რეესტრში დაბრუნება
საჯარო სკოლა · EMIS მონაცემი

სსიპ - ქალაქ თბილისის №166 საჯარო სკოლა

თბილისი · დიდუბე-ჩუღურეთი · თბილისი, დიდუბე-ჩუღურეთი, ა. წერეთლის გამზ. №42

რეესტრის კოდი#31
მოსწავლე682
მასწავლებელი86
შენობა1
სკოლის პროფილი

ძირითადი ინფორმაცია

დირექტორი
თინათინ ალავიძე
სწავლების საფეხურები
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
სწავლების სექტორი
ქართული
ავტორიზაციის დასაწყისი
ავტორიზაციის დასრულება
პირველკლასელთა მიღება

ადგილების მიმდინარე ინფორმაცია

თბილისი, დიდუბე-ჩუღურეთი, წერეთლის გ. №42

სექტორი
ქართული
ცვლა
2
საერთო ლიმიტი
100
თავისუფალი ადგილი
88
სსსმ ლიმიტი
11
სსსმ თავისუფალი ადგილი
11
EMIS-ის სრული ჩანაწერი

დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები

გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.

მისია, ხედვა და ღირებულებები3 დამატებითი მასალა

მისია სსიპ ქალაქ თბილისის №166 საჯარო სკოლის მისიაა აღზარდოს მაღალი აკადემიური განათლების, ანალიტიკურად მოაზროვნე, მოტივირებული, ინფორმირებული, კანონმორჩილი, ტოლერანტი, მრავალმხრივად განვითარებული პიროვნება, რომელიც ორიენტირებულია ეროვნულ და საკაცობრიო ღირებულებებსა და ვალდებულებებზე. სკოლა, ქვეყანაში მიმდინარე საგანმანათლებლო რეფორმებიდან გამომდინარე, ზრუნავს შეუქმნას მოსწავლეს სწავლების ყველა საფეხურზე წინაპირობები იმისათვის, რომ მან შეძლოს სწორად აირჩიოს თავისი მომავალი განვითარების გზა, პროფესიული ორიენტაციისა და დასაქმების პერსპექტივების გათვალისწინებით, მისცეს ხარისხიანი განათლება, ჩამოუყალიბოს ის უნარები და ღირებულებები, რომლებიც უზრუნველყოფენ პიროვნების დასაქმებას სხვადასხვა სფეროში და საზოგადოებაში საკუთარი ადგილის დამკვიდრებას. სკოლის მისიის სლოგანი: “ხარისხიანი განათლება - ჩვენი დამოუკიდებლობისა და წარმატების გარანტი” სკოლის ხედვა სკოლა მუდმივად ორიენტირებული იქნება ინკლუზიური საგანმანათლებლო გარემოს შექმნაზე. რომელიც დაეფუძნება თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტებს, ფორმალური და არაფორმალური განათლების საშუალებით თითოეულ მოსწავლეს მისცემს შესაძლებლობას გამოავლინოს და განივითაროს კრიტიკული, ანალიტიკური და შემოქმედებითი უნარები. თბილისის №166 საჯარო სკოლა ყოველთვის იქნება ნდობით აღჭურვილი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც სწავლა-სწავლების პროცესში ინოვაციური მეთოდებისა და მიდგომების განხორციელების გზით ხელს შეუწყობს წარმატებულ, პასუხისმგებლიან მოქალაქეებად ჩამოყალიბებას, რომლებსაც შეეძლებათ მნიშვნელოვანი როლი შეიტანონ ქვეყნის სახელმწიფოებრივ განვითარებასა და ინტერესების დაცვაში. სკოლის ღირებულებები: სკოლა ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესებით და ადამიანური, მატერიალური და ფინანსური რესურსების ეფექტიანად გამოყენებით საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით:  საზოგადოებრივი რგოლების კოორდინირებული და კონსტრუქციული თანამშრრომლობა;  გამჭირვალობა;  ობიეტურობა;  განვითარება და ინოვაციურობა;  პროფესიული ზრდა-განვითარება.

