმი; ისგ ჯგუფის ოქმები; ინდივიდუალური გეგმები არსებული რესურსი ბი; მოსწავლეთათვის მრავალფეროვანი, დამატებითი სასწავლო პროგრამების შეთავაზება დირექტორი; დირექტორის მოადგილე; საგნობრივი კათედრები; მასწავლებლებ ი; სასკოლო კურიკულუმი; დამატებითი სასწავლო პროგრამების აღწერილობა არსებული რესურსი სადამრიგებლო პროგრამების შემუშავება/დანერგვ ა დირექტორის მოადგილე, დამრიგებლებ ი სადამრიგებლო პროგრამები; დამრიგებლის პორტფოლიო არსებული რესურსი სასწავლო პროცესის ხარისხის გაზრდა შიდა სასკოლო პროექტების დანერგვა და მართვა დირექტორი; დირექტორის მოადგილე; საგნობრივი კათედრები; პროექტის პროგრამა; ფოტო-ვიდეო მასალა არსებული რესურსი დიფერენცირებული სწავლება დირექტორის მოადგილე; მასწავლებლებ ი; საგნობრივი კურიკულუმები; ინდივიდუალური გეგმები არსებული რესურსი სწავლა სწავლების კონსტრუქტივისტულ ი პრინციპების დამკვიდრება მასწავლებლ ები კურიკულუმი; სასწავლო პროექტები; მოსწავლეთა მიერ შესრულებული დავალებები; სასწავლო პროცესში გამოყენებული მასალები/აქტივობები; მასწავლებლის პორტფოლიო არსებული რესურსი გამჭვირვალე, სანდო, ობიექტური და სამართლიანი შეფასების სისტემის დანერგვა დირექტორი; მასწავლებლებ ი კურიკულუმი; მოსწავლეთა მიერ შესრულებული დავალებები; შეფასებები არსებული რესურსი დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებთან დირექტორი; დირექტორის მოადგილე; მოსწავლის აკადემიური მხარდაჭერის არსებული რესურსი დამატებითი მუშაობა მასწავლებლ ები საკონსულტაციო გრაფიკი; მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების შედეგების ანალიზი და ანგარიში; სასწავლო პროცესის მონიტორინგ ი და შედეგების გათვალისწი ნებით შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა/ განხორციელ ება სხვადასხვა ტიპის კითხვარების შემუშავება. მოსწავლეთა, მასწავლებელთა და მშობელთა პერიოდული გამოკითხვა სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საჭიროებების კვლევის მიზნით დირექტორი; დირექტორის მოადგილე; კითხვარების ანალიზი არსებული რესურსი სასწავლო პროცესის დიაგნოსტიკური წერების ჩატარება დირექტორი; დირექტორის მოადგილე; ჩატარებული დიაგნოსტიკური წერის ანალიზი არსებული რესურსი სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მოსწავლეთა მიღწევების დინამიკის შესწავლა და პერიოდულად მონიტორინგის ჩატარება დირექტორი; დირექტორის მოადგილე; განხორციელებული მონიტორინგის ანგარიში არსებული რესურსი სასკოლო სასწავლო გეგმის შესრულების მონიტორინგი დირექტორი; დირექტორის მოადგილე; განხორციელებული მონიტორინგის ანგარიში არსებული რესურსი სსსმ და შშმ მოსწავლეთათვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმების ინკლუზიური განათლების შიდა მონიტორინგი ინკლუზიური განათლების შიდა მონიტორინგის ჯგუფის ოქმი; არსებული რესურსი შესრულების მონიტორინგი ს ჯგუფი ინკლუზიური განათლების შიდა მონიტორინგის ჯგუფის დასკვნა საგაკვეთილო პროცესზე დასწრება, შედეგების ანალიზი და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციე ლება დირექტორი; დირექტორის მოადგილე; ხარისხის განვითარების ა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფი; საგნობრივი კათედრები გაკვეთილზე დასწრების შედეგები და მისი ანალიზი; ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფის