ქ. ბათუმი ჰაიდარ აბაშიძის ქ. №30
- სექტორი
- ქართული
- ცვლა
- 2
- საერთო ლიმიტი
- 50
- თავისუფალი ადგილი
- 0
- სსსმ ლიმიტი
- 5
- სსსმ თავისუფალი ადგილი
- 4
აჭარა · ბათუმი · ქ. ბათუმი ჰაიდარ აბაშიძის ქ. №30
გახსენით სასურველი სექცია ტექსტის, თემატური ბმულებისა და დოკუმენტების ჩამონათვალის სანახავად.
მისია სსიპ - ქალაქ ბათუმის N7 საჯარო სკოლის მისიაა აღზარდოს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, თავისუფალი, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე აქტიური მოქალაქე. ხედვა სსიპ - ქალაქ ბათუმის N7 საჯარო სკოლა გრძელვადიან პერსპექტივაში ხედავს მრავალფეროვანი საგანმანათლებლო საქმიანობით, სასკოლო საზოგადოების კონსტრუქციული თანამშრომლობით ყველასათვის თანაბრად ხელმისაწვდომ სოციო-კულტურულ საგანმანათლებლო გარემოს, სადაც აღიზრდებიან მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნარჩვევების მქონე ქვეყნის ღირსეული მოქალაქეები. ღირებულებები სსიპ - ქალაქ ბათუმის N7 საჯარო სკოლის ღირებულებებია: • გამჭვირვალობა და საჯაროობა; • განვითარება და ინოვაციურობა; • ინკლუზიური გარემო; • თანამშრომლობა, კომუნიკაცია და გუნდურობა; • თანასწორობა და სამართლიანობა სკოლა, უპირველეს ყოვლისა, ხელმძღვანელობს სწავლის პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესებით. სკოლის საზოგადოების ყველა წევრს აქვს თანაბარი უფლებები. ეს უფლებები გამყარებულია საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა დეკლარაციით. ჩვენ მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება ემყარება სამართლიანობის პრინციპებს. განხორციელებული შეფასებები, ასევე თვითშეფასება ეფუძნება კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებსა და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს მონაწილე პირების სუბიექტივიზმს და არ ტოვებს უსამართლობის განცდას. ჩვენ ღია ვართ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ პრობლემების გადაჭრაზე. სისტემატურად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ განვითარების ინოვაციურ გზებს. ვქმნით მზრუნველ გარემოს, რისთვისაც ყველა გადაწყვეტილებას ვიღებთ მხოლოდ მხარდამჭერის პოზიციიდან. ჩვენს საქმიანობაში მოქმედი სტანდარტები და პროცედურები, ჩვენი ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა მხარისათვის. უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა. ჩვენს სკოლაში გადაწყვეტილებებს ვიღებთ გუნდურად, სასკოლო საზოგადოების მონაწილეობით. ჩვენს სკოლის სასწავლო გარემო ხელს უწყობს განათლების გუნდური მუშაობისათვის დამახასიათებელი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას. გაცხადებული მომავლის ხედვისა და სკოლის მისიის განხორციელების მიზნით სასკოლო საზოგადოება თანხმდება, რომ სკოლამ მთლიანობაში და მისმა თითოეულმა თანამშრომელმა თავიანთი ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებაში უნდა იხელმძღვანელონ შემდეგი სამუშაო პრინციპებითა და მიდგომებით: • ჩვენთის უნიშვნელოვანესია ფიზიკურად და ფსიქო-ემოციურად დაცული გარემო; • ჩვენთვის უპირველესია ბავშვის სიყვარული; • ჩვენ ვზრუნავთ სწავლა-სწავლების მაღალ ხარისხზე; • ჩვენთვის მნიშვნელოვანია პროფესიონალიზმი, საქმის სიყვარული და ერთგულება; • ჩვენთვის მნიშვნელოვანია მიუკერძოებლობა; • ჩვენთვის მნიშვნელოვანია მიღწევების აღიარება და აზრის პატივისცემა; • ჩვენ ვაცნობიერებთ საკუთარ პასუხისმგებლობას; • ჩვენ ვმუშაობთ გუნდურად და ვიცავთ კოლეგიალობას.