დოკუმენტები

სკოლის მისია-ხედვა .pdf16/02/2024 17:45:36 · 0.05 MB
სკოლის სტრუქტურა.docx16/02/2024 17:45:36 · 0.13 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
სტრუქტურა2 დამატებითი მასალა

სსიპ ქალაქ თბილისის N166 საჯარო სკოლის სტრუქტურა 1. სკოლის სტრუქტურის სქემა 2. სამეურვეო საბჭო 3. დირექცია 4. დირექტორი 5. დირექტორის მოადგილე 6. ბუღალტერი 7. დისციპლინური კომიტეტი 8. პედაგოგიური საბჭო 9. ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფი 10. საგნობრივი კათედრები 11. მოსწავლეთა თვითმმართველობა 12. უსაფრთხოების მრჩეველთა საბჭო 13. ადმინისტრაცია 14. მატერიალურ ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორი 15. საქმისმწარმოებელი 16. ბიბლიოთეკარი 17. საინფორმაციო მენეჯერი 18. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტი 19. ენისა და მეტყველების სპეციალისტი 20. სკოლის ექიმი 21. ფსიქოლოგი 22. სამუშაოს აღწერილობის დოკუმენტი 23. მშობელთა სათათბირო

დოკუმენტები

სასკოლო სასწავლო გეგმა - 2023-2024 სასწავლო წელი.pdf16/02/2024 17:46:26 · 0.89 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
სტრატეგიული გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

გეგმა

უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია სკოლის შენობის სრული რეაბილიტირება. სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმა იხ. მიბმულ ფაილში.

დოკუმენტები

7-წლიანი განვითარების გეგმა.pdf22/02/2024 16:09:12 · 0.33 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
წლიური სამოქმედო გეგმაგეგმა და შესრულების ანგარიში

გეგმა

გიზიარებთ წლიურ სამოქმედო გეგმას

დოკუმენტები

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა დანართით - 2023-2024.pdf20/02/2024 18:57:49 · 0.71 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
პროგრამები და მხარდაჭერის სერვისები4 დამატებითი მასალა

სკოლა, სრულ ინკლუზიაში ჩართული სსსმ მოსწავლეთათვის შეთავაზებული სერვისისთან ერთად აუტისტური სპეტრის დარღვევის მქონე მოსწავლეებს სთავაზობს ინტეგრირებული კლასის სერვისით მომსახურებას, რომელშიც ირიცხება 8 აუტისტი ბავშვი და მათთან დამატებით მუშაობს 1 ფსიქოლოგი, 2 სპეციალური მასწავლებელი, 1 მასწავლებელი, 2 დამხმარე სპეციალისტი (ძიძა). სრულ ინკლუზიაში ჩართულია სკოლის 32 სსსმ მოსწავლე, რომლებიც სარგებლობენ 1 ფსიქოლოგის, 4 სპეციალური მასწავლებლის, 1 ენისა და მეტყველების სპეციალისტი, 13 ინდივიდუალური ასისტენტი. მხარდაჭერის მექანიზმები იხ. მიბმული ფაილებში.

დოკუმენტები

ინკლუზიური განათლების სამოქმედო გეგმის დანართი 2023.pdf22/02/2024 14:33:36 · 0.11 MB
სერვისების მიწოდების მექანიზმი..pdf22/02/2024 14:33:36 · 0.55 MB
რესურსოთახის ორგანიზება..pdf22/02/2024 14:33:37 · 0.42 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ქცევის წესები და გასაჩივრების მექანიზმები3 დამატებითი მასალა

სსიპ ქალაქ თბილისის №166 საჯარო სკოლის შინაგანაწესი ვრცელდება სკოლაში დასაქმებულ პირებზე, მოსწავლეებსა და მათ მშობლებზე/კანონიერ წარმომადგენლებზე, ასევე სკოლის ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირზე და სავალდებულოა შესასრულებლად.

დოკუმენტები

სსიპ ქალაქ თბილისის N166 საჯარო სკოლის შინაგანაწესი-09.09.2019წელი-1.pdf22/02/2024 14:51:18 · 0.23 MB
ბავშვთა უფლებების კონვენცია.pdf22/02/2024 14:51:18 · 2.71 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე
ინფრასტრუქტურა1 დამატებითი მასალა

თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, სკოლის შენობა ექვემდებარება სრულ რეაბილიტაციას. ამ ეტაპზე სკოლის ინფრასტრუქტურა მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელია (იხ. ფოტომასალა).

ფინანსები2 დამატებითი მასალა

იხილეთ სსიპ ქალაქ თბილისის N166 საჯარო სკოლის 2024 წლის ბიუჯეტი

დოკუმენტები

2024 წლის ბიუჯეტი.pdf22/02/2024 14:51:31 · 0.07 MB
დოკუმენტების ჩამოტვირთვა EMIS-ზე