ოქმები; ურთიერთდასწრები ს შედეგები არსებული რესურსი აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებ ისთვის მოსწავლეებშ ი მოტივაციის გაზრდა მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდა, მოიპოვონ დაფინანსება და პროფესიას დაეუფლონ პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებლებში დირექტორი; დამრიგებლებ ი მასწავლებლ ები მოსწავლეთა უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის დინამიკა; დამრიგებლის საათი. არსებული რესურსი მოსწავლეთა მიღწევების დინამიკის შესწავლის შედეგად საუკეთესო მოსწავლეთა წახალისების პრაქტიკის დამკვიდრება დირექტორი; დირექტორის მოადგილე; საგნობრივი კათედ
ქობულეთი 6 საჯარო სკოლა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების წრე წრის ხელმძღვანელი : გიორგი არბოლიშვილი პირველი სემესტრის განმავლობაში საწრეო მუშაობის წარმართვა. წრის დაარსების ინციატორი: მასწავლებელი საწრეო მუშაობის მიზნები: მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება . მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა და განვითარება წრის მოკლე დახასიათება წრის მიზანია მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება სახვით და გამოყენებითი ხელოვნების საგნის სწავლებაში. ასევე მოსწავლეთა შემო-ქმედებითი უნარების ხელშეწყობა და განვითარება. წრეში მეცადინეობა მეტად მნიშვნელოვანია იმითაც,რომ უდიდეს ზემოქმედებას მოახდენს მოსწავლეთა სულიერ სამყაროზე, გააღრმავებს და სათანადო მიმართულებას მისცემს მათ გრძნობებს, განცდებს. ჩამოაყალიბებს სიმპათიებს ანტიპატიებს, რაც ასე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ხელოვნების გაგებისათვის, მასში წვდომისათვის, არამედ რეალური ცხოვრებისთვისაც. წრეში მეცადინეობა ხელს შეუწყობს სამყაროს შემეცნებასა და პიროვნების უნარების თვითგამოხატვას. არანაკლებ მნიშვნელოვანია იმითაც, რომ მოსწავლეებს განუვითარდებათ ფანტაზია, წარმოსახვის უნარი, ზემოქმედებას მოახდენს მათ ინტერესებზე. წრეში გაერთიანებული არიან დაწყებითი კლასის მოსწავლეები 8,9 წლის ასაკის. ისინი სიღრმისეულად შეისწავლიან სახვით ხელოვნებას, ფერწერას, გრაფიკას; იმუშავებენ სხვადასხვა ტექნიკასა და ჟანრში , შეისწავლიან სახვითი ხელოვნების დარგებს ,ჟანრებს ,ქართველ მხატვართა შემოქმედებას. მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ სასკოლო გამოფენებსა და ღონისძიებებში. დროის ხანგრძლიობა: ყოველ პარასკევს 1 აკადემიური საათი. დასაწყისი: 14 საათსა და 15 წუთზე . სახვითი ხელოვნების საწრეო პროგრამა I სემესტრი 2022-2023 წელი დრო თემები აქტივობები რესურსები 1. 1-15.10 2. 22-29.10 3. 5-19.11 4 26.11 5 03.12 6 10.12 7. 17.12 8. გამოსახვის საშუალებები ნახატში და მათი დახასიათება. ხელოვნების დარგები და ჟანრები კომპოზიცია ფერები ცოცხალი ბუნების პეიზაჟის ხატვა პორტრეტი ფრინველებისა და ცხოველების ხატვა ხაზის, შტიხის, ჩრდილ- სინათლის,ფონის, კომპოზიციის, მონასმის, დატუშვა , შეღებვა,---- გაცნობა. ნახატის შესრულება სხვადასხვა ჟანრში. ნახატის კონპოზიციური აგება(ფრიზული ასიმეტრიული და სიმეტრიული) ფერების გაცნობა, ნახატის შესრულება დეტალების კომპოზიციურ- სივრცობრივი განაწილება. გეომეტრიულ ფორმებთან იდენტიფიცირება დახატვა: წერო,მამალი, პლენერზე გასვლა ადამიანის სახის