ქობულეთი, რუსთაველის ქ. №136
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 116
- თავისუფალი ადგილი
- 64
- სსსმ ლიმიტი
- 12
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 12
აჭარა · ქობულეთი · ქობულეთი, რუსთაველის ქ. №136
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ქობულეთის N2 საჯარო სკოლის სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმა ეფუძნება სასკოლო საზოგადოების მიერ შემუშავებულ და გაზიარებულ მისიას, ხედვასა და ღირებულებებს. დოკუმენტი უკავშირდება სკოლის სვოტ ანალიზსა (დანართი 1) და მიზნად ისახავს: სკოლის ინფრასტრუქტურულ განვითარებას, კვალიფიციური კადრების მოზიდვას, არაფორმალური განათლების ხელშეწყობას, ციფრულ ტრანსფორმაციას, ინოვაციურობას, მონიტორინგსა და შეფასებას. მასში ასახულია სკოლის გრძელვადიანი მიზნები და ამოცანები, მიზნების მიღწევის გზები. სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმა ანალიზის საფუძველზე ექვემდებარება მოდიფიცირებას. მისია სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ქობულეთის N2 საჯარო სკოლის მისია მოსწავლეთა პიროვნული განვითარება და აკადემიური მიღწევების გაუმჯობესება, რათა ისინი ჩამოყალიბდნენ სიახლის შეცნობის მსურველ, კონკურენტუნარიან, განათლებულ და მზრუნველ მსოფლიო მოქალაქეებად, რომლებსაც შეუძლიათ გამოიჩინონ ინიციატივა გარემოს, თემის უკეთესობისაკენ შესაცვლელად. ამ მიზნით სკოლა განსაკუთრებით ზრუნავს არაფორმალური განათლების ხელშეწყობაზე. ხედვა სკოლის ყველა თანამშრომელი ზრუნავს მოსწავლის გონებრივ, ფიზიკურ, ემოციურ, სულიერ განვითარებაზე, რათა ჩამოყალიბდეს სოციუმის სრულუფლებიან წევრად. ჩვენი სკოლის ძლიერი პედაგოგიური გუნდი დაეხმარება ყველა მოსწავლეს თავისი ინდივიდუალური შესაძლებლობებით შეძლოს ცოდნის შეძენა, გამოყენება და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვანი გამოვლინება. ყველა მოსწავლემ შეიგრძნოს და დაინახოს საკუთარი პროგრესი, საკუთარი გამორჩეული როლი ოჯახის, სკოლის, თემის განვითარების პროცესში. ღირებულებები თავისი საქმიანობის ფარგლებში სკოლა ეყრდნობა განათლების სფეროში საყოველთაოდ აღიარებულ ღირებულებებს, როგორიცაა: თანამშრომლობა; დემოკრატიული მართვა; ტოლერანტობა; გაზიარებული პასუხისმგებლობა; გამოხატვის თავისუფლება; სამართლიანობა; პატრიოტიზმი.
დირექტორი: ნანი ცივაძე დირექტორის მოადგილე: მანანა დათუნაშვილი სამეურნეო ნაწ. გამგე: ჯონი რომანაძე საინფორმაციო მენეჯერი: ნანა გოგიშვილი ბუღალტერი: იზო გოგიტიძე საქმისმწარმოებელი: სოფიო ქათამაძე სპეც. მასწავლებლები: ნატო დარბაიძე მერი ვერძაძე მარინა ბერიძე აღმზრდელი ასისტენტი: მირანდა ზაბახიძე
ერთწლიანი სამოქმედო გეგმა გამომდინარეობს 2023 – 2030 წლების სტრატეგიული განვითარების შვიდწლიან გეგმიდან, სკოლის მისიიდან და სკოლის სტრატეგიული მიზნებიდან. მასში ასახულია სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი აქტივობები, შესრულების ინდიკატორები, შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები/სტრუქტურული ერთეულები, შესაბამისი რესურსები და დასახული მიზნების რეალიზების ვადები.
