ქედა სოფელი გობრონეთი
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 5
- თავისუფალი ადგილი
- 5
- სსსმ ლიმიტი
- 1
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 1
აჭარა · ქედა · ქედა, სოფელი ახო მე-2 ქუჩა N19
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
მისია ახოს №1 საჯარო სკოლის მისიაა მოსწავლეებს გაუღვივოს თვითშემეცნებისა და სწავლის სიყვარული, რომელიც აღმოაჩენინებს საკუთარ თავში ფუნდამენტალურ ღირებულებებს, საკუთარი პიროვნების სრულყოფისა თუ ეროვნულ და საკაცობრიო პრინციპების უზრუნველსაყოფად. თითოეულ მოსწავლეში განავითაროს ის უნარ-ჩვევები, რომლებიც შეუქმნის მზაობას გაუმკლავდნენ ნებისმიერ ცხოვრებისეულ გამოწვევას და ხელს შეუწყობს კონკრეტულ გარემოში მათ ადაპტაციას. სკოლის უპირველესი პრიორიტეტია ადამიანის უფლება-მოვალეობასა და პატივისცემაზე დამყარებული სოციო-კულტურული სივრცის შექმნა და ამ სივრცეში ჩართული სასკოლო საზოგადოების მიერ საერთაშორისოდ აღიარებული, საკაცობრიო ღირებულებების მქონე მოქალაქის აღზრდა. ხედვა ჩვენ მივისწრაფვით ეროვნულ მიზნებზე დაფუძნებული სწავლა-სწავლებისა და არაფორმალური განათლების გაძლიერების გზით 2032 წლისთვის გვქონდეს ისეთი სასწავლო გარემო, სადაც მოსწავლე ორიენტირებულია საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურ გამოვლენასა და განვითარებაზე. ჩვენი მთავარი პრიორიტეტია მოსწავლის ადამიანური ღირებულებებით აღჭურვა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაცნობიერება, რომლითაც მას ექნება შესაძლებლობა დარჩეს ადამიანად ნებისმიერ სიტუაციაში, ხოლო მისი ნებისმიერი გადაწყვეტილება იყოს ღირსეული. სასკოლო გარემო მაქსიმალურად იქნება მორგებული ისეთი კომპეტენციების განვითარებაზე, რომლითაც ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულები შეეძლებენ ღირსეული ადგილის დამკვიდრებას, როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო შრომის ბაზარზე. ღირებულებები თანაბრად ხელმისაწვდომი სასწავლო გარემო, ურთიერთ პატივისცემაზე დამყარებული თანამშრომლობა, უფლება-მოვალეობების კეთილსინდისიერად განხორციელება.
ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა; უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესი და პირობები; მოსწავლეთა ადაპტაციის წესი;
მოსწავლის ჩარიცხვის, საფეხურის დაძლევის, მობილობის, სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის მექანიზმი; განცხადებისა და საჩივრის განხილვის წესი.