პროპორცია ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრების შესრულება. ნატურმორტის აგება კომპოზიციის საჭირო მასალა: ფანქარი, ნახშირი, აკვარელი, გუაში, ფუნჯები. აკვარელი, გუაში,ფერადი ფანქრები. . კომპოზიციების ჩვენება. რეპროდუქციების გამოყენებით სპექტრული ფერები,ძირითადი აქრომატული, ქრომატული,თბილი ცივი ჩვენება. ფანქარი HB , ნახშირი, ფერადი ფანქრები, აკვარელი,ფუნჯები. ფანქარი HB,ნახშირი ფერადი ფანქრები. ფანქარი, ზეთის საღებავი, მუყაო აკვარელი, გუაში, ფუნჯები. ფანქარი HB,ნახშირი აკვარელი, გუაში. 23,24.12 ნატურმორტი გამოფენა. წესებით მზადება გამოფენისათვის ნატურმორტის ნატურა, ხილი, ბოსტნეული, ტილო ფონისთვის აკვარელი, გუაში, ფერადი ფანქრები. სკოლის ფოიე ქობულეთი მე-6 საჯარო სკოლა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების წრე წრის ხელმძღვანელი : გიორგი არბოლიშვილი 2023წ მეორე სემესტრის განმავლობაში საწრეო მუშაობის წარმართვა. წრის დაარსების ინციატორი: მასწავლებელი საწრეო მუშაობის მიზნები: მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება . მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა და განვითარება წრის მოკლე დახასიათება წრის მიზანია მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება სახვით და გამოყენებითი ხელოვნების საგნის სწავლებაში. ასევე მოსწავლეთა შემო-ქმედებითი უნარების ხელშეწყობა და განვითარება. წრეში მეცადინეობა მეტად მნიშვნელოვანია იმითაც,რომ უდიდეს ზემოქმედებას მოახდენს მოსწავლეთა სულიერ სამყაროზე, გააღრმავებს და სათანადო მიმართულებას მისცემს მათ გრძნობებს, განცდებს. ჩამოაყალიბებს სიმპათიებს ანტიპატიებს, რაც ასე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ხელოვნების გაგებისათვის, მასში წვდომისათვის, არამედ რეალური ცხოვრებისთვისაც. წრეში მეცადინეობა ხელს შეუწყობს სამყაროს შემეცნებასა და პიროვნების უნარების თვითგამოხატვას. არანაკლებ მნიშვნელოვანია იმითაც, რომ მოსწავლეებს განუვითარდებათ ფანტაზია, წარმოსახვის უნარი, ზემოქმედებას მოახდენს მათ ინტერესებზე. წრეში გაერთიანებული არიან დაწყებითი კლასის მოსწავლეები 8,9 წლის ასაკის. ისინი სიღრმისეულად შეისწავლიან სახვით ხელოვნებას, ფერწერას, გრაფიკას; იმუშავებენ სხვადასხვა ტექნიკასა და ჟანრში , შეისწავლიან სახვითი ხელოვნების დარგებს ,ჟანრებს ,ქართველ მხატვართა შემოქმედებას. მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ სასკოლო გამოფენებსა და ღონისძიებებში. დროის ხანგრძლიობა: ყოველ სამშაბათს 1 აკადემიური საათი. დასაწყისი: 14 საათსა და 15 წუთზე . სახვითი ხელოვნების საწრეო პროგრამა დრო თემები აქტივობები რესურსები 2სთ- 24- 31.01 2სთ 07/14-02 2სთ 21/28.0 2 2სთ 07/14-02 2სთ 21/28.0 2 4სთ 04/11.0 4 /
სსიპ ბადრი ბერაძის სახელობის ქალაქ ქობულეთის #6 საჯარო სკოლის შინაგანაწესი 2022წელი მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. წინამდებარე სსიპ ბადრი ბერაძის სახელობის ქალაქ ქობულეთის #6 საჯარო სკოლის (შემდგომში – ,,სკოლა”) შინაგანაწესი (შემდგომში – ,,შინაგანაწესი”) ვრცელდება სკოლაში დასაქმებულ პირებზე, მოსწავლეებსა და მათ მშობლებზე/კანონიერ წარმომადგენლებზე, ასევე სკოლის ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირზე და სავალდებულოა შესასრულებლად. 