1. დასაქმებულის დისციპლინური გადაცდომაა: ა) სამსახურებრივ მოვალეობათა ან/და შინაგანაწესის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება; ბ) სამსახურებრივი მოვალეობისადმი დაუდევარი დამოკიდებულება; გ) დასაქმებულის, მოსწავლის ან სკოლის დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი, ზნეობრივ - ეთიკური ნორმების დარღვევა; დ) ქმედება, რომელიც ლახავს სკოლის რეპუტაციას/ავტორიტეტს; ე) მასწავლებლის მიერ მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის დარღვევა; ვ) მოსწავლეზე/დასაქმებულზე ფსიქოლოგიური ზეწოლა; ზ) მოსწავლის/დასაქმებულის პირად ცხოვრებაში ჩარევა, გარდა მოსწავლის მშობლისათვის/კანონიერი წარმომადგენლისათვის მოსწავლი პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისა; თ) კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით პერსონალური მონაცემების გამჟღავნება ან/და კონფიდენციალობის დარღვევა; ი) სკოლისათვის შეგნებულად ან დაუდევრობით ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა; კ) სკოლის ტექნიკის, აღჭურვილობისა ან/და დოკუმენტების უნებართვოდ ან არასათანადოდ გამოყენება ან/და სკოლის ტერიტორიის გარეთ გატანა; ლ) სკოლის ტერიტორიაზე ან სასკოლო დროს უსაფრთხოების წესების დარღვევა; მ) სკოლის ტერიტორიაზე თამბაქოს/ელექტრონული სიგარეტის მოხმარება; ნ) მოსწავლის/დასაქმებულის/მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის/სკოლის ტერიტორიაზე შემოსული გარეშე პირის სიტყვიერი ან/და ფიზიკური შეურაცხყოფა ან/და მოსწავლის ფიზიკური დასჯა; ო) სამსახურში დაგვიანება ან გაუფრთხილებლად სამუშაოს გაცდენა ან სამუშაო დროის განმავლობაში სამუშაო ადგილის გაუფრთხილებლად დატოვება; პ) სკოლის დოკუმენტაციის (საკლასო ჟურნალი, კათედრის პორტფოლიო, სხდომის ოქმები და სხვა) წარმოების წესის დარღვევა; ჟ) საგაკვეთილო პროცესის შეგნებულად მიტოვება ან ჩაშლა ან ჩაშლის მცდელობა, გაკვეთილზე დაგვიანება, საგაკვეთილო პროცესიდან მოსწავლეების ჯგუფურად გაშვება. რ) დისციპლინური გადაცდომის შესახებ ინფორმაციის დამალვა; ს) სკოლაში კონფლიქტური სიტუაციების შექმნა; ტ) საკლასო ჟურნალის დაზიანება, დაკარგვა. 2. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომებისა, დასაქმებულის დისციპლინური გადაცდომაა უსაფრთხოების წესის ნორმების დარღვევა, მათ შორის: ა) საგანგებო სიტუაციების დროს: ა.ა) კლასის დამრიგებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა; ა.ბ) სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლის/დირექტორის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა; ა.გ) უფლებამოსილი პირის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა; ბ) საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველი გადამდები დაავადების შემთხვევის დროს: ბ.ა) კლასის დამრიგებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა; ბ.ბ) სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლის/დირექტორის/სკოლის ექიმის/ექთნის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა; ბ.გ) უფლებამოსილი პირის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა; გ) სუიციდური აზრის/სუიციდის მცდელობის/სუიციდის დროს უფლებამოსილი პირის/სკოლის ადმინისტრაციის/სკოლის დირექტორის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა; დ) თვითდაზიანების დროს უფლებამოსილი პირის/სკოლის ადმინისტრაციის/კლასის დამრიგებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა; ე) ფეთქებადი ნივთიერებების სკოლაში აღმოჩენის დროს/სკოლაში ფეთქებადი ნივთიერებების არსებობის შესახებ შეტყობინების დროს კლასის დამრიგებლის/უფლებამოსილი პირის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა; ვ) მოსწავლის მიერ საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული ნივთის ქონის დროს უფლებამოსილი პირის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა; ზ) მოსწავლის/მასწავლებლის/სკოლის სხვა თანამშრომლის მიერ ალკოჰოლის ან/და ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების შეტანის, რეალიზაციის, სკოლის ტერიტორიაზე მოხმარების ან/და მათი ზემოქმედების ქვეშ ყოფნის დროს: ზ.ა) უფლებამოსილი პირის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა; ზ.ბ) სკოლის ადმინისტრაციის/მასწავლებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა; ზ.გ) იმ მასწავლებლის/სკოლის სხვა თანამშრომლის პასუხისმგებლობა, ვისაც აღმოაჩნდა ზემოაღნიშნული ნივთიერებები; თ) იმ შემთხვევაში, როდესაც მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი არ არის ინფორმირებული, მოსწავლის საგაკვეთილო პროცესზე გამოუცხადებლობის ან/და საპატიო მიზეზის გარეშე დაგვიანების დროს უფლებამოსილი პირის/საგნის მასწავლებლის/კლასის დამრიგებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა; ი) შესაბამისი საფუძვლისა და ნებართვის გარეშე მოსწავლის მიერ საგაკვეთილო/სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას კლასის ან/და სკოლის დატოვების დროს საგნის მასწავლებლის/კლასის დამრიგებლის/სკოლის ადმინისტრაციის/უფლებამოსილი პირის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა; კ) მასწავლებლის/დასაქმებულის მიერ მოსწავლის მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობის დროს; ლ) მოსწავლის მიერ/მოსწავლის მიმართ ჩადენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი სამართალდარღვევის დროს უფლებამოსილი პირი/სკოლის ადმინისტრაციის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა; მ) ბულინგის/კიბერბულინგის დროს უფლებამოსილი პირის/სკოლის ადმინისტრაციის/კლასის დამრიგებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა; ნ) მოსწავლის მიერ/მოსწავლის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციის დროს უფლებამოსილი პირის/სკოლის ადმინისტრაციის/კლასის დამრიგებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა; ო) მოსწავლის დესტრუქციული ქცევის დროს უფლებამოსილი პირის/სკოლის ადმინისტრაციის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა; პ) მოსწავლის მიერ ფულის/ნივთის უნება