ქედა, სოფელი გულები
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 1
- საერთო ლიმიტი
- 10
- თავისუფალი ადგილი
- 10
- სსსმ ლიმიტი
- 1
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 1
აჭარა · ქედა · დაბა ქედა, წერეთლის ქუჩა N4
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
სკოლის მისია დაბა ქედის საჯარო სკოლის მისიაა, ზოგადი და პროფესიული განათლების საფუძველზე ჯანსაღი ცხოვრების წესის, ბუნებრივი გარემოს დამცველი, შრომითი საქმიანობისათვის შემოქმედებითი უნარებისა და მაღალი სამოქალაქო ღირებულებების მქონე მუდმივ განვითარებაზე და უწყვეტ განათლებაზე ორიენტირებული პიროვნების აღზრდა სკოლის ხედვა შევქმნით ერთიან პროფესიულ საგანმანათლებლო სივრცეს. გამოვკვეთთ სკოლის ნიშას საბუნებისმეტყველო მეცნიერების განვითარების გზით და ჩამოვაყალიბებთ მწვანე სკოლას, რომელიც ხელს შეუწყობს ფსიქიკური, ფიზიკური და სოციალური კეთილდღეობის მქონე, გარემოსდამცველი ინტელექტუალური მოქალაქის აღზრდას. საშუალო საფეხურზე არჩევით საგნად მოსწავლეებს შევთავაზებთ საბუნებისმეტყველო საგნებს, ავამუშავებთ კლუბებს და წრეებს. შენობას აღვჭურვავთ ინფრასტრუქტურით, მოვახდენთ სკოლის უკანა ეზოს გამწვანებას. სკოლის კურსდამთავრებულებს გაცნობიერებული ექნება მავნე ჩვევების დამოკიდებულებების შედეგები; 2030 წლისათვის მოსწავლეთა 60% წარმატებული იქნება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საბუნებისმეტყველო დისციპლინებში, მასწავლებლები გადამზადდებიან, მოსწავლეები აჩვენებენ მაღალ შედეგებს ოლიმპიადებსა და კონკურსებში. ამასთან, ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში პირველკლასელები ერთობლივად სკოლის ტერიტორიაზე დარგავენ ერთ ძირ ხეს და იზრუნებენ მასზე; 2030 წლისათვის კურსდამთავრებულთა აბსოლიტური უმრავლესობა იქნება დასაქმებული. სკოლას ეყოლება პროფესიული განათლების სტუდენტთა 2 ნაკადი. სკოლის ღირებულებები ხელმისაწვდომი განათლება ყველასათვის, ინოვაციების დაგეგმა, გარემოზე ზრუნვა, თანამშრომლობა და გუნდურობა, პროფესიული განათლების სტუდენტთა ხელშეწყობა.
მოსწავლეთა ადაპტაციის წესი; ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა; ისაფრთხოების პოლიტიკა