2. შინაგანაწესი წარმოადგენს სკოლასა და სკოლაში დასაქმებულებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. დასაქმებული ვალდებულია გაეცნოს შინაგანაწესს და აღნიშნული დაადასტუროს საკუთარი ხელმოწერით. სკოლა ვალდებულია დასაქმებულს გააცნოს შრომის შინაგანაწესში შეტანილი ცვლილება მისი შეტანიდან 14 კალენდარული დღის ვადაში. 3. შინაგანაწესი ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის. 4. სკოლა ვალდებულია შინაგანაწესი განათავსოს ყველასათვის თვალსაჩინო ადგილას. 5. დამრიგებელი ვალდებულია სასწავლო წლის დაწყებისას შინაგანაწესი გააცნოს მოსწავლესა და მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს. შინაგანაწესში განხორციელებული ცვლილების გაცნობა უნდა მოხდეს არაუგვიანეს 14 კალენდარული დღის ვადაში.. 6. შინაგანაწესით განისაზღვრება: ა) სამუშაო კვირის ხანგრძლივობა, ყოველდღიური სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დრო, ცვლაში მუშაობისას - ცვლის ხანგრძლივობა; ბ) დასვენების ხანგრძლივობა; გ) შრომის ანაზღაურების გაცემის დრო და წესი; დ) ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი; ე) ანაზღაურების გარეშე შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი; ვ) შრომის პირობების დაცვის წესები; ზ) წახალისებისა და პასუხისმგებლობის სახე და გამოყენების წესი; თ) მატერიალური პასუხისმგებლობა; ი) განცხადების/საჩივრის განხილვის წესი; კ) სასწავლო პროცესის მარეგულირებელი ზოგადი ნორმები; ლ) სკოლაში ჩაცმულობის წესი. 7. შინაგანაწესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) სკოლის ადმინისტრაცია - სკოლის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული პირები (გარდა მასწავლებლისა), ასევე სკოლაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები; ბ) სკოლის დირექცია – სკოლის დირექტორი და მისი მოადგილე/მოადგილეები (ასეთის არსებობის შემთხვევაში); გ) სასკოლო დრო – სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული პროცესის, აგრეთვე სკოლის მიერ ინიცირებული, ორგანიზებული, კონტროლირებული, დაფინანსებული ნებისმიერი ღონისძიების მიმდინარეობის დრო. დ) უფლებამოსილი პირი – სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირი, რომელიც ეხმარება მანდატურს საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვაში, მანდატურის სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ე) დისკრიმინაცია არის განზრახ ან გაუფრთხილებლობით პირის განსხვავება ან გამორიცხვა ან მისთვის უპირატესობის მინიჭება რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას. პირდაპირია დისკრიმინაცია, როდესაც ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო პირის მიმართ ხორციელდება არათანაბარი მოპყრობა სხვა პირთან შედარებით, რომელიც იმავე ან მსგავს მდგომარეობაში არის, იყო ან შეიძლებოდა ყოფილიყო უფრო ხელსაყრელი მოპყრობის ობიექტი. ირიბია დისკრიმინაცია, როდესაც ნეიტრალური დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო პირს სხვა პირთან შედარებით არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა ობიექტურად არის გამართლებული კანონიერი მიზნით და გამოყენებული საშუალებები ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელი და თანაზომიერია. მუხლი 2. სამუშაო კვირის ხანგრძლივობა, სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დრო 1. სკოლაში სამუშაო კვირა ხუთდღიანია (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით). სამუშაო დროის ხანგრძლივობა შეადგენს 40 საათს კვირაში (გარდა ხელშეკრულებით განსაზღვრული შემთხვევისა) რაც გულისხმობს 8-საათიან 5 სამუშაო დღეს (სამუშაო დროში არ იგულისხმება შესვენების დრო და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დასვენების დღეები. 