ქედა.სოფელი ჭინკაძეები
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 5
- თავისუფალი ადგილი
- 5
- სსსმ ლიმიტი
- 1
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 1
აჭარა · ქედა · ქედა, სოფელი დოლოგანი
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სსიპ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგნის საჯარო სკოლის მისიაა: მოსწავლეთა მრავალმხრივი ნიჭისა და პოტენციალის გამოვლენა/ხელშეწყობა, ასევე უზრუნველყოს კრიტიკულად მოაზროვნე, შემოქმედი, ზნეობრივად, სულიერად და ფიზიკურად ჯანსაღი მოზარდის ჩამოყალიბება-განვითარება. მივცეთ მათ თანამედროვე განათლება, რაც ხელს შეუწყობს მომავალი თაობის მსოფლიო სივრცეში თვითრეალიზებას. ხედვა: სასკოლო საზოგადოების მზაობითა და მაქსიმალური ჩართულობით უახლოეს მომავალში სკოლა გახდეს კონკურენტუნარიანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც თანამედროვე თექნოლოგიებითა და პრინციპებით ავლენს მოსწავლის მრავალმხრივ პოტენციალსა და ნიჭს, რომელიც საჭიროა წარმატებული მომავლის, საზოგადოებრივ ცხოვრებაში საკუთარი ადგილის დამკვიდრებასა და კარიერულ წინსვლაში. ღირებულებები: სსიპ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგნის საჯარო სკოლის ყოველდღიური საქმიანობის პრინციპი ეფუძნება ისეთ მაღალ ზნეობრივ ღირებულებებს, როგორიცაა: პატიოსნება და კეთილსინდისიერება; სხვათა აზრის პატივისცემა; ერთგულება და საქმისადმი სიყვარული; სამართლიანობა; პროფესიული ზრდა და განვითარება; გუნდური მუშაობა; გამჭვირვალობა.
სკოლა სამსაფეხურიანია: დაწყებითი განათლების საფეხური, I-VI კლასები საბაზო განათლების საფეხური,VII-IX კლასები საშუალო განათლების საფეხური, X-XII კლასები