2. შაბათ-კვირა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უქმე დღეები არის დასვენების დღეები. 3. სამუშაო დროის დასაწყისია 09:00 საათი, ხოლო დასასრული - 18:00 საათი., გარდა კლასის დამრიგებლისა და მასწავლებლისა, რომელთა სკოლაში გამოცხადება განსაზღვრულია 23-ე მუხლის მე-6 პუნქტით. სამუშაო დროის განმავლობაში შესვენების დროა 13:00 საათიდან 14:00 საათამდე, გარდა მასწავლებლისა, რომლის შესვენების დროც განისაზღვრება გაკვეთილებს შორის შესვენების დროის შესაბა
ანგარიში (ფინანსური საქმიანობის შესახებ) წარმოგიდენთ სსიპ ბადრი ბერანძის სახელობის ქალაქ ქობულეთის #6 საჯარო სკოლის, 2022 წლის ფინანსური საქმიანობის შესახებ ანგარიშს. ,,ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო სკოლის დირექტორი თანხებს განკარგავს სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული სკოლის ბიუჯეტის მიხედვით. 2021 წლის ბოლოს დამტკიცდა 2022 წლის ბიუჯეტი, რომელიც დაგეგმილი იყო რეალური გათვლებისა და გაანგარიშების საფუძველზე, როგორც შემოსავლით, ისე ხარჯვით ნაწილში. ბიუჯეტის დაგეგმვისას, ასევე, გათვალისწინებულ იქნა გასული წლების გამოცდილება. 2022 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მხედველობაში იქნა მიღებული, როგორც ვაუჩერული დაფინანსებიდან, ისე ეკონომიკური საქმიანობიდან მისაღები სავარაუდო შემოსავლები. 2022 წლის ბიუჯეტში, წინა წლიდან გადმოსული ნაშთი შეადგენდა 20 009 ლარს, ხოლო ბიუჯეტი ჯამურად განისაზღვრა 468620 ლარით. გაუმჯობესებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, 2021-2022 სასწავლო წელი ძირითადად მიმდინარეობდა დასწრებით რეჟიმში. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2022 წლის ბიუჯეტის შედგენისას, როგორც შემოსავლების ასევე ხარჯების ნაწილში, გაითვალისწინა ყველა ის გარემოება, რაც სკოლის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის იყო აუცილებელი 2021-2022 სასწავლო წლის მანძილზე, სკოლის შემოსავლის ძირითად ნაწილს შეადგენდა მოსწავლეთა ვაუჩერული დაფინანსება. გასულ წელთან შედარებით სკოლაში 2022 წელს მოსწავლეთა რაოდენობამ მნიშვნელოვნად მოიმატა, შესაბამისად, სკოლის ბიუჯეტი საგრძნობლად გაიზარდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, სკოლამ მოსწავლეთა ვაუჩერული დაფინანსებიდან მიიღო 259417ლარი. 2022 წლის განმავლობაში სსსმ მოსწავლეთა რაოდენობა გაიზარდა. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №476 დადგენილებაის შესაბამისად, სსსმ მოსწავლეებისათვის გამოყოფილი დამატებითი დაფინანსება ირიცხებოდა სტაბილურად და წლიურად შეადგინა 14700 ლარი. 2021 წლის დეკემბერში „მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის N126/ნ ბრძანებაში შესული ცვლილების შესაბამისად, მასწავლებლებს და სპეციალურ მასწავლებლებს სტატუსის დანამატი გაეზარდათ 100 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, 2022 წლის იანვრიდან გაიზარდა საშტატო განრიგით გათვალისწინებული თანამდებობების მიხედვით ხელფასები არსებული ხელფასების 10%-ის ფარგლებში. შესაბამისად, სახელფასო ხარჯები განხორციელდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებული საშტატო განრიგის შესაბამისად. 2022 წელს სტატუსი აიმაღლა 1 სპეციალურმა მასწავლებელმა, რომლებზეც შესაბამისად გაიცა სტატუსის დანამატები. რაც შეეხება დამატებითი ეკონომიკური საქმიანობის შედეგად მიღებულ შემოსავლებს, ეპიდემიოლოგიური მდგმარეობის გაუმჯობესებასთან ერთად, 2022 წლის ოქტომბრიდან მცირედით გაიზარდა ბიუჯეტში იჯარიდან შემოსული თანხის ოდენობა. არსებული ვითარების გათვალისწინებით, შემოსულმა თანხამ 2022 წლის განმავლობაში შეადგინა 1835 ლარი. სასწავლო წლის მიმდინარეობისას, სკოლას დასჭირდა სხვადასხვა საქონლისა თუ მომსახურებების შესყიდვაც, რაც ასახულ იქნა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში. სკოლას საბანკო ანგარიშზე განხორციელებული ბრუნვის ფარგლებში, სკოლას სარგებლის სახით დაერიცხა გარკვეული თანხა (დარიცხული პროცენტი), საიდანაც ჯამურმა შემოსავალმა 2022 წლის 1 დეკემბრის ჩათვლით შეადგინა 1699,50 ლარი. 2022 წლის 17 ოქტომბრიდან 2023 წლის 17 ოქტომბრამდე იჯარით გაცემული იქნა შემდეგი ფართები: 1. 24,8 კვ.მ ფართი ბუფეტის ფუნქციონირებისათვის (წლიური შემოსავალი 5460 ლარი); 2. 138,4 კვ.მ ფართი ქორეოგრაფიული წრის ფუნქციონირებისათვის (წლიური შემოსავალი 1265 ლარი); სამწუხაროდ, სკოლაში 2022 წლის 17 ოქტომბრამდე არ ფუნქცინირებდა კვების ობიექტი, რის გამოც სკოლამ ვერ მიიღო საკმაოდ სოლიდური შემოსავალი, თუმცა ამ ეტაპზე აღარ არსებობს შეზღუდვები კვების ობიექტის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, რაც მომავალში დადებითად აისახება სკოლის ბიუჯეტზე. 2022 წლის ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი მოხმარდა შრომის (ხელფასები, თანამდებობრივი სარგო, სქემით განსაზღვრული სტატუსის დანამატები) ანაზღაურებას. ასევე, სკოლის ბიუჯეტიდან დაიფარა კომუნალური გადასახადები. საბიუჯეტო წლის განმავლობაში, ასევე, შესყიდულ იქნა სკოლის შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის საჭირო საოფისე ნივთები (საოფისე ინვენტარი, ქაღალდი, საკანცელარიო ნივთები და სხვა ანალოგიური მასალები). ამასთან, 2022 წელს სკოლას დასჭირდა გაუთვალისწინებელი ხარჯების გაღება, კერძოდ მანდატურის ოთახის გადატანა პირველ სართულზე და ექიმის კაბინეტის მოწყობა, კომპიუტერული ლაბორატორიის გადატანა სხვა კაბინეტში, რადგან აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ განხორციელდა სკოლაში ახალი ბიბლიოთეკის მოწყობა, კომპიუტერული ლაბორატორიისა და მანდატურის ოთახის გაერთიანებით. სკოლის საკლასო ოთახებს, დერეფანს, საპირფარეშოს, ექიმის კაბინეტს ესაჭიროებოდა სარემონტო სამუშაოების ჩატარება, რომელიც განხორციელდა სკოლის ხარჯებით და სულ 6900 ლარი გაიხარჯა ასევე სკოლაში განხორციელა ხანძარსაწინააღმდეგო სიგნალიზაციის და ავარიული განათების დამონტაჟება, რომელზედაც გაიხარჯა 4366 ლარი. ამასთან, გამომდინარე იქიდან, რომ სკოლის შემოსავლები იძლეოდა დასაქმებულების წახალისების შესაძლებლობას, 2022 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულ იქნა პრემიების მუხლი, რომელმა